სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"
თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"

რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ და ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი - რე­ზი­კო, ათწ­ლი­ა­ნი უშ­ვი­ლო­ბის შემ­დეგ შე­მე­ძი­ნა. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი და იმ დღე­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, რო­დე­საც ცოლს მო­იყ­ვან­და და ჩემს სახ­ლშიც ირ­ბენ­დნენ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. სამი წლის წინ კომ­პი­უ­ტე­რით თბი­ლი­სე­ლი გოგო გა­იც­ნო. გა­მი­ხარ­და, რომ ვი­ღაც შე­უყ­ვარ­და, მაგ­რამ მა­ინც გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ ქა­ლა­ქელ გო­გოს, რა­ი­ონ­ში ცხოვ­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და და ჩვენ კი იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და, რომ მათ­თვის ბინა დე­და­ქა­ლაქ­ში გვე­ყი­და.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. რძა­ლი - თიკა, 23 წლის იყო, მაგ­რამ ბავ­შვუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­და. თბი­ლად მი­ვი­ღე, რო­გორც სა­კუ­თარ შვილს ისე ვუვ­ლი­დი, მაგ­რამ ექ­ვსი თვის შემ­დეგ რე­ზი­კომ გა­მო­მი­ცხა­და, დედა ჩვენ აქ ცხოვ­რე­ბა არ გვინ­და, ორი წლით საფ­რან­გეთ­ში წა­ვალ სა­მუ­შა­ოდ თბი­ლის­ში ბი­ნის სა­ყი­დელ ფულს მო­ვაგ­რო­ვე­ბო. არ მჯე­რო­და, რომ თიკა უშ­ვებ­და, მაგ­რამ მი­თხრა, შვი­ლის ყო­ლას ჯერ მა­ინც არ ვგეგ­მავთ და პი­რი­ქით, მა­საც ძა­ლი­ან უნდა, რომ წა­ვი­დე და მერე თბი­ლის­ში ვი­ცხოვ­რო­თო. სამი ღამე არ მე­ძი­ნა, რძალს თვალს ვერ ვუს­წო­რებ­დი. ნევ­რე­ბი მეშ­ლე­ბო­და, რომ ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ამ­ხე­ლა გზა­ზე, მი­დი­ო­და. ან იქ რა უნდა ემუ­შა­ვა, ალ­ბათ სხვა ბევ­რი ქარ­თვე­ლი­ვით მო­ი­პა­რავ­და.

ორ თვე­ში რე­ზი­კო საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და. 2000 ევრო ვალი აიღო და დაგვპირ­და, გა­მო­გიგ­ზავ­ნით და ნელ-ნელა გა­და­ვიხ­დიო. რძა­ლი თით­ქოს თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და და თავს მევ­ლე­ბო­და. მეც მალე მო­მიბ­რუნ­და გული, იქ­ნებ ამათ­ვის ასე აჯო­ბოს-თქო. სა­ღა­მო­ო­ბით თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ვუ­ყუ­რებ­დით, მთე­ლი ოჯა­ხი ისე ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ სა­ღა­მოს შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩემი ქმა­რიც კი თუ სე­რი­ა­ლი გა­დი­ო­და, სუფ­რის გაშ­ლა­საც არ მთხოვ­და, სა­ყუ­რებ­ლად ჯდე­ბო­და.

რე­ზი­კო ხში­რად გვი­რე­კავ­და, ორ­ჯერ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა 200-200 ევრო.

ერთ დღეს თი­კამ მი­თხრა, თურ­ქეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მინ­და წას­ვლა ჩემს ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ეს ქვე­ყა­ნა და მინ­და, ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხა­ვო. არ და­ვუ­შა­ლე ან ვინ მკი­თხავ­და. რე­ზი­კო ად­ვი­ლად და­ი­თან­ხმა და ერთი კვი­რით თბი­ლი­სელ ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს მალე შე­ვა­ტყე ცვლი­ლე­ბა. თვალს ვერ მის­წო­რებ­და, თით­ქოს თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და. ტე­ლე­ფო­ნი რომ და­უ­რე­კავ­და, გი­ჟი­ვით გა­რეთ გარ­ბო­და და ძვე­ლე­ბუ­რად აღარ მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და. ცვლი­ლე­ბა რე­ზი­კო­მაც შე­ა­ტყო, ერთ დღეს და­მი­რე­კა და მი­თხრა, - დედა, თი­კას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე, ბოლო დროს შეც­ვლი­ლი მეჩ­ვე­ნე­ბაო.

ერთ დღეს ჩემი რძა­ლი სახ­ლი­დან გაქ­რა. ღა­მეც რომ არ გა­მოჩ­ნდა, ქვე­ყა­ნა შევ­ყა­რე, თბი­ლის­შიც დავ­რე­კე მშობ­ლებ­თან, მაგ­რამ ვერ­სად ვი­პო­ვეთ. უკვე პო­ლი­ცი­ის ჩარ­თვას ვა­პი­რებ­დით, როცა ბი­ძაშ­ვილს წა­მოს­ცდა, არ გინ­დათ, თიკა თურ­ქეთ­ში გა­თხოვ­და და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, მალე თვი­თონ და­რე­კავ­სო. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ და­სას­ვე­ნებ­ლად რომ იყ­ვე­ნენ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნეს მოს­წო­ნე­ბია და ჩემი რძა­ლიც ად­ვი­ლად მო­უ­ხიბ­ლავს. ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ყო­ველ­დღე ურე­კავ­და და ერთხელ ჩა­მო­ა­კი­თხა კი­დეც. ბო­ლოს კი ცო­ლო­ბა­ზეც კი და­ი­თან­ხმდა და ვინ­მე აჰ­მედს მე­ო­თხე ცო­ლად გაჰ­ყვა.

ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე ჩემ ქმარს წნე­ვამ და­არ­ტყა და მთა­სა­ვით კაცი დღემ­დე გა­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი და­დის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ელია
0

მართლა ძალიან ნიჭიერი მსახიობია, ბევრ ჰოლივუდურ სერიალს შეშურდება ასეთი მსახიობი, ის და მისი პარტნიორი (ებრუ შაჰინი) ისეთ წყვილს ქმნიან სულ არ მიკვირს არც ჭორები და არც მათი პოპულატობა, აი შეყვარებულად წოდებული სად იპოვა არ ვიცი :( 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"

თურქული სერიალებისგან დატრიალებული ტრაგედია - "რძალი სასტუმროს მეპატრონეს მეოთხე ცოლად გაჰყვა"

რაიონში ვცხოვრობ და ჩემი ერთადერთი შვილი - რეზიკო, ათწლიანი უშვილობის შემდეგ შემეძინა. ამიტომ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებოდი და იმ დღეზე ვოცნებობდი, როდესაც ცოლს მოიყვანდა და ჩემს სახლშიც ირბენდნენ შვილიშვილები. სამი წლის წინ კომპიუტერით თბილისელი გოგო გაიცნო. გამიხარდა, რომ ვიღაც შეუყვარდა, მაგრამ მაინც გავაფრთხილე, რომ ქალაქელ გოგოს, რაიონში ცხოვრება გაუჭირდებოდა და ჩვენ კი იმის საშუალება არ გვქონდა, რომ მათთვის ბინა დედაქალაქში გვეყიდა.

რამდენიმე თვეში ცოლად მოიყვანა. რძალი - თიკა, 23 წლის იყო, მაგრამ ბავშვური შეხედულება ჰქონდა. თბილად მივიღე, როგორც საკუთარ შვილს ისე ვუვლიდი, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ რეზიკომ გამომიცხადა, დედა ჩვენ აქ ცხოვრება არ გვინდა, ორი წლით საფრანგეთში წავალ სამუშაოდ თბილისში ბინის საყიდელ ფულს მოვაგროვებო. არ მჯეროდა, რომ თიკა უშვებდა, მაგრამ მითხრა, შვილის ყოლას ჯერ მაინც არ ვგეგმავთ და პირიქით, მასაც ძალიან უნდა, რომ წავიდე და მერე თბილისში ვიცხოვროთო. სამი ღამე არ მეძინა, რძალს თვალს ვერ ვუსწორებდი. ნევრები მეშლებოდა, რომ ერთადერთი შვილი ამხელა გზაზე, მიდიოდა. ან იქ რა უნდა ემუშავა, ალბათ სხვა ბევრი ქართველივით მოიპარავდა.

ორ თვეში რეზიკო საფრანგეთში წავიდა. 2000 ევრო ვალი აიღო და დაგვპირდა, გამოგიგზავნით და ნელ-ნელა გადავიხდიო. რძალი თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა და თავს მევლებოდა. მეც მალე მომიბრუნდა გული, იქნებ ამათვის ასე აჯობოს-თქო. საღამოობით თურქულ სერიალებს ვუყურებდით, მთელი ოჯახი ისე ვიყავით ჩართულები, რომ საღამოს შინ დაბრუნებული ჩემი ქმარიც კი თუ სერიალი გადიოდა, სუფრის გაშლასაც არ მთხოვდა, საყურებლად ჯდებოდა.

რეზიკო ხშირად გვირეკავდა, ორჯერ გამოგვიგზავნა 200-200 ევრო.

ერთ დღეს თიკამ მითხრა, თურქეთში დასასვენებლად მინდა წასვლა ჩემს ბიძაშვილთან ერთად, ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა და მინდა, ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავო. არ დავუშალე ან ვინ მკითხავდა. რეზიკო ადვილად დაითანხმა და ერთი კვირით თბილისელ ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად წავიდა. იქიდან დაბრუნებულს მალე შევატყე ცვლილება. თვალს ვერ მისწორებდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. ტელეფონი რომ დაურეკავდა, გიჟივით გარეთ გარბოდა და ძველებურად აღარ მესიყვარულებოდა. ცვლილება რეზიკომაც შეატყო, ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, - დედა, თიკას ყურადღება მიაქციე, ბოლო დროს შეცვლილი მეჩვენებაო.

ერთ დღეს ჩემი რძალი სახლიდან გაქრა. ღამეც რომ არ გამოჩნდა, ქვეყანა შევყარე, თბილისშიც დავრეკე მშობლებთან, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. უკვე პოლიციის ჩართვას ვაპირებდით, როცა ბიძაშვილს წამოსცდა, არ გინდათ, თიკა თურქეთში გათხოვდა და ძალიან ბედნიერია, მალე თვითონ დარეკავსო. როგორც გავარკვიეთ დასასვენებლად რომ იყვენენ სასტუმროს მეპატრონეს მოსწონებია და ჩემი რძალიც ადვილად მოუხიბლავს. ჩამოსვლის შემდეგ ყოველდღე ურეკავდა და ერთხელ ჩამოაკითხა კიდეც. ბოლოს კი ცოლობაზეც კი დაითანხმდა და ვინმე აჰმედს მეოთხე ცოლად გაჰყვა.

ნერვიულობაზე ჩემ ქმარს წნევამ დაარტყა და მთასავით კაცი დღემდე გაბეჩავებული დადის.

იხილეთ გაგრძელება

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ მიიღებენ

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები