მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მშობლები და პირველკლასელი შვილები (+ფოტოგალერეა)
ცნობილი მშობლები და პირველკლასელი შვილები (+ფოტოგალერეა)

2008 წელი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რომ უმ­ძი­მე­სი იყო და ამას მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ომმა უდი­დე­სი ზი­ა­ნი მოგ­ვა­ყე­ნა. ბევ­რი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი დავ­კარ­გეთ... სა­ერ­თოდ, ასე ხდე­ბა ხოლ­მე, ომის დროს და მის შემ­დე­გაც ძი­რი­თა­დად ვა­ჟე­ბი ჩნდე­ბი­ან და 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რებ­შიც სწო­რედ ვა­ჟე­ბი ჭარ­ბო­ბენ... ეს პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი კი სწო­რედ დღეს და ახლა და­ად­გნენ სკო­ლის­კენ სა­ვალ გზას. ღირ­სე­უ­ლე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ...

შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბი­დან წელს ვინ წა­იყ­ვა­ნა სკო­ლა­ში ბავ­შვი და სწო­რედ მათ და­ვუ­კავ­შირ­დით. ვინც მო­ვი­ძი­ეთ და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, მათ შო­რის წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ყვე­ლა ბი­ჭია...

ნიკა გრი­გო­ლია, იუ­მო­რის­ტი:

- სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რი ვარ, მა­ში­ნაც არ ვი­ყა­ვი ასე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი, როცა სკო­ლა­ში თა­ვად წა­ვე­დი. დღე­ვან­დელ­მა დღემ კი ჩემი წარ­სუ­ლიც გა­მახ­სე­ნა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახლა სამ­სა­ხურ­ში ვარ, სკო­ლი­დან თათ­ბირ­ზე გა­მო­ვი­ქე­ცი, დამ­თავ­რდა და მინ­და, რომ ისევ სკო­ლა­ში გა­ვიქ­ცე. ნი­კოს მი­ვა­კი­თხო...

- რო­მელ სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნე?

- "ნი­უ­ტო­ნის სკო­ლა­ში" მი­ვე­დით.

- სკო­ლა­ში ად­ვი­ლად დარ­ჩა? რომ წა­მოხ­ვე­დი, არ გა­მოგ­ტი­რე­ბია?

- არა, არც უც­დია. მა­ნამ­დე ის გა­სა­უბ­რე­ბა ჰქონ­და, გუ­ში­ნაც იყო მი­სუ­ლი შეკ­რე­ბა­ზე. დღეს კი სწავ­ლის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი დღე იყო.

მთა­ვა­რი ის არის, რომ დი­ლას რომ მივ­დი­ო­დით, ქა­ლაქ­ში დიდი სა­ცო­ბი იყო, მერე სკო­ლა­ში მის­ვლაც გა­ჭირ­და და ამის გამო ჩვენ კი არა ყვე­ლას ცოტა დაგ­ვაგ­ვი­ან­და, მაგ­რამ გაკ­ვე­თილს მა­ინც მი­ვუს­წა­რით...

მერე კლას­ში შე­ვე­დი და სუ­რა­თებს ვუ­ღებ­დი. მერ­ხთან რომ დაჯ­და, ჯერ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იჯდა და მერე ფე­ხე­ბი სკამ­ზე და­ა­წყო. არც ეს კად­რი გა­მომ­რჩა. მოკ­ლედ, კლას­ში შეს­ვლა ასე გა­მო­ხა­ტა (სი­ცი­ლით ამ­ბობს), ისე, კი იცის, რომ გაკ­ვე­თილ­ზე ასე ჯდო­მა არ შე­იძ­ლე­ბა. მთლად თა­მა­მი არ არის... ნელ-ნელა ნი­კოს კლა­სე­ლე­ბიც გა­ვი­ცა­ნი, ყვე­ლას და­ვუ­მე­გობ­რდი...

ვუ­სურ­ვებ იყოს ჯან­მრთე­ლი რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­თი­ვე გო­ნებ­რი­ვად. მერე მამა რომ გახ­დე­ბა, ისი­ა­მოვ­ნოს მისი შვი­ლით ჩემ­ზე მე­ტად, რო­გორ მე მისი არ­სე­ბო­ბით ვი­ღებ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

ნინო წუ­ლუ­კი­ძე, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ჟურ­ნა­ლის­ტის, მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის მე­უღ­ლე:

- ლუკა გლ­დან­ში ახალ ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში მი­ვი­და. დიდი ხანი ემ­ზა­დე­ბო­და. მა­ნამ­დე, რამ­დე­ნი­მე ღია კა­რის დღე გვქონ­და. გა­ვი­ცა­ნით მას­წავ­ლე­ბე­ლი. დღეს უკვე დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით წა­ვი­და სკო­ლა­ში, რად­გან ამის­თვის მთე­ლი შეგ­ნე­ბით მზად იყო. დი­ლის ძილი უყ­ვარს და არც გაღ­ვი­ძე­ბა­ზე დას­ჭირ­და დიდი ხვეწ­ნა... სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დით, ისე­თი მო­უს­ვე­ნა­რია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ხაზ­ზე ვერ გა­ა­ჩე­რა. ეს ისე­თი სკო­ლაა, სა­დაც მას 4 სა­ა­თამ­დე მო­უ­წევს ყოფ­ნა.

- მე­რა­ბი ხომ ახ­ლდა ბავ­შვს სკო­ლა­ში?

- კი, ერ­თად წა­ვიყ­ვა­ნეთ და ძი­რი­თა­დად იმით იყო გარ­თუ­ლი, რომ ლუ­კას სუ­რა­თებს უღებ­და. იმ­დე­ნი ფოტო გა­დაგ­ვი­ღო, რომ ლა­მის დაგ­ვაგ­ვი­ან­და. ჩან­თა ვერ გა­მოვ­ტა­ცეთ ხე­ლი­დან. საკ­მა­ოდ მძი­მეა, რად­გა­ნაც თვი­თონ წიგ­ნე­ბია სა­ოც­რად მძი­მე. მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბა ის არის, რომ ამ ჩან­თას სკო­ლა­ში ორ­შა­ბათს რომ წა­ვი­ღებთ, პა­რას­კევს მო­ვი­ტანთ. მას იქ მო­უ­წევს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა... მოკ­ლედ, სკო­ლას მშვე­ნივ­რად შე­ე­გუა, არც უტი­რია…

ირაკ­ლი ნო­ზა­ძე, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" პი­კა­სო:

- კი, ჩემი ბიჭი ლუკა წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად წა­ვი­და, მაგ­რამ მე არ წა­მიყ­ვა­ნია, დე­და­მის­მა წა­იყ­ვა­ნა იმ მი­ზე­ზით, რომ მე თბი­ლის­ში ვარ და ისი­ნი რუს­თავ­ში. მოკ­ლედ, ლუკა სკო­ლა­ში რუს­თავ­ში მი­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, ისე მოხ­და, რომ ვერ მი­ვე­დი და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მომ­რჩა. რაც მთა­ვა­რია, ტე­ლე­ფო­ნით ვე­ლა­პა­რა­კე და ბავ­შვი შე­მარ­თე­ბით იყო. ჩე­მე­ბუ­რად და­ვა­რი­გე, - ჭკვი­ა­ნად იყა­ვი და სულ 10-ია­ნებს გი­სურ­ვებ-მეთ­ქი. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. სა­ერ­თოდ, დამ­ჯე­რი, ჭკვი­ა­ნი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბავ­შვია. ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას, დე­დი­კოს და მა­მი­კოს სა­ა­მა­ყო შვი­ლი გაზ­რდი­ლი­ყოს...

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნოზ­მა პეტ­რე კოლ­ხმაც (კვა­რა­ცხე­ლია), სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად თა­ვი­სი მე­ო­თხე ვაჟი მი­იყ­ვა­ნა, რის შე­სა­ხე­ბაც "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ასე წერ­და:

- მე­ო­თხე სა­ნამ გაჩ­ნდე­ბო­და, ოჯახ­ში დიდ­ხანს იყო დავა სა­ხელ­ზე. ადარ­ნა­სე, შიო, ისე, მირ­და­ტი, ბაგ­რა­ტი, ბა­ქა­რი, აშო­ტი, აბო თუ ვინ იქ­ნე­ბო­და რი­გით მე­ო­თხე, მაგ­რამ მე­სა­მე ვაჟი. ორი კვი­რით გვი­ან გაჩ­ნდა. სა­ბო­ლოო, მწვა­ვე კა­მათს ვერ გა­უძ­ლო და ნი­ნოს მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და. მა­ნამ­დე ამ­ბობ­და, ისეთ სა­ხე­ლებს არ­ჩევ, ბავ­შვს და­ბა­დე­ბა არ უნ­დაო. ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის, პრე­ის­ტო­რი­უ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის ფონ­ზე, მო­ევ­ლი­ნა ჩვენს პლა­ნე­ტას რატი. აგ­ვის­ტოს ომი იყო. გორი იბომ­ბე­ბო­და, ჩვენ მე­უ­ფე ეფ­რემ­თან ვა­ფა­რებ­დით თავს. 12 აგ­ვის­ტოს ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ნა­თელ იღო 40 დღის მო­ნამ ღვთი­სამ. ნათ­ლი­ამ (მე­უ­ფე ეფ­რემ­მა) დღის წმინ­და­ნის სა­ხე­ლი უწო­და. უც­ნა­უ­რი, ნი­ჭი­ე­რი რატი-ცოტ­ნე. რო­გორც ილია მარ­თა­ლი ამ­ბობს: "კაცს ორი სა­ხე­ლი უნდა ჰქონ­დე­სო"... ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ერ­თიც საკ­მა­რი­სია, მთა­ვა­რია ამ სა­ხელს რო­გორ და­იმ­კვიდ­რებ... პირ­ვე­ლად მი­დის სკო­ლა­ში... რატი თუ ვერ გა­მოდ­გა, ცოტ­ნე შე­ე­წე­ვა. ამინ!..

მარ­თა­ლია, რატი თა­ბა­შირ­ში ჩას­მუ­ლი მარ­ჯვე­ნით წა­ვი­და სკო­ლა­ში, მაგ­რამ მა­მა­მი­სი ამ­ბობს, რომ წელ­ში გა­მარ­თულ­მა და სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­მა პირ­ვე­ლად შე­ა­ღო შე­მეც­ნე­ბის კარი.

წელს პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში ფეხ­ბურ­თელ ალე­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი მო­დე­ლი მე­უღ­ლის ნინი ზარ­ქუ­ას შვი­ლი, ანა­ნო. წყვილ­მა ქა­ლიშ­ვი­ლი ბრი­ტა­ნულ-ქარ­თულ აკა­დე­მი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. იმა­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში და­ი­წყო სწავ­ლა მო­დელ სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი­სა და ფეხ­ბურ­თელ ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის შვილ­მა, ნი­ტამ.

P.S. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტარ ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის ვა­ჟიც წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად წა­ვი­და. მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, თუმ­ცა ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლას, რო­მელ­საც დე­პუ­ტა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს, ფო­ტო­გა­ლე­რე­ა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ცნობილი მშობლები და პირველკლასელი შვილები (+ფოტოგალერეა)

ცნობილი მშობლები და პირველკლასელი შვილები (+ფოტოგალერეა)

2008 წელი საქართველოსთვის რომ უმძიმესი იყო და ამას მტკიცება არ სჭირდება. ომმა უდიდესი ზიანი მოგვაყენა. ბევრი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ... საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, ომის დროს და მის შემდეგაც ძირითადად ვაჟები ჩნდებიან და 2008 წელს დაბადებული პატარებშიც სწორედ ვაჟები ჭარბობენ... ეს პატარა ადამიანები კი სწორედ დღეს და ახლა დაადგნენ სკოლისკენ სავალ გზას. ღირსეულები და წარმატებულები ყოფილიყვნენ...

შევეცადეთ, გაგვერკვია, ცნობილი მშობლებიდან წელს ვინ წაიყვანა სკოლაში ბავშვი და სწორედ მათ დავუკავშირდით. ვინც მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ, მათ შორის წარმოიდგინეთ, რომ ყველა ბიჭია...

ნიკა გრიგოლია, იუმორისტი:

- საოცრად ბედნიერი ვარ, მაშინაც არ ვიყავი ასეთი გახარებული, როცა სკოლაში თავად წავედი. დღევანდელმა დღემ კი ჩემი წარსულიც გამახსენა. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ახლა სამსახურში ვარ, სკოლიდან თათბირზე გამოვიქეცი, დამთავრდა და მინდა, რომ ისევ სკოლაში გავიქცე. ნიკოს მივაკითხო...

- რომელ სკოლაში მიიყვანე?

- "ნიუტონის სკოლაში" მივედით.

- სკოლაში ადვილად დარჩა? რომ წამოხვედი, არ გამოგტირებია?

- არა, არც უცდია. მანამდე ის გასაუბრება ჰქონდა, გუშინაც იყო მისული შეკრებაზე. დღეს კი სწავლის დაწყების პირველი დღე იყო.

მთავარი ის არის, რომ დილას რომ მივდიოდით, ქალაქში დიდი საცობი იყო, მერე სკოლაში მისვლაც გაჭირდა და ამის გამო ჩვენ კი არა ყველას ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ გაკვეთილს მაინც მივუსწარით...

მერე კლასში შევედი და სურათებს ვუღებდი. მერხთან რომ დაჯდა, ჯერ ჩვეულებრივად იჯდა და მერე ფეხები სკამზე დააწყო. არც ეს კადრი გამომრჩა. მოკლედ, კლასში შესვლა ასე გამოხატა (სიცილით ამბობს), ისე, კი იცის, რომ გაკვეთილზე ასე ჯდომა არ შეიძლება. მთლად თამამი არ არის... ნელ-ნელა ნიკოს კლასელებიც გავიცანი, ყველას დავუმეგობრდი...

ვუსურვებ იყოს ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ასეთივე გონებრივად. მერე მამა რომ გახდება, ისიამოვნოს მისი შვილით ჩემზე მეტად, როგორ მე მისი არსებობით ვიღებ სიამოვნებას.

ნინო წულუკიძე, ''პალიტრამედიის'' ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის მეუღლე:

- ლუკა გლდანში ახალ ქართულ გიმნაზიაში მივიდა. დიდი ხანი ემზადებოდა. მანამდე, რამდენიმე ღია კარის დღე გვქონდა. გავიცანით მასწავლებელი. დღეს უკვე დიდი ენთუზიაზმით წავიდა სკოლაში, რადგან ამისთვის მთელი შეგნებით მზად იყო. დილის ძილი უყვარს და არც გაღვიძებაზე დასჭირდა დიდი ხვეწნა... სკოლაში რომ მივედით, ისეთი მოუსვენარია, მასწავლებელმა ხაზზე ვერ გააჩერა. ეს ისეთი სკოლაა, სადაც მას 4 საათამდე მოუწევს ყოფნა.

- მერაბი ხომ ახლდა ბავშვს სკოლაში?

- კი, ერთად წავიყვანეთ და ძირითადად იმით იყო გართული, რომ ლუკას სურათებს უღებდა. იმდენი ფოტო გადაგვიღო, რომ ლამის დაგვაგვიანდა. ჩანთა ვერ გამოვტაცეთ ხელიდან. საკმაოდ მძიმეა, რადგანაც თვითონ წიგნებია საოცრად მძიმე. მაგრამ ბედნიერება ის არის, რომ ამ ჩანთას სკოლაში ორშაბათს რომ წავიღებთ, პარასკევს მოვიტანთ. მას იქ მოუწევს მეცადინეობა... მოკლედ, სკოლას მშვენივრად შეეგუა, არც უტირია…

ირაკლი ნოზაძე, ''ქუჩის ბიჭების'' პიკასო:

- კი, ჩემი ბიჭი ლუკა წელს სკოლაში პირველად წავიდა, მაგრამ მე არ წამიყვანია, დედამისმა წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მე თბილისში ვარ და ისინი რუსთავში. მოკლედ, ლუკა სკოლაში რუსთავში მივიდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ვერ მივედი და ეს მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა. რაც მთავარია, ტელეფონით ველაპარაკე და ბავშვი შემართებით იყო. ჩემებურად დავარიგე, - ჭკვიანად იყავი და სულ 10-იანებს გისურვებ-მეთქი. ძალიან გახარებული იყო. საერთოდ, დამჯერი, ჭკვიანი და მოწესრიგებული ბავშვია. ვუსურვებ წარმატებას, დედიკოს და მამიკოს საამაყო შვილი გაზრდილიყოს...

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმაც (კვარაცხელია), სკოლაში პირველად თავისი მეოთხე ვაჟი მიიყვანა, რის შესახებაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასე წერდა:

- მეოთხე სანამ გაჩნდებოდა, ოჯახში დიდხანს იყო დავა სახელზე. ადარნასე, შიო, ისე, მირდატი, ბაგრატი, ბაქარი, აშოტი, აბო თუ ვინ იქნებოდა რიგით მეოთხე, მაგრამ მესამე ვაჟი. ორი კვირით გვიან გაჩნდა. საბოლოო, მწვავე კამათს ვერ გაუძლო და ნინოს მუცელი ასტკივდა. მანამდე ამბობდა, ისეთ სახელებს არჩევ, ბავშვს დაბადება არ უნდაო. ძველი და ახალი აღთქმის, პრეისტორიული და ისტორიული სახელების მოძიების ფონზე, მოევლინა ჩვენს პლანეტას რატი. აგვისტოს ომი იყო. გორი იბომბებოდა, ჩვენ მეუფე ეფრემთან ვაფარებდით თავს. 12 აგვისტოს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ნათელ იღო 40 დღის მონამ ღვთისამ. ნათლიამ (მეუფე ეფრემმა) დღის წმინდანის სახელი უწოდა. უცნაური, ნიჭიერი რატი-ცოტნე. როგორც ილია მართალი ამბობს: "კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო"... ვეთანხმები, მაგრამ ერთიც საკმარისია, მთავარია ამ სახელს როგორ დაიმკვიდრებ... პირველად მიდის სკოლაში... რატი თუ ვერ გამოდგა, ცოტნე შეეწევა. ამინ!..

მართალია, რატი თაბაშირში ჩასმული მარჯვენით წავიდა სკოლაში, მაგრამ მამამისი ამბობს, რომ წელში გამართულმა და საკუთარ თავში დარწმუნებულმა პირველად შეაღო შემეცნების კარი.

წელს პირველად წავიდა სკოლაში ფეხბურთელ ალესანდრე ამისულაშვილისა და მისი მოდელი მეუღლის ნინი ზარქუას შვილი, ანანო. წყვილმა ქალიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში შეიყვანა. იმავე სასწავლებელში დაიწყო სწავლა მოდელ სალომე ღვინიაშვილისა და ფეხბურთელ ზურაბ ხიზანიშვილის შვილმა, ნიტამ.

P.S. ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტარ ირმა ნადირაშვილის ვაჟიც წელს სკოლაში პირველად წავიდა. მასთან დაკავშირება ვერ შევძელით, თუმცა ამ ფაქტის ამსახველ ფოტომასალას, რომელსაც დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, ფოტოგალერეაში შემოგთავაზებთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია