პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამწვარი ბაზრები და დაუსრულებელი გამოძიება - ვინ დგას ბოლო დროის მასშტაბური ხანძრების მიღმა
დამწვარი ბაზრები და დაუსრულებელი გამოძიება - ვინ დგას ბოლო დროის მასშტაბური ხანძრების მიღმა

ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში არა­ერ­თი და­საქ­მე­ბის ობი­ექ­ტი და­იწ­ვა. გარ­და დღე­ვან­დე­ლი შემ­თხე­ვი­სა, რომ­ლის დრო­საც ხან­ძა­რი ე.წ. "ციგ­ნე­ბის ბა­ზარ­ში" გაჩ­ნდა, კი­დევ 3 მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რია ცნო­ბი­ლი.

ერთ-ერთი ბოლო ხან­ძა­რი სე­ნა­კის ბა­ზარ­ში გაჩ­ნდა. 26 აგ­ვის­ტოს, სე­ნაკ­ში ბა­ზა­რი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და.

"წა­უ­კი­დეს ბა­ზარს. ჩვენ ყვე­ლა ბან­კის ვა­ლე­ბით ვდგა­ვართ აქ. ხუთ დღე­ში გვე­წყე­ბო­და სას­კო­ლო ბა­ზა­რი და ეს გაგ­ვი­კე­თეს. რა თქმა უნდა, რომ ეს არის ხე­ლოვ­ნუ­რად მო­წყო­ბი­ლი, ვი­ნა­ი­დან 3000 კავდრა­ტუ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა შვი­დი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და, თა­ნაც თვითმხილ­ვე­ლე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვო­და ერ­თდრო­უ­ლად ოთხი­ვე მხრი­დან. ეს მარ­თლა იწ­ვევს გო­ნივ­რულ ეჭვს. უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცი­ას რა თქმა უნდა ვერ და­ვარ­ღვევ და ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ", - აცხა­დებ­დნენ ხან­ძრის შემ­დეგ მო­ვაჭ­რე­ე­ბი.

კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა გორ­ში მოხ­და - მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში გო­რის ბაზ­რის სა­წყობს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი. მო­ვაჭ­რე­ე­ბი აქაც ბაზ­რის შეგ­ნე­ბუ­ლად დაწ­ვა­ზე მი­უ­თი­თებ­დნენ.

მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი იყო თბი­ლის­შიც, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "სა­ბა­ში". სა­დაც ზა­რა­ლი უკვე დათ­ვლი­ლია.

გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში "სა­ბას" დაწ­ვის შე­დე­გად, მო­ვაჭ­რე­ებს და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ო­ნამ­დე, ხოლო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მფლო­ბელს 10 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის ზა­რა­ლი მი­ად­გათ.

ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ერ­თზე - გო­რის ბაზ­რის ხან­ძარ­ზე დას­რულ­და. AMBEBI.GE ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გვი­თხრეს, რომ გო­რის ბა­ზარ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა და დად­გინ­და, რომ ცე­ცხლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ გა­ა­ჩი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­მოთ­ვლილ და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებს, სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის 187-ე მუხ­ლით, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

AMBEBI.GE ერთ-ერთი დამ­წვა­რი ობი­ექ­ტის - "სა­ბას" მფლო­ბელს ესა­უბ­რა. პა­ა­ტა კა­ჭა­რა­ვა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

პა­ა­ტა კა­ჭა­რა­ვა: 100-ათა­სი­ა­ნი ჯილ­დოც კი გა­მო­ვა­ცხა­დე, ვინც მოგ­ვა­წო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ხან­ძრის წამ­ქე­ზე­ბელ­ზე და აღ­მას­რუ­ლე­ბელ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წყი­ბი­ლია. ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დეს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და მოქ­მე­დებს ხალ­ხის მა­სებ­ზე. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" წა­ა­გეს არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ აუ­რი­ონ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი.

- გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით? უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია "სა­ბა­ში" ხან­ძრის მი­ზე­ზე­ბი დად­გე­ნი­ლი არ არის და გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა…

- ჯერ­ჯე­რო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ გა­მო­ძი­ე­ბით, რად­გან შე­დე­გე­ბი არ და­დე­ბუ­ლა. ხან­ძრის პე­რი­ოდ­ში, ვინც მუ­შა­ობ­და, ყვე­ლა დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა სამ­სა­ხუ­რი­დან და ამ დრომ­დე არ და­უ­კი­თხავთ. არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ჯილ­დო შარ­შან გა­მო­ვა­ცხა­დე, მაგ­რამ ალ­ბათ შემ­სრუ­ლე­ბელს მეტი გა­და­უ­ხა­დეს, რომ არა­ვინ ამ­ბობს. ახლი მთავ­რო­ბი­საც უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგე­ნი­ლა და წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ხან­ძარს, დღეს თბი­ლის­ში ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე, წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის N198-ში 2500 კვ.მ ფარ­თო­ბი და­იწ­ვა. შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში 05:40 სა­ათ­ზე შე­ვი­და.

ად­გილ­ზე 24 სა­ხან­ძრო ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და. ხან­ძარ­მა და­ა­ზი­ა­ნა ახ­ლომ­დე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც.

ბაზ­რო­ბის მო­ვაჭ­რე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ხან­ძა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად არის გა­ჩე­ნი­ლი და ტე­რი­ტო­რი­ის დაწ­ვით ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დამწვარი ბაზრები და დაუსრულებელი გამოძიება - ვინ დგას ბოლო დროის მასშტაბური ხანძრების მიღმა

დამწვარი ბაზრები და დაუსრულებელი გამოძიება - ვინ დგას ბოლო დროის მასშტაბური ხანძრების მიღმა

ბოლო პერიოდში თბილისსა და რეგიონებში არაერთი დასაქმების ობიექტი დაიწვა. გარდა დღევანდელი შემთხევისა, რომლის დროსაც ხანძარი ე.წ. "ციგნების ბაზარში" გაჩნდა, კიდევ 3 მასშტაბური ხანძარია ცნობილი.

ერთ-ერთი ბოლო ხანძარი სენაკის ბაზარში გაჩნდა. 26 აგვისტოს, სენაკში ბაზარი მთლიანად განადგურდა.

"წაუკიდეს ბაზარს. ჩვენ ყველა ბანკის ვალებით ვდგავართ აქ. ხუთ დღეში გვეწყებოდა სასკოლო ბაზარი და ეს გაგვიკეთეს. რა თქმა უნდა, რომ ეს არის ხელოვნურად მოწყობილი, ვინაიდან 3000 კავდრატულის განადგურება შვიდი წუთის განმავლობაში მოხდა, თანაც თვითმხილველები მიუთითებენ, რომ ყველაფერი იწვოდა ერთდროულად ოთხივე მხრიდან. ეს მართლა იწვევს გონივრულ ეჭვს. უდანაშაულობის პრეზუმციას რა თქმა უნდა ვერ დავარღვევ და ხელს ვერავის დავადებ", - აცხადებდნენ ხანძრის შემდეგ მოვაჭრეები.

კიდევ ერთი შემთხვევა გორში მოხდა - მიმდინარე წლის იანვარში გორის ბაზრის საწყობს გაუჩნდა ცეცხლი. მოვაჭრეები აქაც ბაზრის შეგნებულად დაწვაზე მიუთითებდნენ.

მასშტაბური ხანძარი იყო თბილისშიც, სავაჭრო ცენტრ "საბაში". სადაც ზარალი უკვე დათვლილია.

გასული წლის თებერვალში "საბას" დაწვის შედეგად, მოვაჭრეებს დაახლოებით 2 მილიონამდე, ხოლო სავაჭრო ცენტრის მფლობელს 10 მილიონამდე ლარის ზარალი მიადგათ.

ზემოთჩამოთვლილი გახმაურებული შემთხვევებიდან გამოძიება მხოლოდ ერთზე - გორის ბაზრის ხანძარზე დასრულდა. AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გორის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მიმდინარე გამოძიება შეწყდა და დადგინდა, რომ ცეცხლი ელექტროენერგიის გაყვანილობამ გააჩინა.

რაც შეეხება ჩამოთვლილ დანარჩენ შემთხვევებს, სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

AMBEBI.GE ერთ-ერთი დამწვარი ობიექტის - "საბას" მფლობელს ესაუბრა. პაატა კაჭარავა მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილოა.

პაატა კაჭარავა: 100-ათასიანი ჯილდოც კი გამოვაცხადე, ვინც მოგვაწოდებს ინფორმაციას ხანძრის წამქეზებელზე და აღმასრულებელზე. ეს ყველაფერი მოწყიბილია. ვიღაცის ინტერესებშია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და მოქმედებს ხალხის მასებზე. "ნაციონალებმა" წააგეს არჩევნები და ყველანაირად ცდილობენ აურიონ ქვეყანაში ყველაფერი.

- გამოძიების მიმდინარეობას როგორ შეაფასებდით? უკვე წელიწადზე მეტია "საბაში" ხანძრის მიზეზები დადგენილი არ არის და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება…

- ჯერჯერობით უკმაყოფილო ვარ გამოძიებით, რადგან შედეგები არ დადებულა. ხანძრის პერიოდში, ვინც მუშაობდა, ყველა დაცვის თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან და ამ დრომდე არ დაუკითხავთ. არაერთხელ მივმართეთ მთავარ პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. ჯილდო შარშან გამოვაცხადე, მაგრამ ალბათ შემსრულებელს მეტი გადაუხადეს, რომ არავინ ამბობს. ახლი მთავრობისაც უკმაყოფილო ვარ. სამართლიანობა არ აღდგენილა და წართმეული ქონება არ დაუბრუნებიათ.

რაც შეეხება დღევანდელ ხანძარს, დღეს თბილისში ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის N198-ში 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. შეტყობინება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში 05:40 საათზე შევიდა.

ადგილზე 24 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარმა დააზიანა ახლომდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიც.

ბაზრობის მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი და ტერიტორიის დაწვით ცალკეული პირები იყვნენ დაინტერესებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

ხათუნა გაგნიძე, AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ