მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილს
თეა წულუკიანის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სწყინს, რომ მან ეს როლი ვერ მო­ირ­გო. "ზღვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი გვაქვს მი­ნის­ტრებს და ზღვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი აქვს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ხოლო პრე­ზი­დენ­ტი არის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად უფრო კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მე მწყინს, რომ მან ეს როლი თუ რო­ლე­ბი ვერ მო­ირ­გო, მაგ­რამ მჯე­რა, რომ ეს შე­იც­ვლე­ბა ძა­ლი­ან მალე", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში".

მი­ნის­ტრის თქმით, პი­რა­დი წყე­ნა და საქ­მე ყვე­ლამ უნდა გა­ნას­ხვა­ოს და ქვეყ­ნის­თვის, მისი წინსვლის­თვის იმუ­შა­ოს. "პრე­ზი­დენტს ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი აქვს იმის­თვის, რომ იყოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კომ­ფორ­ტში. კერ­ძოდ, პრე­ზი­დენტზე წე­რია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ის, რაც არა­ვი­ზე არ წე­რია, ეს არის "გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი". ჩვენ გვყავს და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი არა მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, არა­მედ ხალ­ხი - ახა­ლი თა­ო­ბა ოსე­ბის თუ აფხა­ზე­ბის, რომ­ლე­ბიც გა­უ­ცხო­ე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან და მათ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მთავ­რო­ბას­თან ერ­თად პრე­ზი­დენ­ტმა უნდა იმუ­შა­ოს. პრე­ზი­დენ­ტი არის ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი და მისი ვა­ლია (მთავ­რო­ბა ამას ვერ იზამს, ვერ გა­ა­კე­თებს, ვერ გაწ­ვდე­ბა) გა­ა­კე­თოს ის, რა­საც სხვა მის ად­გილ­ზე ვერ შეძ­ლებს – გა­ა­ბას ხი­დე­ბი, იფიქ­როს მთავ­რო­ბას­თან ერ­თად რო­გორ და­ვიბ­რუ­ნოთ ეს ხალ­ხი. პრე­ზი­დენ­ტის რო­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ეს გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმის­თვის, რომ მე­ქა­ნიზ­მებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გად იმუ­შა­ოს, გა­მა­ად­ვი­ლე­ბე­ლი, ხელ­შემ­წყო­ბი როლი ითა­მა­შოს და არა, ვთქვათ, ჯინ­ში მდგა­რი, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის. პი­რა­დი წყე­ნა და საქ­მე უნდა გან­ვას­ხვა­ოთ, სა­ხელ­მწი­ფო და პი­რა­დი უნდა გავ­მიჯ­ნოთ და ვი­მუ­შა­ოთ მხო­ლოდ ქვეყ­ნის­თვის, მისი წინსვლის­თვის. არის კი­დევ სხვა თე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ვი­ღა­ცა გა­ბე­დავს და ღო­რის თავს ჩა­მო­კი­დებს მედ­რე­სე­ზე, მე ვფიქ­რობ, პრე­ზი­დენ­ტმა უნდა ითა­მა­შოს გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლის როლი, ის უნდა იყოს შემ­რი­გე­ბე­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის ერ­თად დამსმე­ლი, ვი­ნა­ი­დან მთავ­რო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ის, ვინც უნდა მო­იქ­ცეს დამ­სჯე­ლი­ვით - მო­იკ­ვლი­ოს ვინ გა­ა­კე­თა ეს და და­სა­ჯოს. მე ისიც ვიცი, რა არ უნდა აკე­თოს პრე­ზი­დენ­ტმა, მა­გა­ლი­თად, როცა მას­თან მი­დის მთავ­რო­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რი უცხო­ელ სტუ­მარ­თან ერ­თად, უცხო­ე­ლი სტუმ­რის თან­დას­წრე­ბით მთავ­რო­ბის წევ­რი ღიად არ უნდა და­ამ­ცი­როს", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, ჭრე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მათი სიმ­დიდ­რეა. "დღეს ხალ­ხმა იცის, რომ ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია არ არის, მი­ნის­ტრე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ სა­კუ­თარ თავ­ზე და მთავ­რო­ბა არ არის კლა­ნი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო კლა­ნი. დღეს ჩვენ ვართ საკ­მა­ოდ ჭრე­ლი გუნ­დი, ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დრო­საც ვამ­ბობ­დი, რომ ჭრე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ჭრე­ლი კო­ა­ლი­ცია ეს არის ჩვე­ნი სიმ­დიდ­რე და როცა მა­ვა­ნი სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია მოხ­დეს, არის არას­წო­რი, რად­გან უფრო მეტი სიჭ­რე­ლე და ში­და­დე­მოკ­რა­ტია ჩვენს კო­ა­ლი­ცი­ა­ში რომ არის, მე არ მი­ნა­ხავს. ეს კარ­გია", - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ა­ში, რო­გორც არას­დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა ერ­თად იყ­ვნენ. "ამას ვამ­ბობ პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­გო­ნად და სხვე­ბის გა­სა­გო­ნა­დაც. ჩვენ ერ­თად მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში – ჩვენ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა გა­ვი­ა­რეთ და დავ­დეთ სი­ცო­ცხლე სას­წორ­ზე. რად­გან ვერ­დიქ­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­მო­უ­ტა­ნა ხალ­ხმა, ამ ვერ­დიქ­ტის ერ­თგუ­ლი, ნება უნდა ვი­ბო­ძოთ და დავ­რჩეთ ბო­ლომ­დე", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

თეა წულუკიანის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილს

თეა წულუკიანის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, პრეზიდენტი კონსტიტუციურად ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაშია და სწყინს, რომ მან ეს როლი ვერ მოირგო. "ზღვა პასუხისმგებლობები გვაქვს მინისტრებს და ზღვა პასუხისმგებლობები აქვს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრეზიდენტი არის კონსტიტუციურად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში და მე მწყინს, რომ მან ეს როლი თუ როლები ვერ მოირგო, მაგრამ მჯერა, რომ ეს შეიცვლება ძალიან მალე", - განაცხადა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".

მინისტრის თქმით, პირადი წყენა და საქმე ყველამ უნდა განასხვაოს და ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის იმუშაოს. "პრეზიდენტს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ იყოს კონსტიტუციურ კომფორტში. კერძოდ, პრეზიდენტზე წერია კონსტიტუციაში ის, რაც არავიზე არ წერია, ეს არის "გამაერთიანებელი". ჩვენ გვყავს დასაბრუნებელი არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ხალხი - ახალი თაობა ოსების თუ აფხაზების, რომლებიც გაუცხოების რეჟიმში არიან და მათ დაბრუნებაზე მთავრობასთან ერთად პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს. პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობის გარანტი და მისი ვალია (მთავრობა ამას ვერ იზამს, ვერ გააკეთებს, ვერ გაწვდება) გააკეთოს ის, რასაც სხვა მის ადგილზე ვერ შეძლებს – გააბას ხიდები, იფიქროს მთავრობასთან ერთად როგორ დავიბრუნოთ ეს ხალხი. პრეზიდენტის როლია უზრუნველყოს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირება, ეს გულისხმობს იმას, რომ მან ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ მექანიზმებმა ერთმანეთთან კარგად იმუშაოს, გამაადვილებელი, ხელშემწყობი როლი ითამაშოს და არა, ვთქვათ, ჯინში მდგარი, განაწყენებული ადამიანის. პირადი წყენა და საქმე უნდა განვასხვაოთ, სახელმწიფო და პირადი უნდა გავმიჯნოთ და ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის. არის კიდევ სხვა თემები, მაგალითად, როდესაც ვიღაცა გაბედავს და ღორის თავს ჩამოკიდებს მედრესეზე, მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, ის უნდა იყოს შემრიგებელი, რადიკალური ჯგუფების ერთად დამსმელი, ვინაიდან მთავრობა ამ შემთხვევაში არის ის, ვინც უნდა მოიქცეს დამსჯელივით - მოიკვლიოს ვინ გააკეთა ეს და დასაჯოს. მე ისიც ვიცი, რა არ უნდა აკეთოს პრეზიდენტმა, მაგალითად, როცა მასთან მიდის მთავრობის რომელიმე წევრი უცხოელ სტუმართან ერთად, უცხოელი სტუმრის თანდასწრებით მთავრობის წევრი ღიად არ უნდა დაამციროს", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ჭრელი "ქართული ოცნება" მათი სიმდიდრეა. "დღეს ხალხმა იცის, რომ ელიტური კორუფცია არ არის, მინისტრები არ მუშაობენ საკუთარ თავზე და მთავრობა არ არის კლანი. "ნაციონალური მოძრაობა" იყო კლანი. დღეს ჩვენ ვართ საკმაოდ ჭრელი გუნდი, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ვამბობდი, რომ ჭრელი "ქართული ოცნება", ჭრელი კოალიცია ეს არის ჩვენი სიმდიდრე და როცა მავანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება ხელისუფლების მონოპოლიზაცია მოხდეს, არის არასწორი, რადგან უფრო მეტი სიჭრელე და შიდადემოკრატია ჩვენს კოალიციაში რომ არის, მე არ მინახავს. ეს კარგია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, დღეს "ქართული ოცნების" კოალიციაში, როგორც არასდროს აუცილებელია, რომ ყველა ერთად იყვნენ. "ამას ვამბობ პრეზიდენტის გასაგონად და სხვების გასაგონადაც. ჩვენ ერთად მოვედით ხელისუფლებაში – ჩვენ უთანასწორო ბრძოლა გავიარეთ და დავდეთ სიცოცხლე სასწორზე. რადგან ვერდიქტი "ნაციონალურ მოძრაობას" გამოუტანა ხალხმა, ამ ვერდიქტის ერთგული, ნება უნდა ვიბოძოთ და დავრჩეთ ბოლომდე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა