მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპის რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
კასპის რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დო­ეს­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი, 25 წლის ვ.წ-ის საქ­მეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რის მო­თხოვ­ნით, გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ნინო გერ­გა­ულ­მა მი­ი­ღო.

დო­ეს­ში სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა 2014 წლის 28 მარტს მოხ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, სოფ­ლის გა­ნა­პი­რას ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შეხ­ვდა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი, ბოლო საქ­მის გარ­ჩე­ვამ­დე, რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­წყე­ბუ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნობს. "იმ ია­რა­ღი­დან მე არ გა­მის­ვრია", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

ია­რა­ღის გას­რო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი სამი დო­ე­სე­ლი­დან ერთ-ერთი მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბულს, ის ჩხუ­ბის დროს და­ნით და­იჭ­რა და კას­პის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რა­ღი, სა­ი­და­ნაც გას­რო­ლა და 3 დო­ე­სე­ლის დაჭ­რა მოხ­და, ბრალ­დე­ბულს ეკუთ­ვნო­და.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

კასპის რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

კასპის რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

კასპის რაიონის სოფელ დოესში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული, 25 წლის ვ.წ-ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება, ბრალდებულის მხარის მოთხოვნით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა მიიღო.

დოესში სისხლიანი გარჩევა 2014 წლის 28 მარტს მოხდა. ბრალდებული, რომელიც თბილისიდან სტუმრად იმყოფებოდა, სოფლის განაპირას ადგილობრივ ახალგაზრდებს სპეციალურად შეხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტი, ბოლო საქმის გარჩევამდე, რამდენიმე თვის წინ დაწყებულა. ბრალდებული მკვლელობის ნაწილში თავს უდანაშაულოდ სცნობს. "იმ იარაღიდან მე არ გამისვრია", - განაცხადა ბრალდებულმა.

იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი სამი დოესელიდან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის ჩხუბის დროს დანით დაიჭრა და კასპის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, აპრილის დასაწყისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გასროლა და 3 დოესელის დაჭრა მოხდა, ბრალდებულს ეკუთვნოდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა