პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია წასვლა გასვენებაში ან მისალოცად - დავით უსუფაშვილი
პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია წასვლა გასვენებაში ან მისალოცად  - დავით უსუფაშვილი

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენ­ტი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს იმ დო­ზით და იმ ფორ­მით, რა­ზეც მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა თა­ნახ­მა, რა­შიც მთავ­რო­ბას დას­ჭირ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის დახ­მა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა "მა­ესტროს ცხრი­ან­ში" გა­ნა­ცხა­და. ასე უპა­სუ­ხა მან კი­თხვას, მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით ვინ უნდა წა­სუ­ლი­ყო გა­ე­რო-ში.

უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, არის სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, მას აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის, შეხ­ვედ­რე­ბის თა­ვის კო­ლე­გებ­თან.

"მაგ­რამ, პრობ­ლე­მა იმა­შია, თუ იმ შეხ­ვედ­რი­სას მთავ­რო­ბის­გან არა აქვს თან­ხმო­ბა, მა­გა­ლი­თად, მოდი ვი­ლა­პა­რა­კოთ ბიზ­ნეს-კონ­ტაქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე, მოდი გა­ვა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლა­ზე და ა.შ ეს არის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის და პარ­ლა­მენ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ა­შია. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი ტი­პის ვი­ზი­ტი პრე­ზი­დენ­ტის, მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნეთ­ში. ეს არის ის, რო­დე­საც ის ჩა­დის იქ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, რა­ღაც დღე­სას­წა­ულს ულო­ცავს ად­გი­ლობ­რივ ლი­დერს ან გას­ვე­ნე­ბაა სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, ან რამე მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ეს არის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენტს ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის და თან­ხმო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლია ჩას­ვლა, მაგ­რამ თუ პრე­ზი­დენ­ტი მი­ემ­გზავ­რე­ბა მა­გა­ლი­თად სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რეს­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი მო­გეხ­სე­ნე­ბათ ფრი­ად საქ­მი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, ეს ის თე­მა­ტი­კაა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა, მთავ­რო­ბის­გან უნდა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი თან­ხმო­ბა და პრე­ზი­დენტს რა თქმა უნდა შე­უძ­ლია ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­მიტ­ზე მე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია წასვლა გასვენებაში ან მისალოცად - დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია წასვლა გასვენებაში ან მისალოცად  - დავით უსუფაშვილი

ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობს იმ დოზით და იმ ფორმით, რაზეც მთავრობა იქნება თანახმა, რაშიც მთავრობას დასჭირდება პრეზიდენტის დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. ასე უპასუხა მან კითხვას, მოქმედი კონსტიტუციით ვინ უნდა წასულიყო გაერო-ში.

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არის სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, მას აქვს სრული უფლება და საშუალება მოგზაურობის, შეხვედრების თავის კოლეგებთან.

"მაგრამ, პრობლემა იმაშია, თუ იმ შეხვედრისას მთავრობისგან არა აქვს თანხმობა, მაგალითად, მოდი ვილაპარაკოთ ბიზნეს-კონტაქტების გაღრმავებაზე, მოდი გავაფორმოთ ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლაზე და ა.შ ეს არის საკითხები, რომელიც მთავრობის და პარლამენტის კომპეტენციაშია. ამიტომ, შეიძლება იყოს ორი ტიპის ვიზიტი პრეზიდენტის, მაგალითად, პოლონეთში. ეს არის ის, როდესაც ის ჩადის იქ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაღაც დღესასწაულს ულოცავს ადგილობრივ ლიდერს ან გასვენებაა სერიოზული პოლიტიკოსის, ან რამე მსგავსი ღონისძიებაა. ეს არის ღონისძიებები, რომელზეც პრეზიდენტს ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე შეუძლია ჩასვლა, მაგრამ თუ პრეზიდენტი მიემგზავრება მაგალითად სავალუტო ფონდის თავმჯდომარესთან შესახვედრად, სავალუტო ფონდი მოგეხსენებათ ფრიად საქმიანი ორგანიზაციაა, ეს ის თემატიკაა, რომელიც მთავრობის კომპეტენციაა, მთავრობისგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანხმობა და პრეზიდენტს რა თქმა უნდა შეუძლია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ: კლიმატის ცვლილებების სამიტზე მე უნდა წავსულიყავი - დავით უსუფაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა