საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოსთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე სენატში იმსჯელებენ
ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოსთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე სენატში იმსჯელებენ

აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტი დღეს კენ­ჭს უყ­რის კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ნატო-ს წევ­რო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას­თვის აშშ-ის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის სე­ნა­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი ავ­რცე­ლებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტში გან­სა­ზღვრუ­ლია სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა "რო­სო­ბო­რო­ნექ­სპორ­ტი­სა" და თავ­დაც­ვით სფე­რო­ში სხვა რუ­სუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას უწყობს ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, მოლ­დო­ვა­სა და სი­რი­ა­ში. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე სთვა­ზობს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას რუ­სუ­ლი "გა­ზპ­რო­მის" წი­ნა­აღ­მდეგ, თუ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ "გა­ზპ­რო­მი" უარს ამ­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა­ზე ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თვის.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტი გან­სა­ზღვრავს ნატო-ს წევ­რო­ბის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას რო­გორც აშშ-ის მთა­ვარ პარტნი­ო­რებს და ით­ვა­ლის­წი­ნებს 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად", - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტექ­სტში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი "ამე­რი­კის ხმი­სა" და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მა­უ­წყებ­ლო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას. კა­ნონპ­რო­ქ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით "უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რი აქტი 2014" სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში სე­ნა­ტო­რებ­მა - რო­ბერტ მენ­დეს­მა და ბობ კორ­კერ­მა წა­რად­გი­ნეს.

"პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა და­არ­ღვია სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი და მარ­ტი­ვი შე­მო­ლა­წუ­ნე­ბა ვერ აღ­კვე­თავს რუ­სე­თის მო­მა­ვალ პრო­ვო­კა­ცი­ებს", - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა მენ­დეს­მა და დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა მტკი­ცე და გა­დამ­წყვე­ტი მხარ­და­ჭე­რა და არა - ორაზ­რო­ვა­ნი პა­სუ­ხი.

ბობ კორ­კე­რის გან­ცხა­დე­ბით კი, თუ სე­ნა­ტი და­ამ­ტკი­ცებს ამ კა­ნონპ­რო­ექტს, ეს ხაზს გა­უს­ვამს აშშ-ის სო­ლი­და­რო­ბას უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ და მზა­ო­ბას, აი­ძუ­ლოს რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­ნაც­ვლოდ სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დოს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა სე­ნატ­ში დღეს მას შემ­დეგ იგეგ­მე­ბა, რაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო სი­ტყვით გა­მო­ვა აშშ-ის კონ­გრეს­ში.

ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოსთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე სენატში იმსჯელებენ

ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოსთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე სენატში იმსჯელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სენატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კანონპროექტში განსაზღვრულია სანქციების დაწესება "როსობორონექსპორტისა" და თავდაცვით სფეროში სხვა რუსული საწარმოების წინააღმდეგ, რომელიც არასტაბილურობას უწყობს ხელს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სირიაში. კანონპროექტი ასევე სთვაზობს სანქციების დაწესებას რუსული "გაზპრომის" წინააღმდეგ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "გაზპრომი" უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის.

"კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო-ს წევრობის გარეშე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად", - ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას. კანონპროქტი, სახელწოდებით "უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერი აქტი 2014" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებმა - რობერტ მენდესმა და ბობ კორკერმა წარადგინეს.

"პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია საერთაშორისო წესრიგი და მარტივი შემოლაწუნება ვერ აღკვეთავს რუსეთის მომავალ პროვოკაციებს", - განაცხადა სენატორმა მენდესმა და დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება მტკიცე და გადამწყვეტი მხარდაჭერა და არა - ორაზროვანი პასუხი.

ბობ კორკერის განცხადებით კი, თუ სენატი დაამტკიცებს ამ კანონპროექტს, ეს ხაზს გაუსვამს აშშ-ის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და მზაობას, აიძულოს რუსეთი უკრაინაში შეჭრის სანაცვლოდ საფასური გადაიხადოს.

კანონპროექტის განხილვა სენატში დღეს მას შემდეგ იგეგმება, რაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა