პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტისთვის შეცდომით გამოგზავნილი წერილი - გაეროში საქართველოს ელჩი ტექნიკურ შეცდომაზე საუბრობს
პრეზიდენტისთვის შეცდომით გამოგზავნილი წერილი - გაეროში საქართველოს ელჩი ტექნიკურ შეცდომაზე საუბრობს

რა­ი­მე ინ­ტრი­გას აქ არ უნდა ვე­ძებ­დეთ, საქ­მე გვაქვს მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ შეც­დო­მას­თან, – ამის შე­სა­ხებ გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა კახა იმ­ნა­ძემ "მა­ესტროს ცხრი­ან­ში" იმ თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც გა­ე­რო­დან პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­ზე შეც­დო­მით წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

"რა­ი­მე ინ­ტრი­გას აქ არ უნდა ვე­ძებ­დეთ, საქ­მე გვაქვს მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ შეც­დო­მას­თან. საქ­მე ისაა, რომ ის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­იგ­ზავ­ნა გა­ე­როს სამ­დივ­ნო­დან თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, არის შაბ­ლო­ნუ­რი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გა­იგ­ზავ­ნა 193 წევრ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, დამ­კვირ­ვე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. 200-ზე მეტი წე­რი­ლი გა­იგ­ზავ­ნა. ყვე­ლა წე­რი­ლი შაბ­ლო­ნუ­რია. ასეთ დროს ალ­ბათ რა­ღაც დო­ნე­ზე ქვე­ვით, მოხ­და ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა და გა­ი­პა­რა ძვე­ლი სა­ხე­ლი, რო­დე­საც ცოპყ-პას­ტე-ით რა­ღა­ცას აკე­თებ­დნენ. გა­ე­როს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან 2013 წელსვე, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ, მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შეც­ვლი­ლია პრე­ზი­დენ­ტი. ამას ადას­ტუ­რებს ისიც, რომ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მო­სა­ლო­ცი წე­რი­ლიც გა­მო­უგ­ზავ­ნა პრე­ზი­დენტს. მო­ვი­და ეს წე­რი­ლი ჩვენ­თან მი­სი­ა­ში, მი­სი­ამ აც­ნო­ბა სამ­დივ­ნოს, რომ იყო ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, ამ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბას დას­ჭირ­და დრო. გარ­კვე­უ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­აა, რო­მელ­საც ვერ ვა­კონ­ტრო­ლებთ. ეს არ ეხე­ბო­და გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ას და გე­ნე­რა­ლურ დე­ბა­ტებს, ეხე­ბო­და ერთ კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას. მოხ­და ჩას­წო­რე­ბა, გა­მო­იგ­ზავ­ნა ახა­ლი წე­რი­ლი, იგი­ვე თა­რი­ღით, რად­გან აქ მი­ღე­ბუ­ლი წე­სია, რომ ყვე­ლა წე­რი­ლი ერთი და იგი­ვე თა­რი­ღით არის. შეც­ვა­ლეს ად­რე­სა­ტი, დარ­ჩა ტექ­სტი, დარ­ჩა თა­რი­ღი. გა­მო­იგ­ზავ­ნა ხე­ლახ­ლა მი­სი­ა­ში და მი­სი­ამ გა­და­აგ­ზავ­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში", - გან­მარ­ტა იმ­ნა­ძემ.

პრეზიდენტისთვის შეცდომით გამოგზავნილი წერილი - გაეროში საქართველოს ელჩი ტექნიკურ შეცდომაზე საუბრობს

პრეზიდენტისთვის შეცდომით გამოგზავნილი წერილი - გაეროში საქართველოს ელჩი ტექნიკურ შეცდომაზე საუბრობს

რაიმე ინტრიგას აქ არ უნდა ვეძებდეთ, საქმე გვაქვს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ "მაესტროს ცხრიანში" იმ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გაეროდან პრეზიდენტის სახელზე შეცდომით წერილის გამოგზავნას უკავშირდება.

"რაიმე ინტრიგას აქ არ უნდა ვეძებდეთ, საქმე გვაქვს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან. საქმე ისაა, რომ ის წერილი, რომელიც გამოიგზავნა გაეროს სამდივნოდან თებერვლის ბოლოს, არის შაბლონური წერილი, რომელიც გაიგზავნა 193 წევრ სახელმწიფოსთან, დამკვირვებელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 200-ზე მეტი წერილი გაიგზავნა. ყველა წერილი შაბლონურია. ასეთ დროს ალბათ რაღაც დონეზე ქვევით, მოხდა ტექნიკური შეცდომა და გაიპარა ძველი სახელი, როდესაც ცოპყ-პასტე-ით რაღაცას აკეთებდნენ. გაეროს საქართველოს მხრიდან 2013 წელსვე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეცვლილია პრეზიდენტი. ამას ადასტურებს ისიც, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა მოსალოცი წერილიც გამოუგზავნა პრეზიდენტს. მოვიდა ეს წერილი ჩვენთან მისიაში, მისიამ აცნობა სამდივნოს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი, ამ ხარვეზის გამოსწორებას დასჭირდა დრო. გარკვეული ბიუროკრატიაა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. ეს არ ეხებოდა გენერალურ ასამბლეას და გენერალურ დებატებს, ეხებოდა ერთ კონკრეტულ ღონისძიებას. მოხდა ჩასწორება, გამოიგზავნა ახალი წერილი, იგივე თარიღით, რადგან აქ მიღებული წესია, რომ ყველა წერილი ერთი და იგივე თარიღით არის. შეცვალეს ადრესატი, დარჩა ტექსტი, დარჩა თარიღი. გამოიგზავნა ხელახლა მისიაში და მისიამ გადააგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში", - განმარტა იმნაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა