პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2012 წლიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა - სუიციდითა და ძალადობით გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკა და მიზეზები
2012 წლიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა - სუიციდითა და ძალადობით გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკა და მიზეზები

გუ­შინ რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი ზ.ს. სა­კან­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თავი მო­იკ­ლა. რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ეს სუ­ი­ცი­დის უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა ბოლო ერთ თვე­ში.

მომ­ხდარ­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უკვე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა და ერთ ცი­ხე­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ ორ თვით­მკვლე­ლო­ბას სა­გან­გა­შო უწო­და. ომ­ბუდსმენ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­და, რომ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა და სუ­ი­ცი­დი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით ჩა­ტარ­დეს კომ­პლექ­სუ­რი სა­მუ­შაო.

ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და რა ხდე­ბა ცი­ხე­ებ­ში და რა­ტომ გახ­შირ­და პა­ტი­მარ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი.

2012 წლის და­სა­წყი­სი­დან ცი­ხე­ებ­ში 108 პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. აქე­დან, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ - 50.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სულ წლებ­ში სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს - და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ნა­წი­ლი პა­ტიმ­რებს შო­რის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ნა­წი­ლის შემ­თხვე­ვა­ში - გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, მათ შო­რის - რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ­ლის დრო­საც პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ექი­მის გულ­გრი­ლო­ბას და და­უ­დევ­რო­ბას და­უ­კავ­ში­რეს, რის გა­მოც ცი­ხის ექი­მე­ბის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გა.

პა­ტი­მარ­თა თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი

ბოლო შემ­თხვე­ვის ჩათ­ვლით, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სუ­ი­ცი­დის 9 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ზ.ს.-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, რუს­თა­ვის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 24 წლის ჯიდო ფირ­ცხე­ლი­ა­ნი სა­პირ­ფა­რე­შო­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზა­დაც თვით­მკვლე­ლო­ბა და­სა­ხელ­და.

სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი სტა­ტის­ტი­კა ambebi.ge-ს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ა­წო­დეს და გან­მარ­ტეს, რომ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, მათი ცნო­ბით, სა­შუ­ა­ლოდ გა­სულ წლებ­ში ცი­ხე­ებ­ში, წე­ლი­წად­ში, 14 სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და.

სუ­ი­ცი­დის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ქუ­თა­ი­სის N2 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 16 წლის გოგა ძვე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო, რო­მელ­მაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავი სა­კან­ში ზეწ­რით ჩა­მო­იხ­რჩო. ოჯახს არ სჯე­რო­და, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ არას­რულ­წლო­ვან­მა თავი მო­იკ­ლა.

ძა­ლა­დო­ბით პა­ტი­მარ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ასე­თი 2 გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ასე­თია გა­სუ­ლი წლის 2 აგ­ვის­ტოს, გე­გუ­თის ცი­ხე­ში ნა­ცე­მი და შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის, ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მეა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს საქ­მე ახ­ლა­ხანს გახ­სნა და გა­ირ­კვა, რომ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლის და­ვა­ლე­ბით, პა­ტიმ­რებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს კორ­ტა­ვას და იგი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ყვე­ლა პირი, ვინც და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, უკვე მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

კი­დევ ერთი მსგავ­სი შემ­თხვე­ვაა, პა­ტი­მარ გიგა ფარ­ტე­ნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. იგი გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში სა­კან­ში პა­ტიმ­რებ­მა ცე­მით მოკ­ლეს.

პა­ტი­მარ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის არა­ერთ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

2012 წლიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა - სუიციდითა და ძალადობით გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკა და მიზეზები

2012 წლიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა - სუიციდითა და ძალადობით გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკა და მიზეზები

გუშინ რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმარი ზ.ს. საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. რუსთავის N6 დაწესებულებაში ეს სუიციდის უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთ თვეში.

მომხდარზე სახალხო დამცველმა უკვე გაავრცელა განცხადება და ერთ ციხეში ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ორ თვითმკვლელობას საგანგაშო უწოდა. ომბუდსმენმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდა, რომ რეაგირება მოახდინოს და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუიციდისადმი მიდრეკილების დროული გამოვლენის მიზნით ჩატარდეს კომპლექსური სამუშაო.

ambebi.ge დაინტერესდა რა ხდება ციხეებში და რატომ გახშირდა პატიმართა გარდაცვალებისა და თვითმკვლელობის ფაქტები.

2012 წლის დასაწყისიდან ციხეებში 108 პატიმარი გარდაიცვალა. აქედან, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ - 50.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წლებში სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს - დაფიქსირებული შემთხვევების ნაწილი პატიმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას უკავშირდება. ნაწილის შემთხვევაში - გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა, მათ შორის - რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლის დროსაც პატიმრის გარდაცვალება ექიმის გულგრილობას და დაუდევრობას დაუკავშირეს, რის გამოც ციხის ექიმების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

პატიმართა თვითმკვლელობის შემთხვევები

ბოლო შემთხვევის ჩათვლით, ახალი ხელისუფლების პირობებში, სუიციდის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ზ.ს.-ს გარდაცვალებამდე, დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსთავის N6 დაწესებულებაში 24 წლის ჯიდო ფირცხელიანი საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზადაც თვითმკვლელობა დასახელდა.

სიკვდილიანობის ამსახველი სტატისტიკა ambebi.ge-ს სასჯელაღსრულების სამინისტროში მიაწოდეს და განმარტეს, რომ წინა წლებთან შედარებით, სუიციდის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მათი ცნობით, საშუალოდ გასულ წლებში ციხეებში, წელიწადში, 14 სუიციდის შემთხვევა ფიქსირდებოდა.

სუიციდის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 წლის გოგა ძველაიას გარდაცვალება იყო, რომელმაც არსებული ინფორმაციით, თავი საკანში ზეწრით ჩამოიხრჩო. ოჯახს არ სჯეროდა, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

ძალადობით პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები

ახალი ხელისუფლების პირობებში ასეთი 2 გახმაურებული ფაქტია დაფიქსირებული. ერთ-ერთი ასეთია გასული წლის 2 აგვისტოს, გეგუთის ციხეში ნაცემი და შემდეგ გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმეა.

პროკურატურამ ეს საქმე ახლახანს გახსნა და გაირკვა, რომ ციხის თანამშრომლის დავალებით, პატიმრებმა სასტიკად სცემეს კორტავას და იგი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ყველა პირი, ვინც დანაშაულში მონაწილეობდა, უკვე მიეცა პასუხისგებაში.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევაა, პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვალებაა. იგი გეგუთის კოლონიაში საკანში პატიმრებმა ცემით მოკლეს.

პატიმართა გარდაცვალების არაერთ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ