საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული სიმინდის ოცნება - სამთავრობო პროგრამით დაზარალებულ ფერმერებს სახლებს უყიდიან
ამერიკული სიმინდის ოცნება - სამთავრობო პროგრამით დაზარალებულ ფერმერებს სახლებს უყიდიან

2011 წლის "სი­მინ­დის წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა­ში" მო­ნა­წი­ლე ფერ­მერ­თა ნა­წილს სახ­ლე­ბი და­უ­ყა­და­ღეს. მათ თეს­ლის სა­ფა­სუ­რის გას­ტუმ­რე­ბა ვერ შეძ­ლეს, რის გა­მოც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კორ­პო­რა­ცი­ამ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. "პი­ო­ნე­რის" ჯი­შის თეს­ლი შე­მო­ი­ტა­ნეს. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ფერ­მე­რებ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კორ­პო­რა­ცი­ას­თან გა­ა­ფორ­მეს. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, გლე­ხებს თეს­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2011 წლის ნო­ემ­ბრის­თვის უნდა და­ე­ფა­რათ.

სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში მცხოვ­რებ ამი­რან რუ­ა­ძეს ე.წ. "პი­ო­ნე­რის" ჯი­შის სი­მინ­დი 29 ჰექ­ტარ­ზე ეთე­სა.

"ამ ფარ­თო­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 7 000 ლა­რის თეს­ლი დამ­ჭირ­და, სა­ერ­თო და­მუ­შა­ვე­ბა კი 48 000 ლარი დაჯ­და. მო­სა­ვალ­მა არ ივარ­გა, ჰექ­ტარ­ზე ერთი ტონა, მთლი­ა­ნო­ბა­ში კი 30 ტონა მი­ვი­ღე. ხორ­ბა­ლი მი­ზე­რულ ფას­ში, ერთი კი­ლოგ­რა­მი 35 თეთ­რად გავ­ყი­დე. და­მუ­შა­ვე­ბის­თვი­საც ბან­კი­დან ავი­ღე სეს­ხი და დღე­საც იმ ვა­ლებს ვის­ტუმ­რებ, ერთი ბან­კი­დან რომ გა­მო­ვი­ტან­დი კრე­დიტს, მე­ო­რე­ში ვიხ­დი­დი. სხვა წლებ­შიც მომ­ყავ­და სი­მინ­დი და კარგ მო­სა­ვალ­საც ვი­ღებ­დი, არ მე­გო­ნა თუ ამ ჯი­შის თეს­ლი ცუდი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბო­და, თო­რემ არ გავ­რის­კავ­დი. გვპირ­დე­ბოდ­ნენ, და­ვა­ლი­ა­ნე­ბას ჩა­მო­გა­წერ­თო. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გვიგ­რძე­ლებ­დნენ, მაგ­რამ ბო­ლოს გა­და­სა­ხა­დის­გან არ გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს. ქო­ნე­ბა და­მი­ყა­და­ღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ქა­ლა­ქე აღარ ვარ, ვე­რაფ­რით ვერ ვსარ­გებ­ლობ. ისე გა­მა­უ­ბე­დუ­რეს, თით­ქმის ყვე­ლას მო­ვა­ლე ვარ. არ ვიცი, რა ვქნა, თა­ვი­დან უნდა და­ვი­წყო ცხოვ­რე­ბა. თუმ­ცა აღა­რაფ­რის იმე­დი აღარ მაქვს. მე­გო­ნა, ეს მთავ­რო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას აღად­გენ­და, მაგ­რამ სად არის სა­მარ­თა­ლი?! ვი­საც მცი­რე ფარ­თობ­ზე ეთე­სა, იმათ თან­ხა ჩა­მო­წე­რეს, ვი­საც ბევ­რი გვე­თე­სა, ჩვენ ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდით," - ამ­ბობს რუ­ა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ამერიკული სიმინდის ოცნება - სამთავრობო პროგრამით დაზარალებულ ფერმერებს სახლებს უყიდიან

ამერიკული სიმინდის ოცნება - სამთავრობო პროგრამით დაზარალებულ ფერმერებს სახლებს უყიდიან

2011 წლის "სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში" მონაწილე ფერმერთა ნაწილს სახლები დაუყადაღეს. მათ თესლის საფასურის გასტუმრება ვერ შეძლეს, რის გამოც სოფლის მეურნეობის კორპორაციამ სასამართლოს მიმართა.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში ე.წ. "პიონერის" ჯიშის თესლი შემოიტანეს. დაინტერესებულმა ფერმერებმა ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, გლეხებს თესლის ღირებულება 2011 წლის ნოემბრისთვის უნდა დაეფარათ.

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ამირან რუაძეს ე.წ. "პიონერის" ჯიშის სიმინდი 29 ჰექტარზე ეთესა.

"ამ ფართობისთვის დაახლოებით 7 000 ლარის თესლი დამჭირდა, საერთო დამუშავება კი 48 000 ლარი დაჯდა. მოსავალმა არ ივარგა, ჰექტარზე ერთი ტონა, მთლიანობაში კი 30 ტონა მივიღე. ხორბალი მიზერულ ფასში, ერთი კილოგრამი 35 თეთრად გავყიდე. დამუშავებისთვისაც ბანკიდან ავიღე სესხი და დღესაც იმ ვალებს ვისტუმრებ, ერთი ბანკიდან რომ გამოვიტანდი კრედიტს, მეორეში ვიხდიდი. სხვა წლებშიც მომყავდა სიმინდი და კარგ მოსავალსაც ვიღებდი, არ მეგონა თუ ამ ჯიშის თესლი ცუდი ხარისხის იქნებოდა, თორემ არ გავრისკავდი. გვპირდებოდნენ, დავალიანებას ჩამოგაწერთო. ხელშეკრულებას გვიგრძელებდნენ, მაგრამ ბოლოს გადასახადისგან არ გაგვათავისუფლეს. ქონება დამიყადაღეს, ფაქტობრივად, მოქალაქე აღარ ვარ, ვერაფრით ვერ ვსარგებლობ. ისე გამაუბედურეს, თითქმის ყველას მოვალე ვარ. არ ვიცი, რა ვქნა, თავიდან უნდა დავიწყო ცხოვრება. თუმცა აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. მეგონა, ეს მთავრობა სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ სად არის სამართალი?! ვისაც მცირე ფართობზე ეთესა, იმათ თანხა ჩამოწერეს, ვისაც ბევრი გვეთესა, ჩვენ ცუდ დღეში აღმოვჩნდით," - ამბობს რუაძე.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა