სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე თქვა უარი თიკა ფაცაციამ მეუღლის გამო - ტელეწამყვანი ოჯახის შესახებ
რაზე თქვა უარი თიკა ფაცაციამ მეუღლის გამო - ტელეწამყვანი ოჯახის შესახებ

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" ტე­ლე­წამ­ყვან თიკა ფა­ცა­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, სა­ი­და­ნაც ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ.

...გული სახ­ლში რჩე­ბა, როცა თა­ვის მე­სა­მე შვილს, 8 თვის ალექ­სან­დრეს, ძი­ძას უტო­ვებს და სამ­სა­ხურ­ში მი­დის. ორი ტე­ლე­გა­და­ცე­მა და ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან დიდ დროს არ­თმევს, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებს, დღე ისე და­გეგ­მოს, რომ ქმარ-შვილს ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლოს. "ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ადა­მი­ან­მა რა­ღა­ცე­ე­ბი უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და მცი­რედ­შიც იპო­ვოს ბედ­ნი­ე­რე­ბის მარ­ცვა­ლი. ყო­ველ­თვის კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რაც მაქვს. წუ­წუ­ნი არ მჩვე­ვია", - გვი­თხრა თი­კამ. მის­თვის ბედ­ნი­ე­რი დას­ვე­ნე­ბა იყო ის ორი კვი­რაც, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს მთლი­ა­ნად შვი­ლებს და­უთ­მო და მათ მოვ­ლა­ში გა­ა­ტა­რა.

- თიკა, რო­გო­რი შვე­ბუ­ლე­ბა გა­მო­გი­ვი­დათ? ოჯა­ხის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ.

- მთელ შვე­ბუ­ლე­ბას მთლი­ა­ნად ჩემს ოჯახს ვუთ­მობ, მათ გა­რე­შე ჩემი არ­სე­ბო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ძა­ლი­ან მშვი­დი დას­ვე­ნე­ბა გა­მო­მი­ვი­და. ჩემი შვი­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე ვი­ყა­ვი აწყო­ბი­ლი. ალექ­სან­დრე 8 თვის მყავს. დი­ლის . სა­ა­თი­დან ჩემი შვი­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. სა­ერ­თო ჯამ­ში, დას­ვე­ნე­ბა ორი კვი­რა გა­მო­მი­ვი­და. ეს ნამ­დვი­ლად მჭირ­დე­ბო­და, რად­გან საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი მქონ­და. მარ­თლა და­ვის­ვე­ნე. დი­ლით ვდგე­ბო­დი, ბავ­შვებს, რაც სჭირ­დე­ბო­დათ, ყვე­ლა­ფერს ვუ­კე­თე­დი, ცო­ტას ვკი­თხუ­ლობ­დი კი­დეც. ამას რომ ვა­ხერ­ხებ­დი, ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- ადრე რო­გორ ის­ვე­ნებ­დით?

- მთა­ში, ზღვა­ზე მივ­დი­ო­დი, მერე ქმარ­თან ერ­თად ვის­ვე­ნებ­დი სად­მე. იყო ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და რა­ტო­მაც არა? ახლა სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა გვაქვს, მხო­ლოდ შვი­ლებ­თან ერ­თად ვართ.

წელს ზღვა­ზე არც ვყო­ფილ­ვარ, აგა­რაკ­ზე ვის­ვე­ნებ­დით და რამ­დე­ნი­მე დღით ბა­თუმ­ში ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე ოჯახ­თან ერ­თად წა­ვე­დი.

- ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზეც ვერ მო­ა­ხერ­ხეთ ქმარ­თან ერ­თად ცალ­კე წა­სუ­ლი­ყა­ვით?

- არა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ არის. ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, ცალ­კე არ­სად ვყო­ფილ­ვართ. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ალექ­სან­დრე ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, ჩემ­თვის კი ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა.

- სამი შვი­ლის დე­დას უკვე უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გექ­ნე­ბათ ბავ­შვის აღ­ზრდის, რო­გო­რი მიდ­გო­მა გაქვთ შვი­ლებ­თან?

- გა­აჩ­ნია, რისი სა­ჭი­რო­ე­ბაა. ხან მშვი­დი ვარ და ხა­ნაც - ემო­ცი­უ­რი... თუმ­ცა ემო­ცი­უ­რი სულ ვარ. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღე" ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას მაძ­ლევს და მის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნას ვცდი­ლობ. რა­ღა­ცე­ე­ბი ჩემ­შიც შე­იც­ვა­ლა და ჩემი, რო­გორც დე­დის, მიდ­გო­მე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, მკაც­რი არ ვარ. პა­ტა­რას, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვსჯი, დიდს კი­დევ, იმ­დე­ნად დი­დია, ვერ ვსჯი.

როცა ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ფლიქ­ტი, გა­უ­გებ­რო­ბა აქვთ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეს არის. ამა­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად ვრე­ა­გი­რებ. ძმე­ბი არი­ან, ასაკ­შიც სხვა­ო­ბაა და მა­ინც აქვთ ხოლ­მე რა­ღაც და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი. ერ­თმა­ნე­თის არ ეს­მით, კინ­კლა­ო­ბენ, ჩხუ­ბო­ბენ და ეს მა­გი­ჟებს! ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი ვიყო.

- და­ა­ხა­სი­ა­თეთ თქვე­ნი ბი­ჭე­ბი. რით გან­სხვავ­დე­ბი­ან და რით ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს?

- შუ­ა­თა­ნა, იო­ა­ნე, წელს სა­ბავ­შვო ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნე. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და ბაღ­ში წას­ვლა არ გას­ჭირ­ვე­ბია. რა თქმა უნდა, გან­შო­რე­ბა გვი­ჭირს, მაგ­რამ იქ ძა­ლი­ან ივ­სე­ბა, თან კარ­გი პე­და­გო­გი ჰყავს.

უფ­რო­სი, ან­დრია, მე-9 კლას­შია. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. რა­საც მო­ი­სურ­ვებს და უნდა, რომ გა­ა­კე­თოს, კარ­გად გა­მოს­დის, სწავ­ლას ვგუ­ლის­ხმობ. ბი­ჭია და ზოგ­ჯერ ფიქ­რობს, რომ ესა თუ ის სა­გა­ნი არ უნდა ის­წავ­ლოს. რა­ღაც ჩა­ვარ­დნე­ბი აქვს ხოლ­მე. სწავ­ლა შე­უძ­ლია, ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ თა­ვის რე­სურ­სებს სრუ­ლად არ იყე­ნებს.

- რო­გორ აღიქ­ვამთ იმ ფაქტს, რომ უფ­რო­სი ბიჭი მალე უკვე კაცი გახ­დე­ბა?

- ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ მე­გობ­რე­ბი ვართ და ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. პრინ­ციპ­ში, ასეც არის. ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, მა­მა­კა­ცუ­რი ხმა აქვს, დღი­თი­დღე უბოხ­დე­ბა, სი­მაღ­ლე­შიც და­მე­წია. სურ­ვი­ლი მაქვს, მას­თან სხვა მიდ­გო­მე­ბი მქონ­დეს, მგა­რამ ზოგ­ჯერ არ გა­მომ­დის, ამი­ტომ თვი­თონ მის­წო­რებს ხოლ­მე, რო­გორ უნდა მო­ვექ­ცე. იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ბავ­შვი გა­ი­ზარ­და, ცოტა რთუ­ლია, მაგ­რამ, მისი ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხვდე­ბი, დიდი ბიჭი მყავს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც ვაძ­ლევ იმ დო­ზით, რაც მის ასაკს შე­ე­ფე­რე­ბა. მინ­და, რომ უფრო მეტი გა­ა­კე­თოს, ვიდ­რე აქამ­დე აკე­თებ­და.

- თვი­თონ აქვს თქვენ­თან შე­ნიშ­ვნე­ბი?

- კი, რო­გორ არა. ივარ­ჯი­შეო, მე­უბ­ნე­ბა. უნდა, უფრო ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სხე­უ­ლი მქონ­დეს. ასე რომ, უკვე მაძ­ლევს შე­ნიშ­ვნებს.

- ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს რამ­დენ დროს უთ­მობთ?

- როცა სახ­ლში ვართ - ეს დილა იქ­ნე­ბა თუ სა­ღა­მო. ერ­თად ყოფ­ნას იმით ვა­ხერ­ხებთ, რომ ღა­მის ცხოვ­რე­ბა­ზე უარი ვთქვი. ერთი მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ეს ცუ­დია, სა­მა­გი­ე­როდ, დრო ოჯა­ხის­თვის მაქვს გან­კუთ­ვნი­ლი.

- საკ­მა­ოდ დიდი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­ა­ჩი­ნეთ მე­სა­მე შვი­ლი, რო­გორ შეგცვა­ლათ ამ ასაკ­ში დე­დო­ბამ?

- ეს სულ სხვა­ნა­ი­რი მი­ძღვნაა შვი­ლი­სად­მი. მინ­და, არა­ფე­რი გა­მო­მე­პა­როს, სულ მას­თან ვიყო. ზოგ­ჯერ ალექ­სან­დრეს გამო სახ­ლი­დან გას­ვლა მე­ნა­ნე­ბა, მე­ნა­ნე­ბა, ძი­ძას გა­და­ვა­ბა­რო, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, მა­საც გა­უ­ხარ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა. მე­ო­რე შვი­ლიც დიდი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­ვა­ჩი­ნე და მა­ში­ნაც ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან და­ვიტ­ვირ­თე. ახ­ლაც მი­ჭირს გრძნო­ბე­ბის მარ­თვა, ჩემი შვი­ლე­ბით გა­და­რე­უ­ლი ვარ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რაზე თქვა უარი თიკა ფაცაციამ მეუღლის გამო - ტელეწამყვანი ოჯახის შესახებ

რაზე თქვა უარი თიკა ფაცაციამ მეუღლის გამო - ტელეწამყვანი ოჯახის შესახებ

ჟურნალი "სარკე" ტელეწამყვან თიკა ფაცაციასთან ინტერვიუს აქვეყნებს, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

...გული სახლში რჩება, როცა თავის მესამე შვილს, 8 თვის ალექსანდრეს, ძიძას უტოვებს და სამსახურში მიდის. ორი ტელეგადაცემა და ერთი მუსიკალური პროექტი ძალიან დიდ დროს ართმევს, მაგრამ მაინც ახერხებს, დღე ისე დაგეგმოს, რომ ქმარ-შვილს ყურადღება არ მოაკლოს. "ბედნიერებისთვის ადამიანმა რაღაცეები უნდა გააანალიზოს და მცირედშიც იპოვოს ბედნიერების მარცვალი. ყოველთვის კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. წუწუნი არ მჩვევია", - გვითხრა თიკამ. მისთვის ბედნიერი დასვენება იყო ის ორი კვირაც, რომელიც ზაფხულის ბოლოს მთლიანად შვილებს დაუთმო და მათ მოვლაში გაატარა.

- თიკა, როგორი შვებულება გამოგივიდათ? ოჯახისთვის გამოიყენეთ.

- მთელ შვებულებას მთლიანად ჩემს ოჯახს ვუთმობ, მათ გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. ძალიან მშვიდი დასვენება გამომივიდა. ჩემი შვილების რეჟიმზე ვიყავი აწყობილი. ალექსანდრე 8 თვის მყავს. დილის . საათიდან ჩემი შვილების სამსახურში ვიყავი. საერთო ჯამში, დასვენება ორი კვირა გამომივიდა. ეს ნამდვილად მჭირდებოდა, რადგან საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მქონდა. მართლა დავისვენე. დილით ვდგებოდი, ბავშვებს, რაც სჭირდებოდათ, ყველაფერს ვუკეთედი, ცოტას ვკითხულობდი კიდეც. ამას რომ ვახერხებდი, ძალიან მიხარია.

- ადრე როგორ ისვენებდით?

- მთაში, ზღვაზე მივდიოდი, მერე ქმართან ერთად ვისვენებდი სადმე. იყო ამის საშუალება და რატომაც არა? ახლა სხვანაირი ცხოვრება გვაქვს, მხოლოდ შვილებთან ერთად ვართ.

წელს ზღვაზე არც ვყოფილვარ, აგარაკზე ვისვენებდით და რამდენიმე დღით ბათუმში ჯაზფესტივალზე ოჯახთან ერთად წავედი.

- ჯაზფესტივალზეც ვერ მოახერხეთ ქმართან ერთად ცალკე წასულიყავით?

- არა, ჯერჯერობით ამის ფუფუნება არ არის. ვერ მოვახერხეთ, ცალკე არსად ვყოფილვართ. ეს შეუძლებელია, რადგან ალექსანდრე ძალიან პატარაა, ჩემთვის კი ყველაზე დიდი სიამოვნება მასთან ურთიერთობაა.

- სამი შვილის დედას უკვე უზარმაზარი გამოცდილება გექნებათ ბავშვის აღზრდის, როგორი მიდგომა გაქვთ შვილებთან?

- გააჩნია, რისი საჭიროებაა. ხან მშვიდი ვარ და ხანაც - ემოციური... თუმცა ემოციური სულ ვარ. სხვათა შორის, ჩვენი გადაცემა "შუადღე" ბევრ ინფორმაციას მაძლევს და მის პრაქტიკაში გადატანას ვცდილობ. რაღაცეები ჩემშიც შეიცვალა და ჩემი, როგორც დედის, მიდგომებიც განსხვავებულია. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მკაცრი არ ვარ. პატარას, ბუნებრივია, არ ვსჯი, დიდს კიდევ, იმდენად დიდია, ვერ ვსჯი.

როცა ერთმანეთთან კონფლიქტი, გაუგებრობა აქვთ, ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ეს არის. ამაზე ძალიან ცუდად ვრეაგირებ. ძმები არიან, ასაკშიც სხვაობაა და მაინც აქვთ ხოლმე რაღაც დაძაბულობები. ერთმანეთის არ ესმით, კინკლაობენ, ჩხუბობენ და ეს მაგიჟებს! ამ დროს შეიძლება ყველაზე ემოციური ვიყო.

- დაახასიათეთ თქვენი ბიჭები. რით განსხვავდებიან და რით ჰგვანან ერთმანეთს?

- შუათანა, იოანე, წელს საბავშვო ბაღში მივიყვანე. ძალიან კომუნიკაბელური, გონიერი ადამიანია და ბაღში წასვლა არ გასჭირვებია. რა თქმა უნდა, განშორება გვიჭირს, მაგრამ იქ ძალიან ივსება, თან კარგი პედაგოგი ჰყავს.

უფროსი, ანდრია, მე-9 კლასშია. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. რასაც მოისურვებს და უნდა, რომ გააკეთოს, კარგად გამოსდის, სწავლას ვგულისხმობ. ბიჭია და ზოგჯერ ფიქრობს, რომ ესა თუ ის საგანი არ უნდა ისწავლოს. რაღაც ჩავარდნები აქვს ხოლმე. სწავლა შეუძლია, ნიჭიერია, მაგრამ თავის რესურსებს სრულად არ იყენებს.

- როგორ აღიქვამთ იმ ფაქტს, რომ უფროსი ბიჭი მალე უკვე კაცი გახდება?

- ზოგჯერ მგონია, რომ მეგობრები ვართ და ერთად გავიზარდეთ. პრინციპში, ასეც არის. ძალიან შეიცვალა, მამაკაცური ხმა აქვს, დღითიდღე უბოხდება, სიმაღლეშიც დამეწია. სურვილი მაქვს, მასთან სხვა მიდგომები მქონდეს, მგარამ ზოგჯერ არ გამომდის, ამიტომ თვითონ მისწორებს ხოლმე, როგორ უნდა მოვექცე. იმის გაცნობიერება, რომ ბავშვი გაიზარდა, ცოტა რთულია, მაგრამ, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ვხვდები, დიდი ბიჭი მყავს. თავისუფლებასაც ვაძლევ იმ დოზით, რაც მის ასაკს შეეფერება. მინდა, რომ უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე აქამდე აკეთებდა.

- თვითონ აქვს თქვენთან შენიშვნები?

- კი, როგორ არა. ივარჯიშეო, მეუბნება. უნდა, უფრო ნავარჯიშევი სხეული მქონდეს. ასე რომ, უკვე მაძლევს შენიშვნებს.

- ცოლ-ქმარი ერთმანეთს რამდენ დროს უთმობთ?

- როცა სახლში ვართ - ეს დილა იქნება თუ საღამო. ერთად ყოფნას იმით ვახერხებთ, რომ ღამის ცხოვრებაზე უარი ვთქვი. ერთი მხრივ, შეიძლება ეს ცუდია, სამაგიეროდ, დრო ოჯახისთვის მაქვს განკუთვნილი.

- საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ გააჩინეთ მესამე შვილი, როგორ შეგცვალათ ამ ასაკში დედობამ?

- ეს სულ სხვანაირი მიძღვნაა შვილისადმი. მინდა, არაფერი გამომეპაროს, სულ მასთან ვიყო. ზოგჯერ ალექსანდრეს გამო სახლიდან გასვლა მენანება, მენანება, ძიძას გადავაბარო, მაგრამ რას ვიზამთ, მასაც გაუხარდება წარმატებული დედა. მეორე შვილიც დიდი პაუზის შემდეგ გავაჩინე და მაშინაც ემოციურად ძალიან დავიტვირთე. ახლაც მიჭირს გრძნობების მართვა, ჩემი შვილებით გადარეული ვარ...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება