ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსების ფასადები "ქართუ მშენმა" შეღება. მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები დაასრულა, თუმცა ვადის გადაცილების გამო 8.000 ლარით დააჯარიმეს.
"სამი დღე პატრულმა გააცდენინა, შემდეგ ცუდი ამინდები იყო. ამის გამო ჩვენ ვადა 10 დღით გადავუწიეთ, მაგრამ დროში მაინც ვერ ჩაეტივნენ", - ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.
სამშენებლო კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ დაჯარიმების მიზეზი ვადის გადაცილება გახდა.
იხილეთ ვრცლად