საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსი პეტრიაშვილი - მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს
ალექსი პეტრიაშვილი - მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გა­მარ­ჯო­ბაც კი ძნე­ლად ან სა­ერ­თოდ არ ემე­ტე­ბა, რო­გორც თა­ვად ბრძა­ნებს, "სა­ხელ­მწი­ფოს და არა მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრე­ბის­თვის".

ამის შე­სა­ხებ პეტ­რი­აშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ში სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს. სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თქმით, ის ახ­ლა­ხანს დაბ­რუნ­და ლატ­ვი­ი­დან, თუმ­ცა წას­ვლამ­დე იყო ერთი სა­გან­გა­შო ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მის­თვის, რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის, "მარ­თლაც მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო".

"ვი­ზი­ტი­დან გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბო­დაც ვერ დავ­ტო­ვებ. "ამ დი­ლას მი­ვი­ღე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ჩა­შა­ლეს ჩემი ვი­ზი­ტი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა. რას ნიშ­ნავს ეს? ვინ ჩა­შა­ლა? თუ ვინ­მე მისი მოქ­მე­დი, ყო­ფი­ლი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი მრჩევ­ლე­ბი­დან ჩარ­თუ­ლი იყო ამ "ჩაშ­ლა­ში", უნდა გა­ნი­მარ­ტოს. თუ სა­გა­რეო უწყე­ბას გუ­ლის­ხმობს, მა­გა­ზე მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მძაფ­რი რე­აქ­ცია მქონ­და, მაქვს და არც ახლა დავ­მა­ლავ: სა­გა­რეო უწყე­ბა აკე­თებს მაქ­სი­მუმს, რომ სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნოს ქვე­ყა­ნა და არა პი­რი­ქით, რო­გორც ამის წარ­მო­ჩე­ნას ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად "მო­ტა­ლე­ი­რა­ნო ელე­მენ­ტე­ბი" (ტა­ლე­ი­რან­თან ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია) ცდი­ლო­ბენ. შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა და ამა­ზე თა­ვი­დან აღარ მოვ­ყვე­ბი. ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბის ქი­ლი­კიც მახ­სოვს, ვის გა­უ­გია სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი უელსში მარ­თავ­დეს კონ­სულ­ტა­ცი­ებს პრე­ზი­დენ­ტთან გა­ე­რო-ში გამ­გზავ­რე­ბის თა­ო­ბა­ზეო. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მე მიჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვა, ვი­ზი­ტის გა­შუ­ქე­ბი­სას რა­ტომ არც ერთ ე.წ. ექ­სპერტს არ გა­უჩ­ნდა პრე­ტენ­ზია _ ვის გა­უ­გია (და ამ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად არ ვა­ნი­ჭებ ჩემს თავს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას), ერთი კა­ციც კი ეს­წრე­ბო­დეს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან უმაღ­ლე­სი დო­ნის შეხ­ვედ­რას და ეს არ იყოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი? მა­გა­რი გა­უ­გე­ბა­რი და მა­გა­რი არას­წო­რია. უელსში საქ­მი­ა­ნი და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა გვქონ­და დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან, ერ­თად ვა­მუ­შა­ვებ­დით გა­სახ­მი­ა­ნე­ბელ პო­ზი­ცი­ებს, მაგ­რამ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტის­თვის თით­ქოს ეს ორი მი­ნის­ტრი იქ სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. ეს ასეა. ეს თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმაც კარ­გად იცის, მის­მა გა­რე­მოც­ვა­მაც და სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რმა სხვა­მაც", - წერს ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, ასე­ვე, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა."იყო ერთი მით­ქმა-მოთ­ქმა, ვინ მი­ვი­და, ვინ არ მი­ვი­და. ვი­საც ეგე­ბის და არ ეგე­ბის, დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი დგას პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის სა­და­რა­ჯო­ზე. კი ბა­ტო­ნო, გჯე­რათ, არ გჯე­რათ, მეც გულ­წრფე­ლად გი­ერ­თდე­ბით. ჩემს მი­მარ­თაც გა­ის­მა კრი­ტი­კა, მაგ­რამ აქ მიჩ­ნდე­ბა ერთი შე­კი­თხვა _ ჩემ­გან თუ მო­ი­თხო­ვე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა, პრე­ზი­დენ­ტი რომ ამ­ბობს და გვარ­წმუ­ნებს, მე ვარ კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტიო, რო­მელ კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, როცა გა­მარ­ჯო­ბაც კი ძნე­ლად ან სა­ერ­თოდ არ ემე­ტე­ბა, რო­გორც თა­ვად ბრძა­ნებს, "სა­ხელ­მწი­ფოს და არა მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრე­ბის­თვის". გა­მარ­ჯო­ბის თქმას და ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას რაღა უდ­გას წინ, მა­გა­ლი­თად, საბ­ჭოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე? არც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით ან არ­ჩა­მორ­თმე­ვით და­მაკ­ლდე­ბა ან მო­მე­მა­ტე­ბა მე პი­რა­დად რამე, მაგ­რამ აქ საკ­ვან­ძო სი­ტყვა არის ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა - არ­სე­ბობს ასე­თი კარ­გი და მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი სი­ტყვა! მე პი­რა­დუ­ლი ბევ­რი მო­მით­მე­ნია და ამ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც ნამ­დვი­ლად ვგრძნობ, მაგ­რამ ეგრე არ გა­მო­ვა და დიდ­ხან­საც ვერ გას­ტანს. ცალ­მხრი­ვი არა­ფე­რი არ ვარ­გა. პრე­ზი­დენ­ტი კი არა, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი წა­ვიდ­ნენ ამ ქვეყ­ნი­დან (ღმერ­თმა ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნი­ე­რი ამ­ყო­ფოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის ცოლ-შვილ­თან ერ­თად. ამას ხაზ­გას­მით იმი­ტომ ვწერ, რომ ვინ­მე "ენა­მოს­წრე­ბულს" და ჩა­საფ­რე­ბულს თავ­ში აზ­რად არ მო­უ­ვი­დეს, სი­ცო­ცხლეც კი არ ემე­ტე­ბა პრე­ზი­დენ­ტის­თვი­სო), დღე­საც გან­ვიც­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა მი­დის. აი, სა­ხელ­მწი­ფოს­თან და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­თან როცა გვაქვს საქ­მე, სა­დაც სათ­ქმე­ლია, იქ უნდა ით­ქვას და სა­ნამ დროა, მა­შინ უნდა ით­ქვას, რომ მერე სა­ნა­ნე­ბე­ლი არ გა­უხ­დეს ქვე­ყა­ნას. მე სხვა ტი­პის პრე­ზი­დენტს და­ვუ­ჭი­რე მხა­რი და სხვას ვხე­დავ დღეს. "კონ­სი­ლი­ე­რე­ბის", "ინ­სა­ი­დე­რე­ბის", ამა­ლის და ხალ­ხუ­რად "ჩორ­ტის ჩამგდე­ბე­ბის" ბრა­ლია ეს თუ, ყვე­ლა­ფერ­თმცოდ­ნე ექ­სპერ­ტე­ბის, ფაქ­ტია, რომ პრე­ზი­დენტს სჭირ­დე­ბა დრო­უ­ლად გან­მარ­ტე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სწო­რი გან­მარ­ტე­ბა, გნე­ბავთ დახ­მა­რე­ბაც და­არ­ქვით ამას, სად, ვინ, რა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და რისი გა­რან­ტი, თო­რემ კონ­კუ­რენ­ცია მე გა­მი­გია ბიზ­ნეს­ში, გნე­ბავთ სპორ­ტულ გუნდში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის­თვის, მაგ­რამ არა პო­ლი­ტი­კურ­ში. მთავ­რო­ბა­ში, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ასე­თი კონ­კუ­რენ­ცია არ არ­სე­ბობს, სხვა­თა­შო­რის, არც ჩემს პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ში". ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლია და გარ­კვე­უ­ლია. მე ასე მეს­მის: ან არის გუნ­დი, ან არა/ვერა. თუ შე­თან­ხმე­ბა შედ­გე­ბა მსოფ­ლიო მე­დი­ის ჩა­რე­ვის, აჟი­ო­ტა­ჟის და სა­ყო­ველ­თაო ის­ტე­რი­ის გა­რე­შე, ნამ­დვი­ლად გა­მი­ხარ­დე­ბა. ჩემი აზ­რით, სწო­რი და მარ­თე­ბუ­ლი ასე იქ­ნე­ბა. მთავ­რო­ბა ამის­თვის მზად არის. პრე­ზი­დენ­ტი? არ ვიცი. მინ­და, რომ იყოს, მაგ­რამ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი", - წერს ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლო­ოდ გზე­ბიც თუ გა­ი­ყო­ფა, არც ეს არის დიდი უბე­დუ­რე­ბა.

"ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა მი­სა­ხე­დი და არც ხალ­ხი უნდა გავ­ტან­ჯოთ და არც აღ­მას­რუ­ლე­ბელ თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს აქვთ მა­გა­ზე დრო­ის ხარ­ჯვის ფუ­ფუ­ნე­ბა". პ.ს. ბევ­რჯერ გა­და­ვი­კი­თხე, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი­სად­მი უპა­ტივ­ცემ­ლო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის მცი­რე­დი სა­შა­უ­ლე­ბაც კი არ მი­მე­ცა არა­ვის­თვის. იმე­დია, გა­მო­მი­ვი­და", - წერს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ალექსი პეტრიაშვილი - მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს

ალექსი პეტრიაშვილი - მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გამარჯობაც კი ძნელად ან საერთოდ არ ემეტება, როგორც თავად ბრძანებს, "სახელმწიფოს და არა მთავრობის მინისტრებისთვის".

ამის შესახებ პეტრიაშვილი ფეისბუქში საკუთარ გვერდზე წერს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ის ახლახანს დაბრუნდა ლატვიიდან, თუმცა წასვლამდე იყო ერთი საგანგაშო ფაქტი, რომელიც მისთვის, როგორც დიპლომატიაში გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, "მართლაც მძიმე მოსასმენი იყო".

"ვიზიტიდან გამოხმაურება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ უყურადღებოდაც ვერ დავტოვებ. "ამ დილას მივიღე დადასტურებული ინფორმაცია, რომ გარკვეულმა ძალებმა ორგანიზებულად ჩაშალეს ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. რას ნიშნავს ეს? ვინ ჩაშალა? თუ ვინმე მისი მოქმედი, ყოფილი თუ არაფორმალური მრჩევლებიდან ჩართული იყო ამ "ჩაშლაში", უნდა განიმარტოს. თუ საგარეო უწყებას გულისხმობს, მაგაზე მე პირადად ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა, მაქვს და არც ახლა დავმალავ: საგარეო უწყება აკეთებს მაქსიმუმს, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინოს ქვეყანა და არა პირიქით, როგორც ამის წარმოჩენას ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად "მოტალეირანო ელემენტები" (ტალეირანთან ბოდიში მომითხოვია) ცდილობენ. შედეგები სახეზეა და ამაზე თავიდან აღარ მოვყვები. ე.წ. ექსპერტების ქილიკიც მახსოვს, ვის გაუგია საგარეო საქმეთა მინისტრი უელსში მართავდეს კონსულტაციებს პრეზიდენტთან გაერო-ში გამგზავრების თაობაზეო. ასეთ შემთხვევაში, მე მიჩნდება შეკითხვა, ვიზიტის გაშუქებისას რატომ არც ერთ ე.წ. ექსპერტს არ გაუჩნდა პრეტენზია _ ვის გაუგია (და ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვანიჭებ ჩემს თავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას), ერთი კაციც კი ესწრებოდეს პრეზიდენტის მხრიდან უმაღლესი დონის შეხვედრას და ეს არ იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი? მაგარი გაუგებარი და მაგარი არასწორია. უელსში საქმიანი და გუნდური მუშაობა გვქონდა დელეგაციის წევრებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ერთად ვამუშავებდით გასახმიანებელ პოზიციებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტისთვის თითქოს ეს ორი მინისტრი იქ საერთოდ არ არსებობდა. ეს ასეა. ეს თავად პრეზიდენტმაც კარგად იცის, მისმა გარემოცვამაც და სამწუხაროდ ბევრმა სხვამაც", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი, ასევე, უშიშროების საბჭოს სხდომასაც ეხმაურება."იყო ერთი მითქმა-მოთქმა, ვინ მივიდა, ვინ არ მივიდა. ვისაც ეგების და არ ეგების, დღეს ძალიან ბევრი დგას პრეზიდენტის ინსტიტუტის სადარაჯოზე. კი ბატონო, გჯერათ, არ გჯერათ, მეც გულწრფელად გიერთდებით. ჩემს მიმართაც გაისმა კრიტიკა, მაგრამ აქ მიჩნდება ერთი შეკითხვა _ ჩემგან თუ მოითხოვება პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა, პრეზიდენტი რომ ამბობს და გვარწმუნებს, მე ვარ კონსტიტუციის გარანტიო, რომელ კონსტიტუციის გარანტობაზეა საუბარი, როცა გამარჯობაც კი ძნელად ან საერთოდ არ ემეტება, როგორც თავად ბრძანებს, "სახელმწიფოს და არა მთავრობის მინისტრებისთვის". გამარჯობის თქმას და ხელის ჩამორთმევას რაღა უდგას წინ, მაგალითად, საბჭოს სხდომის დაწყებამდე? არც ხელის ჩამორთმევით ან არჩამორთმევით დამაკლდება ან მომემატება მე პირადად რამე, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვა არის ურთიერთპატივისცემა - არსებობს ასეთი კარგი და მრავლისმეტყველი სიტყვა! მე პირადული ბევრი მომითმენია და ამ თმენის ვალდებულებასაც ნამდვილად ვგრძნობ, მაგრამ ეგრე არ გამოვა და დიდხანსაც ვერ გასტანს. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა. პრეზიდენტი კი არა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები წავიდნენ ამ ქვეყნიდან (ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს საქართველოს პრეზიდენტი თავის ცოლ-შვილთან ერთად. ამას ხაზგასმით იმიტომ ვწერ, რომ ვინმე "ენამოსწრებულს" და ჩასაფრებულს თავში აზრად არ მოუვიდეს, სიცოცხლეც კი არ ემეტება პრეზიდენტისთვისო), დღესაც განვიცდი, მაგრამ ცხოვრება მიდის. აი, სახელმწიფოსთან და ქვეყნის ინტერესებთან როცა გვაქვს საქმე, სადაც სათქმელია, იქ უნდა ითქვას და სანამ დროა, მაშინ უნდა ითქვას, რომ მერე სანანებელი არ გაუხდეს ქვეყანას. მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს. "კონსილიერების", "ინსაიდერების", ამალის და ხალხურად "ჩორტის ჩამგდებების" ბრალია ეს თუ, ყველაფერთმცოდნე ექსპერტების, ფაქტია, რომ პრეზიდენტს სჭირდება დროულად განმარტება და რაც მთავარია, სწორი განმარტება, გნებავთ დახმარებაც დაარქვით ამას, სად, ვინ, რაზეა პასუხისმგებელი და რისი გარანტი, თორემ კონკურენცია მე გამიგია ბიზნესში, გნებავთ სპორტულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ადგილის დაკავებისთვის, მაგრამ არა პოლიტიკურში. მთავრობაში, მადლობა ღმერთს, ასეთი კონკურენცია არ არსებობს, სხვათაშორის, არც ჩემს პარტია "თავისუფალ დემოკრატებში". ყველაფერი შეთანხმებულია და გარკვეულია. მე ასე მესმის: ან არის გუნდი, ან არა/ვერა. თუ შეთანხმება შედგება მსოფლიო მედიის ჩარევის, აჟიოტაჟის და საყოველთაო ისტერიის გარეშე, ნამდვილად გამიხარდება. ჩემი აზრით, სწორი და მართებული ასე იქნება. მთავრობა ამისთვის მზად არის. პრეზიდენტი? არ ვიცი. მინდა, რომ იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, საბოლოოდ გზებიც თუ გაიყოფა, არც ეს არის დიდი უბედურება.

"ძალიან ბევრი პრობლემაა მისახედი და არც ხალხი უნდა გავტანჯოთ და არც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებებს აქვთ მაგაზე დროის ხარჯვის ფუფუნება". პ.ს. ბევრჯერ გადავიკითხე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემლობაში დადანაშაულების მცირედი საშაულებაც კი არ მიმეცა არავისთვის. იმედია, გამომივიდა", - წერს სახელმწიფო მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა