პარტნიორები:

    კლიმატის ცვლილებების სამიტზე მე უნდა წავსულიყავი - დავით უსუფაშვილი

    კლიმატის ცვლილებების სამიტზე მე უნდა წავსულიყავი - დავით უსუფაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ხუმრობით განაცხადა, რომ გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე ის უნდა წასულიყო. ამის შესახებ მან "მაესტროს ცხრიანში" ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ლოგიკით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ავითარებს, გაერო-ში უნდა წასულიყო პრემიერი, უსუფაშვილმა ხუმრობით განაცხადა, რომ "ლოგიკა ერთადერთია ამ შემთხვევაში - მე უნდა წავსულიყავი".

    "გინდათ გითხრათ რატომ? იმიტომ, რომ ამ სამეულს შორის ერთადერთი მე მაქვს მეტეოროლოგიური განათლება. ამიტომ კლიმატის ცვლილებების სამიტზე მე უნდა წავსულიყავი ალბათ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

    ასევე დაგაინტერესებთ: პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია წასვლა გასვენებაში ან მისალოცად

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა