სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძველბიჭობას დაანებეთ თავი! - რას მოჰყვა დაპირისპირება პარლამენტში
ძველბიჭობას დაანებეთ თავი! - რას მოჰყვა დაპირისპირება პარლამენტში

პარ­ლა­მენ­ტში სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გან­სჯა­დო­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის ყვე­ლა საქ­მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის გა­და­ვა­დე­ბა ორი წლით უნდა მოხ­დეს.

აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა არ ეთან­ხმე­ბა. მათი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რამ მარ­თოს.

თა­ვის მხრივ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძემ უმ­ცი­რე­სო­ბის გან­ცხა­დე­ბას უსა­ფუძ­ვლო უწო­და. მან დე­პუ­ტა­ტებს ის ცვლი­ლე­ბე­ბი გა­აც­ნო, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

"მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ხინ­ჯი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­მოს­წო­რე­ბით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, კონ­კრე­ტუ­ლად გე­ტყვით, რას ვა­კე­თებ­დით, რო­მე­ლიც თქვენ ნაჩ­ქა­რე­ვად და და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­ი­ღეთ. ჩვენ და­ვაბ­რუ­ნეთ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზებ­ში ვი­დეო კა­მე­რე­ბი. თქვენ ად­ვო­კა­ტებს ჩხრე­კის გა­რე­შეც არ უშ­ვებ­დითთ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზებ­ში. რო­დე­საც თქვენ დეკ­ლა­რი­რე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეთ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში შე­ჯიბ­რი­თო­ბის პრინ­ცი­პის და სი­ნამ­დვი­ლე­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში ტო­ვებ­დით დაც­ვის მხა­რეს ბრალ­დე­ბულ­თან. ჩვენ ამ მხრივ უზარ­მა­ზა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ. მაგ­რამ თქვენ ეს არ გა­ინ­ტე­რე­სებთ", - მი­მარ­თა ბა­რა­მი­ძემ უმ­ცი­რე­სო­ბას.

ბა­რა­მი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე სპი­კე­რის­გან სი­ტყვით გა­მოს­ვლას ითხოვ­დნენ, რა­ზეც მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ დე­პუ­ტა­ტებს რეგ­ლა­მენ­ტის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და. "თქვენ არ ისა­უბ­როთ კა­ნონ­ზე! ამი­ტომ გთხოვთ, და­იც­ვათ რეგ­ლა­მენ­ტი და მო­ვუს­მი­ნოთ სხვებს", - მი­მარ­თა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ უმ­ცი­რე­სო­ბას.

თა­ვის მხრივ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძემ უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს ზრდი­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და. "თუ შე­იძ­ლე­ბა ნუ ყვი­რი­ხართ და ზრდი­ლო­ბა იქო­ნი­ეთ! პარ­ლა­მენ­ტში ძველ­ბი­ჭო­ბას და­ა­ნე­ბეთ თავი!", - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ძველბიჭობას დაანებეთ თავი! - რას მოჰყვა დაპირისპირება პარლამენტში

ძველბიჭობას დაანებეთ თავი! - რას მოჰყვა დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კოდექსის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობისთვის სისხლის სამართლის ყველა საქმის დაქვემდებარების გადავადება ორი წლით უნდა მოხდეს.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმება. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო პროკურატურამ მართოს.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ უმცირესობის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა. მან დეპუტატებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მახინჯი კანონმდებლობის გამოსწორებით ვიყავით დაკავებული. თუ გაინტერესებთ, კონკრეტულად გეტყვით, რას ვაკეთებდით, რომელიც თქვენ ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიიღეთ. ჩვენ დავაბრუნეთ სასამართლო დარბაზებში ვიდეო კამერები. თქვენ ადვოკატებს ჩხრეკის გარეშეც არ უშვებდითთ სასამართლო დარბაზებში. როდესაც თქვენ დეკლარირება გამოაცხადეთ სისხლის სამართლის კოდექსში შეჯიბრითობის პრინციპის და სინამდვილეში აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ტოვებდით დაცვის მხარეს ბრალდებულთან. ჩვენ ამ მხრივ უზარმაზარი ცვლილებები შევიტანეთ. მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ", - მიმართა ბარამიძემ უმცირესობას.

ბარამიძის ამ განცხადებას უმცირესობის დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი პარლამენტის ვიცე სპიკერისგან სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, რაზეც მანანა კობახიძემ დეპუტატებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა. "თქვენ არ ისაუბროთ კანონზე! ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ რეგლამენტი და მოვუსმინოთ სხვებს", - მიმართა მანანა კობახიძემ უმცირესობას.

თავის მხრივ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ უმცირესობის წევრებს ზრდილობისკენ მოუწოდა. "თუ შეიძლება ნუ ყვირიხართ და ზრდილობა იქონიეთ! პარლამენტში ძველბიჭობას დაანებეთ თავი!", - განაცხადა ბარამიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა