მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ერთმანეთს 30 უძილო საათი გადავაბი" - მაია დარსმელიძის ექსპერიმენტი (+ვიდეო)
"ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ერთმანეთს 30 უძილო საათი გადავაბი" - მაია დარსმელიძის ექსპერიმენტი (+ვიდეო)

მუ­სი­კოს­მა მაია დარსმე­ლი­ძემ ცოტა ხნის წინ სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა - სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი რე­ჟი­სო­რის როლ­ში მო­სინ­ჯა. თა­ვად ამ­ბობს, რომ გა­ერ­თო, თუმ­ცა მის­მა შექ­მნილ­მა პრო­დუქ­ცი­ამ გა­ა­მარ­თლა და კლი­პი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

მუ­სი­კოს­თან ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის გარ­და, კი­დევ ბევრ სა­კითხს შე­ვე­ხეთ. მან ჩვენს კი­თხვებს მის­თვის ჩვე­უ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით უპა­სუ­ხა... დი­ა­ლო­გი კი ზო­გა­დად, მუ­სი­კა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ...

- რა არის შენ­თვის მუ­სი­კა?

- ჯიმი ჰენ­დრიქ­სის სი­ტყვე­ბით ვი­ტყვი, რად­გან უკე­თე­სი ფორ­მუ­ლი­რე­ბა არც ვიცი - "მუ­სი­კა ჩემი რე­ლი­გი­აა"... ეს სი­ტყვე­ბი ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს. მას რომ არ ეთ­ქვა, ალ­ბათ ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე მი­ვაგ­ნებ­დი, გა­ვათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­დი ამ სი­ტყვე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ სიღ­რმეს და მე ვი­ტყო­დი!

- რო­დის მიხ­ვდი, რომ ეს ის სამ­ყა­რო იყო, რო­მელ­შიც ყოფ­ნა გსი­ა­მოვ­ნებ­და?

- რო­გორც მუ­სი­კოს­მა ან მომ­ღე­რალ­მა რომ გი­პა­სუ­ხოთ ამ შე­კი­თხვა­ზე, ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი გა­მო­ვა, ამი­ტომ გი­პა­სუ­ხებთ, რო­გორც მუ­სი­კის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი: ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე ბევ­რად მე­ტია. მე მუ­სი­კით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი - მუ­სი­კა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ამას ყო­ველ წამს, ყო­ფით ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ყურ­ში "შე­ხორ­ცე­ბუ­ლი" ყურ­სას­მე­ნე­ბით ვათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ.

- რა არის შენ­თვის როკი, ანუ ჟან­რი, რო­მე­ლიც აირ­ჩიე? თვით­გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა და სა­შუ­ა­ლე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ფერს, რაც პო­პის­გან და ჯა­ზის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჟღერს, როკს ეძა­ხი­ან. მე არ ამირ­ჩე­ვია კონ­კრე­ტუ­ლად როკი. მუ­სი­კა გან­წყო­ბი­დან და ემო­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქ­მნე­ბა. ის, რაც მე ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და, არის დრა­ი­ვი და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. ძა­ლი­ან მი­ზი­დავს ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კაც, ჯა­ზიც, რე­პიც. არა­სო­დეს "ვმოძ­რა­ობ" ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით და ვფიქ­რობ, რომ ერთ კონ­კრე­ტულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში შე­ზღუდ­ვა საკ­მა­რი­სი არ არის, მით უმე­ტეს დღეს, რო­დე­საც სულ სხვა ჟღე­რა­დო­ბა და სტრუქ­ტუ­რაა.

- ამა­ზე ად­რეც გვი­სა­უბ­რია და მა­ინც, რა­ტომ ჰყავს როკს ცოტა მსმე­ნე­ლი და ამა­ზე გული არ გწყდე­ბა?

- როკს ჰყავს იმ­დე­ნი მსმე­ნე­ლი, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა (იღი­მე­ბა). ჩემი აზ­რით, მუ­სი­კო­სის­თვის, სუფ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, მსმე­ნე­ლის რა­ო­დე­ნო­ბა კი არა, ხა­რის­ხია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მგო­ნი, არა­ვის სჭირ­დე­ბა მსმე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ვერ ხვდე­ბა, რას ამ­ბობს მუ­სი­კო­სი. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კა­ტე­გო­რი­უ­ლია ჩემი მიდ­გო­მა, მაგ­რამ პი­რა­დად მე, მირ­ჩევ­ნია, 500 კა­ცის­თვის და­ვუკ­რა, ვიმ­ღე­რო და ზუს­ტად ვი­ცო­დე, რომ ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისე იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი, რო­გორც "ვამ­ბობ".

კო­მერ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რია - მუ­სი­კოსს მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ცერ­ტი­დან, მაგ­რამ მა­შინ ან მა­სას, მსმე­ნელს უნდა გა­ვუ­უმ­ჯო­ბე­სოთ გე­მოვ­ნე­ბა ან არ­ტისტს მო­უ­წევს მა­სას­თან კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა. სხვი­სი არ ვიცი, მაგ­რამ მუ­სი­კა ერ­თა­დერ­თი სფე­როა, სა­დაც პრინ­ცი­პუ­ლად არ წა­ვალ არა­ნა­ირ კომ­პრო­მის­ზე. წლე­ბის წინ მქონ­და ერთი-ორი ასე­თი კომ­პრო­მი­სი და ეს დღემ­დე ვერ მო­მი­ნე­ლე­ბია (იღი­მის). დღეს ვა­კე­თებ იმას, რაც მომ­წონს და "მომ­ყვე­ბა" ის, ვინც ემ­თხვე­ვა ჩემს მუ­სი­კა­ლურ გე­მოვ­ნე­ბას. თუკი მუ­სი­კით ვერ "შე­მო­ვი­ტა­ნე" და მშია, მირ­ჩევ­ნია მიმ­ტა­ნად ვი­მუ­შა­ვო, მაგ­რამ ჩემს მუ­სი­კა­ლურ პრინ­ცი­პებს ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ (მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად არ ვახ­სე­ნებ - მუ­სი­კო­სის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის მა­გა­ლი­თად მომ­ყავს).

- ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თად რას საქ­მი­ა­ნობ?

- სა­ნამ მე­სა­მე პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც უკვე დავ­გეგ­მე მოვ­ყვე­ბი, მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვით მო­გიყ­ვეთ ჩემს ორ წინა პრო­ექ­ტზე: პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი (MaoBand & Georgia State Philharmonic - "Find Me, Here I am") იყო აკა­დე­მი­უ­რი, მე და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ სიმ­ფო­ნი­უ­რი და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ლა­ივ­ში და­ი­მიქ­სა ორ­კესტრი და პრო­ცე­სო­რე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კონ­ცერ­ტის­თვის ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ინ­გლი­სე­ლი ხმის რე­ჟი­სო­რი - ჟერ­არ ალბო, რო­მე­ლიც ახ­მო­ვა­ნებ­და ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სის, რო­ი­შინ მერ­ფის ლა­ი­ვებს. ჟერ­ა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მსმე­ნელ­მა მო­ის­მი­ნა მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, უნაკ­ლოდ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი. დარ­ბაზ­ში სას­წა­უ­ლი სა­უნ­დი იდგა; მე­ო­რე პრო­ექ­ტში (Replace - Mao & The Mins Project) გა­და­ვი­ხა­რე თრიპ-ჰო­პის და დაბ­სტე­პის­კენ. გა­და­ვეკ­ვე­თე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კო­სებს, ჯგუფს "The Mins"-ს და, აქ უკვე, პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მძი­მე ელექტრო­ნუ­ლი ჟღე­რა­დო­ბა მი­ვი­ღეთ. პრო­ექ­ტი იმ­დე­ნად კარ­გი გა­მო­ვი­და, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ერთი ტრე­კის ჩა­წე­რა. მი­ვე­დით "მინ­სე­ბის" სა­რე­პე­ტი­ცი­ო­ში და ლა­ი­ვი ჩავ­წე­რეთ. ცოტა ხან­ში გა­ვემ­გზავ­რე ამ­სტერ­დამ­ში, სა­დაც "თავ­ში და­მარ­ტყა" ვი­დე­ოს შექ­მნის იდე­ამ. მოკ­ლედ, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ჩემს ოთახ­ში ჩა­ვი­კე­ტე, ერ­თმა­ნეთს 30 უძი­ლო სა­ა­თი გა­და­ვა­ბი და და­ვა­მონ­ტა­ჟე. არ ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რე­ჟი­სო­რი და უბ­რა­ლოდ გა­ვერ­თე. მერე ხალ­ხის აზ­რმა და­მა­ინ­ტე­რე­სა და "იუ­თუბ­ზე" ავ­ტვირ­თე (იღი­მის). მსმე­ნელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ვი­დეო ექ­სპე­რი­მენ­ტმა, რო­გორც ჩანს, გა­ა­მარ­თლა; რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე პრო­ექტს, რო­მელ­საც ვამ­ზა­დებ, ჩა­ნა­ფიქ­რს წი­ნას­წარ არ მოვ­ყვე­ბი, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი - ისევ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მე­სა­მე პრო­ექტსაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ღებ. ვინც კონ­ცერ­ტზე ვერ მოხ­ვდე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, იხი­ლოს ჩემს ’’იუ­თუ­ბის’’ არხზე.

- რო­გორ ფიქ­რობ, ბევ­რი ფანი გყავს?

- სი­ტყვა ფანი (თან, ჩვენს ბედკ­რულ ქვე­ყა­ნა­ში) არ მიყ­ვარს და რო­დე­საც მე­უბ­ნე­ბი­ან: "შენი ფანი ვარ," ვუს­წო­რებ: - "ფანი არა, მსმე­ნე­ლი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი-მეთ­ქი". რაც შე­ე­ხე­ბა რა­ო­დე­ნო­ბას - ცოტა ნამ­დვი­ლად არ არის, მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან მა­სის გუ­ლის მო­გე­ბას, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში არ ვცდი­ლობ (უკვე რიგი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო).

- ზო­გი­ერ­თი შენ­ზე ამ­ბობს, რომ ხის­ტი ხარ. რა­ტომ?

- ხის­ტი არა - პირ­და­პი­რი ვარ. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მომ­დის და რა­საც ვფიქ­რობ, ყო­ველ­თვის იმას ვამ­ბობ. კომ­პლი­მენ­ტებს მიჩ­ვე­უ­ლი ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა რთუ­ლად იღებს "შენი ჭი­რი­მე," "შენ გე­ნაც­ვა­ლეს" გა­რე­შე პირ­და­პირ ნათ­ქვამ სი­მარ­თლეს.

- ხში­რად გაქვს ხოლ­მე ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბი, - რა იწ­ვევს ამას? ბევ­რი მტე­რი გყავს?

- ბევ­რი არა, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლას, ვინც "რა­მეს აკე­თებს," მყავს "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი"... არი­ან არაფ­რის მაქ­ნი­სი "კონ­კუ­რენ­ტე­ბიც," რომ­ლე­ბიც თავს ჩემი "უნი­ჭო­ბით" და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ზღაპ­რე­ბით იმ­შვი­დე­ბენ. მე ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა მი­ხა­რია და არა­ვის ვე­ჯიბ­რე­ბი. ვე­ჯიბ­რე­ბი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს. მა­ინ­ტე­რე­სებს კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი, რო­გორც მუ­სი­კო­სის პროგ­რე­სი და არა ვინ­მეს­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სო­ბა. ვინ­მე თუ მე­ჯიბ­რე­ბა, ეს მათი პრობ­ლე­მაა: ჩემ­ნა­ირ ლა­ი­ვებს თუ და­დებს - შე­მე­ჯიბ­როს (იღი­მის). "დაგ­რუ­ზულ" "კონ­კუ­რე­ნებს" კი მთე­ლი გუ­ლით ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას, ნამ­დვილ წარ­მა­ტე­ბას...

- გული ყვე­ლა­ზე მე­ტად რაზე გტკი­ვა?

- არა­ფერს ახალს არ ვი­ტყვი და ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სტან­დარ­ტუ­ლი პა­სუ­ხი მაქვს: უსა­მარ­თლო­ბა­ზე! ეს სი­ტყვა კი უამ­რავ კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს.

- რო­გორ ზრდი შენს გო­გო­ნას? მკაც­რი დედა ხარ?

- ჩემი შვი­ლი არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებ არის მი­მარ­თუ­ლი მის­კენ. მინ­და, ვიყო ჩემი შვი­ლის­თვის სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი, რად­გან პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ადა­მი­ა­ნო­ბაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბა ყა­ლიბ­დე­ბა და შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი მომ­დევ­ნო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და აზ­როვ­ნე­ბა, სიმ­კაც­რეც და სიყ­ვა­რუ­ლიც სწო­რად უნდა იყოს დო­ზი­რე­ბუ­ლი, რად­გან შენ ხარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი შენი შვი­ლის ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მთა­ვა­რია, სწორ გზა­ზე თა­ვი­დან და­ა­ყე­ნო, რომ მერე, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დე­ბა, სწო­რად იმ სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნად.

- მუ­სი­კა რომ აირ­ჩი­ოს და მერე კონ­კრე­ტუ­ლად, როკი. რა რჩე­ვას მის­ცემ­დი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ბევ­რი რამ იზი­დავს. არა­ფერ­ში არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი და ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბი მის ამ­ჟა­მინ­დელ ინ­ტე­რე­სებს. რამე თუ არ გა­მოს­დის (6 წლი­საა), არ ვა­კომ­პლექ­სებ, პი­რი­ქით, მისი თა­ნა­მო­აზ­რე ვხდე­ბი და ერ­თად ვა­ა­ნა­ლი­ზებთ "პრობ­ლე­მას". თვი­თონ ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ბავ­შვია - 4 წლი­დან იცის წერა-კი­თხვა. მუ­სი­კა რომ აირ­ჩი­ოს, ძა­ლი­ან მკაც­რი ვიქ­ნე­ბი, რად­გან დე­დე­ბის და ბე­ბი­ე­ბის გუ­ლის გა­სა­ხა­რებ­ლად გა­ვარ­სკვლა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, ან სა­შუ­ა­ლო მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე მომ­ღერ­ლე­ბი ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მღე­რო­დეს. ხმის და სმე­ნის არ­სე­ბო­ბა და მხო­ლოდ "სწო­რად" სიმ­ღე­რა არ არის საკ­მა­რი­სი, სა­ჭი­როა მუ­სი­კის სწო­რი აღ­ქმა. ძი­ე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი და ჯერ მაჩ­ვე­ნოს, რომ აქვს ის მო­ნა­ცე­მი, რო­მელ­საც მი­ვი­ღებ (ძა­ლი­ან რთუ­ლად მომ­წონს რა­ღა­ცე­ე­ბი და რო­დე­საც მე ან ჩე­მი­ანს ეხე­ბა - ათას­მა­გად კრი­ტი­კუ­ლი ვარ). ამ ყვე­ლაფ­რის მერე ძა­ლი­ან გა­ვურ­თუ­ლებ საქ­მეს. თუკი, მო­ე­რე­ვა და "ჩა­ა­ბა­რებს ამ გა­მოც­დას," მა­შინ ბო­ლომ­დე შე­ვუ­წყობ ხელს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში - არა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ერთმანეთს 30 უძილო საათი გადავაბი" - მაია დარსმელიძის ექსპერიმენტი (+ვიდეო)

"ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ერთმანეთს 30 უძილო საათი გადავაბი" - მაია დარსმელიძის ექსპერიმენტი (+ვიდეო)

მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ ცოტა ხნის წინ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა - საკუთარი ძალები რეჟისორის როლში მოსინჯა. თავად ამბობს, რომ გაერთო, თუმცა მისმა შექმნილმა პროდუქციამ გაამართლა და კლიპი ინტერნეტსივრცეში მოწონებას იმსახურებს.

მუსიკოსთან ამ თემაზე საუბრის გარდა, კიდევ ბევრ საკითხს შევეხეთ. მან ჩვენს კითხვებს მისთვის ჩვეული გულწრფელობით უპასუხა... დიალოგი კი ზოგადად, მუსიკაზე საუბრით დავიწყეთ...

- რა არის შენთვის მუსიკა?

- ჯიმი ჰენდრიქსის სიტყვებით ვიტყვი, რადგან უკეთესი ფორმულირება არც ვიცი - "მუსიკა ჩემი რელიგიაა"... ეს სიტყვები ყველაფერს მოიცავს. მას რომ არ ეთქვა, ალბათ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მივაგნებდი, გავათვითცნობიერებდი ამ სიტყვების ყოვლისმომცველ სიღრმეს და მე ვიტყოდი! 

- როდის მიხვდი, რომ ეს ის სამყარო იყო, რომელშიც ყოფნა გსიამოვნებდა?

- როგორც მუსიკოსმა ან მომღერალმა რომ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, ძალიან ხმამაღალი გამოვა, ამიტომ გიპასუხებთ, როგორც მუსიკის თაყვანისმცემელი: ეს სიამოვნებაზე ბევრად მეტია. მე მუსიკით დაავადებული - მუსიკაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ და ამას ყოველ წამს, ყოფით ყოველდღიურობაში ყურში ''შეხორცებული'' ყურსასმენებით ვათვითცნობიერებ.

- რა არის შენთვის როკი, ანუ ჟანრი, რომელიც აირჩიე? თვითგამოხატვის ფორმა და საშუალება?

- საქართველოში რატომღაც ყველაფერს, რაც პოპისგან და ჯაზისგან განსხვავებულად ჟღერს, როკს ეძახიან. მე არ ამირჩევია კონკრეტულად როკი. მუსიკა განწყობიდან და ემოციიდან გამომდინარე იქმნება. ის, რაც მე ყოველთვის მიზიდავდა, არის დრაივი და ექსპერიმენტები. ძალიან მიზიდავს ელექტრონული მუსიკაც, ჯაზიც, რეპიც. არასოდეს "ვმოძრაობ" ერთი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ერთ კონკრეტულ მიმდინარეობაში შეზღუდვა საკმარისი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც სულ სხვა ჟღერადობა და სტრუქტურაა.

- ამაზე ადრეც გვისაუბრია და მაინც, რატომ ჰყავს როკს ცოტა მსმენელი და ამაზე გული არ გწყდება?

- როკს ჰყავს იმდენი მსმენელი, რამდენიც საჭიროა (იღიმება). ჩემი აზრით, მუსიკოსისთვის, სუფთა შემოქმედებითი თვალსაზრისით, მსმენელის რაოდენობა კი არა, ხარისხია მნიშვნელოვანი. მგონი, არავის სჭირდება მსმენელი, რომელიც ვერ ხვდება, რას ამბობს მუსიკოსი. შეიძლება ძალიან კატეგორიულია ჩემი მიდგომა, მაგრამ პირადად მე, მირჩევნია, 500 კაცისთვის დავუკრა, ვიმღერო და ზუსტად ვიცოდე, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება აღქმული, როგორც "ვამბობ".

კომერციული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი აუდიტორია - მუსიკოსს მეტი შემოსავალი აქვს ფართომასშტაბიანი კონცერტიდან, მაგრამ მაშინ ან მასას, მსმენელს უნდა გავუუმჯობესოთ გემოვნება ან არტისტს მოუწევს მასასთან კომპრომისზე წასვლა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მუსიკა ერთადერთი სფეროა, სადაც პრინციპულად არ წავალ არანაირ კომპრომისზე. წლების წინ მქონდა ერთი-ორი ასეთი კომპრომისი და ეს დღემდე ვერ მომინელებია (იღიმის). დღეს ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და "მომყვება" ის, ვინც ემთხვევა ჩემს მუსიკალურ გემოვნებას. თუკი მუსიკით ვერ "შემოვიტანე" და მშია, მირჩევნია მიმტანად ვიმუშავო, მაგრამ ჩემს მუსიკალურ პრინციპებს ვერ ვუღალატებ (მიმტანის პროფესიას შეურაცხმყოფელად არ ვახსენებ - მუსიკოსისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიის მაგალითად მომყავს).

- ამ კონკრეტულ სიტუაციაში შემოქმედებითად რას საქმიანობ?

- სანამ მესამე პროექტზე, რომელიც უკვე დავგეგმე მოვყვები, მინდა, ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ ჩემს ორ წინა პროექტზე: პირველი პროექტი (MaoBand & Georgia State Philharmonic - "Find Me, Here I am") იყო აკადემიური, მე და ნიკოლოზ რაჭველმა გავაერთიანეთ სიმფონიური და ელექტრონული მუსიკა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ლაივში დაიმიქსა ორკესტრი და პროცესორები. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიყვანეთ ინგლისელი ხმის რეჟისორი - ჟერარ ალბო, რომელიც ახმოვანებდა ემი უაინჰაუსის, როიშინ მერფის ლაივებს. ჟერარის დამსახურებით პირველად საქართველოში მსმენელმა მოისმინა მსოფლიო სტანდარტების მიხედვით, უნაკლოდ გახმოვანებული კონცერტი. დარბაზში სასწაული საუნდი იდგა; მეორე პროექტში (Replace - Mao & The Mins Project) გადავიხარე თრიპ-ჰოპის და დაბსტეპისკენ. გადავეკვეთე ძალიან საინტერესო მუსიკოსებს, ჯგუფს "The Mins"-ს და, აქ უკვე, პირველი პროექტისგან განსხვავებით, მძიმე ელექტრონული ჟღერადობა მივიღეთ. პროექტი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ, ერთი ტრეკის ჩაწერა. მივედით "მინსების" სარეპეტიციოში და ლაივი ჩავწერეთ. ცოტა ხანში გავემგზავრე ამსტერდამში, სადაც "თავში დამარტყა" ვიდეოს შექმნის იდეამ. მოკლედ, თბილისში ჩამოსვლისთანავე ჩემს ოთახში ჩავიკეტე, ერთმანეთს 30 უძილო საათი გადავაბი და დავამონტაჟე. არ ვარ პროფესიონალი რეჟისორი და უბრალოდ გავერთე. მერე ხალხის აზრმა დამაინტერესა და "იუთუბზე" ავტვირთე (იღიმის). მსმენელს ძალიან მოეწონა. ვიდეო ექსპერიმენტმა, როგორც ჩანს, გაამართლა; რაც შეეხება მესამე პროექტს, რომელსაც ვამზადებ, ჩანაფიქრს წინასწარ არ მოვყვები, მაგრამ ერთს ვიტყვი - ისევ რადიკალურად განსხვავებული იქნება. მესამე პროექტსაც აუცილებლად გადავიღებ. ვინც კონცერტზე ვერ მოხვდება, მოგვიანებით საშუალება ექნება, იხილოს ჩემს ’’იუთუბის’’ არხზე.

- როგორ ფიქრობ, ბევრი ფანი გყავს?

- სიტყვა ფანი (თან, ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში) არ მიყვარს და როდესაც მეუბნებიან: "შენი ფანი ვარ," ვუსწორებ: - "ფანი არა, მსმენელი, გულშემატკივარი-მეთქი". რაც შეეხება რაოდენობას - ცოტა ნამდვილად არ არის, მე კმაყოფილი ვარ, რადგან მასის გულის მოგებას, დღევანდელ ვითარებაში არ ვცდილობ (უკვე რიგი აღნიშნული მიზეზების გამო).

- ზოგიერთი შენზე ამბობს, რომ ხისტი ხარ. რატომ?

- ხისტი არა - პირდაპირი ვარ. სხვანაირად არ გამომდის და რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ. კომპლიმენტებს მიჩვეული ქართული მენტალური რეალობა რთულად იღებს "შენი ჭირიმე," "შენ გენაცვალეს" გარეშე პირდაპირ ნათქვამ სიმართლეს.

- ხშირად გაქვს ხოლმე ემოციური პოსტები, - რა იწვევს ამას? ბევრი მტერი გყავს?

- ბევრი არა, მაგრამ როგორც ყველას, ვინც "რამეს აკეთებს," მყავს "კეთილისმსურველები"... არიან არაფრის მაქნისი "კონკურენტებიც," რომლებიც თავს ჩემი "უნიჭობით" და გამამხნევებელი ზღაპრებით იმშვიდებენ. მე ყველას წარმატება მიხარია და არავის ვეჯიბრები. ვეჯიბრები მხოლოდ საკუთარ თავს. მაინტერესებს კონკრეტულად ჩემი, როგორც მუსიკოსის პროგრესი და არა ვინმესთან შედარებით უკეთესობა. ვინმე თუ მეჯიბრება, ეს მათი პრობლემაა: ჩემნაირ ლაივებს თუ დადებს - შემეჯიბროს (იღიმის). "დაგრუზულ" "კონკურენებს" კი მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, ნამდვილ წარმატებას...

- გული ყველაზე მეტად რაზე გტკივა?

- არაფერს ახალს არ ვიტყვი და ძალიან ჩვეულებრივი, სტანდარტული პასუხი მაქვს: უსამართლობაზე! ეს სიტყვა კი უამრავ კომპონენტს შეიცავს.

- როგორ ზრდი შენს გოგონას? მკაცრი დედა ხარ?

- ჩემი შვილი არის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ არის მიმართული მისკენ. მინდა, ვიყო ჩემი შვილისთვის სამაგალითო ადამიანი, რადგან პირველ რიგში, სწორედ ადამიანობაა ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც პიროვნება ყალიბდება და შენზეა დამოკიდებული მისი მომდევნო ფასეულობები და აზროვნება, სიმკაცრეც და სიყვარულიც სწორად უნდა იყოს დოზირებული, რადგან შენ ხარ პასუხისმგებელი შენი შვილის ადამიანად ჩამოყალიბებაში. მთავარია, სწორ გზაზე თავიდან დააყენო, რომ მერე, როდესაც დამოუკიდებელი გახდება, სწორად იმ სწორი ფასეულობებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდეს ცხოვრებაში წარმატებულ ადამიანად.

- მუსიკა რომ აირჩიოს და მერე კონკრეტულად, როკი. რა რჩევას მისცემდი?

- ჯერჯერობით ბევრი რამ იზიდავს. არაფერში არ ვეწინააღმდეგები და ბოლომდე მივყვები მის ამჟამინდელ ინტერესებს. რამე თუ არ გამოსდის (6 წლისაა), არ ვაკომპლექსებ, პირიქით, მისი თანამოაზრე ვხდები და ერთად ვაანალიზებთ "პრობლემას". თვითონ ძალიან მონდომებული ბავშვია - 4 წლიდან იცის წერა-კითხვა. მუსიკა რომ აირჩიოს, ძალიან მკაცრი ვიქნები, რადგან დედების და ბებიების გულის გასახარებლად გავარსკვლავებული ბავშვები, ან საშუალო მონაცემების მქონე მომღერლები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება ყველა მღეროდეს. ხმის და სმენის არსებობა და მხოლოდ "სწორად" სიმღერა არ არის საკმარისი, საჭიროა მუსიკის სწორი აღქმა. ძიებაში დავეხმარები და ჯერ მაჩვენოს, რომ აქვს ის მონაცემი, რომელსაც მივიღებ (ძალიან რთულად მომწონს რაღაცეები და როდესაც მე ან ჩემიანს ეხება - ათასმაგად კრიტიკული ვარ). ამ ყველაფრის მერე ძალიან გავურთულებ საქმეს. თუკი, მოერევა და "ჩააბარებს ამ გამოცდას," მაშინ ბოლომდე შევუწყობ ხელს, სხვა შემთხვევაში - არა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება