საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მიდის და როგორ ანადგურებენ ადამიანის ამპუტირებულ კიდურებს საქართველოში (ექსკლუზივი)
სად მიდის და როგორ ანადგურებენ ადამიანის ამპუტირებულ კიდურებს საქართველოში (ექსკლუზივი)

და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­ე­ცა და­ვა­ლე­ბა, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რო­მე­ლიც და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და ზო­გა­დად, ნარ­ჩე­ნე­ბი­სა და მათ შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სა­კი­თხებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, მკაცრ­დე­ბა ჯა­რი­მე­ბი გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის­თვის.

რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ-პრო­ექ­ტი უკვე მზად არის და ის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა პარ­ლა­მენტს. თუმ­ცა, რა სი­ტუ­ა­ცი­აა, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კუ­თხით?

თუ ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნის სხუ­ლი­დან მოკ­ვე­თი­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა წე­სე­ბის მი­ხედ­ვით არ მოხ­და, ისი­ნი შე­საძ­ლოა, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტო­რად იქ­ცეს.

Amebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა.

სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნებს შო­რის არის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი, ინ­ფექ­ცი­უ­რი და ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი. ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი, მარ­ტი­ვი ენით რომ გა­ნი­მარ­ტოს, არის ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი (მოკ­ვე­თი­ლი) ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბელ გა­ნად­გუ­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია მათი ჩვე­უ­ლებ­რივ ნა­გავ­საყ­რელ­ზე, ან ნაგ­ვის ურ­ნებ­ში გან­თავ­სე­ბა, რად­გან ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით უნდა გა­ნად­გურ­დეს. რო­გორც ეკო­ლო­გი ნინო ჩხო­ბა­ძე აღ­ნიშ­ნავს, თუ პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა წე­სე­ბის მი­ხედ­ვით არ მოხ­და, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი. ჩნდე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ხდე­ბა გან­გრე­ნო­ზუ­ლი ამ­პუ­ტი­რე­ბა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა.

არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის 2001 წლის 16 აგ­ვის­ტოს N300/ნ ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც

სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბის, შე­ნახ­ვი­სა და გა­უვ­ნებ­ლო­ბის სა­ნი­ტა­რუ­ლი წე­სებს არე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა მხო­ლოდ ამ კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თვის, რომ მოხ­დეს აქ­ტი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა და კონ­ტრო­ლი იმი­სა, თუ სად მი­დის და რო­გორ ნად­გურ­დე­ბა ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი.

რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც ახ­დენს ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბით გა­ნად­გუ­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, შ.პ.ს. ვ. სა­ნი­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის ომის ვე­ტე­რან­თა კლი­ნი­კურ ჰოს­პი­ტალ­ში, ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვთ "მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა პა­თო­მორ­ფო­ლო­გი­ურ ცენ­ტრთან" და ეს ცენ­ტრი უზ­რუნ­ველ­ყოფს ნარ­ჩნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. იგი­ვე ცენ­ტრი და­ა­სა­ხე­ლა "ტრავ­მა­ტო­ლო­გის" ფი­ნან­სურ­მა დი­რექ­ტორ­მა, მი­მო­ზა გურ­გე­ნი­ძემ. შე­სა­ბა­მი­სად, ambebi.ge მი­თი­თე­ბულ კვალს გაყ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტორს, გია დი­და­ვას გა­ე­სა­უბ­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს შპს. მოზ­რდილ­თა და ბავ­შვთა პა­თო­ლო­გი­ის პა­თო­ლოგ-ანა­ტო­მი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი "იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას­თან" ახ­ლოს, დიღ­მის მა­სივ­ში მდე­ბა­რე­ობს და მისი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბაა. რო­გორც გია დი­და­ვა აღ­ნიშ­ნავს, მას და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 კლი­ნი­კას­თან აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც იღებს საკ­ვლევ მა­სა­ლას. " ყვე­ლა მოკ­ვე­თი­ლი ქსო­ვი­ლი უნდა გა­იგ­ზავ­ნოს ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია არ­სე­ბობს, სა­დაც მსგავს კვლე­ვას ატა­რე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს გია დი­და­ვა. მი­სი­ვე თმით, ანა­ტო­მი­ურ ნარ­ჩე­ნებს მისი ფირ­მა არ ანად­გუ­რებს. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მსგავ­სი ნარ­ჩე­ნე­ბის ნაგ­ვის ჩვე­უ­ლებ­რივ ბუნ­კერ­ში მოხ­ვედ­რა. მას, თა­ვის მხრივ, გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შპს. "ექ­სპრეს დი­აგ­ნოს­ტი­კას­თან", რომ­ლე­საც მი­აქვს ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩნე­ბი და ანად­გუ­რებს.

Ambebi.ge აღ­ნიშ­ნუ­ლი ფირ­მის ხელ­მძღვა­ნელს, ლიკა ბო­ჭო­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. ლიკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის თქმით, "ექ­სპრეს დი­აგ­ნოს­ტი­კის" მუ­შა­ო­ბის არე­ა­ლი მო­ი­ცავს თბი­ლისს, გორს, მცხე­თას, მარ­ნე­ულს, და თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე რა­ი­ო­ნებს. ასე­ვე თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ფი­ლი­ა­ლებს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში.

ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ორი გზა არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი ეს არის კრე­მა­ცია, ანუ, პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის დაწ­ვა სპე­ცი­ა­ლურ და­ნად­გარ­ში, მე­ო­რე კი - სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ, მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მო­შო­რე­ბულ ად­გი­ლას და­მარ­ხვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლებ­თან და­დე­ბუ­ლი ხეკლშეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აგ­რო­ვებს ანა­ტო­მი­ურ ნარ­ჩენს და ახორ­ცი­ლებს მის კრე­მა­ცი­ას. ფი­ნან­სურ ხარ­ჯებს ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უნა­ზღა­უ­რებს, სა­ი­და­ნაც ხდე­ბა ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა. ლიკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, სამი ტონა ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნი (რო­მე­ლიც მორ­ფო­ლო­გი­ურ, პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ და გი­ნე­კო­ლო­გი­ურ ნარ­ჩე­ნებს მო­ი­ცავს) გროვ­დე­ბა. მათი კრე­მა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად, სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რით ხდე­ბა. ლიკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის თქმით, იმ ორი აპა­რა­ტის ჩა­მო­ტა­ნა-და­მონ­ტა­ჟე­ბა, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, 192 000 ევრო დაჯ­და. შე­კი­თხვა­ზე, ას­წრებს თუ რა ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა ნარ­ჩე­ნის დრო­უ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბას, პა­სუ­ხი და­დე­ბი­თია, თუმ­ცა რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია 2 საკ­რე­მა­ციო აპა­რა­ტი უამ­რა­ვი ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, მკი­თხველ­მა გან­სა­ჯოს.

Ambebi.ge ეცა­და გა­ერ­კვია, არ­სე­ბობს თუ არა, კი­დევ, მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ასე­თი აღ­მოჩ­ნდა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰერ­მე­სი", რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს მსურ­ველს. "ჰერ­მეს­ში" აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ ანა­ტო­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთი, და­მარ­ხვის გზით. მათი თქმით, ნარ­ჩე­ნე­ბის და­მარ­ხვა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა.

ევ­რო­პუ­ლი დი­რექ­ტი­ვე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარ­ტებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. არ­სე­ბობს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის იერ­არ­ქი­უ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს: ნარ­ჩე­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ას, ნარ­ჩე­ნე­ბის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბას, რე­ციკ­ლი­რე­ბას, ენერ­გი­ის აღ­დგე­ნას და ბო­ლოს, ნარ­ჩე­ნე­ბის უსაფრ­თხო გან­თავ­სე­ბას. ასე­ვე არ­სე­ბობს კონ­ტრო­ლის მკაც­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სე­რი­ო­ზუ­ლი სან­ქცი­ე­ბი.

რო­გორც ნარ­ჩე­ნე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ალ­ვერდ ჩან­ქსე­ლი­ა­ნი ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პარ­ლა­მენტს უნდა წა­რედ­გი­ნოს, მთლი­ა­ნად მო­ი­ცავს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ მე­თო­დებს და ის სრუ­ლად ასა­ხავს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ყვე­ლა ას­პექტს.

მაგ­რამ ვიდ­რე ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონპ­რო­ქტს პარ­ლა­მენ­ტი გა­ნი­ხი­ლავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პა­ტი­ოს­ნე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის იმე­დად უნდა დარ­ჩეს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას აწარ­მო­ე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ნარ­ჩე­ნებს მხო­ლოდ პა­სი­უ­რი მე­თო­დე­ბით მარ­თავს.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სად მიდის და როგორ ანადგურებენ ადამიანის ამპუტირებულ კიდურებს საქართველოში (ექსკლუზივი)

სად მიდის და როგორ ანადგურებენ ადამიანის ამპუტირებულ კიდურებს საქართველოში (ექსკლუზივი)

დაახლოებით ორი თვის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოემზადებინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაარეგულირებდა ზოგადად, ნარჩენებისა და მათ შორის, სამედიცინო ნარჩენების მართვის საკითხებს. პარალელურად, მკაცრდება ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული კანონ-პროექტი უკვე მზად არის და ის უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს. თუმცა, რა სიტუაციაა, ამ ეტაპზე საქართველოში, ნარჩენების მართვის კუთხით?

თუ ოპერაციის შედეგად, ადამიანის სხულიდან მოკვეთილი ნაწილების განადგურება წესების მიხედვით არ მოხდა, ისინი შესაძლოა, ინფექციური დაავადებების გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს.

Amebi.ge დაინტერესდა, როგორ ხდება სამედიცინო ნარჩენების მართვა.

სამედიცინო ნარჩენებს შორის არის მუნიციპალური, ინფექციური და ანატომიური ნარჩენები. ანატომიური ნარჩენები, მარტივი ენით რომ განიმარტოს, არის ადამიანის სხეულის ამპუტირებული (მოკვეთილი) ნაწილები, რომლებიც აუცილებელ განადგურებას ექვემდებარება. ყოვლად დაუშვებელია მათი ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე, ან ნაგვის ურნებში განთავსება, რადგან ისინი სპეციალური წესით უნდა განადგურდეს. როგორც ეკოლოგი ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, თუ პოსტოპერაციული ნარჩენების განადგურება წესების მიხედვით არ მოხდა, ისინი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებების გავრცელების ხელშემწყობი. ჩნდება ინფექციური, ბაქტერიოლოგიური საფრთხეები. მაგალითად, როდესაც ხდება განგრენოზული ამპუტირება, რა თქმა უნდა, არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება.

არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N300/ნ ბრძანება, რომელიც

სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლობის სანიტარული წესებს არეგულირებს. თუმცა მხოლოდ ამ კანონის არსებობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოხდეს აქტიური შემოწმება და კონტროლი იმისა, თუ სად მიდის და როგორ ნადგურდება ანატომიური ნარჩენები.

როგორც საავადმყოფოებში აღნიშნავენ, მათ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება კონკრეტულ ორგანიზაციასთან, რომელიც ახდენს ანატომიური ნარჩენების ტრანსპორტირებას და შესაბამისი წესებით განადგურებას. მაგალითად, შ.პ.ს. ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში, ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ "მოზრდილთა და ბავშვთა პათომორფოლოგიურ ცენტრთან" და ეს ცენტრი უზრუნველყოფს ნარჩნების განადგურებას. იგივე ცენტრი დაასახელა "ტრავმატოლოგის" ფინანსურმა დირექტორმა, მიმოზა გურგენიძემ. შესაბამისად, ambebi.ge მითითებულ კვალს გაყვა და აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორს, გია დიდავას გაესაუბრა.

საქართველოს შპს. მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის პათოლოგ-ანატომიური სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი "იაშვილის კლინიკასთან" ახლოს, დიღმის მასივში მდებარეობს და მისი მთავარი საქმიანობა, ჰისტომორფოლოგიური კვლევის ჩატარებაა. როგორც გია დიდავა აღნიშნავს, მას დაახლოებით 7-8 კლინიკასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, საიდანაც იღებს საკვლევ მასალას. " ყველა მოკვეთილი ქსოვილი უნდა გაიგზავნოს ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე, საქართველოში ბევრი ლაბორატორია არსებობს, სადაც მსგავს კვლევას ატარებენ", - აღნიშნავს გია დიდავა. მისივე თმით, ანატომიურ ნარჩენებს მისი ფირმა არ ანადგურებს. თუმცა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსგავსი ნარჩენების ნაგვის ჩვეულებრივ ბუნკერში მოხვედრა. მას, თავის მხრივ, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს. "ექსპრეს დიაგნოსტიკასთან", რომლესაც მიაქვს ანატომიური ნარჩნები და ანადგურებს.

Ambebi.ge აღნიშნული ფირმის ხელმძღვანელს, ლიკა ბოჭორიშვილს დაუკავშირდა. ლიკა ბოჭორიშვილის თქმით, "ექსპრეს დიაგნოსტიკის" მუშაობის არეალი მოიცავს თბილისს, გორს, მცხეთას, მარნეულს, და თბილისთან ახლოს მდებარე რაიონებს. ასევე თბილისში არსებული საავადმყოფოების ფილიალებს სხვადასხვა რეგიონებში.

ანატომიური ნარჩენების განადგურების ორი გზა არსებობს. პირველი ეს არის კრემაცია, ანუ, პოსტოპერაციული ნარჩენების დაწვა სპეციალურ დანადგარში, მეორე კი - სპეციალურად გამოყოფილ, მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილას დამარხვა.

აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა დაწესებულებთან დადებული ხეკლშეკრულების საფუძველზე, აგროვებს ანატომიურ ნარჩენს და ახორცილებს მის კრემაციას. ფინანსურ ხარჯებს ის დაწესებულება უნაზღაურებს, საიდანაც ხდება ანატომიური ნარჩენების გამოტანა. ლიკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, სამი ტონა ანატომიური ნარჩენი (რომელიც მორფოლოგიურ, პოსტოპერაციულ და გინეკოლოგიურ ნარჩენებს მოიცავს) გროვდება. მათი კრემაცია ყოველდღიურად, სპეციალური აპარატურით ხდება. ლიკა ბოჭორიშვილის თქმით, იმ ორი აპარატის ჩამოტანა-დამონტაჟება, რომლებიც აღნიშნულ საქმეს ემსახურება, 192 000 ევრო დაჯდა. შეკითხვაზე, ასწრებს თუ რა ეს დაწესებულება ყველა ნარჩენის დროულად განადგურებას, პასუხი დადებითია, თუმცა რამდენად საკმარისია 2 საკრემაციო აპარატი უამრავი ანატომიური ნარჩენის გასანადგურებლად, მკითხველმა განსაჯოს.

Ambebi.ge ეცადა გაერკვია, არსებობს თუ არა, კიდევ, მსგავსი დაწესებულებები. ასეთი აღმოჩნდა ორგანიზაცია "ჰერმესი", რომელიც, ძირითადად, სარიტუალო მომსახურებას უწევს მსურველს. "ჰერმესში" აღნიშნავენ, რომ მათ ასევე შეუძლიათ ანატომიური ნარჩენების განადგურება, თუმცა მხოლოდ ერთი, დამარხვის გზით. მათი თქმით, ნარჩენების დამარხვა სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ხდება.

ევროპული დირექტივები, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ასოცირების ხელშეკრულების მიღების შემდეგ, საქართველოსთვის, ნარჩენების მართვის ძალიან მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს. არსებობს ნარჩენების მართვის იერარქიული სისტემა, რომელიც მოიცავს: ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას, რეციკლირებას, ენერგიის აღდგენას და ბოლოს, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას. ასევე არსებობს კონტროლის მკაცრი მექანიზმები და სერიოზული სანქციები.

როგორც ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი, ალვერდ ჩანქსელიანი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, კანონპროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს უნდა წარედგინოს, მთლიანად მოიცავს ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტების ინტეგრირებულ მეთოდებს და ის სრულად ასახავს ნარჩენების მართვის ყველა ასპექტს.

მაგრამ ვიდრე ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით კანონპროქტს პარლამენტი განიხილავს, საზოგადოება იმ ორგანიზაციების პატიოსნებისა და აქტიური მუშაობის იმედად უნდა დარჩეს, რომლებიც აღნიშნული ნარჩენების განადგურებას აწარმოებენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სახელმწიფო ნარჩენებს მხოლოდ პასიური მეთოდებით მართავს.  

თამარ კორკოტაშვილი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია