პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ, მანქანაში გაისროლეს" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიებას
"სავარაუდოდ, მანქანაში გაისროლეს" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიებას

15 სექ­ტემ­ბერს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კი­დევ ერთ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რეს, რო­მელ­შიც ერო­სის ძმა, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი კი­დევ ორი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დღე­ებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი 15 ივ­ლისს ავ­ტო­ფა­რეხ­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ბევ­რი კი­თხვა დღემ­დე უპა­სუ­ხოა და რაც მთა­ვა­რია, უც­ნო­ბია - მოკ­ლეს თუ თავი მო­იკ­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლის მან­ქა­ნა ხე­ლახ­ლა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თქმით, ეს თვა­ლით უხი­ლა­ვი ნა­წი­ლა­კე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად იყო სა­ჭი­რო.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­ფა­რეხ­ში იპო­ვეს ნა­ჭე­რი...

- ნა­ჭერ­მა ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, რად­გან ის მან­ქა­ნას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ეგდო. მას­ზე იყო ლა­ქე­ბი, მაგ­რამ მე ვერ გე­ტყვით, რა სა­ხის არის ეს ლა­ქე­ბი. ამას სჭირ­დე­ბა პრე­პა­რა­ტე­ბით და იმ ხელ­სა­წყო­ე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც აქვთ კრი­მი­ნა­ლის­ტებს. შე­დეგს მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყობთ. ეს დას­კვნა საქ­მე­ში ჩა­ი­დე­ბა.

- უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და. ხომ არ არის ცნო­ბი­ლი რო­მე­ლი­მე დას­კვნის შე­დე­გი?

- არც ბა­ლის­ტი­კუ­რის, არც ტრა­ექ­ტო­რი­ის და არც ერთი სხვა ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გი ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზა, რაც სა­ჭი­როა სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. თვა­ლით უხი­ლა­ვი ნა­წი­ლა­კე­ბის შეს­წავ­ლა დიდ ფარ­თობ­ზე ვერ მო­ხერ­ხდა, მაგ­რამ შეს­წავ­ლი­ლია რამ­დე­ნი­მე კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი და ამან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ახლა ამ დას­კვნას სჭირ­დე­ბა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. შე­იძ­ლე­ბა აქ იყოს გა­სა­ღე­ბი. ვიცი, რომ მან­ქა­ნა­ში დენ­თის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა, ეს არ არის სენ­სა­ცია, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, მან­ქა­ნა­ში გა­ის­რო­ლეს და გარ­დაც­ვლი­ლის ხე­ლებ­ზე, სა­ხე­ზე, ტან­საც­მელ­ზე ამი­ტო­მაც იყო დენ­თის კვა­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ შე­დე­გე­ბი ჩვენ ჯერ არ უნდა ვი­ცო­დეთ. ჩვენ ხე­ლის შეშ­ლას არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ უნდა გა­ვი­გოთ, რა მოხ­და იმ დღეს.

- საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. თქვენ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბად ითხოვთ საქ­მის დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას?

- რა თქმა უნდა. შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი მო­ტი­ვი იყო, ან - შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"სავარაუდოდ, მანქანაში გაისროლეს" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიებას

"სავარაუდოდ, მანქანაში გაისროლეს" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიებას

15 სექტემბერს ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე სპეციალისტებმა კიდევ ერთ ექსპერტიზა ჩაატარეს, რომელშიც ეროსის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილიც მონაწილეობდა. გარდაცვლილის ოჯახი კიდევ ორი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რომლებიც სავარაუდოდ, ამ დღეებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს ავტოფარეხში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ტრაგედიის შესახებ ბევრი კითხვა დღემდე უპასუხოა და რაც მთავარია, უცნობია - მოკლეს თუ თავი მოიკლა. ცნობილია, რომ გარდაცვლილის მანქანა ხელახლა დაათვალიერეს. ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, ეს თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოსაჩენად იყო საჭირო.

- ბატონო ზურაბ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტოფარეხში იპოვეს ნაჭერი...

- ნაჭერმა ჩვენი ყურადღება მიიქცია, რადგან ის მანქანასთან ძალიან ახლოს ეგდო. მასზე იყო ლაქები, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რა სახის არის ეს ლაქები. ამას სჭირდება პრეპარატებით და იმ ხელსაწყოებით დამუშავება, რომელიც აქვთ კრიმინალისტებს. შედეგს მოგვიანებით შევიტყობთ. ეს დასკვნა საქმეში ჩაიდება.

- უამრავი ექსპერტიზა ჩატარდა. ხომ არ არის ცნობილი რომელიმე დასკვნის შედეგი?

- არც ბალისტიკურის, არც ტრაექტორიის და არც ერთი სხვა ექსპერტიზის შედეგი ჩემთვის ცნობილი არ არის. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ყველა სახის ექსპერტიზა, რაც საჭიროა სიმართლის დასადგენად. თვალით უხილავი ნაწილაკების შესწავლა დიდ ფართობზე ვერ მოხერხდა, მაგრამ შესწავლილია რამდენიმე კვადრატული მეტრი და ამან საინტერესო შედეგი გამოიღო. ახლა ამ დასკვნას სჭირდება გაანალიზება. შეიძლება აქ იყოს გასაღები. ვიცი, რომ მანქანაში დენთის კვალი აღმოჩნდა, თუმცა, ეს არ არის სენსაცია, რადგან, სავარაუდოდ, მანქანაში გაისროლეს და გარდაცვლილის ხელებზე, სახეზე, ტანსაცმელზე ამიტომაც იყო დენთის კვალი. გამოძიება გვეუბნება, რომ შედეგები ჩვენ ჯერ არ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ხელის შეშლას არ ვაპირებთ, მაგრამ უნდა გავიგოთ, რა მოხდა იმ დღეს.

- საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. თქვენ განზრახ მკვლელობად ითხოვთ საქმის დაკვალიფიცირებას?

- რა თქმა უნდა. შეიძლება პირადი მოტივი იყო, ან - შეკვეთილი მკვლელობა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ