სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოტლანდიაში ხვალ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება
შოტლანდიაში ხვალ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

შოტ­ლან­დი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვამ­დე ერთი დღე დარ­ჩა. ედინ­ბურ­გსა და გლაზ­გო­ში მომ­ხრე­ე­ბი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი სა­ბო­ლოო აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვი­ან. რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვამ­დე ერთი დღით ადრე, სამი ახა­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას გა­მო­კი­თხულ­თა 48% უჭერს მხარს, 52% კი - წი­ნა­აღ­მდე­გია.

კამ­პა­ნი­ის ბოლო დღეს შოტ­ლან­დი­ე­ლებს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ქვეყ­ნის პირ­ველ­მა მი­ნის­ტრმა ალექს სალ­მონდმა და მო­უ­წო­და, მხა­რი და­უ­ჭი­რონ შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

"რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მხო­ლოდ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა იცის. ჩემი მხრივ, მხო­ლოდ იმას გთხოვთ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საღი აზ­რი­თა და სუფ­თა სინ­დი­სით მი­ი­ღოთ", - ნათ­ქვა­მია ალექს სალ­მონ­დის შო­ტო­ლან­დი­ე­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

თა­ვის მხრივ, ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს ბრი­ტა­ნე­თის სამი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­მა. რო­გორც დე­ვიდ ქე­მე­რო­ნის, ედ მი­ლი­ბენ­დი­სა და ნიკ კლე­გის ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შოტ­ლან­დია უფრო მეტ ავ­ტო­ნო­მი­ას მი­ი­ღებს, თუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

რო­გორც დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ­მა დე­ვიდ ქე­მე­რონ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­საძ­ლოა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, რო­გორც ერ­თი­ან­მა სა­ხელ­მწი­ფომ, არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტოს.

"პა­რა­სა­კევს, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნებ­მა ახალ ქვე­ყა­ნა­ში გა­იღ­ვი­ძონ, რო­მელ­თა წი­ნა­შე სხვა მო­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვენ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უნდა შე­ვიგ­ნოთ, რომ უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა აღარ არე­ბობს და სი­ტუ­ა­ცი­ის გა­და­თა­მა­შე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

შოტ­ლან­დი­ა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას დე­ვიდ ქე­მე­რონ­მა და შოტ­ლან­დი­ის პირ­ველ­მა მი­ნის­ტრმა 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მო­ა­წე­რეს ხელი.

18 სექ­ტემ­ბერს შოტ­ლან­დი­ის რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პა­სუ­ხი უნდა გას­ცენ შე­კი­თხვას - ფიქ­რობთ თუ არა, რომ შოტ­ლან­დია უნდა იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა. თუ რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­დე­ბით პა­სუხს გას­ცემს, მა­შინ 2016 წლის 24 მარტს შოტ­ლან­დია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მო­ვა.

"გარ­დი­ა­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ფე­რენ­დუ­მის დღეს შოტ­ლან­დი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2 680 უბა­ნი იმუ­შა­ვებს, 4,29 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. პირ­ვე­ლად რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ 16 და 17 წლის მო­ზარ­დებს. ამ დრო­ის­თვის რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 16 და 17 წლის 109 ათას­ზე მეტი თი­ნე­ი­ჯე­რი.

1998 წლი­დან შოტ­ლან­დი­ას აქვს სა­კუ­თა­რი პარ­ლა­მენ­ტი. ქვე­ყა­ნას ასე­ვე აქვს ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

შოტლანდიაში ხვალ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

შოტლანდიაში ხვალ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვამდე ერთი დღე დარჩა. ედინბურგსა და გლაზგოში მომხრეები და მოწინააღმდეგეები საბოლოო აგიტაციას ეწევიან. რეფერენდუმის გამართვამდე ერთი დღით ადრე, სამი ახალი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომელთა თანახმად, შოტლანდიის დამოუკიდებლობას გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს, 52% კი - წინააღმდეგია.

კამპანიის ბოლო დღეს შოტლანდიელებს წერილობით მიმართა ქვეყნის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შოტლანდიის დამოუკიდებლობას.

"როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თითოეულმა ჩვენგანმა იცის. ჩემი მხრივ, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ ეს გადაწყვეტილება საღი აზრითა და სუფთა სინდისით მიიღოთ", - ნათქვამია ალექს სალმონდის შოტოლანდიელებისადმი მიმართვაში.

თავის მხრივ, ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს ბრიტანეთის სამი მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა. როგორც დევიდ ქემერონის, ედ მილიბენდისა და ნიკ კლეგის ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, შოტლანდია უფრო მეტ ავტონომიას მიიღებს, თუ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩება.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტოს.

"პარასაკევს, შესაძლოა, ადამიანებმა ახალ ქვეყანაში გაიღვიძონ, რომელთა წინაშე სხვა მომავალი იქნება. ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა შევიგნოთ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არებობს და სიტუაციის გადათამაშება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე შეთანხმებას დევიდ ქემერონმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა 2012 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

18 სექტემბერს შოტლანდიის რეფერენდუმში მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას - ფიქრობთ თუ არა, რომ შოტლანდია უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. თუ რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.

"გარდიანის" ინფორმაციით, რეფერენდუმის დღეს შოტლანდიის ტერიტორიაზე 2 680 უბანი იმუშავებს, 4,29 მილიონი ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია რეფერენდუმში მონაწილეობაზე. პირველად რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მიეცათ 16 და 17 წლის მოზარდებს. ამ დროისთვის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 16 და 17 წლის 109 ათასზე მეტი თინეიჯერი.

1998 წლიდან შოტლანდიას აქვს საკუთარი პარლამენტი. ქვეყანას ასევე აქვს ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა