საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს
სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს

გა­ზე­თი "ვერ­სია" სქე­მის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლი­თაც პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მურ­მან დუმ­ბა­ძე პრე­ზი­დენ­ტსა და ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად აჭა­რას ხელ­ში ჩა­იგ­დებს.

ერთ დროს "ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი ბა­თუმ­ში, მურ­მან დუმ­ბა­ძე კი­დევ ერთი პარ­ტი­ი­დან კი­დევ ერთხელ გა­რი­ცხეს და ახლა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა მისი ვიცე-სპი­კე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა­ზე მსჯე­ლობს. სწო­რედ ეს იყო უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა, რომ­ლის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც მოწ­მობს, რომ ბა­თუ­მელ დუმ­ბა­ძეს გუნდში არც იმ­დე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს, რამ­დენ­საც თა­ვად ით­ვლის. ამ დრო­ის­თვის შე­ჩე­რე­ბუ­ლია აჭა­რის მთავ­რო­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რაც, რომ­ლის და­წყე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, აჭა­რის სამ დე­პუ­ტატ­თან ერ­თად, სწო­რედ "ოპო­ზი­ცი­ის ფლაგ­მა­ნი" გახ­ლდათ. ყო­ფი­ლი გუნ­დი მხო­ლოდ ერთი შე­ფა­სე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა - არა­ერ­თი გარფთხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აჭა­რის მთავ­რო­ბა­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბა სურ­და და ამი­ტომ გა­ი­რი­ცხაო. პირ­და­პირ რომ ვთქვათ, მურ­მან დუმ­ბა­ძე აჭა­რის მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­თან, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირ­თან, არ­ჩილ ხა­ბა­ძეს­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რა.

ფაქ­ტია, "ოც­ნე­ბის" გუნ­დი­დან ყვე­ლა დუმ­ბა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრებს ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. ამ ბოლო დროს კი, ეს ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი თით­ქმის ყო­ველ­თვის პრე­ზი­დენ­ტია. ასეა ახ­ლაც - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს დუმ­ბა­ძის პო­ლიტ­ბა­ტა­ლი­ებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვად მურ­მან დუმ­ბა­ძემ ღია ეთე­რი­თაც და თით­ქმის ყვე­ლა სა­გა­ზე­თი კო­მენ­ტარ­შიც სა­ინ­ტე­რე­სო რამ აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ და პი­რა­დი სიმ­პა­თია ამ­გვა­რად და­უ­დას­ტუ­რა: "გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტია. თუ თქვენ მოგ­წონთ კაცი, მეც უნდა მომ­წონ­დეს და თუ აღარ მოგ­წონთ, მეც აღარ უნდა მომ­წონ­დეს?". პო­ლი­ტი­კა­ში იშ­ვი­ა­თია უსას­ყიდ­ლო ქა­თი­ნა­უ­რე­ბი და თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ვი­ხე­დავთ, მივ­ხვდე­ბით, რომ ამ ქა­თი­ნა­უ­რის ფასი სა­კა­ოდ მა­ღა­ლია. მურ­მან დუმ­ბა­ძეს კი იმ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად აქვს, ვი­თა­რე­ბა სწო­რად შე­ა­ფა­სოს. მან იცის, რომ რე­ა­ლუ­რად, აჭა­რა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ვერც და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტი და ვერც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნის დო­ნე­ზე. ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტის მქო­ნე, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძა­ლით, პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით, დუმ­ბა­ძემ პრე­ზი­დენტს თავი წი­ნას­წარ მო­უ­ქო­ნა - ვინ­ძლო, დას­ჭირ­დეს?! და თუ მოვ­ლე­ნე­ბი იმ სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა, რა­საც "აჭა­რის რე­ვო­ლუ­ცია" ჰქვია და რისი ნიშ­ნე­ბიც უკვე გვაქვს, მარ­გვე­ლაშ­ვილ-დუმ­ბა­ძე, ერთ გუნდში რა­ტო­მაც არ უნდა მო­ვი­აზ­როთ? თა­ნაც, ამ ორი­დან ერთი უკვე ოფი­ცი­ა­ლურ, მე­ო­რე კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ოპო­ზი­ცი­ა­შია და მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ორი­ვე კონ­კუ­რენ­ტად გა­ნი­ხი­ლავს. ეს სქე­მა უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ასეთ სუ­რათს ვი­ღებთ: ვიცე-სპი­კერ­მა მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო და აჭა­რის საბ­ჭოს სამი დე­პუ­ტა­ტი - ჯე­მალ ფუტ­კა­რა­ძე, მე­დეა ვა­სა­ძე და ალექ­სნად­რე ჩი­ტიშ­ვი­ლი აი­ყო­ლია. ოთხი­ვე დე­პუ­ტა­ტი, დუმ­ბა­ძი­ა­ნად, ფრაქ­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს. დუმ­ბა­ძე კი ამ­ბობს, ჩემი წას­ვლა "ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის დაშ­ლას გა­მო­იწ­ვევს, რო­გორც ეს ბა­თუ­მე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის რი­გებ­ში მოხ­დაო. ე.ი. მურ­მან დუმ­ბა­ძე რა­ღაც პო­ცე­სის­თვის მხარ­დამ­ჭე­რებს აგ­რო­ვებს. ეს პრო­ცე­სი კი არ უნდა იყოს, თუ არა ამ წუ­თას შე­ჩე­რე­ბუ­ლი უნ­დობ­ლო­ბის პრო­ცე­დუ­რა? კა­ნო­ნით, თუ მთავ­რო­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყე­ბა, უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ მაქ­სი­მუმ 30 დღის ვა­და­ში, დე­პუ­ტა­ტე­ბის ორი მე­სა­მე­დის მხარ­და­ჭე­რა უნდა მო­ი­პო­ვოს, რათა მთავ­რო­ბა გა­და­ა­ყე­ნოს. თუკი პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში არ­ჩილ ხა­ბა­ძე, აჭა­რის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნებს, ვთქვათ, ორ მი­ნისტრს, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს, ხოლო ხა­ბა­ძე საბ­ჭოს ახალ მთავ­რო­ბას წა­რუდ­გენს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უმაღ­ლე­სი საბ­ჭო ახალ მთავ­რო­ბას ზე­დი­ზედ ორ­ჯერ ჩა­აგ­დებს, თა­მაშ­ში პრე­ზი­დენ­ტი შე­მო­დის. დღეს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი კა­ცია, ვი­საც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­თხოვ­ნა შე­უძ­ლია. აი, რა­ტომ ეპირ­ფე­რე­ბა პრე­ზი­დენტს დუმ­ბა­ძე და ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ორი­ვეს პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი, რა­ღაც დო­ზით, სა­ხალ­ხო კრე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა.

აქ უკვე მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კაა სა­ჭი­რო იმის და­სათ­ვლე­ლად, რა შან­სე­ბი აქვთ მურ­მან დუმ­ბა­ძის მხარ­დამ­ჭე­რებს. დღეს დუმ­ბა­ძის მომ­ხრე­ე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­საც ხომ აქვთ ხმე­ბი? რა­ტო­მაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, დუმ­ბა­ძემ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის თა­მა­ში ითა­მა­შოს ხმა­თა სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად? უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს უნ­დობ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას სულ 7 ხმა სჭირ­დე­ბა, ამ პრო­ცე­დუ­რუ­ლი ომის მო­სა­გე­ბად კი 14 ხმაა სა­ჭი­რო. დუმ­ბა­ძე, თა­ვის ამა­ლი­ა­ნად, 4 გა­რან­ტი­რე­ბულ ხმას ფლობს, ნა­ცი­ო­ნა­ლებს უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში 8 ხმა აქვთ და ახლა დუმ­ბა­ძე-ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გეს, 2 დე­პუ­ტატს ვე­ღარ გა­და­ი­ბი­რე­ბენ, თან, თუ საქ­მე­ში პრე­ზი­დენ­ტიც ჩა­ერ­თვე­ბა?

სქე­მაც მშვე­ნივ­რად ლაგ­დე­ბა - ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ოპო­ზი­ცი­ის ფლაგ­მან დუმ­ბა­ძე­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად, აჭა­რის სა­თა­ვე­ში.

მურ­მან დუმ­ბა­ძე კი საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი კა­ცია და ისიც იცის, რომ შე­იძ­ლე­ბა ხმა­თა ორი მე­სა­მე­დი ვერც შე­აგ­რო­ვოს, რაც მთავ­რო­ბის და­სა­თხო­ვა­დაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ფაქ­ტია, ვერც უმაღ­ლე­სი საბ­ჭო გა­აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას, თუკი ახალ მთავ­რო­ბას არ და­ამ­ტკი­ცე­ბენ. 12 ხმა კი ამი­სათ­ვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. ასე­თია აჭა­რა­ში მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რი სცე­ნა­რი და არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გან­დევ­ნი­ლი მურ­მან დუმ­ბა­ძე, ცოტა ხან­ში, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე გახ­დეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს

სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს

გაზეთი "ვერსია" სქემის შესახებ წერს, რომლითაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს. 

ერთ დროს "ოცნების" მაჟორიტარი ბათუმში, მურმან დუმბაძე კიდევ ერთი პარტიიდან კიდევ ერთხელ გარიცხეს და ახლა, საპარლამენტო უმრავლესობა მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებაზე მსჯელობს. სწორედ ეს იყო უმრავლესობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს, რომ ბათუმელ დუმბაძეს გუნდში არც იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც თავად ითვლის. ამ დროისთვის შეჩერებულია აჭარის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურაც, რომლის დაწყების ინიციატორი, აჭარის სამ დეპუტატთან ერთად, სწორედ "ოპოზიციის ფლაგმანი" გახლდათ. ყოფილი გუნდი მხოლოდ ერთი შეფასებით შემოიფარგლება - არაერთი გარფთხილების მიუხედავად, აჭარის მთავრობაზე გავლენის მოპოვება სურდა და ამიტომ გაირიცხაო. პირდაპირ რომ ვთქვათ, მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურთან, ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან, არჩილ ხაბაძესთან ბრძოლას შეეწირა.

ფაქტია, "ოცნების" გუნდიდან ყველა დუმბაძის წინააღმდეგ ილაშქრებს ერთი გამონაკლისის გარდა. ამ ბოლო დროს კი, ეს ერთი გამონაკლისი თითქმის ყოველთვის პრეზიდენტია. ასეა ახლაც - გიორგი მარგველაშვილს დუმბაძის პოლიტბატალიებზე კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, თავად მურმან დუმბაძემ ღია ეთერითაც და თითქმის ყველა საგაზეთი კომენტარშიც საინტერესო რამ აღნიშნა პრეზიდენტის შესახებ და პირადი სიმპათია ამგვარად დაუდასტურა: "გიორგი მარგველაშვილი ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია. თუ თქვენ მოგწონთ კაცი, მეც უნდა მომწონდეს და თუ აღარ მოგწონთ, მეც აღარ უნდა მომწონდეს?". პოლიტიკაში იშვიათია უსასყიდლო ქათინაურები და თუ კონსტიტუციაში ჩავიხედავთ, მივხვდებით, რომ ამ ქათინაურის ფასი საკაოდ მაღალია. მურმან დუმბაძეს კი იმდენი პოლიტიკური გამოცდილება ნამდვილად აქვს, ვითარება სწორად შეაფასოს. მან იცის, რომ რეალურად, აჭარაში მიმდინარე პროცესებში ვერც დავით უსუფაშვილის პარლამენტი და ვერც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა მიიღებს მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში, კანონის დონეზე. ერთადერთი რეალური ბერკეტის მქონე, კონსტიტუციის ძალით, პრეზიდენტი მარგველაშვილია.

შესაბამისად, ამ განცხადებებით, დუმბაძემ პრეზიდენტს თავი წინასწარ მოუქონა - ვინძლო, დასჭირდეს?! და თუ მოვლენები იმ სცენარით განვითარდება, რასაც "აჭარის რევოლუცია" ჰქვია და რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს, მარგველაშვილ-დუმბაძე, ერთ გუნდში რატომაც არ უნდა მოვიაზროთ? თანაც, ამ ორიდან ერთი უკვე ოფიციალურ, მეორე კი არაოფიციალურ ოპოზიციაშია და მოქმედ ხელისუფლებას ორივე კონკურენტად განიხილავს. ეს სქემა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ასეთ სურათს ვიღებთ: ვიცე-სპიკერმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო და აჭარის საბჭოს სამი დეპუტატი - ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე და ალექსნადრე ჩიტიშვილი აიყოლია. ოთხივე დეპუტატი, დუმბაძიანად, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. დუმბაძე კი ამბობს, ჩემი წასვლა "ოცნების" ფრაქციის დაშლას გამოიწვევს, როგორც ეს ბათუმელი რესპუბლიკელების რიგებში მოხდაო. ე.ი. მურმან დუმბაძე რაღაც პოცესისთვის მხარდამჭერებს აგროვებს. ეს პროცესი კი არ უნდა იყოს, თუ არა ამ წუთას შეჩერებული უნდობლობის პროცედურა? კანონით, თუ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება ოფიციალურად დაიწყება, უმაღლესმა საბჭომ მაქსიმუმ 30 დღის ვადაში, დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, რათა მთავრობა გადააყენოს. თუკი პროცედურის დაწყებიდან ერთ კვირაში არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადააყენებს, ვთქვათ, ორ მინისტრს, უმაღლესი საბჭოს მთავრობის გადაყენების პროცედურას ვეღარ გააგრძელებს, ხოლო ხაბაძე საბჭოს ახალ მთავრობას წარუდგენს.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო ახალ მთავრობას ზედიზედ ორჯერ ჩააგდებს, თამაშში პრეზიდენტი შემოდის. დღეს გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ერთადერთი კაცია, ვისაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა შეუძლია. აი, რატომ ეპირფერება პრეზიდენტს დუმბაძე და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივეს პოლიტიკური წარსული, რაღაც დოზით, სახალხო კრებასაც უკავშირდება.

აქ უკვე მარტივი არითმეტიკაა საჭირო იმის დასათვლელად, რა შანსები აქვთ მურმან დუმბაძის მხარდამჭერებს. დღეს დუმბაძის მომხრეები უმცირესობაში არიან, მაგრამ ნაციონალებსაც ხომ აქვთ ხმები? რატომაა გამორიცხული, დუმბაძემ ნაციონალების თამაში ითამაშოს ხმათა საჭირო რაოდენობის მოსაპოვებლად? უმაღლესი საბჭოს უნდობლობის საკითხის დაყენებას სულ 7 ხმა სჭირდება, ამ პროცედურული ომის მოსაგებად კი 14 ხმაა საჭირო. დუმბაძე, თავის ამალიანად, 4 გარანტირებულ ხმას ფლობს, ნაციონალებს უმაღლეს საბჭოში 8 ხმა აქვთ და ახლა დუმბაძე-ნაციონალები, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, 2 დეპუტატს ვეღარ გადაიბირებენ, თან, თუ საქმეში პრეზიდენტიც ჩაერთვება?

სქემაც მშვენივრად ლაგდება - ათვალწუნებული გიორგი მარგველაშვილი, ოპოზიციის ფლაგმან დუმბაძესა და ნაციონალებთან ერთად, აჭარის სათავეში.

მურმან დუმბაძე კი საკმაოდ ჭკვიანი კაცია და ისიც იცის, რომ შეიძლება ხმათა ორი მესამედი ვერც შეაგროვოს, რაც მთავრობის დასათხოვადაა საჭირო, მაგრამ ფაქტია, ვერც უმაღლესი საბჭო გააგრძელებს არსებობას, თუკი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებენ. 12 ხმა კი ამისათვის სრულიად საკმარისია. ასეთია აჭარაში მოვლენათა განვითარების საკმაოდ რეალური სცენარი და არც ისაა გამორიცხული, განდევნილი მურმან დუმბაძე, ცოტა ხანში, გიორგი მარგველაშვილის მთავარი მოკავშირე გახდეს!