პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გვთავაზობენ ძვირადღირებული ქართული კერძო სკოლები - ფასები და პირობები
 რას გვთავაზობენ ძვირადღირებული ქართული კერძო სკოლები - ფასები და პირობები

კარ­გი სკო­ლის შერ­ჩე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი მშობ­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მას შემ­დეგ, რაც მისი შვი­ლი ბაღ­ში სი­ა­რუ­ლის პე­რი­ოდს ამ­თავ­რებს. მშო­ბე­ლი ცდი­ლობს სა­კუ­თარ კრი­ტე­რი­უ­მებს მო­არ­გოს არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლე­ბი­დან ერთ-ერთი, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აყე­ნებს მას. თუ მშო­ბე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლას ირ­ჩევს, მას უამ­რა­ვი დე­ტა­ლის გა­და­მოწ­მე­ბა უწევს: სკო­ლის სა­ხე­ლი (იმი­ჯი), მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია, სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ა.შ. ხოლო თუ მშო­ბელს კერ­ძო სკო­ლა­ში სურს შვი­ლის მიყ­ვა­ნა, ყვე­ლა სხვა კრი­ტე­რი­უმ­თან ერ­თად, მას ფი­ნან­სუ­რი მხა­რის გან­ხილ­ვაც უწევს: მთა­ვა­რი აქ ერთი ფაქ­ტო­რია: გაწ­ვდე­ბა თუ არა მშობ­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი კერ­ძო სკო­ლის გა­და­სა­ხადს.

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2013-1014 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყი­სის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში 244 კერ­ძო სკო­ლა იყო. იმა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, კერ­ძო სკო­ლებ­ში წლის და­სა­წყი­სის­თვის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 51 ათა­სია. ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა უჯ­დე­ბა მშო­ბელს შვი­ლის კერ­ძო სკო­ლა­ში ტა­რე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სკო­ლებ­ში წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 1000 ლა­რი­დან 17 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. რა იწ­ვევს ფა­სე­ბის ამ­ხე­ლა სხვა­ო­ბას და რას სთა­ვა­ზო­ბენ, რე­ა­ლუ­რად, კერ­ძო სკო­ლე­ბი მშობ­ლებს?

ერთ-ერთ კერ­ძო მრა­ვალპრო­ფი­ლი­ან სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ 1-8 კლა­სე­ბის ჩათ­ვლით სწავ­ლა 1200 ლარი ღირს, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლა­სებ­ში კი მშო­ბელს 1500 ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლა მოს­წავ­ლეს სთა­ვა­ზობს: ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბულ სწავ­ლე­ბას პირ­ვე­ლი კლა­სი­დან; გერ­მა­ნუ­ლი ენა მე­ხუ­თე კლა­სი­დან; მა­თე­მა­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბულ სწავ­ლას; უნარ-ჩვე­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლურ კურსს; ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის და სა­გა­ლობ­ლე­ბის შეს­წავ­ლას, ხატ­წე­რას; რე­ლი­გი­ის და კულ­ტუ­რის სწავ­ლა მე­სა­მე კლა­სი­დან; ჭად­რა­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი პირ­ვე­ლი კლა­სი­დან; კა­რა­ტე; აე­რო­ბი­კა; მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში; სწავ­ლე­ბის მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე (X, XI, XII კლა­სე­ბი) ქარ­თუ­ლის, მა­თე­მა­ტი­კის, უცხო ენე­ბის და უნარ-ჩვე­ვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ სწავ­ლე­ბას; და, მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში: სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლას. ასე­ვე გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ ჯგუ­ფებს უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბის­თვის.

შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დის მქო­ნე, ევ­რო­პუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ორ, ქარ­თულ და ფრან­გულ სექ­ტორს სთა­ვა­ზობს: მოს­წავ­ლე პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სწავ­ლობს ინ­გლი­სურს, მე-9 კლას­ში მოს­წავ­ლე ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობს საფ­რან­გეთ­ში, კო­ლე­ჯში; მე­თერ­თმე­ტე კლას­ში ერთი თვე სწავ­ლობს საფ­რან­გეთ­ში, ლი­ცე­უმ­ში; სკო­ლა­ში გა­ი­ცე­მა ორი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და საფ­რან­გეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი. ასე­ვე, მე­ცხრე კლა­სის ბო­ლოს საფ­რან­გე­თის ევ­რო­პულ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში მოს­წავ­ლე აბა­რებს გა­მოც­დებს კო­ლე­ჯის დიპ­ლომ­ზე "ბრე­ვე" (BREVET DES COLLGES); ხოლო მე­თერ­თმე­ტე და მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბის ბო­ლოს აბა­რებს ლი­ცე­უ­მის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს, საფ­რან­გე­თის ევ­რო­პუ­ლი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში "ბა­კა­ლავ­რე­ა­ტის" დიპ­ლომ­ზე Baccalaurat; სკო­ლა­ში პე­რი­ო­დუ­ლად მუ­შა­ო­ბენ ფრან­გი ტრე­ნე­რე­ბი და ტარ­დე­ბა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ფრანგ მას­წავ­ლებ­ლებ­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლის წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 1-5 კლა­სებ­ში 3000 ლარს შე­ად­გენს. 6-12 კლა­სებ­ში კი 3000 ლარ­ზე მა­ღა­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას სთა­ვა­ზობს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რი­ა­ნი კერ­ძო სკო­ლა (აკა­დე­მია) მოს­წავ­ლეს. აქ სწავ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 11 000-დან 15 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. აკა­დე­მია მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თულ და ბრი­ტა­ნულ სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებს სკო­ლამ­დელ, და­წყე­ბით, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე სთა­ვა­ზობს. და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის დიდ ნა­წილ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და­ფე­ბი. აკა­დე­მი­ას აქვს სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მუ­სი­კის ოთა­ხე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რია, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი და ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს შე­მეც­ნე­ბი­თი, მხატ­ვრუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კო­ლექ­ცი­ას.

რო­გორც აკა­დე­მი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, სას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ჯან­საღ კვე­ბას სთა­ვა­ზობს. მოს­წავ­ლე­ებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ ფსი­ქო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებს ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა­სა და ანა­ლიზ­ში და დახ­მა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

კერ­ძო სკო­ლის მა­ძე­ბარ მშო­ბელს google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის დახ­მა­რე­ბით უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლია კერ­ძო სკო­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. ასე­ვე არ­სე­ბობს სა­ი­ტე­ბი, სა­დაც კერ­ძო სკო­ლე­ბის თით­ქმის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია მო­ცე­მუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კერ­ძო სკო­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბებ­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ცავს. ასე რომ, მსურ­ველს შე­უძ­ლია სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და სა­სურ­ვე­ლი კერ­ძო სკო­ლის მის­თვის მი­სა­ღე­ბი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შერ­ჩე­ვა.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ: ყვე­ლა სი­ახ­ლე ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ

რუბრიკის სხვა სიახლეები

რას გვთავაზობენ ძვირადღირებული ქართული კერძო სკოლები - ფასები და პირობები

 რას გვთავაზობენ ძვირადღირებული ქართული კერძო სკოლები - ფასები და პირობები

კარგი სკოლის შერჩევა ნებისმიერი მშობლის მთავარი ამოცანაა მას შემდეგ, რაც მისი შვილი ბაღში სიარულის პერიოდს ამთავრებს. მშობელი ცდილობს საკუთარ კრიტერიუმებს მოარგოს არსებული საჯარო თუ კერძო სკოლებიდან ერთ-ერთი, რაც საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აყენებს მას. თუ მშობელი საჯარო სკოლას ირჩევს, მას უამრავი დეტალის გადამოწმება უწევს: სკოლის სახელი (იმიჯი), მასწავლებლების კვალიფიკაცია, სკოლადამთავრებულების განათლების ხარისხი და ა.შ. ხოლო თუ მშობელს კერძო სკოლაში სურს შვილის მიყვანა, ყველა სხვა კრიტერიუმთან ერთად, მას ფინანსური მხარის განხილვაც უწევს: მთავარი აქ ერთი ფაქტორია: გაწვდება თუ არა მშობლების ბიუჯეტი კერძო სკოლის გადასახადს.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2013-1014 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 244 კერძო სკოლა იყო. იმავე მონაცემებით, კერძო სკოლებში წლის დასაწყისისთვის მოსწავლეთა რაოდენობა, დაახლოებით, 51 ათასია. ambebi.ge დაინტერესდა, რა უჯდება მშობელს შვილის კერძო სკოლაში ტარება. როგორც აღმოჩნდა, სკოლებში წლიური გადასახადი 1000 ლარიდან 17 000 ლარამდე მერყეობს. რა იწვევს ფასების ამხელა სხვაობას და რას სთავაზობენ, რეალურად, კერძო სკოლები მშობლებს?

ერთ-ერთ კერძო მრავალპროფილიან საშუალო სკოლაში აღნიშნავენ, რომ 1-8 კლასების ჩათვლით სწავლა 1200 ლარი ღირს, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში კი მშობელს 1500 ლარის გადახდა მოუწევს წლის განმავლობაში. აღნიშნული სკოლა მოსწავლეს სთავაზობს: ინგლისური და რუსული ენის გაძლიერებულ სწავლებას პირველი კლასიდან; გერმანული ენა მეხუთე კლასიდან; მათემატიკის გაძლიერებულ სწავლას; უნარ-ჩვევების სპეციალურ კურსს; ხალხური სიმღერების და საგალობლების შესწავლას, ხატწერას; რელიგიის და კულტურის სწავლა მესამე კლასიდან; ჭადრაკის გაკვეთილები პირველი კლასიდან; კარატე; აერობიკა; მხატვრული ტანვარჯიში; სწავლების მესამე საფეხურზე (X, XI, XII კლასები) ქართულის, მათემატიკის, უცხო ენების და უნარ-ჩვევების გაძლიერებულ სწავლებას; და, მოთხოვნის შემთხვევაში: საქართველოს ისტორიის და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებული სწავლას. ასევე გახანგრძლივებულ ჯგუფებს უმცროსკლასელებისთვის.

შედარებით მაღალი წლიური გადასახადის მქონე, ევროპული სასწავლებელი მოსწავლეს ორ, ქართულ და ფრანგულ სექტორს სთავაზობს: მოსწავლე პირველი კლასიდან სწავლობს ინგლისურს, მე-9 კლასში მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში სწავლობს საფრანგეთში, კოლეჯში; მეთერთმეტე კლასში ერთი თვე სწავლობს საფრანგეთში, ლიცეუმში; სკოლაში გაიცემა ორი, საქართველოში აპრობირებული და საფრანგეთში აპრობირებული დიპლომი. ასევე, მეცხრე კლასის ბოლოს საფრანგეთის ევროპულ საგამოცდო ცენტრში მოსწავლე აბარებს გამოცდებს კოლეჯის დიპლომზე "ბრევე" (BREVET DES COLLGES); ხოლო მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების ბოლოს აბარებს ლიცეუმის გამოსაშვებ გამოცდებს, საფრანგეთის ევროპული საგამოცდო ცენტრში "ბაკალავრეატის" დიპლომზე Baccalaurat; სკოლაში პერიოდულად მუშაობენ ფრანგი ტრენერები და ტარდება ონლაინ გაკვეთილები ფრანგ მასწავლებლებთან.

აღნიშნული სკოლის წლიური გადასახადი 1-5 კლასებში 3000 ლარს შეადგენს. 6-12 კლასებში კი 3000 ლარზე მაღალია.

საინტერესოა, რას სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი კერძო სკოლა (აკადემია) მოსწავლეს. აქ სწავლების ღირებულება 11 000-დან 15 000 ლარამდე მერყეობს. აკადემია მოსწავლეებს ქართულ და ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სთავაზობს. დაწყებითი კლასების დიდ ნაწილში განთავსებულია ინტერაქტიული დაფები. აკადემიას აქვს სათანადოდ აღჭურვილი ხელოვნებისა და მუსიკის ოთახები, კომპიუტერების ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს შემეცნებითი, მხატვრული და პროფესიული ლიტერატურის კოლექციას.

როგორც აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული, სასწავლებელი მოსწავლეს ჯანსაღ კვებას სთავაზობს. მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობენ ფსიქოლოგიის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მასწავლებლებსა და მშობლებს ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური თავისებურებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში და დახმარების სტრატეგიების შემუშავებაში ეხმარებიან.

კერძო სკოლის მაძებარ მშობელს google-ის საძიებო სისტემის დახმარებით უპრობლემოდ შეუძლია კერძო სკოლების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ასევე არსებობს საიტები, სადაც კერძო სკოლების თითქმის სრული ჩამონათვალია მოცემული. აღნიშნული ჩამონათვალი კერძო სკოლების დასახელებებსა და საკონტაქტო ინფორმაციას მოიცავს. ასე რომ, მსურველს შეუძლია საჭირო ინფორმაციის მიღება და სასურველი კერძო სკოლის მისთვის მისაღები კრიტერიუმებით შერჩევა.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ: ყველა სიახლე ახალი სასწავლო წლისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია