პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აშშ-ის სე­ნატ­ში დღეს და­გეგ­მილ გან­ხილ­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც ნატო-ს წევ­რო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას­თვის აშშ-ის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ვე­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ისე­დაც არის აშშ-ი და ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ეს კო­მენ­ტა­რი პრე­მი­ერ­მა გურ­ჯა­ან­ში, "რთვე­ლი 2014"-ის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ა­კე­თა.

აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტი დღეს კენ­ჭს უყ­რის კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ნატო-ს წევ­რო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას­თვის აშშ-ის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის სე­ნა­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი ავ­რცე­ლებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტში გან­სა­ზღვრუ­ლია სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა "რო­სო­ბო­რო­ნექ­სპორ­ტი­სა" და თავ­დაც­ვით სფე­რო­ში სხვა რუ­სუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას უწყობს ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, მოლ­დო­ვა­სა და სი­რი­ა­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე სთვა­ზობს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას რუ­სუ­ლი "გა­ზპ­რო­მის" წი­ნა­აღ­მდეგ, თუ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ "გა­ზპ­რო­მი" უარს ამ­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა­ზე ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თვის.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტი გან­სა­ზღვრავს ნატო-ს წევ­რო­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას რო­გორც აშშ-ის მთა­ვარ პარტნი­ო­რებს და ით­ვა­ლის­წი­ნებს 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად", - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტექ­სტში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი "ამე­რი­კის ხმი­სა" და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მა­უ­წყებ­ლო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში დღეს დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

"საქართველოს ნომერ პირველი და სტრატეგიული პარტნიორი ისედაც არის აშშ-ი და ამაში ახალი არაფერია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თემის კომენტირებისას.

ეს კომენტარი პრემიერმა გურჯაანში, "რთველი 2014"-ის საკოორდინაციო შტაბში სტუმრობისას გააკეთა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სენატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კანონპროექტში განსაზღვრულია სანქციების დაწესება "როსობორონექსპორტისა" და თავდაცვით სფეროში სხვა რუსული საწარმოების წინააღმდეგ, რომელიც არასტაბილურობას უწყობს ხელს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სირიაში.

კანონპროექტი ასევე სთვაზობს სანქციების დაწესებას რუსული "გაზპრომის" წინააღმდეგ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "გაზპრომი" უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის.

"კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო-ს წევრობის გარეშე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად", - ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა