სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''თუ ჩემი მეგობრები ჩემს ნაწერს არ კითხულობენ, ძალიან ვბრაზდები''
''თუ ჩემი მეგობრები ჩემს ნაწერს არ კითხულობენ, ძალიან ვბრაზდები''

მწე­რა­ლი და ფო­ტოგ­რა­ფი არ­ჩილ ქი­ქო­ძე მთა­ში დიდ დროს ატა­რებს. ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ, ისე უცხო­ეთ­ში. წელს "სა­ბა­ზე" სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლე­ბის ავ­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბებს შო­რის მისი "კა­ცის და ჩი­ტის ამ­ბა­ვიც" მოხ­ვდა. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სზე, მა­ნამ­დე კი ხევ­სუ­რე­თი­დან მცი­რე ხნით ჩა­მო­სულ მწე­რალს თბი­ლის­ში შევ­ხვდით...

- ფო­ტოგ­რა­ფია, მწერ­ლო­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა მთა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი დღემ­დე გრძელ­დე­ბა?

- დიახ. მთა­ში ყველ­გან დავ­დი­ვარ, ტუ­რის­ტე­ბი დამ­ყავს. დრო ისე ნა­წილ­დე­ბა, რომ მწერ­ლო­ბას ყვე­ლა­ზე ცოტა დრო რჩე­ბა. ფო­ტოგ­რა­ფია კი ისე­თი რა­მაა, სულ შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც რუ­სე­ბი იტყვი­ან, "პა­პუტ­ნა". ფო­ტოგ­რა­ფო­ბის დიდი ამ­ბი­ცია არ მაქვს.

- თუმ­ცა, ვიცი, არა­ერ­თი ფო­ტო­კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხართ...

- კი, კი, მაგ­რამ (იღი­მის)... ფო­ტოგ­რა­ფი­ით უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­მი­ღია, ვიდ­რე მწერ­ლო­ბით. ფო­ტოგ­რა­ფია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სი­აა, რო­მელ­საც ისე სა­თა­ნა­დოდ არ მივ­დევ, რო­გორც სა­ჭი­როა. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან თა­ვი­ან­თი საქ­მის მი­მართ. მე რომ ვწერ, მა­შინ ვარ ჩემს ნა­წე­რებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

- რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ "ზე­ნი­ტით" და­ი­წყო, თქვენ?

- არა, "ზე­ნი­ტით" არ და­მი­წყია, მაგ­რამ შემ­დეგ ვი­ღებ­დი. ისე მოხ­და, რომ ბავ­შვო­ბა­ში კარ­გი აპა­რა­ტი "პენ­ტაქ­სი" მქონ­და, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემს ამე­რი­კე­ლებ­მა აჩუ­ქეს და სხვა­თა შო­რის, მერე ვი­ღა­ცამ მოჰ­პა­რა.

- რაც შე­ე­ხე­ბა მწერ­ლო­ბას, ოჯახს ჰქონ­და თუ არა რამე გავ­ლე­ნა?

- არა, ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ოჯახ­ში მწე­რა­ლი არა­ვინ გვყო­ლია. მხო­ლოდ გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი ვარ, სხვა არა­ფე­რი. ოჯახ­ში ეგო­ნათ, რომ მეც­ნი­ე­რი უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

- სა­ა­მი­სოდ გამ­ზა­დებ­დნენ?

- არა, მე არა­სო­დეს არა­ვინ არა­ფერს მა­ძა­ლებ­და. თა­ვი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე, რომ მივ­ხვდი, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სა­ბუ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნე და თე­ატ­რა­ლურ­ში სა­ო­პე­რა­ტო­რო­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლე. მა­შინ ვის­წავ­ლე ფო­ტოგ­რა­ფია სე­რი­ო­ზუ­ლად, რად­გან დიდი კონ­კურ­სი იყო და მინ­დო­და ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მოხ­ვედ­რა. ცუდი დრო იყო, კა­მე­რე­ბი არ გვქონ­და და სა­ო­პე­რა­ტო­რო­ზე სწავ­ლას ფო­ტოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ცია ჩემ­თვის. ბო­ლოს სა­ო­პე­რა­ტო­რო­დან გა­მაგ­დეს. ერ­ლომ ახვლე­დი­ანს შე­ვე­ცო­დე და თა­ვის ჯგუფ­ში, სას­ცე­ნა­რო ფა­კულ­ტეტ­ზე დამ­სვა, მაგ­რამ ლექ­ცი­ებ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მივ­ლია. 11 წელი ვი­ყა­ვი სტუ­დენ­ტი.

- და წერა? თით­ქოს ყვე­ლა რა­ღაც ლექ­სით იწყებს...

- ოდეს­ღაც მეც ვცა­დე, მაგ­რამ ისე­თი სა­ში­ნე­ლი ლექ­სი იყო, თქვენ რომ არ გეთ­ქვათ, არც გა­მახ­სენ­დე­ბო­და.

- ეს რა ასაკ­ში?

- რა, ლექ­სი? ლექსზე არ მინ­და ლა­პა­რა­კი. მო­თხრო­ბა­ზე გე­ტყვით, 21 წლის ვი­ყა­ვი, როცა დავ­წე­რე. კი, მა­ნამ­დეც ვწერ­დი ინ­დი­ე­ლებ­ზე, ბი­ზო­ნებ­ზე, მაგ­რამ...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

''თუ ჩემი მეგობრები ჩემს ნაწერს არ კითხულობენ, ძალიან ვბრაზდები''

''თუ ჩემი მეგობრები ჩემს ნაწერს არ კითხულობენ, ძალიან ვბრაზდები''

მწერალი და ფოტოგრაფი არჩილ ქიქოძე მთაში დიდ დროს ატარებს. ჰქონდა რამდენიმე ფოტოგამოფენა როგორც საზღვარგარეთ, ისე უცხოეთში. წელს ''საბაზე'' საუკეთესო პროზაული კრებულების ავტორთა ნაწარმოებებს შორის მისი ''კაცის და ჩიტის ამბავიც'' მოხვდა. ვნახოთ, რა მოხდება ლიტერატურულ კონკურსზე, მანამდე კი ხევსურეთიდან მცირე ხნით ჩამოსულ მწერალს თბილისში შევხვდით...

- ფოტოგრაფია, მწერლობა და მოგზაურობა მთაში, ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება?

- დიახ. მთაში ყველგან დავდივარ, ტურისტები დამყავს. დრო ისე ნაწილდება, რომ მწერლობას ყველაზე ცოტა დრო რჩება. ფოტოგრაფია კი ისეთი რამაა, სულ შეიძლება, როგორც რუსები იტყვიან, ''პაპუტნა''. ფოტოგრაფობის დიდი ამბიცია არ მაქვს.

- თუმცა, ვიცი, არაერთი ფოტოკონკურსის გამარჯვებული ხართ...

- კი, კი, მაგრამ (იღიმის)... ფოტოგრაფიით უფრო მეტი შემოსავალი მიმიღია, ვიდრე მწერლობით. ფოტოგრაფია ძალიან სერიოზული პროფესიაა, რომელსაც ისე სათანადოდ არ მივდევ, როგორც საჭიროა. ჩვენ სერიოზული ფოტოგრაფები გვყავს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი საქმის მიმართ. მე რომ ვწერ, მაშინ ვარ ჩემს ნაწერებზე პასუხისმგებელი.

- რატომღაც ყველამ ''ზენიტით'' დაიწყო, თქვენ?

- არა, ''ზენიტით'' არ დამიწყია, მაგრამ შემდეგ ვიღებდი. ისე მოხდა, რომ ბავშვობაში კარგი აპარატი ''პენტაქსი'' მქონდა, რომელიც მამაჩემს ამერიკელებმა აჩუქეს და სხვათა შორის, მერე ვიღაცამ მოჰპარა.

- რაც შეეხება მწერლობას, ოჯახს ჰქონდა თუ არა რამე გავლენა?

- არა, ეს თავისთავად მოხდა. ოჯახში მწერალი არავინ გვყოლია. მხოლოდ გერონტი ქიქოძის შორეული ნათესავი ვარ, სხვა არაფერი. ოჯახში ეგონათ, რომ მეცნიერი უნდა გამოვსულიყავი.

- საამისოდ გამზადებდნენ?

- არა, მე არასოდეს არავინ არაფერს მაძალებდა. თავიდან უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩავაბარე, რომ მივხვდი, არ მაინტერესებდა, საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში საოპერატოროზე გადავინაცვლე. მაშინ ვისწავლე ფოტოგრაფია სერიოზულად, რადგან დიდი კონკურსი იყო და მინდოდა ამ ფაკულტეტზე მოხვედრა. ცუდი დრო იყო, კამერები არ გვქონდა და საოპერატოროზე სწავლას ფოტოგრაფიის შესწავლის მეტი არაფერი მოუცია ჩემთვის. ბოლოს საოპერატოროდან გამაგდეს. ერლომ ახვლედიანს შევეცოდე და თავის ჯგუფში, სასცენარო ფაკულტეტზე დამსვა, მაგრამ ლექციებზე, ფაქტობრივად, არ მივლია. 11 წელი ვიყავი სტუდენტი.

- და წერა? თითქოს ყველა რაღაც ლექსით იწყებს...

- ოდესღაც მეც ვცადე, მაგრამ ისეთი საშინელი ლექსი იყო, თქვენ რომ არ გეთქვათ, არც გამახსენდებოდა.

- ეს რა ასაკში?

- რა, ლექსი? ლექსზე არ მინდა ლაპარაკი. მოთხრობაზე გეტყვით, 21 წლის ვიყავი, როცა დავწერე. კი, მანამდეც ვწერდი ინდიელებზე, ბიზონებზე, მაგრამ...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება