პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაშლილი ვიზიტი, გასაჯაროებული მიმოწერა და დაკარგული ნდობა - პრეზიდენტისა და მთვარობის დაპირისპირების დეტალები
ჩაშლილი ვიზიტი, გასაჯაროებული მიმოწერა და დაკარგული ნდობა - პრეზიდენტისა და მთვარობის დაპირისპირების დეტალები

პრე­ზი­დენ­ტსა და მთავ­რო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მწვავ­დე­ბა. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ე­რო­ში პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის ჩაშ­ლის სა­კი­თხმა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა თემა გა­და­ფა­რა. სი­ტუ­ა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წვავ­და დღეს. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. დღეს დი­ლით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­ზე გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მიწ­ვე­ვა თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­აგ­ზავ­ნა, თუმ­ცა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მხო­ლოდ ივ­ნის­ში აც­ნო­ბა. დღეს­ვე სა­ჯა­რო გახ­და მი­მო­წე­რა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლის სა­ხით სა­გა­რეო უწყე­ბას გა­ე­რო­ში, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბა 7 ივ­ლისს და­უ­დას­ტუ­რა, რა­საც სა­მი­ნის­ტრო­დან 8 ივ­ლისს სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი მოჰ­ყვა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნიუ-იორკში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ემ­გზავ­რე­ბო­და.

ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და სა­გა­რეო უწყე­ბას შო­რის მი­მო­წე­რა კი­დევ რამ­დე­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც, ერთი მხრივ, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და და ვი­ზი­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში მაია ფან­ჯი­კი­ძის უწყე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, მე­ო­რე მხრივ კი, სა­მი­ნიტ­რო გან­მარ­ტავ­და, რომ გა­ე­რო­ში ორი დე­ლე­გა­ცი­ის გამ­გზავ­რე­ბა ქვეყ­ნის იმიჯს და­ა­ზი­ა­ნებ­და.

მი­მო­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ ნა­ბი­ჯად აფა­სებს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. მაია ფან­ჯი­კი­ძე ასე­ვე აცხა­დებს, რომ კლი­მა­ტის სა­მიტ­ზე მიწ­ვე­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ორ უწყე­ბას შო­რის მი­მო­წე­რა იყოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ისე, რომ მე­ო­რე მხა­რემ ეს არ იცო­დეს. თა­ნაც, სა­ი­დან უვარ­დე­ბა ხელ­ში, ეს მი­წერ-მო­წე­რა "რუს­თა­ვი 2"-ს, თუ არა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან? თა­ნაც, რა­ტომ არ აქ­ვეყ­ნებს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხებს მათ მიერ მო­წე­რილ პა­სუ­ხებ­ზე, სა­დაც არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია, რა­ტომ არ მუ­შა­ობს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზიტ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მოწ­ვე­ვას და იმ ბრალ­დე­ბას, თით­ქოს თე­ბერ­ვალ­ში მი­ღე­ბუ­ლი მოწ­ვე­ვა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ ივ­ნის­ში გა­და­უგ­ზავ­ნა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. 25 თე­ბერ­ვლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი მოწ­ვე­ვა მხო­ლოდ კლი­მა­ტის სა­მიტ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ამ მი­ი­ღო 14 მარტს და ეს მოწ­ვე­ვა იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე. ესეც აჩ­ვე­ნებს იმას, რამ­დე­ნად ფორ­მა­ლუ­რია ეს მოწ­ვე­ვა. რო­დე­საც მი­სი­ამ გა­უგ­ზავ­ნა ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­როს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ახლა უკვე იყო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ამას კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭირ­და და 30 მა­ისს მი­ი­ღო სა­გა­რეო უწყე­ბამ ახა­ლი მოწ­ვე­ვა უკვე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც მას გა­და­ეგ­ზავ­ნა 5 ივ­ნისს, ანუ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში. ამ პე­რი­ოდ­ში იყო შა­ბათ-კვი­რა და ამ მოწ­ვე­ვის გა­დაგ­ზავ­ნა არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო მოწ­ვე­ვა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე და მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დე­ლე­გა­ცი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. რო­დე­საც ჩვენ გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კლი­მა­ტის სა­მიტ­ზე ფორ­მა­ლუ­რი მიწ­ვე­ვა, იქვე შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ, რომ გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე დე­ლე­გა­ცია მი­ემ­გზავ­რე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, იგი უნდა დას­წრე­ბო­და ყვე­ლა გვერ­დით მოვ­ლე­ნას", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

ამას­თან, ის სთხოვს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­გა­რეო თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ო­ბენ, "ნუ ეწე­ვი­ან დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და თუკი ამ­ბო­ბენ ერთს, თქვან მე­ო­რეც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნუ შეჰ­ყავთ შეც­დო­მა­ში და რაც მთა­ვა­რია, ნუ აზი­ა­ნე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს".

"თუკი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გზით უნდა, ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნოს იმას, რა ხდე­ბო­და ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ორ უწყე­ბას შო­რის, მა­შინ ძა­ლი­ან ვთხოვ მათ, ვი­საც ეს ეხე­ბა, გა­მო­აქ­ვეყ­ნონ ის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რა­ტომ ვერ მი­დის პრე­ზი­დენ­ტი აშშ-ში. მე არ მინ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე კომ­ნენ­ტა­რი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მაც გა­ა­კე­თა.

"თუ რა­ტომ ჩა­ი­შა­ლა, ამის მი­ზე­ზი ჰკი­თხეთ ბა­ტონ თენ­გიზ ფხა­ლა­ძეს, მან ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის. ვი­ზი­ტი შედ­გე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც არის ორი­ვე მხა­რის თან­ხმო­ბა. ერთი არის სურ­ვი­ლი, რომ გა­ემ­გზავ­რო, ხოლო მე­ო­რე არის სურ­ვი­ლი მიმ­ღე­ბი მხა­რის, რომ მი­გი­ღოს. მე მეტს არა­ფერს ვი­ტყვი, რომ არ და­ვა­ზი­ა­ნო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი ჰკი­თხეთ ბა­ტონ ფხა­ლა­ძეს".

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ არ იცი­ან, "რა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ითხოვს მაია ფან­ჯი­კი­ძე. სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ რა ინ­ფორ­მა­ცი­აც ჰქონ­დათ, უკვე გა­ავ­რცე­ლეს.

ზალ­კა­ლი­ა­ნი ასე­ვე აბ­სურ­დად მი­იჩ­ნევს სა­მი­ნის­ტროს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას იმა­ში, თით­ქოს გა­ე­რო-ს არ აც­ნო­ბეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია.. ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, მისი შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა გა­უ­გებ­რო­ბა გა­ე­როს უკავ­შირ­დე­ბა თუ არა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა, რომ "რა თქმა უნდა, ეს არის გა­ე­როს სამ­დივ­ნოს შეც­დო­მა".

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დღეს­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის წე­რი­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც 25 თე­ბერ­ვლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე შეც­დო­მით გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მოყ­ვა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებ­საც ასა­ჯა­რო­ებს, რომ გა­ე­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო. კერ­ძოდ, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ბან კი-მუ­ნის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლი 2013 წლის 25 ნო­ემ­ბრით.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც დღეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თით გე­რო­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ის­მა – და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია აშშ-ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რე­ბის და­გეგ­მვას და მომ­ზა­დე­ბას რო­გორც სა­გა­რეო, ისე სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის, მათ შო­რის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ცდი­ლობ­და. ბრალ­დე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა და გა­ნა­ცხა­და რომ ფი­ნანსთა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი რო­გორც მსოფ­ლიო ბან­კის პრე­ზი­დენ­ტთან, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მმარ­თველ დი­რექ­ტორ­თან და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა მხო­ლოდ გა­ე­როს სა­მი­ტის თე­მით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. მაია ფან­ჯი­კი­ძემ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არა­კო­ლე­გი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ფან­ჯი­კი­ძე ამის დას­ტუ­რად უელ­სის სა­მიტს იხ­სე­ნებს და აცხა­დებს, რომ მი­ნის­ტრებს არც ერთ იმ შეხ­ვედ­რა­ში არ მი­ა­ღე­ბი­ნეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლებ­ზეც წი­ნას­წარ ჩა­წე­რი­ლე­ბი იყ­ვნენ.

"რო­დე­საც მოწ­ვე­ვა არის ფორ­მა­ტით "ერთი პლუს ერ­თით", ეს ყო­ველ­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­ურ ენა­ზე გუ­ლის­ხმობს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დას­წრე­ბას. არც ერთ ასეთ ფორ­მატ­ში მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია უელ­სის სა­მი­ტის დროს, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად აშ­კა­რა იყო, რომ ჩემი თან­ხლე­ბა პრე­ზი­დენტს არ სი­ა­მოვ­ნებ­და თუ არ მი­აჩ­ნდა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად – ვერ გე­ტყვით, რა იყო ამის მო­ტი­ვა­ცია, მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად ასე იყო", - გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ და დას­ძი­ნა რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ფან­ჯი­კი­ძის ამ ბრალ­დე­ბა­საც ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა და უარ­ყო. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მტკი­ცე­ბით, უელ­სის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში არც ერთ ქარ­თველ მი­ნისტრს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.

"უელ­სი­დან ჟურნ­ლის­ტე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­წო­დე­ბა და არ­სე­ბობს არა ერთი სუ­რა­თი თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და შეხ­ვედ­რებ­ში. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს იქ ნამ­დვი­ლად არ ჰქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა, ისე­ვე რო­გორც არც ერთ მი­ნისტრს. ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია რა­ზეა ლა­პა­რა­კი. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის პროგ­რა­მას და ნა­ხოთ, რამ­დენ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. იქ იყო ფორ­მა­ტე­ბი, სა­დაც იგუ­ლის­ხმე­ბო­და მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის ყოფ­ნა, მაგ­რამ გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა თუ სხვა მი­ნის­ტრე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ.

რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის უც­ნო­ბია. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის შე­ფა­სე­ბით, მათ შო­რის "ნდო­ბა და­ი­კარ­გა".

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

იხი­ლეთ ვი­დეო: მოწ­ვე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ნაც­ვლად - "ეს არას­დროს არ მით­ქვამს და ახლა უნდა ვთქვა"

"პრე­ზი­დენ­ტმა მი­ნის­ტრე­ბი შეხ­ვედ­რებს არ დაგ­ვას­წრო" - მაია ფან­ჯი­კი­ძე

ჩაშლილი ვიზიტი, გასაჯაროებული მიმოწერა და დაკარგული ნდობა - პრეზიდენტისა და მთვარობის დაპირისპირების დეტალები

ჩაშლილი ვიზიტი, გასაჯაროებული მიმოწერა და დაკარგული ნდობა - პრეზიდენტისა და მთვარობის დაპირისპირების დეტალები

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება მწვავდება. "კვირის პალიტრასთან" ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გაეროში პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტის ჩაშლის საკითხმა ქვეყანაში ყველა თემა გადაფარა. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა დღეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, ურთიერთბრალდებებით არის დაკავებული. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მიწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა. დღესვე საჯარო გახდა მიმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრებოდა.

ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას შორის მიმოწერა კიდევ რამდეჯერმე განხორციელდა, სადაც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს სამიტში მონაწილეობის უფლება ჰქონდა და ვიზიტის მომზადებაში მაია ფანჯიკიძის უწყებას დახმარებას სთხოვდა, მეორე მხრივ კი, სამინიტრო განმარტავდა, რომ გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.

მიმოწერის გამოქვეყნებას სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ ნაბიჯად აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე ასევე აცხადებს, რომ კლიმატის სამიტზე მიწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი.

"როგორ შეიძლება, ორ უწყებას შორის მიმოწერა იყოს გასაჯაროებული ისე, რომ მეორე მხარემ ეს არ იცოდეს. თანაც, საიდან უვარდება ხელში, ეს მიწერ-მოწერა "რუსთავი 2"-ს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან? თანაც, რატომ არ აქვეყნებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხებს მათ მიერ მოწერილ პასუხებზე, სადაც არგუმენტირებულია, რატომ არ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ვიზიტზე. რაც შეეხება მოწვევას და იმ ბრალდებას, თითქოს თებერვალში მიღებული მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა. პარალელურ რეჟიმში საქართველომ მიიღო მოწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე ფორმალური მიწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დელეგაცია მიემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, ის სთხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და იმ თანამშრომლებს, რომლებიც საგარეო თემატიკაზე მუშაობენ, "ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და თუკი ამბობენ ერთს, თქვან მეორეც და საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში და რაც მთავარია, ნუ აზიანებენ სახელმწიფოს ინტერესებს".

"თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტების გასაჯაროების გზით უნდა, ნათელი მოჰფინოს იმას, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ორ უწყებას შორის, მაშინ ძალიან ვთხოვ მათ, ვისაც ეს ეხება, გამოაქვეყნონ ის რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოგვიანებით აღნიშნულ თემაზე კომნენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმაც გააკეთა.

"თუ რატომ ჩაიშალა, ამის მიზეზი ჰკითხეთ ბატონ თენგიზ ფხალაძეს, მან ეს ძალიან კარგად იცის. ვიზიტი შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ორივე მხარის თანხმობა. ერთი არის სურვილი, რომ გაემგზავრო, ხოლო მეორე არის სურვილი მიმღები მხარის, რომ მიგიღოს. მე მეტს არაფერს ვიტყვი, რომ არ დავაზიანო ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დანარჩენი ჰკითხეთ ბატონ ფხალაძეს".

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არ იციან, "რა რეალური მიზეზების" გამოქვეყნებას ითხოვს მაია ფანჯიკიძე. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ რა ინფორმაციაც ჰქონდათ, უკვე გაავრცელეს.

ზალკალიანი ასევე აბსურდად მიიჩნევს სამინისტროს დადანაშაულებას იმაში, თითქოს გაერო-ს არ აცნობეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისი შეფასებით, ყველა გაუგებრობა გაეროს უკავშირდება თუ არა, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ "რა თქმა უნდა, ეს არის გაეროს სამდივნოს შეცდომა".

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღესვე გამოაქვეყნა გაერო-ს გენერალური მდივნის წერილი გიორგი მარგველაშვილის სახელზე, რომელიც 25 თებერვლით არის დათარიღებული. ადმინისტრაციის მიერ წერილის გამოქვეყნებას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სააკაშვილის სახელზე შეცდომით გამოგზავნილი წერილის გამოქვეყნება და სპეციალური განცხადება მოყვა. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმის დამადასტურებელ დოკუმენტებსაც ასაჯაროებს, რომ გაერო საქართველოში პრეზიდენტის შეცვლის თაობაზე ინფორმირებული იყო. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა გიორგი მარგველაშვილის სახელზე, მის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, რომელიც დათარიღებული 2013 წლის 25 ნოემბრით.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართით გეროში ვიზიტთან დაკავშირებით გაისმა – დავით ზალკალიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების დაგეგმვას და მომზადებას როგორც საგარეო, ისე სხვა შესაბამისი უწყების, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ცდილობდა. ბრალდება კატეგორიულად უარყო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა და განაცხადა რომ ფინანსთა და სხვა შესაბამისი სამინისტროები როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმირებული იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ გაეროს სამიტის თემით არ შემოიფარგლება. მაია ფანჯიკიძემ გიორგი მარგველაშვილი არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაშიც დაადანაშაულა. ფანჯიკიძე ამის დასტურად უელსის სამიტს იხსენებს და აცხადებს, რომ მინისტრებს არც ერთ იმ შეხვედრაში არ მიაღებინეს მონაწილეობა, რომლებზეც წინასწარ ჩაწერილები იყვნენ.

"როდესაც მოწვევა არის ფორმატით "ერთი პლუს ერთით", ეს ყოველთვის საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე გულისხმობს დელეგაციის ხელმძღვანელის და საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებას. არც ერთ ასეთ ფორმატში მე მონაწილეობა არ მიმიღია უელსის სამიტის დროს, რადგან აბსოლუტურად აშკარა იყო, რომ ჩემი თანხლება პრეზიდენტს არ სიამოვნებდა თუ არ მიაჩნდა მიზანშეწონილად – ვერ გეტყვით, რა იყო ამის მოტივაცია, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო", - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა რომ აღნიშნულის გამო კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფანჯიკიძის ამ ბრალდებასაც ოპერატიულად გამოეხმაურა და უარყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, უელსის სამიტის ფარგლებში არც ერთ ქართველ მინისტრს კომუნიკაციის და შეხვედრებში მონაწილეობის პრობლემა არ ჰქონია.

"უელსიდან ჟურნლისტებისთვის მიმდინარეობდა ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება და არსებობს არა ერთი სურათი თუ ვიდეომასალა იმასთან დაკავშირებით, ვინ მონაწილეობდა შეხვედრებში. საგარეო საქმეთა მინისტრს იქ ნამდვილად არ ჰქონია კომუნიკაციის და შეხვედრაზე დასწრების პრობლემა, ისევე როგორც არც ერთ მინისტრს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რაზეა ლაპარაკი. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამას და ნახოთ, რამდენ შეხვედრაში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრი. იქ იყო ფორმატები, სადაც იგულისხმებოდა მხოლოდ პრეზიდენტის ყოფნა, მაგრამ გაფართოებულ ფორმატში, საგარეო საქმეთა თუ სხვა მინისტრების მონაწილეობის პრობლემა არ ყოფილა", - განაცხადა ფხალაძემ.

როგორ გაგრძელდება ურთიერთობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უცნობია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, მათ შორის "ნდობა დაიკარგა".

ნათია ლეშკაშელი

იხილეთ ვიდეო:  მოწვევა სააკაშვილის სახელზე, მარგველაშვილის ნაცვლად - "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა უნდა ვთქვა"

"პრეზიდენტმა მინისტრები შეხვედრებს არ დაგვასწრო" - მაია ფანჯიკიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა