მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟურნალისტიკა პრინციპების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა, სხვა შემთხვევაში ის ჟურნალისტიკა არ არის"
"ჟურნალისტიკა პრინციპების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა, სხვა შემთხვევაში ის ჟურნალისტიკა არ არის"

ჯეი რო­ზენ­მა და­წე­რა მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი ტექ­სტი, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ორ მი­მარ­თუ­ლე­ბად გაყო: ჟურ­ნა­ლის­ტი­კა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გა­რე­შე (მა­გა­ლი­თად, ტრა­დი­ცი­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რო­მე­ლიც თავს ობი­ექ­ტუ­რად მი­იჩ­ნევს) და პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ით (გლენ გრინ­ვალ­დის და Guardian-ის მა­გა­ლი­თი). ჯეი ასა­ხე­ლებს ამ მიდ­გო­მე­ბის წი­ნა­პი­რო­ბებს და უპი­რა­ტე­სო­ბებს. New York Times-ის მარ­გა­რეტ სა­ლი­ვა­ნის მსგავ­სად, ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ედუ­არდ სნო­უ­დენ­მა სა­კუ­თა­რი მა­სა­ლე­ბი გლენ გრინ­ვალდს და Guardian-ს იმი­ტომ გა­დას­ცა, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ჟურ­ნა­ლის­ტი­კას გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ.

მე კი­დევ უფრო შორს წა­ვალ და შე­ვეც­დე­ბი და­ვამ­ტკი­ცო ის, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ის, რა­საც გრინ­ვალ­დი და Guardian-ი აკე­თე­ბენ - ეს არის არა იმ­დე­ნად პო­ლი­ტი­კა, რამ­დე­ნა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, და მე­ო­რეც, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა - ეს ან არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, ან სა­ერ­თოდ არ არის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა.

პირ­ვე­ლი პუნ­ქტი: უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­ა­გენ­ტოს­თან (CIA) და­კავ­ში­რე­ბულ ის­ტო­რი­ა­ში, გრინ­ვალ­დი და Guardian-ი არ გა­ნამ­ტკი­ცებ­დნენ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ნა­კის პო­ზი­ცი­ებს. პი­რი­ქით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრინ­ვალ­დიც და Guardian-იც პო­ლი­ტი­კა­ში თავს ლი­ბე­რალ­თა ბა­ნაკს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ (მე­ტიც, Guardian-ს აქვს პრე­ტენ­ზია, რომ ის, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, "მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ლი­ბე­რა­ლუ­რი ხმაა"), ისი­ნი თავს და­ესხნენ პროგ­რა­მას, რო­მელ­საც აწარ­მო­ებს და ამარ­თლებს ამე­რი­კის ლი­ბე­რა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია, და აშ­კა­რაა, რომ, ყვე­ლა­ზე ცოტა ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს. ასე­თი ქმე­დე­ბით, გრინ­ვალდმა და Guardian-მა აჩ­ვე­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის უდი­დე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა: ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პა­ტი­ოს­ნე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლე­ბი არი­ან. მაგ­რამ ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სი­მარ­თლის გუ­ლის­თვის ისი­ნი მზად არი­ან ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ სა­კუ­თარ მხა­რეს. გრინ­ვალ­დი და Guardian-ი იცა­ვენ არა სა­კუ­თა­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ პრინ­ცი­პებს: პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას, მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბას, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბა­ლანსს და ხალ­ხის უფ­ლე­ბას იცო­დეს.

მე­ო­რე პუნ­ქტი: თუკი ამ თვალ­საზ­რი­სით მი­ვუდ­გე­ბით, ხომ არ და­ემ­სგავ­სე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა სა­ზო­აგ­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას? და ხომ არ იქ­ნე­ბა მისი ხა­რის­ხის რე­ა­ლუ­რი სა­ზო­მი პრინ­ცი­პე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვი­სათ­ვის მზად­ყოფ­ნა? რო­დე­საც ჩვენ ვირ­ჩევთ იმას, თუ რა და რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ და რა უნდა იცო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ჩვენ ხომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვმოქ­მე­დებთ? რო­გორც ჯე­იმს ქე­რიმ აღ­ნიშ­ნა: "ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სათ­ვის საკ­ვან­ძო სი­ტყვა, მისი ალფა და ომე­გა, სი­ტყვა, რომ­ლის გა­რე­შეც ამ საქ­მი­ა­ნო­ბას აზრი ეკარ­გე­ბა - ეს არის სი­ტყვა "სა­ზო­გა­დო­ე­ბა".

რო­დე­საც Washington Post (რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც კი უარს ამ­ბობ­და, რათა არ და­ერ­ღვია პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის არ­ქო­ნის ეთი­კა) გა­და­წყვეტს და­წე­როს მთავ­რო­ბის გა­უმჭვირ­ვა­ლე­ო­ბა­ზე ან სა­ჯა­რო კლი­ნი­კა­ში ვე­ტე­რა­ნე­ბი­სად­მი ცუდი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ ან პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან დარ­ღვე­ვებ­ზე, ის, რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს იცავს. რო­დე­საც რე­დაქ­ტო­რი უშ­ვებს ჟურ­ნა­ლისტს გა­მო­ი­ძი­ოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი, უოლ-სთრი­თის აფი­ო­რა ან სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა - ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაა. რო­დე­საც გა­ზე­თი დგე­ბა ღა­რი­ბე­ბის, დევ­ნი­ლე­ბის, და­ჩაგ­რუ­ლე­ბის, მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბის ან უბ­რა­ლოდ სის­ტე­მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნის მხა­რეს - ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაა. მე­ტიც, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან კიბო (ან, თუნ­დაც რო­გორ უნდა და­ვიკ­ლოთ წო­ნა­ში) - ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა, რო­მე­ლიც ჩვენს ინ­ტე­რე­სებს იცავს. ჩემი აზ­რით, კრი­ტი­კო­სიც კი, რო­მე­ლიც ფილ­მებ­ზე რე­ცენ­ზი­ებს წერს, იმი­სათ­ვის, რომ ტყუ­ი­ლად ფული არ დავ­ხარ­ჯოთ, ნა­წი­ლობ­რივ ჩვენს ინ­ტე­რე­სებს იცავს (თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ასეთ პრობ­ლე­მებს კრი­ტი­კო­სე­ბის გა­რე­შეც შეგ­ვიძ­ლია გა­ვარ­თვათ თავი).

მაგ­რამ, თუკი ტე­ლე­კომ­პა­ნია აგ­ზავ­ნის გა­დამ­ღებ ჯგუფს ან ვერ­ტმფრენს მო­რი­გი ხან­ძრის, ტრა­გე­დი­ის, გა­და­სა­ღე­ბად, სა­ი­და­ნაც ჩვენ ვე­რა­ნა­ირ გაკ­ვე­თილს ვერ ვის­წავ­ლით - ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაა? არა. ხოლო, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზია (არ იფიქ­როთ, რომ ვერ­ჩი) სა­ა­თო­ბით არ­ჩევს ჯოდი არი­ა­სის და­ნა­შა­უ­ლის მსუ­ყე დე­ტა­ლებს, რა­საც ჩვენ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს - ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაა? არა. რო­დე­საც სა­ი­ტი აგ­რო­ვებს ზღვის თევ­ზე­ბის ფო­ტო­ებს - ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაა? არ მგო­ნია. რო­დე­საც გა­ზე­თი აშუ­ქებს სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებს, ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაა? არა. მაგ­რამ არის კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა? ჩემ მიერ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მით - არა.

მაგ­რამ, მა­შინ რაა ის, რა­საც ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას ვე­ძა­ხით, მაგ­რამ რაც არ იცავს არც ადა­მი­ა­ნებს, არც პრინ­ცი­პებს და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს? უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში ეს არის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია (სა­ტყუ­ა­რა აუ­დი­ტო­რი­ი­სათ­ვის, რეკ­ლა­მის გა­სა­ღე­ბა, რე­ი­ტინ­გე­ბის გა­ბერ­ვა, მნახ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა) უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში - გარ­თო­ბა. პირ­ვე­ლი - ცუდი რამ არის, მე­ო­რე - ყო­ველ­თვის არა, რად­გან გა­სარ­თობ მა­სა­ლას (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს არის სტა­ტია, წიგ­ნი, გა­და­ცე­მა თუ კინო) შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და მათ­თვის ცოდ­ნის გა­და­ცე­მა. მაგ­რამ თუკი ის არ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს უკეთ მო­ა­წყონ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა ან სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კრი­ტე­რი­უ­მებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­სარ­თობ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­ერ­თი­ან­და: გა­სარ­თო­ბი მა­სა­ლე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას იზი­დავს და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვას ეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერთი ტერ­მი­ნის ქვეშ, შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და. თით­ქოს, თუკი გა­ზე­თი ჟურ­ნა­ლის­ტი­კით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ გა­ზეთ­ში წე­რენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა? არა. მაგ­რამ ეს ნიშ­ნავს იმას, რომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ჟურ­ნა­ლის­ტი იმის­თვის, რომ იმას რა­საც შენ აკე­თებ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ერ­ქვას. ეს მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, და არა პო­ზი­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბა. (მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დავ­წერ იმ პა­რა­დოქსზე, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი სი­ტუ­ა­ცი­ით წარ­მოქ­მნილ ანა­ზღა­უ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა).

მაგ­რამ, რა­ტომ აქვს ამ­გვარ დე­ტა­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ბა? იმი­ტომ, რომ, მა­შინ, რო­დე­საც კარ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო მო­გი­კა­კუ­ნებს, შენ უნდა გა­და­წყვი­ტო არა ის, თუ ვის მხა­რეს ხარ შენ, არა­მედ ის, თუ რა პრინ­ცი­პებს ემ­სა­ხუ­რე­ბი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, პრე­სა­ში მიმ­დი­ნა­რე დავა იმის თა­ო­ბა­ზე, სნო­უ­დე­ნი გმი­რია თუ მო­ღა­ლა­ტე, არას­წო­რი შე­კი­თხვის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს. Guardian-ს, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მხო­ლოდ ის უნდა ეკი­თხა, აქვს თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფ­ლე­ბა იცო­დეს იმ ცნო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მას ინ­ფორ­მა­ტორ­მა მი­უ­ტა­ნა - იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, რო­მელ­მა მხა­რემ მო­ი­გო ამით (ერ­თა­დერ­თი შე­ზღუდ­ვაა აქ - არ ავნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით).

გარ­და ამი­სა, Guardian-ს უნდა გა­და­ე­წყვი­ტა, სა­ჭი­როა თუ არა ამ მა­სა­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, და თუ სა­ჭი­როა რო­გორ. ესეც, რა თქმა უნდა, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის კი­დევ ერთი კრი­ტე­რი­უ­მია. ედუ­არდ სნო­უ­დენ­მა, ისე­ვე რო­გორც Wikileaks-მა, პრე­სას უამ­რა­ვი "ნედ­ლი" სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი მი­ა­წო­და. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­ამ (1) მო­ა­ცი­ლა მას ის, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მოჰ­ყო­ლო­და, (2) აც­ნო­ბა მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, (3) ნედლ ცნო­ბებს და­ურ­თო სა­კუ­თა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­მე­ლიც მას გან­მარ­ტავ­და და მის ნამ­დვი­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და.

Guardian-ის მკი­თხვე­ლე­ბის შე­კი­თხვებ­ზე სნო­უ­დე­ნის პა­სუ­ხე­ბის გაც­ნო­ბი­სას, მე დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ რი­ტო­რი­კას­თან, ისე­ვე რო­გორც პი­რად სი­მა­მა­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მას ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში აქვს, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს კონ­კრე­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე დღემ­დე არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, აქვს თუ არა მას ცნო­ბე­ბი პირ­ველ­წყა­რო­დან - თუ მას, ისე­ვე რო­გორც ბრედ­ლი მე­ნინგს, უბ­რა­ლოდ ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და დო­კუ­მენ­ტებ­ზე. ამი­ტომ აქ სა­ჭი­როა ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა. ახ­ლა­ხან, Associated Press-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა იყო კარ­გი მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ თე­მას ახა­ლი ცნო­ბე­ბი და­მა­ტე­ბო­და, კონ­ტექ­სტი და­ზუს­ტე­ბუ­ლი­ყო და გან­მარ­ტე­ბუ­ლი­ყო სნო­უ­დე­ნის კვლა­ვინ­დე­ბუ­რად სა­ეჭ­ვო და სა­და­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ად­გი­ლე­ბი.

Associated Press და Guardian წყვე­ტენ თუ რა უნდა გა­ა­შუ­ქონ და გა­მო­აქ­ვეყ­ნონ. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ისი­ნი ეფუძ­ნე­ბი­ან სა­კუ­თარ რწმე­ნას იმა­ში, რომ ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა ვი­ცო­დეთ და ჩვენ გვჭირ­დე­ბა ვი­ცო­დეთ. სწო­რედ ეს არის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. და ეს არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაც.

ჯეფ ჯარ­ვი­სი

Buzz Machine

წყა­რო: foreignpress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ჟურნალისტიკა პრინციპების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა, სხვა შემთხვევაში ის ჟურნალისტიკა არ არის"

"ჟურნალისტიკა პრინციპების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა, სხვა შემთხვევაში ის ჟურნალისტიკა არ არის"

ჯეი როზენმა დაწერა მახვილგონივრული ტექსტი, რომელშიც ჟურნალისტიკა ორ მიმართულებად გაყო: ჟურნალისტიკა პოლიტიკური პოზიციის გარეშე (მაგალითად, ტრადიციული ამერიკული ჟურნალისტიკა, რომელიც თავს ობიექტურად მიიჩნევს) და პოლიტიკური პოზიციით (გლენ გრინვალდის და Guardian-ის მაგალითი). ჯეი ასახელებს ამ მიდგომების წინაპირობებს და უპირატესობებს. New York Times-ის მარგარეტ სალივანის მსგავსად, ის აღნიშნავს, რომ ედუარდ სნოუდენმა საკუთარი მასალები გლენ გრინვალდს და Guardian-ს იმიტომ გადასცა, რომ ისინი პოლიტიკური პოზიციის მქონე ჟურნალისტიკას განასახიერებენ.

მე კიდევ უფრო შორს წავალ და შევეცდები დავამტკიცო ის, რომ, პირველ რიგში, ის, რასაც გრინვალდი და Guardian-ი აკეთებენ - ეს არის არა იმდენად პოლიტიკა, რამდენადაც საზოგადოებრივი საქმიანობა, და მეორეც, რომ ნებისმიერი ჟურნალისტიკა - ეს ან არის საზოგადოებრივი საქმიანობა, ან საერთოდ არ არის ჟურნალისტიკა.

პირველი პუნქტი: უსაფრთხოების ნაციონალურ სააგენტოსთან (CIA) დაკავშირებულ ისტორიაში, გრინვალდი და Guardian-ი არ განამტკიცებდნენ საკუთარი პოლიტიკური ბანაკის პოზიციებს. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ გრინვალდიც და Guardian-იც პოლიტიკაში თავს ლიბერალთა ბანაკს მიაკუთვნებენ (მეტიც, Guardian-ს აქვს პრეტენზია, რომ ის, არც მეტი არც ნაკლები, "მსოფლიოს წამყვანი ლიბერალური ხმაა"), ისინი თავს დაესხნენ პროგრამას, რომელსაც აწარმოებს და ამართლებს ამერიკის ლიბერალური ადმინისტრაცია, და აშკარაა, რომ, ყველაზე ცოტა ამ ადმინისტრაციას გარკვეული პრობლემები შეუქმნეს. ასეთი ქმედებით, გრინვალდმა და Guardian-მა აჩვენეს ჟურნალისტიკის უდიდესი ღირებულება: ინტელექტუალური პატიოსნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მიუკერძოებლები არიან. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ სიმართლის გულისთვის ისინი მზად არიან ზიანი მიაყენონ საკუთარ მხარეს. გრინვალდი და Guardian-ი იცავენ არა საკუთარი მოკავშირეების პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ პრინციპებს: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მთავრობის პასუხისმგებლობას და გამჭვირვალეობას, ძალაუფლების ბალანსს და ხალხის უფლებას იცოდეს.

მეორე პუნქტი: თუკი ამ თვალსაზრისით მივუდგებით, ხომ არ დაემსგავსება ნებისმიერი ჟურნალისტიკა საზოაგდოებრივ საქმიანობას? და ხომ არ იქნება მისი ხარისხის რეალური საზომი პრინციპების და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის მზადყოფნა? როდესაც ჩვენ ვირჩევთ იმას, თუ რა და როგორ უნდა დავიცვათ და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ჩვენ ხომ მიგვაჩნია, რომ სწორედ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ? როგორც ჯეიმს ქერიმ აღნიშნა: "ჟურნალისტიკისათვის საკვანძო სიტყვა, მისი ალფა და ომეგა, სიტყვა, რომლის გარეშეც ამ საქმიანობას აზრი ეკარგება - ეს არის სიტყვა "საზოგადოება".

როდესაც Washington Post (რომლის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი, როგორც ცნობილია, არჩევნებში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობდა, რათა არ დაერღვია პოლიტიკური პოზიციის არქონის ეთიკა) გადაწყვეტს დაწეროს მთავრობის გაუმჭვირვალეობაზე ან საჯარო კლინიკაში ვეტერანებისადმი ცუდი მოპყრობის შესახებ ან პრეზიდენტის მხრიდან დარღვევებზე, ის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ინტერესებს იცავს. როდესაც რედაქტორი უშვებს ჟურნალისტს გამოიძიოს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, უოლ-სთრითის აფიორა ან სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა. როდესაც გაზეთი დგება ღარიბების, დევნილების, დაჩაგრულების, მიტოვებულების ან უბრალოდ სისტემასთან დაპირისპირებული პატარა ადამიანის მხარეს - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა. მეტიც, როდესაც სამედიცინო ჟურნალისტიკა გვიამბობს, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კიბო (ან, თუნდაც როგორ უნდა დავიკლოთ წონაში) - ეს საზოგადოებრივი ჟურნალისტიკაა, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. ჩემი აზრით, კრიტიკოსიც კი, რომელიც ფილმებზე რეცენზიებს წერს, იმისათვის, რომ ტყუილად ფული არ დავხარჯოთ, ნაწილობრივ ჩვენს ინტერესებს იცავს (თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ასეთ პრობლემებს კრიტიკოსების გარეშეც შეგვიძლია გავართვათ თავი).

მაგრამ, თუკი ტელეკომპანია აგზავნის გადამღებ ჯგუფს ან ვერტმფრენს მორიგი ხანძრის, ტრაგედიის, გადასაღებად, საიდანაც ჩვენ ვერანაირ გაკვეთილს ვერ ვისწავლით - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არა. ხოლო, როდესაც ტელევიზია (არ იფიქროთ, რომ ვერჩი) საათობით არჩევს ჯოდი არიასის დანაშაულის მსუყე დეტალებს, რასაც ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არა. როდესაც საიტი აგროვებს ზღვის თევზების ფოტოებს - ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არ მგონია. როდესაც გაზეთი აშუქებს საფეხბურთო მატჩებს, ეს საზოგადოებრივი საქმიანობაა? არა. მაგრამ არის კი ეს ყველაფერი ჟურნალისტიკა? ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმით - არა.

მაგრამ, მაშინ რაა ის, რასაც ჩვენ ჟურნალისტიკას ვეძახით, მაგრამ რაც არ იცავს არც ადამიანებს, არც პრინციპებს და არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს? უარეს შემთხვევაში ეს არის ექსპლუატაცია (სატყუარა აუდიტორიისათვის, რეკლამის გასაღება, რეიტინგების გაბერვა, მნახველთა რაოდენობის გაზრდა) უკეთეს შემთხვევაში - გართობა. პირველი - ცუდი რამ არის, მეორე - ყოველთვის არა, რადგან გასართობ მასალას (არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სტატია, წიგნი, გადაცემა თუ კინო) შეუძლია ადამიანების ინფორმირება და მათთვის ცოდნის გადაცემა. მაგრამ თუკი ის არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ადამიანებს უკეთ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება ან საკუთარი საზოგადოება, ის ჟურნალისტიკის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ჟურნალისტიკა, როგორც საზოგადოებრივი საქმიანობა გასართობ ჟურნალისტიკასთან, ეკონომიკური მიზეზების გამო გაერთიანდა: გასართობი მასალები აუდიტორიას იზიდავს და ჟურნალისტური საქმიანობის ხარჯების დაფარვას ეხმარება. თუმცა, მათი გაერთიანება ერთი ტერმინის ქვეშ, შეცდომა იქნებოდა. თითქოს, თუკი გაზეთი ჟურნალისტიკით არის დაკავებული, ყველაფერი, რასაც ჟურნალისტები ამ გაზეთში წერენ ჟურნალისტიკაა? არა. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი იყო ჟურნალისტი იმისთვის, რომ იმას რასაც შენ აკეთებ, ჟურნალისტიკა ერქვას. ეს მუშაობის შედეგია, და არა პოზიციის სახელწოდება. (მოგვიანებით, დავწერ იმ პარადოქსზე, რომელიც ამგვარი სიტუაციით წარმოქმნილ ანაზღაურებას უკავშირდება).

მაგრამ, რატომ აქვს ამგვარ დეტალებს მნიშვნელობა? იმიტომ, რომ, მაშინ, როდესაც კარზე ინფორმაციის წყარო მოგიკაკუნებს, შენ უნდა გადაწყვიტო არა ის, თუ ვის მხარეს ხარ შენ, არამედ ის, თუ რა პრინციპებს ემსახურები. სინამდვილეში, პრესაში მიმდინარე დავა იმის თაობაზე, სნოუდენი გმირია თუ მოღალატე, არასწორი შეკითხვის ირგვლივ მიმდინარეობს. Guardian-ს, როგორც ჟურნალისტურ ორგანიზაციას საკუთარი თავისთვის მხოლოდ ის უნდა ეკითხა, აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება იცოდეს იმ ცნობების შესახებ, რომელიც მას ინფორმატორმა მიუტანა - იმისგან დამოუკიდებლად, რომელმა მხარემ მოიგო ამით (ერთადერთი შეზღუდვაა აქ - არ ავნო საზოგადოების ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით).

გარდა ამისა, Guardian-ს უნდა გადაეწყვიტა, საჭიროა თუ არა ამ მასალების გადამუშავება, და თუ საჭიროა როგორ. ესეც, რა თქმა უნდა, ჟურნალისტური საქმიანობის ხარისხის კიდევ ერთი კრიტერიუმია. ედუარდ სნოუდენმა, ისევე როგორც Wikileaks-მა, პრესას უამრავი "ნედლი" საიდუმლო დოკუმენტები მიაწოდა. ორივე შემთხვევაში მედიამ (1) მოაცილა მას ის, რასაც შეიძლება ზიანი მოჰყოლოდა, (2) აცნობა მის შესახებ საზოგადოებას, და რაც ყველაზე მთავარია, (3) ნედლ ცნობებს დაურთო საკუთარი კომენტარები, რომელიც მას განმარტავდა და მის ნამდვილობას ადასტურებდა.

Guardian-ის მკითხველების შეკითხვებზე სნოუდენის პასუხების გაცნობისას, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რიტორიკასთან, ისევე როგორც პირად სიმამაცესთან დაკავშირებით მას ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვს კონკრეტიკასთან დაკავშირებით. მე დღემდე არ ვარ დარწმუნებული, აქვს თუ არა მას ცნობები პირველწყაროდან - თუ მას, ისევე როგორც ბრედლი მენინგს, უბრალოდ ხელი მიუწვდებოდა დოკუმენტებზე. ამიტომ აქ საჭიროა ბევრი ჟურნალისტური მუშაობა. ახლახან, Associated Press-ში გამოქვეყნებული მასალა იყო კარგი მცდელობა იმისა, რომ თემას ახალი ცნობები დამატებოდა, კონტექსტი დაზუსტებულიყო და განმარტებულიყო სნოუდენის კვლავინდებურად საეჭვო და სადავო დოკუმენტების ბურუსით მოცული ადგილები.

Associated Press და Guardian წყვეტენ თუ რა უნდა გააშუქონ და გამოაქვეყნონ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ეფუძნებიან საკუთარ რწმენას იმაში, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ და ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ. სწორედ ეს არის ჟურნალისტიკა. და ეს არის საზოგადოებრივი საქმიანობაც.

ჯეფ ჯარვისი

Buzz Machine

წყარო: foreignpress.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები