პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

შოტ­ლან­დი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუმს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც უნდა გა­ირ­კვეს, დარ­ჩე­ბა თუ არა შოტ­ლან­დია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ლი­დე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. რო­გორც რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვამ­დე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ აღ­ნიშ­ნა, იმე­დოვ­ნებს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი მჭიდ­რო მო­კავ­ში­რე დარ­ჩე­ბა ძლი­ე­რი, მტკი­ცე, ერ­თი­ა­ნი და კარ­გი პარტნი­ო­რი.

"მე ვი­ტყო­დი, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო აშშ-ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რია. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი ერთ-ერთი მჭიდ­რო მო­კავ­ში­რე დარ­ჩე­ბა ძლი­ე­რი, მტკი­ცე, ერ­თი­ა­ნი და კარ­გი პარტნი­ო­რი. მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ეს არის შოტ­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტი", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ. შოტ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნას ემ­ხრო­ბა აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბილ კლინ­ტო­ნიც.

"ვი­მე­დოვ­ნებ, რომ შოტ­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხი ხმას მის­ცემს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში დარ­ჩე­ნას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით", - გა­ნა­ცხა­და ბილ კლინ­ტონ­მა. შოტ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან გა­მო­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნას სირ­თუ­ლე­ებს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­რი­ა­ნო რა­ხოი. მისი თქმით, თუ შოტ­ლან­დია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დე­ბა, მას თა­ვი­დან მო­უ­წევს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა.

"ასე­თი პრო­ცე­სე­ბი დიდი ეკო­ნო­მი­კურ ვარ­დნა­სა და სი­ღა­ტა­კეს იწ­ვევს", - აღ­ნიშ­ნა ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

თა­ვის მხრივ, იტა­ლი­ის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ენ­რი­კო ლი­ე­ტამ აღ­ნიშ­ნა, რომ შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის­თვის და ევ­რო­კავ­ში­რის­თვის არ იქ­ნე­ბა ხელ­საყ­რე­ლი.

ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ტონი ებო­ტის გან­ცხა­დე­ბით კი, რა თქმა უნდა, შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა თა­ვად შოტ­ლან­დი­ელ­თა გა­და­სა­წყვე­ტია, თუმ­ცა პი­რა­დად მას სურ­ვი­ლი აქვს, რომ კვლავ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მტკი­ცე მე­გობ­რად დარ­ჩეს, ვიდ­რე დაშ­ლი­ლი სა­მე­ფო­სი.

შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუმს გა­მო­ეხ­მა­უ­რა გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რიც.

"ჩვენ ვამ­ჯო­ბი­ნებთ არ ჩა­ვე­რი­ოთ ბრი­ტა­ნელ­თა სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში. მაგ­რამ სა­ჯა­როდ ვა­ღი­ა­რებ, რომ მირ­ჩევ­ნია დიდი ბრი­ტა­ნე­თის ერ­თი­ა­ნო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა.

შოტ­ლან­დი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე რე­ფე­რენ­დუ­მი დღეს დი­ლით და­ი­წყო. რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უნდა უპა­სუ­ხონ შე­კი­თხვას - უნდა გახ­დეს თუ არა შოტ­ლან­დია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი?

რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ 19 ოქ­ტომ­ბრის დი­ლის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. თუ რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­დე­ბით პა­სუხს გას­ცემს შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, მა­შინ 2016 წლის 24 მარტს შოტ­ლან­დია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მო­ვა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს, დარჩება თუ არა შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ეხმაურებიან. როგორც რეფერენდუმის გამართვამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე დარჩება ძლიერი, მტკიცე, ერთიანი და კარგი პარტნიორი.

"მე ვიტყოდი, რომ გაერთიანებული სამეფო აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე დარჩება ძლიერი, მტკიცე, ერთიანი და კარგი პარტნიორი. მაგრამ საბოლოოდ, ეს არის შოტლანდიელი ხალხის გადასაწყვეტი", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას ემხრობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც.

"ვიმედოვნებ, რომ შოტლანდიელი ხალხი ხმას მისცემს გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას რამდენიმე მიზეზით", - განაცხადა ბილ კლინტონმა. შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის შემთხვევაში, ქვეყანას სირთულეებს უწინასწარმეტყველებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი. მისი თქმით, თუ შოტლანდია დამოუკიდებელი გახდება, მას თავიდან მოუწევს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთება.

"ასეთი პროცესები დიდი ეკონომიკურ ვარდნასა და სიღატაკეს იწვევს", - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლიეტამ აღნიშნა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროკავშირისთვის არ იქნება ხელსაყრელი.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის განცხადებით კი, რა თქმა უნდა, შოტლანდიის დამოუკიდებლობა თავად შოტლანდიელთა გადასაწყვეტია, თუმცა პირადად მას სურვილი აქვს, რომ კვლავ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მეგობრად დარჩეს, ვიდრე დაშლილი სამეფოსი.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც.

"ჩვენ ვამჯობინებთ არ ჩავერიოთ ბრიტანელთა საშინაო პოლიტიკაში. მაგრამ საჯაროდ ვაღიარებ, რომ მირჩევნია დიდი ბრიტანეთის ერთიანობა", - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დღეს დილით დაიწყო. რეფერენდუმის მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - უნდა გახდეს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი?

რეფერენდუმის შედეგები, სავარაუდოდ 19 ოქტომბრის დილისთვის გახდება ცნობილი. თუ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა