მესტიაში წუხელ გერმანელი ტურისტები დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა ტურისტებს ფული და ტექნიკური აპარატურა წაართვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტურისტი ნაცემია და ის თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.