საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამხელა თანხას სწავლასა და წიგნებში ვერ გადავიხდიდი..." - ცნობილი მამების სასკოლო სამზადისი
"ამხელა თანხას სწავლასა და წიგნებში ვერ გადავიხდიდი..." - ცნობილი მამების სასკოლო სამზადისი

და­ი­წყო ახა­ლი სას­წავ­ლო წელი და თან­და­თან ნელ­დე­ბა წი­ნა­სას­კო­ლო სამ­ზა­დი­სის ციებ-ცხე­ლე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის აჩ­ქარ­და რიტ­მი. რო­გორც წესი, სწავ­ლის, სხვა­დას­ხვა წრის შერ­ჩე­ვის და მსგავს სა­კი­თხებ­ში დე­დე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ ხოლ­მე, თუმ­ცა, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, არც მა­მე­ბი ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან მათ, აქ­ტი­ვო­ბა­საც იჩე­ნენ და ყუ­რა­დღე­ბა­საც არ აკ­ლე­ბენ შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს.

ზურა ხა­ჩი­ძე: "ანას­ტა­სია გაკ­ვე­თილ­ზე მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბებს ძა­ლი­ან მალე ას­რუ­ლებს და შემ­დეგ ბევ­რს ლა­პა­რა­კობს, რი­თაც სხვებს აც­დენს"

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სწვლა ნა­ად­რე­ვად შე­წყდა სკო­ლებ­ში, საკ­მა­ოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბი გა­მო­უ­ვი­დათ ბავ­შვებს, ეს პე­რი­ო­დი კი ანას­ტა­სი­ამ ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნა. დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი, რომ კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რა წა­ე­კი­თხა, ამო­ეხ­სნა ამო­ცა­ნე­ბი, გაც­ნო­ბო­და ბევრ წიგნს. როცა დრო მაქვს, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ჩა­ვერ­თო მისი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხში, მაგ­რამ თუ და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, მა­შინ ბო­ლომ­დე ჩემს მე­უღ­ლე­ზეა ეს სა­კი­თხი მინ­დო­ბი­ლი.

ზა­ფხულ­ში, დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ხა­თუ­ნამ იზ­რუ­ნა ყვე­ლა იმ დე­ტალ­ზე, რაც ბავ­შვს სას­კო­ლედ დას­ჭირ­დე­ბო­და, წი­ნა­სას­კო­ლო სამ­ზა­დისს ხა­თუ­ნა და ანას­ტა­სია აგ­ვა­რე­ბენ ერ­თად, მაგ სა­კი­თხში არ ვე­რე­ვი, რო­გორც ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი აქვთ.

- თუ ეხ­მა­რე­ბით ხა­თუ­ნას, ანას­ტა­სი­ას იმის გა­და­წყვე­ტა­ში, რო­მელ წრე­ზე ია­როს ბავ­შვმა?

- კი. ანას­ტა­სი­ას გა­ჭირ­ვე­ბით არც ერთი სა­გა­ნი არ უჭირს, წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა რო­გორც პირ­ვე­ლი, ასე­ვე მე­ო­რე კლა­სი, ბაღ­შიც გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით, მუ­სი­კა­ლუ­რი და თე­ატ­რა­ლუ­რი ნი­ჭით. მის სი­სუს­ტედ ის შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ გაკ­ვე­თილ­ზე, ამო­ცა­ნებს და ზო­გა­დად, მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბებს ძა­ლი­ან მალე ას­რუ­ლებს და შემ­დეგ ბევ­რს ლა­პა­რა­კობს, რი­თაც სხვებს აც­დენს, ეს მას­წავ­ლებ­ლის­გან ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა წრე­ებს, ანას­ტა­სია ფრან­გულ "ეკ­ზი­უ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში" და­დის, სა­დაც უამ­რა­ვი წრეა, მათ შო­რის ჩემ­მა შვილ­მა ხატ­ვა შე­არ­ჩია, ასე­ვე ჩემი და მისი ერ­თობ­ლი­ვი სურ­ვი­ლით და­დის ვი­ო­ლი­ნო­ზე, მინ­და, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს.

- ბავ­შვი რამ­დე­ნად გახ­სნი­ლია თქვენ­თან?

- ვერ ვი­ტყვი, რომ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მამა ვარ და ყო­ველ სა­ღა­მოს გაკ­ვე­თი­ლებს ვი­ბა­რებ, ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა დამ­ხმა­რე ქალი, ქალ­ბა­ტო­ნი ტა­ნია და ასე­ვე ბე­ბია. მაგ­რამ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მე გა­მომ­ყავს სკო­ლი­დან და ყო­ველ­თვის მიყ­ვე­ბა რა ხდე­ბო­და იმ დღეს, რა ეწყი­ნა, რა გა­უ­ხარ­და – ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში ვარ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მე და ანას­ტა­სი­ას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ბავ­შვი ყვე­ლა სა­კი­თხში გახ­სნი­ლია ჩემ­თან.

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე: "წი­ნა­სას­კო­ლო სამ­ზა­დის­ში თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე, ჩემი გი­ტა­რი­ა­ნად ვარ ჩარ­თულ-ჩაბ­მუ­ლი"

- წი­ნა­სას­კო­ლო სამ­ზა­დის­ში თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე, ჩემი გი­ტა­რი­ა­ნად ვარ ჩარ­თულ-ჩაბ­მუ­ლი, ასე რომ არ იყოს, ამ­ხე­ლა თან­ხას ცალ­კე მის სწავ­ლა­ში და ცალ­კე მის წიგ­ნებ­ში ვერ გა­და­ვიხ­დი­დი. ასე რომ, მა­მაა ძი­რი­თა­დად ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, დე­დაც თვის­თა­ვად, რად­გან კი­ვის-წი­ვის, ის­წავ­ლე, წიგ­ნი გა­და­შა­ლე, ამო­დი ეზო­დან და ა.შ. მაგ­რამ მამა ფი­ნან­სურ მხა­რეს აგ­ვა­რებს.

- და­ახ­ლო­ე­ბით რა ჯდე­ბა ბავ­შვის სას­კო­ლოდ მომ­ზა­დე­ბა, უხე­შად მა­ინც რომ ვთქვათ, რა თან­ხას­თან გვაქვს საქ­მე?

- უხე­შად კი არა, ეგ უნდა თქვა სევ­დით, მო­სა­სამ­ძიმ­რე­ბე­ლი ტო­ნით. ჩემი შვი­ლი და­დის კერ­ძო "მწვა­ნე სკო­ლა­ში", სა­დაც წე­ლი­წად­ში 2800 ლარს ვიხ­დი. მაგ­რამ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ, უმაღ­ლეს დონ­ზეა სწავ­ლა, ბავ­შვი ისე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლია, დი­ლით სკო­ლა­ში პირ­ვე­ლე­ბი ეგ და და­რა­ჯი მი­დი­ან, უყ­ვარს იქ ყოფ­ნა, კარ­გი გა­რე­მოა. ვი­ნა­ი­დან სკო­ლა სა­ჯა­რო არ არის, გვი­წევს წიგ­ნე­ბის ყიდ­ვა, ეს ცალ­კე და­ახ­ლო­ე­ბით 200 ლარი ჯდე­ბა, თან ისე­თი სის­ტე­მა აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, წიგნს თა­ვი­სი რვე­უ­ლი მოჰ­ყვე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვი­ძი­ნოთ, წიგნ­თან არ­სე­ბულ რვე­ულ­ში უნდა ამოხ­სნას ბავ­შვმა 2-ჯერ ორი რომ ოთხია, სხვა რვე­ულ­ში არ ამო­იხ­სნე­ბა... გახ­სოვს, ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის­ფე­რი რვე­უ­ლე­ბი რომ იყო, უკა­ნა ყდა­ზე გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა, რომ ეწე­რა?! მო­ხევ­დი, ტუ­ა­ლეტ­საც მო­ი­ლევ­დი და ცოდ­ნა­საც მი­ი­ღებ­დი, მაგ­რამ ახლა ასე აღარ არის (იცი­ნის).

გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ სი­ახ­ლე­ე­ბი თე­მა­ზე: ახა­ლი სას­წავ­ლო წელი

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ამხელა თანხას სწავლასა და წიგნებში ვერ გადავიხდიდი..." - ცნობილი მამების სასკოლო სამზადისი

"ამხელა თანხას სწავლასა და წიგნებში ვერ გადავიხდიდი..." - ცნობილი მამების სასკოლო სამზადისი

დაიწყო ახალი სასწავლო წელი და თანდათან ნელდება წინასასკოლო სამზადისის ციებ-ცხელება, სამაგიეროდ, მოსწავლეებისთვის აჩქარდა რიტმი. როგორც წესი, სწავლის, სხვადასხვა წრის შერჩევის და მსგავს საკითხებში დედები აქტიურობენ ხოლმე, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტებისგან შევიტყვეთ, არც მამები ჩამოუვარდებიან მათ, აქტივობასაც იჩენენ და ყურადღებასაც არ აკლებენ შვილის განათლების მიღების პროცესს.

ზურა ხაჩიძე: "ანასტასია გაკვეთილზე მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს“

- მოგეხსენებათ, სწვლა ნაადრევად შეწყდა სკოლებში, საკმაოდ გრძელვადიანი არდადეგები გამოუვიდათ ბავშვებს, ეს პერიოდი კი ანასტასიამ ნაყოფიერად გამოიყენა. დასვენების პერიოდში ყურადღებას ვაქცევდი, რომ კლასგარეშე ლიტერატურა წაეკითხა, ამოეხსნა ამოცანები, გაცნობოდა ბევრ წიგნს. როცა დრო მაქვს, ყველანაირად ვცდილობ, ჩავერთო მისი განათლების საკითხში, მაგრამ თუ დაკავებული ვარ, მაშინ ბოლომდე ჩემს მეუღლეზეა ეს საკითხი მინდობილი.

ზაფხულში, დასვენების პერიოდში ხათუნამ იზრუნა ყველა იმ დეტალზე, რაც ბავშვს სასკოლედ დასჭირდებოდა, წინასასკოლო სამზადისს ხათუნა და ანასტასია აგვარებენ ერთად, მაგ საკითხში არ ვერევი, როგორც ვიცი, ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ.

- თუ ეხმარებით ხათუნას, ანასტასიას იმის გადაწყვეტაში, რომელ წრეზე იაროს ბავშვმა?

- კი. ანასტასიას გაჭირვებით არც ერთი საგანი არ უჭირს, წარჩინებით დაამთავრა როგორც პირველი, ასევე მეორე კლასი, ბაღშიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით, მუსიკალური და თეატრალური ნიჭით. მის სისუსტედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გაკვეთილზე, ამოცანებს და ზოგადად, მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს, ეს მასწავლებლისგან ვიცი. რაც შეეხება წრეებს, ანასტასია ფრანგულ "ეკზიუპერის სახელობის სკოლაში" დადის, სადაც უამრავი წრეა, მათ შორის ჩემმა შვილმა ხატვა შეარჩია, ასევე ჩემი და მისი ერთობლივი სურვილით დადის ვიოლინოზე, მინდა, კლასიკური მუსიკალური განათლება მიიღოს.

- ბავშვი რამდენად გახსნილია თქვენთან?

- ვერ ვიტყვი, რომ წარჩინებული მამა ვარ და ყოველ საღამოს გაკვეთილებს ვიბარებ, ამაში გვეხმარება დამხმარე ქალი, ქალბატონი ტანია და ასევე ბებია. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში მე გამომყავს სკოლიდან და ყოველთვის მიყვება რა ხდებოდა იმ დღეს, რა ეწყინა, რა გაუხარდა – ყველაფრის საქმის კურსში ვარ. პატარაობიდანვე მე და ანასტასიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ბავშვი ყველა საკითხში გახსნილია ჩემთან.

ხვიჩა მაღლაკელიძე: "წინასასკოლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე, ჩემი გიტარიანად ვარ ჩართულ-ჩაბმული"

- წინასასკოლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე, ჩემი გიტარიანად ვარ ჩართულ-ჩაბმული, ასე რომ არ იყოს, ამხელა თანხას ცალკე მის სწავლაში და ცალკე მის წიგნებში ვერ გადავიხდიდი. ასე რომ, მამაა ძირითადად ამ საქმეში ჩართული, დედაც თვისთავად, რადგან კივის-წივის, ისწავლე, წიგნი გადაშალე, ამოდი ეზოდან და ა.შ. მაგრამ მამა ფინანსურ მხარეს აგვარებს.

- დაახლოებით რა ჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება, უხეშად მაინც რომ ვთქვათ, რა თანხასთან გვაქვს საქმე?

- უხეშად კი არა, ეგ უნდა თქვა სევდით, მოსასამძიმრებელი ტონით. ჩემი შვილი დადის კერძო "მწვანე სკოლაში", სადაც წელიწადში 2800 ლარს ვიხდი. მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ, უმაღლეს დონზეა სწავლა, ბავშვი ისეთი მონდომებულია, დილით სკოლაში პირველები ეგ და დარაჯი მიდიან, უყვარს იქ ყოფნა, კარგი გარემოა. ვინაიდან სკოლა საჯარო არ არის, გვიწევს წიგნების ყიდვა, ეს ცალკე დაახლოებით 200 ლარი ჯდება, თან ისეთი სისტემა აქვთ შემუშავებული, წიგნს თავისი რვეული მოჰყვება, რომელიც აუცილებლად უნდა შევიძინოთ, წიგნთან არსებულ რვეულში უნდა ამოხსნას ბავშვმა 2-ჯერ ორი რომ ოთხია, სხვა რვეულში არ ამოიხსნება... გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში ტუალეტის ქაღალდისფერი რვეულები რომ იყო, უკანა ყდაზე გამრავლების ტაბულა, რომ ეწერა?! მოხევდი, ტუალეტსაც მოილევდი და ცოდნასაც მიიღებდი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის (იცინის).

გაგრძელება

იხილეთ სიახლეები თემაზე: ახალი სასწავლო წელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია