81 წლის ავსტრიელმა მილიარდერმა რიჩარდ ლუგნერმა, ცოლად 24 წლის "ფლეიბოის" მოდელი, გერმანელი კეტი შმიტცი მოიყვანა. პომპეზური ღონისძიება ვენაში, შენბრუნის სასახლეში გაიმართა. ქორწილში ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო მოწყობილი - თეთრი ცხენები, თეთრი ეტლი, თეთრი მტრედები, პატარძლის ძვირფასი კაბა და შამპანურის მდინარეები.
როგორც ევროპული ტაბლოიდები წერენ, 81 წლის სიძე ქორწილში იმდენად დათვრა, რომ პირველი საქორწინო ღამე სამომავლოდ გადადო. მხცოვანი ლუგნერისთვის ეს უკვე მეხუთე ქორწინებაა, ხოლო შმიტცისთვის - პირველი. როგორც ცნობილია, ისინი ერთმანეთს ნახევარი წლის წინ შეხვდნენ და მალევე გადაწყიტეს დაქორწინება.