პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ
რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ რა­ბა­თის უბან­ში მცხოვ­რებ ორ ოჯახს, სახ­ლის ფა­სა­დის თვით­ნე­ბუ­რი შეც­ვლის­თვის 5.000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მე­ბენ. გარ­და ამი­სა, მფლო­ბე­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან შე­ნო­ბას პირ­ვან­დე­ლი სახე აღუდ­გი­ნონ.

ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე, 108-2 ნო­მერ­ში მცხოვ­რე­ბი ეკა­ტე­რი­ნე კა­პა­ნა­ძე სახ­ლში კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტის გახ­სნას გეგ­მავს. ამის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე ფან­ჯა­რა ამო­ი­ღო და მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის კარი ჩას­ვა. ამ­ბობს, რომ ნე­ბარ­თვა არა­ვის­თვის უთხო­ვია.

"არა­ვის გა­ვუფრ­თხი­ლე­ბი­ვართ, რომ ცვლი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ მარ­ტო იმ დროს, რო­დე­საც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს ქი­რით გა­ვე­დით. ამ ად­გი­ლას შე­საძ­ლოა მა­ღა­ზია გავ­ხსნა", - ამ­ბობს იგი.

კა­პა­ნა­ძე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­რი­ის­გან გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი წე­რი­ლი უკვე მი­ი­ღო ცი­ხის­ძი­რის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა შა­ვა­ძე­ე­ბის ოჯახ­მა. რო­გორც ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ცი­ა­ლა შა­ვა­ძე გან­მარ­ტავს, მას კა­რე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნის­თვის არ გა­უ­კე­თე­ბია, სახ­ლში შე­სას­ვლე­ლად დას­ჭირ­და.

"პრო­ექ­ტი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი არ იყო, როცა ეს გა­ვა­კე­თე. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ­დე აქ კარი მქონ­და, ახლა ორი ქვა ჩა­მო­ვი­ღე, სხვა არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. წე­რი­ლი კი ახლა მო­მი­ვი­და მე­რი­ი­დან, სა­დაც წე­რია, და­უბ­რუ­ნეთ პირ­ვან­დელ სა­ხე­სო. კი­ბე­ე­ბი მი­ვა­მა­ტე, მეტი არა­ფე­რი. ვერ და­მა­ჯა­რი­მე­ბენ, არ არ­სე­ბობს იმის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ ფა­სა­დი და­ვა­მა­ხინ­ჯე. მა­შინ, ეს უნდა და­მიმ­ტკი­ცონ", - აცხა­დებს ცი­ა­ლა შა­ვა­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

რეაბილიტირებულ რაბათის უბანში მცხოვრებ ორ ოჯახს, სახლის ფასადის თვითნებური შეცვლისთვის 5.000 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, მფლობელები ვალდებული იქნებიან შენობას პირვანდელი სახე აღუდგინონ.

ათონელის ქუჩაზე, 108-2 ნომერში მცხოვრები ეკატერინე კაპანაძე სახლში კომერციული ობიექტის გახსნას გეგმავს. ამისთვის, რამდენიმე თვის წინ, შენობის პირველ სართულზე ფანჯარა ამოიღო და მეტალოპლასტმასის კარი ჩასვა. ამბობს, რომ ნებართვა არავისთვის უთხოვია.

"არავის გავუფრთხილებივართ, რომ ცვლილება არ შეიძლება. ხელშეკრულება გავაფორმეთ მარტო იმ დროს, როდესაც რეაბილიტაციის დროს ქირით გავედით. ამ ადგილას შესაძლოა მაღაზია გავხსნა", - ამბობს იგი.

კაპანაძეებისგან განსხვავებით, მერიისგან გამაფრთხილებელი წერილი უკვე მიიღო ციხისძირის ქუჩაზე მცხოვრებმა შავაძეების ოჯახმა. როგორც ოჯახის დიასახლისი ციალა შავაძე განმარტავს, მას კარები კომერციული მიზნისთვის არ გაუკეთებია, სახლში შესასვლელად დასჭირდა.

"პროექტი ჩაბარებული არ იყო, როცა ეს გავაკეთე. რეაბილიტაციამდე აქ კარი მქონდა, ახლა ორი ქვა ჩამოვიღე, სხვა არაფერი გამიკეთებია. წერილი კი ახლა მომივიდა მერიიდან, სადაც წერია, დაუბრუნეთ პირვანდელ სახესო. კიბეები მივამატე, მეტი არაფერი. ვერ დამაჯარიმებენ, არ არსებობს იმის დოკუმენტაცია, რომ ფასადი დავამახინჯე. მაშინ, ეს უნდა დამიმტკიცონ", - აცხადებს ციალა შავაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა