ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ რუსეთი ყველაზე განათლებული ქვეყანაა მსოფლიოში. რუსეთში უმაღლესი განათლება აქვს ზრდასრული ადამიანების ნახევარზე მეტს. კონკურენტებში მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ კანადას აქვს. იაპონიაში დიპლომი მოსახლეობის 46,6 პროცენტს აქვს, ისრაელში - 46,4-ს.
ამასთან, რუსეთში ერთწლიანი სწავლება 7424 დოლარი ჯდება. ეს ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საშუალოდ, კვლევაში მონაწილე 44 ქვეყანაში. უმაღლესი განათლების მიღება ექვს ყველაზე განათლებულ ქვეყანაში საშუალოდ 14 000 დოლარი ჯდება. ამერიკაში სწავლის საფასური გაცილებით ძვირი, 26 021 დოლარია.
2012 წლის მონაცემებით, რუსეთში ყოველ მესამე ზრდასრულს უნივერსიტეტის დიპლომი აქვს. შედარებისთვის, მაგალითად, 2000 წელს უმაღლესი განათლება ყოველ მეხუთე ზრდასრულს ჰქონდა. სამწუხაროდ, გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში საქართველო ნახსენები არაა. ჯერჯერობით მხოლოდ ხუთეულია გამოქვეყნებული, რომელიც ასე გამოიყურება:
1. რუსეთის ფედერაცია
2. კანადა3. იაპონია
4. ისრაელი
5. ამერიკის შეერთებული შტატები
აგრეთვე დაგაინტერესებთ: განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიმომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.