პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბი­დან ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო. რო­გორც ლე­ვან ჩა­ჩუ­ას ად­ვო­კატ­მა, ზუ­რაბ ტა­ბი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო­ფილ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 22 სექ­ტემ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, სა­დაც ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას და ჩა­ჩუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

ზუ­რაბ ტა­ბი­ძე ჩა­ჩუ­ას საქ­მის ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო­ფის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას აპი­რებ­და, თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გა­მარ­თვამ­დე, თა­ვად მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, მას უკვე ჩა­ბარ­და საქ­მის მა­სა­ლე­ბი, სა­დაც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სჰუ­მა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე ცნო­ბა არ არ­სე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვო­კა­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

"ექ­სჰუ­მა­ცია უნდა ჩა­ტარ­დეს მთა­ვა­რი საქ­მის ფარ­გლებ­ში, სა­ი­და­ნაც გა­მო­ი­ყო ხარ­ში­ლა­ძის, ძა­ძა­მი­ა­სა და ჩა­ჩუ­ას საქ­მე­ე­ბი. მთა­ვა­რი საქ­მე ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გა­ზით გა­გუდ­ვა­ზეა აღ­ძრუ­ლი უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მისი თქმით, თუ კი ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­ტარ­დე­ბა და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ უსუ­პოვს რა­ი­მე სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპერ­ტის მი­მართ სი­ყალ­ბე­ზე უნდა აღიძ­რას საქ­მე და და­ნარ­ჩე­ნე­ბის მი­მართ – გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა პრო­ცე­დუ­რა ამ დრომ­დე არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

"დღეს კი, ექ­სპერტს ედა­ვე­ბი­ან, რომ სა­ეჭ­ვო უბ­ნე­ბი არ აღ­რი­ცხე დას­კვნა­შიო, რე­ა­ლუ­რად კი, ლე­ვან ჩა­ჩუ­ას მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არის სრულ­ყო­ფი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ტა­ბი­ძემ. ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას, ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ედე­ბა, რაც გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლია სამი პირი - ჟვა­ნი­ას დაც­ვის ცვლის უფ­რო­სი მი­ხე­ილ ძა­ძა­მია, დაც­ვის უფ­რო­სი კობა ხარ­ში­ლა­ძე და ექ­სპერ­ტი ლე­ვან ჩა­ჩუა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი პა­ტიმ­რო­ბა­შია. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხე­დარს ექ­სჰუ­მა­ცია ჩა­უ­ტარ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე მიმდინარე გამოძიებიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. როგორც ლევან ჩაჩუას ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება, სადაც ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ჩაჩუას გათავისუფლებას მოითხოვს.

ზურაბ ტაბიძე ჩაჩუას საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შუამდგომლობის დაყენებას აპირებდა, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურამ სასამართლო პროცესის გამართვამდე, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ადვოკატის თქმით, მას უკვე ჩაბარდა საქმის მასალები, სადაც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის ჩატარებაზე ცნობა არ არსებობს. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, აღნიშნული პროცედურა არ არის ჩატარებული.

"ექსჰუმაცია უნდა ჩატარდეს მთავარი საქმის ფარგლებში, საიდანაც გამოიყო ხარშილაძის, ძაძამიასა და ჩაჩუას საქმეები. მთავარი საქმე ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვაზეა აღძრული უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით 2005 წლის 3 თებერვალს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, თუ კი ექსჰუმაცია ჩატარდება და აღმოჩნდება, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს რაიმე სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდათ, ასეთ შემთხვევაში ექსპერტის მიმართ სიყალბეზე უნდა აღიძრას საქმე და დანარჩენების მიმართ – განზრახ მკვლელობაზე, თუმცა პროცედურა ამ დრომდე არ არის ჩატარებული.

"დღეს კი, ექსპერტს ედავებიან, რომ საეჭვო უბნები არ აღრიცხე დასკვნაშიო, რეალურად კი, ლევან ჩაჩუას მიერ გამოტანილი ექსპერტიზის დასკვნა არის სრულყოფილი", - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ. ექსპერტ ლევან ჩაჩუას, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულგრილ დამოკიდებულებას გულისხმობს.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებულია სამი პირი - ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია, დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე და ექსპერტი ლევან ჩაჩუა. სამივე მათგანი პატიმრობაშია. ახალი ხელისუფლების პირობებში, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამორიცხული არ არის ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ