პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის 42 000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს და როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული
რა ბედი ელის 42 000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს და როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრეს­ტი­ჟუ­ლი არ არის, უკვე ძვე­ლი და კარ­გად ნაც­ნო­ბი თე­მაა. სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტი, თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ რო­გორ­მე ეს მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მა მო­იხ­სნას. უკვე შექ­მნი­ლია და არ­სე­ბობს კი­დეც პროგ­რა­მე­ბი, კონ­ცეფ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც პე­და­გო­გის საქ­მი­ა­ნო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტულ დარ­გად გა­დაქ­ცე­ვის­თვის არის გა­მიზ­ნუ­ლი. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ ცოტა რამ არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

ქვე­ყა­ნას 62.000 მას­წავ­ლებ­ლი­დან მხო­ლოდ 20.000 ჰყავს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი 42.000-ს კი გარ­კვე­უ­ლი დრო აქვს მი­ცე­მუ­ლი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნას სა­კუ­თა­რი კვა­ლი­ფი­კა­ცია და­უმ­ტკი­ცოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, მას ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით უნდა და­კომ­პლექტდეს.

რო­გორ უნდა ამაღ­ლდეს მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟი, რო­გორ უნდა გახ­დეს ქვეყ­ნის­თვის პე­და­გო­გის საქ­მი­ა­ნო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი, ამ თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს (ია ან­თა­ძე, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე) ვე­სა­უბ­რეთ, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვა­დაც ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ და ფიქ­რო­ბენ.

ია ან­თა­ძე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტს" წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც საქ­მი­ა­ნობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ია, რო­გორ უნდა გახ­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია პრეს­ტი­ჟუ­ლი?

- გია დვალ­მა და ავ­ტო­რე­ბის ჯგუფ­მა შექ­მნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცის რე­ფორ­მი­რე­ბის კონ­ცეფ­ცია. ის რო­გორც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბას, ასე­ვე სა­ინ­სტი­ტუ­ტო რე­ფორ­მას და სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ხედ­ვას ეხე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს რო­გორც სკო­ლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და ლი­დე­რი მეც­ნი­ე­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მარ­თა­ლია დღეს ამ კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერგვა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ხდე­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აქამ­დე საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად მივა.

- სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებ­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა და ლი­დერ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა რო­გორ უნდა შეძ­ლონ ერ­თმა­ნეთ­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ციო, ახა­ლი სივ­რცის შექ­მნა?

- ახა­ლი სა­აზ­როვ­ნო სივ­რცე უნდა შე­იქ­მნას, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმ კვლე­ვებ­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი აწარ­მო­ე­ბენ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი მიბ­რძან­დე­ბი­ან სკო­ლებ­ში, ჩა­ა­ტა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს და სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა სტუ­დენ­ტებ­თან მი­ვიდ­ნენ. მათ­თან ერ­თად უნდა იმუ­შა­ონ ან სტუ­დენ­ტე­ბი მო­იწ­ვი­ონ სკო­ლებ­ში. ეს უნდა იყოს ერ­თი­ა­ნი სა­აზ­როვ­ნო სივ­რცე, სა­დაც თავს მო­იყ­რი­ან სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

- ეს აქ­ცევს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას პრეს­ტი­ჟუ­ლად?

- თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრობ­ლე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ, მერე სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა, სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში წავ­ლენ იმის­თვის, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია შე­ის­წავ­ლონ. დღეს­დღე­ო­ბით ვი­ცით, რომ ვინც უმაღ­ლე­სებ­ში აბა­რე­ბენ და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, სკო­ლებ­ში სწავ­ლი­სას არ აქვთ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, ილი­ას უნი­ერ­სი­ტეტ­ში უკვე არ­სე­ბობს მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მა, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მე­ნე­ჯმენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ამ­ზა­დე­ბენ. იქ გა­ცი­ლე­ბით დიდი კონ­კურ­სია. ამას­თან, არის კარ­გი პროგ­რა­მაც და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პროგ­რა­მას სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი­თა და წარ­მა­ტე­ბით ამ­თავ­რე­ბენ, მერე ად­ვი­ლად საქმდე­ბი­ან, მათ აქვთ ღირ­სე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი. ზო­გი­ერ­თი იქვე რჩე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია გახ­დეს პრეს­ტი­ჟუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თან­ხე­ბი უნდა ჩა­ი­დოს ამ პროგ­რა­მე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ამას­თან, დღე­ის­თვის სკო­ლის კარი ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­კე­ტი­ლია და ის უნდა გა­იხ­სნას.

62.000 მას­წავ­ლებ­ლი­დან, ვინც ახლა სკო­ლა­ში გვყავს, მხო­ლოდ, 20.000-მა 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლო, და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა თა­ვი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია და მი­ე­ღო სერ­ტი­ფი­კა­ტი. და­ნარ­ჩე­ნი 42.000 რჩე­ბა სკო­ლა­ში. უახ­ლო­ე­სი სამი წლის გან­მავ­ლოვ­ბა­ში მათ არა­ვინ დის­კომ­ფორ­ტს არ შე­უქ­მნის, სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლის გა­რეთ რჩე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც აი­ღეს სერ­ტი­ფი­კა­ტი, საგ­ნებ­ში ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­და, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში, მაგ­რამ მათ­თვის სკო­ლის კარი არის და­კე­ტი­ლი.

სა­ჭი­როა, სე­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბე­ლებს შე­ექ­მნათ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი, ხელ­ფა­სი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მხრივ, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, სა­მეც­ნი­ე­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მხრივ. მა­შინ რა თქმა უნდა, ბევ­რი ახალ­გაზ­რდა გა­და­წყვეტს, გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. მოკ­ლედ, ეს არის კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­შია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თუ ისიც გახ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნი ექ­ნე­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს ხელ­ფა­სი და იმ 20.000 მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც სხვებ­თან შე­და­რე­ბით სკო­ლა­ში წარ­ჩი­ნე­ბუ­ლია, სა­ხელ­მწი­ფო კარგ პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს, ეს იქ­ნე­ბა იმის გა­რან­ტი, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი სკო­ლა­ში სი­ა­რულს მო­ინ­დო­მე­ბენ და ისი­ნი სკო­ლას პრეს­ტი­ჟულს გახ­დი­ან.

- იმ 42.000 არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გოგს რა ბედი ელის?

- მათ სა­ხელ­მწი­ფომ მის­ცა დრო (3 წელი), რომ კი­დევ ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ქვე­ყა­ნას თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია და­უ­დას­ტუ­რონ...

- თუ ეს ვერ შეძ­ლეს, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევთ?

- ნამ­დვი­ლად მო­უ­წევთ სკო­ლის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ ისი­ნი თა­ვის სა­გან­ში ვერ ჩა­ა­ბა­რე­ბენ გა­მოც­დას და ვერ და­აგ­რო­ვე­ბენ ქუ­ლე­ბის მი­ნი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას.

არა­და, დღეს სკო­ლა­ში გვყავს ბევ­რი ბრწყინ­ვა­ლე მას­წავ­ლე­ბე­ლი, მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვიც­ნობ კი­დეც. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ვი­ცა­ნით კი­დევ რე­გი­ო­ნებ­ში მომ­სა­ხუ­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­განს ას­წავ­ლი­ან. ცდი­ლო­ბენ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბის დო­ნე­ზე იყ­ვნენ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლო­ბენ კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რაც ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო რამ არის. როცა ხე­დავ, რომ თბი­ლი­სი­დან მო­შო­რე­ბით არის ასე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, სა­ხელ­მწი­ფომ წა­ა­ხა­ლი­სოს და და­ა­ფა­სოს მისი მონ­დო­მე­ბა. ვნა­ხოთ, წლის ბო­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ გა­ირ­კვე­ვა...

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

- ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მე ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რი მი­ფიქ­რია, თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. პირ­ველ რიგ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია, სინ­ქრო­ნულ მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხმობს, - სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას.

მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­სით და რი­გით რთუ­ლი არ უნდა იყოს, იმი­ტომ, რომ წარ­სულ­ში ეს პრო­ფე­სია ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და საკ­რა­ლურ პრო­ფე­სი­ად მი­იჩ­ნე­ო­და. მას­წავ­ლე­ბე­ლი ამაღ­ლე­ბულ კვარ­ცხლბეკ­ზე იდგა. დღეს კი ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია და აქვს და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან მოხ­და და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იმ 90-იანი წლე­ბის კრი­ზი­სის შე­დე­გია. დღე­ვან­დე­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მო­დის ნი­ჭი­ე­რი ახა­ლი თა­ო­ბა, არ ირ­ჩე­ვენ ამ პრო­ფე­სი­ას, და სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბას არ ცდი­ლო­ბენ.

- მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - რაც უკვე ვთქვით, და­ბა­ლი ხელ­ფა­სი...

- მე­ო­რე მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლებს გა­უჩ­ნდეთ გან­ცდა, რომ მათ ყო­ველ­დღი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა აჰ­ყვნენ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბებს და სა­კუ­თა­რი თავი თვი­თონ­ვე რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით, წარ­მო­ა­ჩი­ნონ ისე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, მათ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს და კი­დევ უფრო მეტი იფიქ­რონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­დე­საც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია კად­რი, ცდი­ლობს, მისი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს, შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბით. ადა­მი­ა­ნებ­მა ასე­ვე უნდა გა­ი­თა­ვი­სონ ის, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ცხა­დია, კრი­ტი­კას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და იმ მი­თის ნა­წი­ლი არ არის, რო­მე­ლიც იყო ხოლ­მე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი: "მა­წავ­ლე­ბე­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ში არ და­დის," რომ ის შეც­დო­მას არ უშ­ვებს. მაგ­რამ არც ისეა საქ­მე, რომ არ გვყავს კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ბევ­რს შევ­ხვედ­რი­ვარ ახ­ლაც და მა­ში­ნაც, როცა სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა გახ­დე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ოღონდ, ეს დრო­შია გა­წე­ლი­ლი...

- რო­გორ ფიქ­რობ, რა აფერ­ხებს ამ პრო­ცესს?

- რთუ­ლია ასე ხე­ლა­ღე­ბით ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა, მე­ო­რე მხრივ ასე­ვე ძნე­ლია, რომ შე­ამ­ცი­რო შტა­ტე­ბი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მაც რთუ­ლი ხდე­ბა. ვფიქ­რობ, ეს არის მთა­ვა­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი. არა­და, ყვე­ლას აქვს მზა­ო­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ქვე­ყა­ნა­ში იყ­ვნენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც მა­ღა­ლი პრეს­ტი­ჟი ექ­ნე­ბათ. მა­გა­ლი­თად, უცხო­ეთ­ში მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, ხელ­ფა­სებს შო­რის. ამას ემა­ტე­ბა თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი.

ცალ­სა­ხად ვარ მას­წავ­ლებ­ლის მხა­რეს, მაგ­რამ რაც უნდა მტკივ­ნე­უ­ლი იყოს, უნდა გა­და­ი­ხე­დოს ეს ყვე­ლა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლად.

- პი­რა­დად შენს ყუ­რა­დღე­ბას რო­გო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ცევ­და?

- ყუ­რა­დღე­ბას ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ცევ­დნენ, ვინც იმ ფარ­გლებს მიღ­მა გა­დი­ოდ­ნენ, მეტს ხე­დავ­დნენ ტექ­სტებ­ში, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ კარ­გი გად­მო­ცე­მის უნა­რი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში ბავ­შვებ­თან მე­გობ­რო­ბის უნა­რი.

- სა­ბო­ლოო შე­დეგს რო­დის მი­ვაღ­წევთ?

- როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა მო­ნო­ლი­თუ­რი, რომ გა­ნათ­ლე­ბა ქვეყ­ნის მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა და­ლაგ­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რა ბედი ელის 42 000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს და როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული

რა ბედი ელის 42 000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს და როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული

მასწავლებლის პროფესია რომ საქართველოში პრესტიჟული არ არის, უკვე ძველი და კარგად ნაცნობი თემაა. სხვადასხვა ინსტიტუტი, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს, რომ როგორმე ეს მტკივნეული პრობლემა მოიხსნას. უკვე შექმნილია და არსებობს კიდეც პროგრამები, კონცეფციები, რომელებიც პედაგოგის საქმიანობის პრიორიტეტულ დარგად გადაქცევისთვის არის გამიზნული. თუმცა რეალურად ამ მიმართულებით ჯერ ცოტა რამ არის გაკეთებული.

ქვეყანას 62.000 მასწავლებლიდან მხოლოდ 20.000 ჰყავს სერტიფიცირებული. დანარჩენი 42.000-ს კი გარკვეული დრო აქვს მიცემული იმისთვის, რომ ქვეყანას საკუთარი კვალიფიკაცია დაუმტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროის გასვლის შემდეგ, მას ნებით თუ უნებლიედ, სასწავლო დაწესებულების დატოვება მოუწევს, რადგან თანამედროვე სკოლა კვალიფიციური სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს.

როგორ უნდა ამაღლდეს მასწავლებლის პრესტიჟი, როგორ უნდა გახდეს ქვეყნისთვის პედაგოგის საქმიანობა პრიორიტეტული და მაღალანაზღაურებადი, ამ თემაზე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს (ია ანთაძე, გიორგი კეკელიძე) ვესაუბრეთ, რომლებიც ამ მიმართულებით თავადაც ბევრს მუშაობენ და ფიქრობენ.

ია ანთაძე არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" წარმოადგენს, რომელიც სასკოლო განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებითაც საქმიანობს.

- ქალბატონო ია, როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული?

- გია დვალმა და ავტორების ჯგუფმა შექმნა საგანმანათლებლო სივრცის რეფორმირების კონცეფცია. ის როგორც საუნივერსიტეტო განათლებას, ასევე საინსტიტუტო რეფორმას და სკოლაში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების ხედვას ეხება. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს როგორც სკოლის წარჩინებული მასწავლებლების, ასევე უნივერსიტეტში წარჩინებული პროფესორებისა და ლიდერი მეცნიერების თანამშრომლობას. მართალია დღეს ამ კონცეფციის დანერგვა გარკვეული მიზეზების გამო არ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე საქმე აუცილებლად მივა.

- საუკეთესო მასწავლებლებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლიდერმა მეცნიერებმა როგორ უნდა შეძლონ ერთმანეთთან საკომუნიკაციო, ახალი სივრცის შექმნა?

- ახალი სააზროვნო სივრცე უნდა შეიქმნას, სადაც მასწავლებლები იმ კვლევებში ჩაერთვებიან, რომელსაც მეცნიერები აწარმოებენ. უნივერსიტეტის პროფესორები მიბრძანდებიან სკოლებში, ჩაატარებენ გაკვეთილებს და სკოლის პედაგოგები შეიძლება სტუდენტებთან მივიდნენ. მათთან ერთად უნდა იმუშაონ ან სტუდენტები მოიწვიონ სკოლებში. ეს უნდა იყოს ერთიანი სააზროვნო სივრცე, სადაც თავს მოიყრიან საუკეთესო სპეციალისტები.

- ეს აქცევს მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟულად?

- თუ მასწავლებლების პრობლემას სერიოზულად განვიხილავთ, მერე სკოლის კურსდამთავრებულთა, საუკეთესო ნაწილი უნივერსიტეტებში წავლენ იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია შეისწავლონ. დღესდღეობით ვიცით, რომ ვინც უმაღლესებში აბარებენ და მასწავლებლები ხდებიან, სკოლებში სწავლისას არ აქვთ საუკეთესო შედეგები. სამაგიეროდ, ილიას უნიერსიტეტში უკვე არსებობს მაგისტრატურის პროგრამა, სადაც განათლების სფეროს მენეჯმენტის სპეციალისტებს ამზადებენ. იქ გაცილებით დიდი კონკურსია. ამასთან, არის კარგი პროგრამაც და ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამას საუკეთესო შედეგებითა და წარმატებით ამთავრებენ, მერე ადვილად საქმდებიან, მათ აქვთ ღირსეული სამსახურები. ზოგიერთი იქვე რჩება. იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს პრესტიჟული, რაც შეიძლება მეტი თანხები უნდა ჩაიდოს ამ პროგრამების მოსამზადებლად. ამასთან, დღეისთვის სკოლის კარი ფაქტობრივად, ჩაკეტილია და ის უნდა გაიხსნას.

62.000 მასწავლებლიდან, ვინც ახლა სკოლაში გვყავს, მხოლოდ, 20.000-მა 4 წლის განმავლობაში შეძლო, დაედასტურებინა თავისი კვალიფიკაცია და მიეღო სერტიფიკატი. დანარჩენი 42.000 რჩება სკოლაში. უახლოესი სამი წლის განმავლოვბაში მათ არავინ დისკომფორტს არ შეუქმნის, სამაგიეროდ, სკოლის გარეთ რჩებიან ადამიანები, რომლებმაც აიღეს სერტიფიკატი, საგნებში ჩააბარეს გამოცდა, ასევე პროფესიულ უნარებში, მაგრამ მათთვის სკოლის კარი არის დაკეტილი.

საჭიროა, სეტიფიცირებულ მასწავლებელებს შეექმნათ გაცილებით უკეთესი პირობები, ხელფასისა და სოციალური სტატუსის მხრივ, ასევე უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო უნივერსიტეტებთან ურთიერთობის მხრივ. მაშინ რა თქმა უნდა, ბევრი ახალგაზრდა გადაწყვეტს, გახდეს მასწავლებელი. მოკლედ, ეს არის კომპლექსური ღონისძიებების სისტემა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაშია გასატარებელი. თუ ისიც გახდება მომავალში ცნობილი, რამდენი ექნება სერტიფიცირებულ მასწავლებელს ხელფასი და იმ 20.000 მასწავლებელს, რომელიც სხვებთან შედარებით სკოლაში წარჩინებულია, სახელმწიფო კარგ პირობებს შესთავაზებს, ეს იქნება იმის გარანტი, რომ უახლოეს პერიოდში ახალგაზრდები და მეცნიერები სკოლაში სიარულს მოინდომებენ და ისინი სკოლას პრესტიჟულს გახდიან.

- იმ 42.000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს რა ბედი ელის?

- მათ სახელმწიფომ მისცა დრო (3 წელი), რომ კიდევ ჰქონდეთ საშუალება, ქვეყანას თავიანთი კვალიფიკაცია დაუდასტურონ...

- თუ ეს ვერ შეძლეს, სასწავლო დაწესებულების დატოვება მოუწევთ?

- ნამდვილად მოუწევთ სკოლის დატოვება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი თავის საგანში ვერ ჩააბარებენ გამოცდას და ვერ დააგროვებენ ქულების მინიმალურ რაოდენობას.

არადა, დღეს სკოლაში გვყავს ბევრი ბრწყინვალე მასწავლებელი, მონდომებულები, მოტივირებულები, რომლებსაც ვიცნობ კიდეც. განსაკუთრებით გავიცანით კიდევ რეგიონებში მომსახურე სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა საგანს ასწავლიან. ცდილობენ, აბსოლუტურად თანამედროვე მიღწევების დონეზე იყვნენ, შესანიშნავად ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, რაც ძალიან საამაყო რამ არის. როცა ხედავ, რომ თბილისიდან მოშორებით არის ასეთი მონდომებული მასწავლებელი, გიჩნდება სურვილი, სახელმწიფომ წაახალისოს და დააფასოს მისი მონდომება. ვნახოთ, წლის ბოლოს ამ მიმართულებით ბევრი რამ გაირკვევა...

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

- ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ბევრი მიფიქრია, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. პირველ რიგში, ეს ყველაფერი ცხადია, სინქრონულ მუშაობას გულისხმობს, - საზოგადოების, განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების ჩართულობას.

მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება საქართველოში წესით და რიგით რთული არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ წარსულში ეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკრალურ პროფესიად მიიჩნეოდა. მასწავლებელი ამაღლებულ კვარცხლბეკზე იდგა. დღეს კი ჩამოქვეითებულია და აქვს დაბალი ანაზღაურება. ეს ყველაფერი თანდათან მოხდა და ეს განსაკუთრებით იმ 90-იანი წლების კრიზისის შედეგია. დღევანდელი რთული სიტუაცია კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით არ მოდის ნიჭიერი ახალი თაობა, არ ირჩევენ ამ პროფესიას, და სკოლაში დასაქმებას არ ცდილობენ.

- მიზეზი მარტივია - რაც უკვე ვთქვით, დაბალი ხელფასი...

- მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მათ ყოველდღიურად განვითარება სჭირდებათ და მაქსიმალურად უნდა აჰყვნენ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მოცემულობებს და საკუთარი თავი თვითონვე რაღაც თვალსაზრისით, წარმოაჩინონ ისე, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს, მათ სათანადო ყურადღება დაუთმოს და კიდევ უფრო მეტი იფიქრონ ამ მიმართულებით. როდესაც კვალიფიციურია კადრი, ცდილობს, მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური ჰქონდეს, შესაბამისი ანაზღაურებით. ადამიანებმა ასევე უნდა გაითავისონ ის, რომ მასწავლებლობა ცხადია, კრიტიკას ექვემდებარება და იმ მითის ნაწილი არ არის, რომელიც იყო ხოლმე გავრცელებული: "მაწავლებელი საპირფარეშოში არ დადის," რომ ის შეცდომას არ უშვებს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ არ გვყავს კარგი მასწავლებლები. ბევრს შევხვედრივარ ახლაც და მაშინაც, როცა სკოლაში ვსწავლობდი. დარწმუნებული ვარ, მასწავლებლობა გახდება პრესტიჟული საქმიანობა, ოღონდ, ეს დროშია გაწელილი...

- როგორ ფიქრობ, რა აფერხებს ამ პროცესს?

- რთულია ასე ხელაღებით ამდენი ადამიანისთვის ხელფასის მომატება, მეორე მხრივ ასევე ძნელია, რომ შეამცირო შტატები და ამ მიმართულებით რეფორმაც რთული ხდება. ვფიქრობ, ეს არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი. არადა, ყველას აქვს მზაობა, რომ საზოგადოებაში და ქვეყანაში იყვნენ კვალიფიციური მასწავლებლები, რომელთაც მაღალი პრესტიჟი ექნებათ. მაგალითად, უცხოეთში მასწავლებლის ხელფასი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ხელფასებს შორის. ამას ემატება თავისი სოციალური შეღავათები.

ცალსახად ვარ მასწავლებლის მხარეს, მაგრამ რაც უნდა მტკივნეული იყოს, უნდა გადაიხედოს ეს ყველაფერი სერიოზულად.

- პირადად შენს ყურადღებას როგორი მასწავლებელი იქცევდა?

- ყურადღებას ის მასწავლებლები იქცევდნენ, ვინც იმ ფარგლებს მიღმა გადიოდნენ, მეტს ხედავდნენ ტექსტებში, რომლებსაც ჰქონდათ კარგი გადმოცემის უნარი. ასევე მნიშვნელოვანია ზომიერების ფარგლებში ბავშვებთან მეგობრობის უნარი.

- საბოლოო შედეგს როდის მივაღწევთ?

- როცა საზოგადოება ამ მიმართულებით იქნება მონოლითური, რომ განათლება ქვეყნის მნიშვენელოვანი ნაწილია და შემდეგ ეს ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია