პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში
ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვაჟ­მა ნიკა ალა­სა­ნი­ამ სამ­ხედ­რო ფიცი დღეს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ცენ­ტრ "კრწა­ნის­ში" 71 წვე­ვამ­დელ­თან ერ­თად დადო. ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია და მისი მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე მშობ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი­დან ადევ­ნებ­დნენ თვალს.

ნიკა ალა­სა­ნი­ას დღეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. შვი­ლის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ და ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ ისა­უბ­რეს. შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ლო­გი­კუ­რად მი­აჩ­ნია:

"ნიკა უკვე შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დიდი ოჯა­ხის ნა­წი­ლი გახ­და იმ ბი­ჭებ­თან ერ­თად, ვინც დღეს ფიცი დადო. თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა. ბევ­რს შე­ი­ძენს ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში. გა­მი­ხარ­და, რომ მან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო. ისე­თი ბა­ბუ­ე­ბი ჰყავ­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლო­გი­კუ­რი იყო. და­ნარ­ჩენს ვნა­ხავთ, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გად ჩა­ა­ბა­რა, არ შეგ­ვარ­ცხვი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბევრ რა­მეს მი­ი­ღებს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან".

"ეს ჩემი შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ აქვს. იმ­დე­ნად მე მგავს და არ არის მა­მა­სა­ვით ჯა­რის­კა­ცუ­ლი ტი­პა­ჟი, მე ვფიქ­რობ­დი, რომ ეს იგი­ვეა - მე წა­მიყ­ვა­ნონ ჯარ­ში. მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს და ხა­ლი­სით მო­დი­ო­და და უხა­რო­და ეს თავ­გა­და­სა­ვა­ლი", - ამ­ბობს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

ნიკა ალა­სა­ნი­ამ სხვა წვე­ვამ­დე­ლებ­თან ერ­თად სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბა სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ცენ­ტრ "კრწა­ნის­ში" გა­ი­ა­რა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლებს მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში

ალასანიას ვაჟის სამხედრო ფიცი და მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვაჟმა ნიკა ალასანიამ სამხედრო ფიცი დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" 71 წვევამდელთან ერთად დადო. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მშობლებისთვის განკუთვნილი ადგილიდან ადევნებდნენ თვალს.

ნიკა ალასანიას დღეს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. შვილის სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი ალასანიამ და ნათია ფანჯიკიძემ ისაუბრეს. შვილის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრს ლოგიკურად მიაჩნია:

"ნიკა უკვე შეირაღებული ძალების დიდი ოჯახის ნაწილი გახდა იმ ბიჭებთან ერთად, ვინც დღეს ფიცი დადო. თვისობრივად ახალი ცხოვრება დაიწყო, განსხვავებული ცხოვრება. ბევრს შეიძენს ამ ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახურში. გამიხარდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ისეთი ბაბუები ჰყავდა, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. დანარჩენს ვნახავთ, როგორც მეუბნებიან, კარგად ჩააბარა, არ შეგვარცხვინა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს მიიღებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურიდან".

"ეს ჩემი შვილის გადაწყვეტილება იყო, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენს ოჯახში ძალადობას ადგილი არ აქვს. იმდენად მე მგავს და არ არის მამასავით ჯარისკაცული ტიპაჟი, მე ვფიქრობდი, რომ ეს იგივეა - მე წამიყვანონ ჯარში. მაგრამ ძალიან მაღალი იუმორის გრძნობა აქვს და ხალისით მოდიოდა და უხაროდა ეს თავგადასავალი", - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

ნიკა ალასანიამ სხვა წვევამდელებთან ერთად საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიარა. ამ ხნის განმავლობაში მშობლებს მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდათ.

ნათია ლეშკაშელი

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია