პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისელი ბავშვები დანგრეულ სკოლებში სწავლობენ
პანკისელი ბავშვები დანგრეულ სკოლებში სწავლობენ

პან­კი­სის ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბის, წი­ნუბ­ნი­სა და ქო­რე­თის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი ისევ ამორ­ტი­ზი­რე­ბულ შე­ნო­ბებ­ში სწავ­ლო­ბენ. სო­ფელ წი­ნუბ­ნის მოს­წავ­ლე­ებ­მა ახა­ლი სას­წავ­ლო წელი სოფ­ლის კლუ­ბის შე­ნო­ბა­ში და­ი­წყეს. სო­ფელ ქო­რე­თის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი კი სას­წავ­ლო პრო­ცესს ამორ­ტი­ზი­რე­ბულ შე­ნო­ბა­ში შეხ­ვდნენ.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "კა­ხე­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია" წი­ნუბ­ნის სკო­ლის ერთ ოთახ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა, თუმ­ცა სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სო­ფელ წი­ნუბ­ნის 6-წლი­ან სკო­ლა­ში სულ 6 საკ­ლა­სო ოთა­ხია. ფა­ნე­რე­ბით გა­და­ტიხ­რულ საკ­ლა­სო ოთა­ხებს ფან­ჯრე­ბი არ გა­აჩ­ნია, ია­ტა­კი ჩამ­ტვრე­უ­ლია და ბავ­შვე­ბის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. სკო­ლის ნეს­ტი­ან შე­ნო­ბა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გია არ ყო­ფი­ლა, სას­მელ წყალს კი ყვე­ლა - ბავ­შვიც და პე­და­გო­გიც ერთი ვედ­რო­დან სვამს.

"საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში სი­ნეს­ტეა. არც ფან­ჯრე­ბი აქვს, არც კა­რე­ბი, ია­ტა­კი ალაგ-ალაგ ჩამ­ტვრე­უ­ლია. ერთ ოთახ­ში ამ­დე­ნი ბავ­შვია და ღუ­მე­ლი რომ დავ­დგათ, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს გა­რეთ, კა­რებ­თან, მო­უ­წი­ოს დაჯ­დო­მა. ბავ­შვე­ბი ერთ ოთახ­ში ვერ ეტე­ვი­ან", - გა­ნუ­ცხა­და knews.ge-ს სო­ფელ წი­ნუბ­ნის სკო­ლის ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა მა­მუ­კა მა­ჩი­ტა­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

პანკისელი ბავშვები დანგრეულ სკოლებში სწავლობენ

პანკისელი ბავშვები დანგრეულ სკოლებში სწავლობენ

პანკისის ხეობის სოფლების, წინუბნისა და ქორეთის სკოლების მოსწავლეები ისევ ამორტიზირებულ შენობებში სწავლობენ. სოფელ წინუბნის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სოფლის კლუბის შენობაში დაიწყეს. სოფელ ქორეთის სკოლის მოსწავლეები კი სასწავლო პროცესს ამორტიზირებულ შენობაში შეხვდნენ.

რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ "კახეთის რეგიონალური განვითარების ასოციაცია" წინუბნის სკოლის ერთ ოთახში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელია. სოფელ წინუბნის 6-წლიან სკოლაში სულ 6 საკლასო ოთახია. ფანერებით გადატიხრულ საკლასო ოთახებს ფანჯრები არ გააჩნია, იატაკი ჩამტვრეულია და ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სკოლის ნესტიან შენობაში წლების მანძილზე ელექტროენერგია არ ყოფილა, სასმელ წყალს კი ყველა - ბავშვიც და პედაგოგიც ერთი ვედროდან სვამს.

"საკლასო ოთახებში სინესტეა. არც ფანჯრები აქვს, არც კარები, იატაკი ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია. ერთ ოთახში ამდენი ბავშვია და ღუმელი რომ დავდგათ, შეიძლება რომელიმე მოსწავლეს გარეთ, კარებთან, მოუწიოს დაჯდომა. ბავშვები ერთ ოთახში ვერ ეტევიან”, - განუცხადა knews.ge-ს სოფელ წინუბნის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მამუკა მაჩიტაძემ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა