საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა
დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა

დღე­ი­დან ურე­ცეპ­ტოდ კი­დევ 781 მე­დი­კა­მენ­ტი გა­ი­ცე­მა. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­მო­ყე­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

"გა­სულ კვი­რას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­სი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, მე­ო­რე ჯგუ­ფი­დან მე­სა­მე ჯგუფ­ში 700-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­და­ნაც­ვლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს მო­ე­წე­რა ბრძა­ნე­ბას ხელი და შე­სა­ბა­მი­სად ურე­ცეპ­ტოდ გა­სა­ყიდ მე­დი­კა­მენ­ტთა სიას 781 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი და­ე­მა­ტა. ამ ფარ­მა­ცევ­ტულ პრო­დუქ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ისე­თი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის ანალ­გი­ნის, ბა­რალ­გი­ნის სა­ი­ნექ­ციო ფორ­მე­ბი, ნოშ­პის სა­ი­ნექ­ციო ფორ­მა, არას­ტე­რი­ლუ­რი ან­თე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ი­ნექ­ციო ფორ­მე­ბი, გა­რე­გა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, თვა­ლი­სა და გუ­ლის წვე­თე­ბი და ისე­თი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სარ­გებ­ლი­სა და რის­კის შე­და­რე­ბის შე­დე­გად სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გაზ­რდი­ლი­ყო მომ­ხმა­რებ­ლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ მე­დი­კა­მენ­ტებს შო­რის, რო­მე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც მე­ო­რე და მე­სა­მე ჯგუფ­ში გა­და­ვი­და არის კე­ტო­ნა­ლი, ვოლ­ტა­რე­ნი, დიკ­ლო­ფე­ნა­კი, ნო­ვა­ლი­სი, პა­პა­ვე­რი­ნი, დი­ბა­ზო­ლი, ნოშ­პა, ეუ­ფე­ლი­ნი, სულ­ფო­კამ­ფო­კა­ი­ნი, ბე­ტა­სერ­კი (ტაბ­ლე­ტე­ბი), ვი­ტა­მი­ნე­ბი (ამ­პუ­ლე­ბი), ვი­აგ­რა, ნო­ვო­კა­ი­ნი, ლი­დო­კა­ი­ნი, ჰეპტრა­ლი, სინ­ტო­მი­ცი­ნი, ჰიდ­რო­კორ­ტი­ზო­ნი, ლო­რინ­დე­ნი A და C, პრედ­ნი­ზო­ლო­ნი, ზო­ვი­რაქ­სი, ანალ­გი­ნი (ამ­პუ­ლე­ბი) და რინ­გე­რი.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რე ჯგუფ­ში არ­სე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის რა­ო­დე­ნო­ბამ, რო­მე­ლიც რე­ცეპ­ტით გა­ი­ცე­მა შე­ად­გი­ნა 5 307 და­სა­ხე­ლე­ბა, ურე­ცეპ­ტოდ გა­სა­ცე­მი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 4 234-ია.

დღეს და­მა­ტე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სრუ­ლი ნახ­ვა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა

დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა

დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა. როგორც სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით მაჭარაშვილმა განუცხადა, ამ მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება ნაკლებად საფრთხის შემცველია.

"გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთდა განცხადება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში 700-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის გადანაცვლებასთან დაკავშირებით. დღეს მოეწერა ბრძანებას ხელი და შესაბამისად ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტთა სიას 781 დასახელების მედიკამენტი დაემატა. ამ ფარმაცევტულ პროდუქტებს მიეკუთვნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ანალგინის, ბარალგინის საინექციო ფორმები, ნოშპის საინექციო ფორმა, არასტერილური ანთების სამკურნალო საშუალებების საინექციო ფორმები, გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები, თვალისა და გულის წვეთები და ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლის სარგებლისა და რისკის შედარების შედეგად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო მომხმარებლის ხელმისაწვდომობა სამკურნალო საშუალებებზე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, იმ მედიკამენტებს შორის, რომელი მედიკამენტებიც მეორე და მესამე ჯგუფში გადავიდა არის კეტონალი, ვოლტარენი, დიკლოფენაკი, ნოვალისი, პაპავერინი, დიბაზოლი, ნოშპა, ეუფელინი, სულფოკამფოკაინი, ბეტასერკი (ტაბლეტები), ვიტამინები (ამპულები), ვიაგრა, ნოვოკაინი, ლიდოკაინი, ჰეპტრალი, სინტომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ლორინდენი A და C, პრედნიზოლონი, ზოვირაქსი, ანალგინი (ამპულები) და რინგერი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ჯგუფში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის რაოდენობამ, რომელიც რეცეპტით გაიცემა შეადგინა 5 307 დასახელება, ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტების რაოდენობა კი 4 234-ია.

დღეს დამატებული მედიკამენტების სრული ნახვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია