კონფლიქტები
მსოფლიო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპერმა მასტერმა საქართველო დატოვა
რეპერმა მასტერმა საქართველო დატოვა

რე­პერ­მა მას­ტერ­მა, იგი­ვე გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვილ­მა თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა და გეზი მოს­კო­ვის­კენ აიღო. რუ­სეთ­ში აპი­რებს თა­ვი­სი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას. რა­ტომ მო­იქ­ცა ასე, რას აპი­რებს, რო­გორ და სად და­ბი­ნავ­და, ამის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი.გე"-ს თა­ვად ესა­უბ­რა:

- წას­ვლა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც უნდა პო­პუ­ლა­რუ­ლი იყოს მუ­სი­კო­სი, რაც უნდა მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დეს, ამ ყვე­ლა­ფერს მა­ინც არა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­გე­ბა არ აქვს.

- არა­და, წელს აქ­ტი­უ­რობ­დი, ბევ­რი კლი­პი და რე­პ­კომ­პო­ზი­ცია შექ­მე­ნი...

- კი, წელს ჩემი 7 კლი­პი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად მახ­სენ­დე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ჩემ­თვის სად­მე კონ­ცერ­ტზე და­ე­ძა­ხათ ან სა­ერ­თოდ, თუ ტარ­დე­ბა ეს კონ­ცერ­ტე­ბი, სა­კი­თხა­ვი ეს არის... ახლა მოს­კოვ­ში ვარ. აქ, რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რი ისე წა­მო­ვე­დი, მომ­ღერ­ლე­ბის­თვის სიმ­ღე­რე­ბი უნდა დავ­წე­რო...

- კონ­კრე­ტუ­ლად ვის­თვის?

- ეს ჯერ ზუს­ტად არ ვიცი... თან, აქ ცოტა სხვა­ნა­ი­რი წე­სია, წი­ნას­წარ რომც იცოდ­ნენ, ვის­თან, რო­მელ მომ­ღე­რალ­თან მუ­შა­ო­ბენ, ვერ ამ­ხე­ლენ. ამას­თან, ვი­მე­ო­რებ, ჯერ არც ვიცი, ვინ იქ­ნე­ბი­ან ეს მომ­ღერ­ლე­ბი...

- სად ცხოვ­რობ და რო­გორ? არ გა­გი­ჭირ­და მანდ და­ბი­ნა­ვე­ბა?

- ბინა ვი­ქი­რა­ვე, მად­ლო­ბა ღმერ­თს კარ­გად მო­ვე­წყე, მაგ­რამ წი­ნას­წარ რა, რო­გორ იქ­ნე­ბა, ნამ­დვი­ლად არ ვიცი... ყვე­ლა­ფე­რი ხომ იცით, რის­კია თუ არ გა­რის­კე, არა­ფე­რი გა­მო­ვა... აქ დათო ხუ­ჯა­ძის სტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ. დიდი მად­ლო­ბა და­თოს ამ შან­სის­თვის, ზუს­ტად ვიცი, რომ დე­კემ­ბრამ­დე აქ ვიქ­ნე­ბი. მთა­ვა­რი ის არის, რომ "მო­დუ­ნე­ბას" არ ვა­პი­რებ! ჩემი სიმ­ღე­რე­ბიც და კლი­პე­ბიც იმ აქ­ტი­ვო­ბით გა­მო­ვა, რო­გორც გა­მო­დი­ო­და, ანუ პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ და ვი­მუ­შა­ვებ ჩემს პი­რად პრო­ექ­ტებ­ზეც. ამის გა­რე­შე არც ერთი დღე არ იქ­ნე­ბა, რად­გან მე ჩემ მსმე­ნელს არ "მო­ვა­ში­ებ"...

- ე.ი. გა­რის­კე?

- რა თქმა უნდა, აქ არა­ვის უთ­ქვამს ჩა­მო­დი, ფული უნდა გა­ჩუ­ქოო (იღი­მის). პი­რი­ქით, რის­კია. მოს­კოვ­ში დაგ­რო­ვე­ბულ-და­ზო­გი­ლი თან­ხით ჩა­მო­ვე­დი. ის "ინ­ვეს­ტი­ცი­ის" სა­ხით უნდა ჩავ­დო ჩემს ახალ საქ­მე­ში.

- რად­გან ხუ­ჯა­ძის სტუ­დი­ა­ში ხარ, გა­მო­დის, ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდი...

- კი, გიგა კვე­ნე­ტა­ძეც აქ არის... ისიც ხომ ამ სტუ­დი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს.

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რეპერმა მასტერმა საქართველო დატოვა

რეპერმა მასტერმა საქართველო დატოვა

რეპერმა მასტერმა, იგივე გიორგი პავლიაშვილმა თბილისის დატოვება გადაწყვიტა და გეზი მოსკოვისკენ აიღო. რუსეთში აპირებს თავისი გეგმების განხორციელებას და კარიერის გაგრძელებას. რატომ მოიქცა ასე, რას აპირებს, როგორ და სად დაბინავდა, ამის შესახებ "ამბები.გე"-ს თავად ესაუბრა:

- წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში რაც უნდა პოპულარული იყოს მუსიკოსი, რაც უნდა მაღალი რეიტინგი და ხალხის სიყვარული ჰქონდეს, ამ ყველაფერს მაინც არანაირი მატერიალური მოგება არ აქვს.

- არადა, წელს აქტიურობდი, ბევრი კლიპი და რეპკომპოზიცია შექმენი...

- კი, წელს ჩემი 7 კლიპი გამოვიდა, მაგრამ იშვიათად მახსენდება ის ფაქტი, რომ ჩემთვის სადმე კონცერტზე დაეძახათ ან საერთოდ, თუ ტარდება ეს კონცერტები, საკითხავი ეს არის... ახლა მოსკოვში ვარ. აქ, როგორც კომპოზიტორი ისე წამოვედი, მომღერლებისთვის სიმღერები უნდა დავწერო...

- კონკრეტულად ვისთვის?

- ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი... თან, აქ ცოტა სხვანაირი წესია, წინასწარ რომც იცოდნენ, ვისთან, რომელ მომღერალთან მუშაობენ, ვერ ამხელენ. ამასთან, ვიმეორებ, ჯერ არც ვიცი, ვინ იქნებიან ეს მომღერლები...

- სად ცხოვრობ და როგორ? არ გაგიჭირდა მანდ დაბინავება?

- ბინა ვიქირავე, მადლობა ღმერთს კარგად მოვეწყე, მაგრამ წინასწარ რა, როგორ იქნება, ნამდვილად არ ვიცი... ყველაფერი ხომ იცით, რისკია თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა... აქ დათო ხუჯაძის სტუდიაში ვმუშაობ. დიდი მადლობა დათოს ამ შანსისთვის, ზუსტად ვიცი, რომ დეკემბრამდე აქ ვიქნები. მთავარი ის არის, რომ "მოდუნებას" არ ვაპირებ! ჩემი სიმღერებიც და კლიპებიც იმ აქტივობით გამოვა, როგორც გამოდიოდა, ანუ პარალელურად ვმუშაობ და ვიმუშავებ ჩემს პირად პროექტებზეც. ამის გარეშე არც ერთი დღე არ იქნება, რადგან მე ჩემ მსმენელს არ "მოვაშიებ"...

- ე.ი. გარისკე?

- რა თქმა უნდა, აქ არავის უთქვამს ჩამოდი, ფული უნდა გაჩუქოო (იღიმის). პირიქით, რისკია. მოსკოვში დაგროვებულ-დაზოგილი თანხით ჩამოვედი. ის "ინვესტიციის" სახით უნდა ჩავდო ჩემს ახალ საქმეში.

- რადგან ხუჯაძის სტუდიაში ხარ, გამოდის, ქართველების გარემოცვაში აღმოჩნდი...

- კი, გიგა კვენეტაძეც აქ არის... ისიც ხომ ამ სტუდიაში საქმიანობს.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება