ადვოკატმა რომეო საჯაიამ რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის ლალი ბიწოშვილის სკანდალური ჩანაწერი გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში ბიწოშვილი 10 თვის ჩვილის გარდაცვალებაში "ქართულ ოცნებასა" და მანანა ბერიკაშვილს ადანაშაულებს.
საჯაიას ინფორმაციით ვიდეომასალა 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი. როგორც ჩანაწერში ბიწოშვილი საუბრობს, დანაშაულის დაფარვას ხელს უწყობდნენ ამჟამინდელი შსს გენ-ინსპექციის სამმართველოს უფროსი ვარლამ ხათრიძე და გენ-ინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი. დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი მისი თქმით, მანანა ბერიკაშვილი იყო.