დალაი ლამას 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ

დალაი ლამას 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ

1."თანაგრძნობას სულაც არ აქვს კავშირი რელიგიასთან. ეს საზოგადოებრივი საქმეა, ადამიანთა მოდგმის გადარჩენისთვის აუცილებელი პირობა."

კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თანაგრძნობის დროს თქვენ განიცდით თითქმის იმავე სიამოვნებას, როგორსაც სექსის, კვების ან ბუნებაში გასვლის დროს. თანაგრძნობა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის: იგი ამცირებს სტრესს, სტაბილურს ხდის გულისცემას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

2. "ჩემი რელიგია ძალიან მარტივია, მას არ სჭირდება სამლოცველოები და რთული ფილოსოფია. ჩვენი გული არის სამლოცველო, ხოლო სიკეთე - ერთადერთი სწავლება."

ჰარვარდის სკოლის პროფესორმა მაიკლ ნორტონმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგად ნათელი გახდა, რომ ადამიანები, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის გარკვეული თანხა გაიღეს, თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ, ვიდრე ისინი, რომლებმაც თანხა საკუთარ თავს დაახარჯეს.

3. "ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი - ბედნიერების მიღწევაა."

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, დალაი ლამამ აღნიშნა, რომ მას ხშირად უსვამენ კითხვებს მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან ცოტა თუ საუბრობს პატიებაზე, სიკეთეზე, თანაგრძნობაზე, რომლებიც დალაი ლამას თქმით, ბედნიერების მიღწევის მთავარ გასაღებს წარმოადგენს.

4. დალაი ლამა გვირჩევს, ცოტა დრო საკუთარ თავთანაც გავატაროთ. ეს დრო იმისთვის გვჭირდება, რომ გავთავისუფლდეთ ნეგატიური აზრებისგან, რომელიც ჩვენს თავში ტრიალებს. შევეცადოთ, ისინი დადებითი ემოციებით შევცვალოთ: ოპტიმიზმით, სიყვარულით. მისი თქმით, სიმშვიდე ბედნიერების და კარგი ჯანმრთელობის მთავარი წყაროა.

5."თუკი დახმარება შეგიძლია, დაეხმარე. ხოლო თუ არ შეგიძლია, ბოროტებას მაინც ნუ იზამ"

თუ თქვენ ტყუილს ამბობთ, სხვებზე ჭორაობთ, ვინმეს იყენებთ ან სხვის დაშინებას ცდილობთ, მთელი ეს ნეგატივი ბუმერანგივით შემოგიბრუნდებათ. გახსოვდეთ ეს, სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტთ.

6.დააფასეთ მეგობრობა, იმიტომ რომ მეგობრები ის ადამიანები არიან, რომელთა ნდობაც შეიძლება. ნამდვილი მეგობრობა არასდროს არის დამოკიდებული ფულზე და პოლიტიკურ მოსაზრებებზე. მეგობრობის არდაფასებას მარტოობამდე მივყავართ. ეს კი დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

7."თქვენ უნდა იყენებდეთ ტექნოლოგიებს, მათი მონები კი არ უნდა გახდეთ"

ტექნოლოგიებს ჩვენი კონტროლი შეუძლიათ. შეიხედეთ რესტორნებში, სადაც ყველას თავი საკუთარ სმარტფონში აქვს ჩარგული.

ვინ არის მთავარი? თქვენ თუ ტექნოლოგიები? ეს მეგობრების, ან სოციალური ურთიერთობების ნამდვილად ცუდი ჩანაცვლებაა.

8. "ძალადობაზე უარის თქმა ნიშნავს დიალოგს. დიალოგი ნიშნავს კომპრომისს - ერთმანეთის უფლებების პატივისცემას, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას. დიალოგის დროს არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული. ეს პრაქტიკულად ერთადერთი სწორი გზაა".

9. იმისათვის, რომ იცხოვროთ, თქვენ მოვალენი ხართ, გაურთხილდეთ დედამიწას. მოხმარებული ნედლეულის ხელახალი გამოყენების გზების ძიება, საუკუნის მთავარ საკითხად უნდა იქცეს.

10. "როდესაც წარუმატებლობას აწყდებით, არ დაგავიწყდეთ აქედან ცხოვრებისეული გაკვეთილის გამოტანა."

წარუმატებლობის დროს მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა გახდა მისი გამოწვევის მიზეზი. იქნებ თქვენ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ან ცუდად გათვალეთ მთელი პროცესი. შესაძლოა, თქვენ წინასწარ არ დაფიქრებულხართ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე.

შეუძლია თუ არა ამ რჩევებს თქვენი ცხოვრების შეცვლა? უბრალოდ, შეეცადეთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს