მთავარია, გავიხედოთ მომავალში და დავალაგოთ ურთიერთობები სახელისუფლო შტოებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა. როგორც ალასანია ამბობს, არსებული ვითარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს, რადგან ამ თემაზე გაუთავებელი საუბარი საზოგადოებასაც მობეზრდა.
"მგონი, ყველამ ვიცით, რომ მთავრობაც, პრეზიდენტის აპარატიც, პარლამენტიც ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გახდეს ახალ საკონსტიტუციო მოწყობაში ეფექტური ხელისუფლების მუშაობა. რა ვითარებაც ახლა არის, სწრაფად უნდა დამთავრეს, რადგან საზოგადოებასაც მობეზრდა გაუთავებელი საუბარი ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი, მთავრობა, როგორც ინტიტუტი, თანამშრომლობის ფორმაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათ შეასრულონ ქართული საზოგადობის მიმართ აღებული ვალდებულებები. ეს არის ამოცანა. წარსულში არ წავალ, არ მქონდა შესაძლებობა, გავცნობოდი გაერო-ში ვიზიტის შესახებ მიმოწერას, მაგრამ მთავარია, დავალგოთ ურთიერთობა სახელისუფლებო შტოებს შორის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.