პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი ბერდება!": "კორპუსების 95% საცხოვრებლად სახიფათოა" - რომელ უბანშია ყველაზე მეტი ავარიული შენობა და როგორია ახალი სამშენებლო სტანდარტები
"თბილისი ბერდება!": "კორპუსების 95% საცხოვრებლად სახიფათოა" - რომელ უბანშია ყველაზე მეტი ავარიული შენობა და როგორია ახალი სამშენებლო სტანდარტები

თბი­ლის­ში ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბის რი­ცხვი მა­ტუ­ლობს. ამას­თან, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბულ სახ­ლებს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა თით­ქმის ამო­ე­წუ­რა და ზოგ მათ­გან­ში ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­რის­კო ხდე­ბა. ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი, რა სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი არ­სე­ბობს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და იცა­ვენ თუ არა მათ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი.

კონ­სტრუქ­ტორ-ექ­სპერ­ტი, ალექ­სან­დრე ყუ­რაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ის სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი მოქ­მე­დებს, რომ­ლე­ბიც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში მი­ი­ღეს:

"რე­ა­ლუ­რად, ახალ სამ­შე­ნებ­ლო სტან­დარ­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო არ გა­და­სუ­ლა. სა­უ­ბა­რია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მი­ღე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო წე­სებ­ზე, ე.წ. "სნი­პებ­ზე" (СНиП – Строительные нормы и правила), რომ­ლე­ბიც დღე­საც მთა­ვარ სამ­შე­ნებ­ლო სტან­დარ­ტე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

რო­გორც წესი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მაგ­რამ, ალექ­სან­დრე ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, მა­შინ აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ცხოვ­რებ­ლად უკვე სა­ხი­ფა­თოა: "უმე­ტე­სო­ბას სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვადა გა­სუ­ლი აქვს, და­წყე­ბუ­ლი სა­ბურ­თა­ლო­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ძვე­ლი თბი­ლი­სის, ისა­ნის, სამ­გო­რის, ვარ­კე­თი­ლის, გლ­და­ნის შე­ნო­ბე­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით 95%-ს სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვადა გა­სუ­ლი აქვს. სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვა­დის გას­ვლა ნიშ­ნავს, რომ შე­ნო­ბა უკვე ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ჭი­რო ნორ­მებს და ის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია იქ და­სახ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხის­თვის. რთუ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა. ბევ­რი რამ ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დრე ყუ­რაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ამ შე­ნო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რად­გან მსგავს შე­ნო­ბებ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს:

"ეს კორ­პუ­სე­ბი არის 40, 50, 70-ბი­ნი­ა­ნი, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დენ სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნია. ძი­რი­თა­დად, არის ოთხსა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბი. ასე­ვე არის 2 და 3 სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნე­ბიც. ყვე­ლა ეს კორ­პუ­სი მა­სობ­რი­ვად და­სახ­ლე­ბუ­ლია", - ამ­ბობს ალექ­სან­დრე ყუ­რაშ­ვი­ლი. ყუ­რაშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას ირ­კვე­ვა, რომ სა­ცხოვ­რებ­ლად საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კორ­პუ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა ის­ნის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

Ambebi.ge კონ­სტრუქ­ტო­რის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ეს­ტუმ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა 1910 წელს აშე­ნე­ბულ­მა სამ­სარ­თუ­ლი­ან­მა შე­ნო­ბამ მი­ი­პყრო, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად 26 ოჯა­ხი ცხოვ­რობს.

რო­გორც "ამ­ხა­ნა­გო­ბა ისა­ნი 24-ის კორ­პუ­სის თავ­მჯდო­მა­რე" თა­მარ ბე­იქ­რიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, შე­ნო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბამ თა­ვი­სი სახ­სრე­ბით ჩა­ა­ტა­რა ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ სა­ში­ში შე­დე­გე­ბი დადო.

ექ­სპერ­ტი­ზა 2002 წელს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ექ­სპერტთა ჯგუფ­მა ჩა­ა­ტა­რა და დო­კუ­მენ­ტში, რომ­ლე­შიც ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­ნო­ბის კედ­ლე­ბი გა­მო­სუ­ლია მწყობ­რი­დან. დარ­ღვე­უ­ლია კარ­კა­სი. დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ შე­ნო­ბას სას­წრა­ფო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა. SOS - წე­რია დას­კვნა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, შე­ნო­ბა სას­წრა­ფოდ მი­სა­ხე­დი იყო, მაგ­რამ კა­პი­ტა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კორ­პუსს დღემ­დე არ ჩა­ტა­რე­ბია. კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, თა­მარ ბე­იქ­რიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ: "წელს საკ­რე­ბუ­ლო­ში და გამ­გე­ო­ბა­ში არის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მე­ბი. ამ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით შე­იძ­ლე­ბა სა­ძირ­კვე­ლის გა­მაგ­რე­ბა, მაგ­რამ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბის 80%-ს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა (მე­რია, საკ­რე­ბუ­ლო, გამ­გე­ო­ბა) იხ­დის, 20%-ს კი მო­სახ­ლე­ო­ბა. ჩვენს გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას არც ამ 20%-ის გა­დახ­და შე­უძ­ლია", - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ ბე­იქ­რიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ის უკვე ეძებს ინ­ვეს­ტორს, რო­მე­ლიც ამ შე­ნო­ბის ნაც­ვლად, ახალ შე­ნო­ბას აა­გებს. მაგ­რამ ინ­ვეს­ტო­რებს ოჯა­ხე­ბის სიმ­რავ­ლე აში­ნებს და უარს ამ­ბო­ბენ ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბა­ზე.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ 15 წე­ლია ჭერი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, წყა­ლი ჩა­მო­დის:

"ერთხელ ცე­მენ­ტის იმ­ხე­ლა მასა ჩა­მო­ინ­გრა, ჩემი ძმა ოთახ­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, რამე და­ე­მარ­თე­ბო­და. სა­დარ­ბა­ზო­შიც სულ ცე­მენ­ტი ცვი­ვა მაღ­ლი­დან. ბავ­შვებს სულ ვაფრ­თხი­ლებთ, აქ არ ითა­მა­შონ და ფრთხი­ლად ია­რონ. მუდ­მი­ვი საფრ­თხის ქვეშ ვართ", - ამ­ბობს ვა­ლენ­ტი­ნა ჩერ­ვა­კო­ვა.

იმა­ვე მა­ცხოვ­რებ­ლის თქმით, ერთი ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­კუ­თა­რი ბინა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან მათ სახ­ლში კორ­პუ­სის ავა­რი­უ­ლო­ბის გამო ია­ტა­კი თან­და­თან დამ­რე­ცი გახ­და და კედ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს, სა­ე­ქი­მოს შე­სახ­ვევ N2-ში, კი­დევ ერთი პრობ­ლე­მუ­რი კორ­პუ­სია. შე­ნო­ბა 9-სარ­თუ­ლი­ა­ნი და 11 სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნია. ambebi.ge კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, ნინო გუ­ბე­ლი­ძეს გა­ე­სა­უბ­რა:

"კორ­პუ­სი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას გა­დაბ­მუ­ლია. ადრე სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლით იყო ამოვ­სე­ბუ­ლი. ქარ­მა და წვი­მამ ეს მა­სა­ლა და­ა­ზი­ა­ნა და ახლა კორ­პუ­სის შიგ­ნით ნაპ­რა­ლე­ბია გა­ჩე­ნი­ლი. ამ ნაპ­რა­ლე­ბი­დან სის­ვე­ლე ჩა­დის და კედ­ლებს აზი­ა­ნებს". მი­უ­ხე­დავ­და ამი­სა, კორ­პუ­სის თავ­მჯდო­მა­რე არ თვლის, რომ შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია.

მი­სი­ვე თქმით, ის­ნის რა­ი­ო­ნის ახალ დე­პუ­ტატს, ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძეს უკვე გა­აც­ნეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა.

ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძე amebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას სახ­სრე­ბის უქონ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, ის­ნის რა­ი­ონს ყო­ველ­თვის ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და, ამი­ტომ აქ ბევ­რი პრობ­ლე­მაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი:

"ჩვენ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი დავ­სა­ხეთ, ჯერ გზის სა­ფა­რი გა­ვა­კე­თეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ავა­რი­ულ კორ­პუ­სებს, ამ ეტაპ­ზე, სახ­სრე­ბის უქონ­ლო­ბის გამო არაფ­რის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია. თუმ­ცა, ჩვენ ყვე­ლა პრობ­ლე­მას ვსწავ­ლობთ და 2015 წლი­დან, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და გამ­გე­ო­ბის ბი­უ­ჯე­ტის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია", - აღ­ნიშ­ნავს ზუ­რაბ ნე­ფა­რი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სებს, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლემ­წი­ფოს მხრი­დან ძა­ლი­ან სუს­ტად კონ­ტროლ­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სე­ბი. რო­გორც ერთ-ერთი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი, გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში 28 ქვეყ­ნის სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მა­ტი­ვე­ბი მოქ­მე­დებს. პრო­ექ­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე (ე.წ. "სნი­პი"), თუმ­ცა ასე­ვე ხდე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი ნი­უ­ან­სე­ბის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და­მუ­შა­ვე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მათი კომ­პა­ნია სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით იღებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­თი­ფი­კატს: "ჩვენ ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით ვი­ღებთ სერ­თი­ფი­კა­ტებს, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი ყვე­ლა სტან­დარტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყოს. სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ მე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არც ერთი ობი­ექ­ტი არ კონ­ტროლ­დე­ბა, მხო­ლოდ ითხო­ვენ იმ ტექ­ნი­კუ­რი და­ნად­გა­რე­ბის, მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტებს, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში დგას. მა­გა­ლი­თად, ლიფ­ტი. და თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს, ითხო­ვენ შე­ნო­ბის მდგრა­დო­ბა­ზე კონ­სტრუქ­ცი­ულ დას­კვნას", - აცხა­დებს გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

მე­რი­ის იუ­რი­დი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხი გაგ­ვცეს. მე­რი­ის იუ­რი­დი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ მათი სამ­სა­ხუ­რი სის­ტე­მა­ტურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას ატა­რებს და ხდე­ბა მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა.

ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მე­რია შე­ნო­ბებს აკონ­ტრო­ლებს მხო­ლოდ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. მშნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის კონ­ტრო­ლი მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის დამ­კვე­თის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნულს "პრო­დუქ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოქ­ცე­ვის კო­დექ­სი" აკონ­ტრო­ლებს. თუმ­ცა, კა­ნო­ნე­ბის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა ეს პრო­ცე­სე­ბი და რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ახალ ბი­ნა­ში შეს­ვლა, რო­გორც ჩანს, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე უფ­როა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ზე.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თბილისი ბერდება!": "კორპუსების 95% საცხოვრებლად სახიფათოა" - რომელ უბანშია ყველაზე მეტი ავარიული შენობა და როგორია ახალი სამშენებლო სტანდარტები

"თბილისი ბერდება!": "კორპუსების 95% საცხოვრებლად სახიფათოა" - რომელ უბანშია ყველაზე მეტი ავარიული შენობა და როგორია ახალი სამშენებლო სტანდარტები

თბილისში ახალი საცხოვრებელი შენობების რიცხვი მატულობს. ამასთან, გასულ საუკუნეში აშენებულ სახლებს ექსპლუატაციის ვადა თითქმის ამოეწურა და ზოგ მათგანში ცხოვრების გაგრძელება სარისკო ხდება. ambebi.ge დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა გასულ საუკუნეში აშენებული საცხოვრებელი ბინები, რა სამშენებლო ნორმები არსებობს დღეს საქართველოში და იცავენ თუ არა მათ სამშენებლო კომპანიები.

კონსტრუქტორ-ექსპერტი, ალექსანდრე ყურაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ისევ ის სამშენებლო ნორმები მოქმედებს, რომლებიც გასულ საუკუნეში მიიღეს:

,,რეალურად, ახალ სამშენებლო სტანდარტებზე საქართველო არ გადასულა. საუბარია საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ სამშენებლო წესებზე, ე.წ. "სნიპებზე" (СНиП – Строительные нормы и правила), რომლებიც დღესაც მთავარ სამშენებლო სტანდარტებად გამოიყენება.

როგორც წესი, საბჭოთა კავშირის პერიოდში მშენებლობები წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. მაგრამ, ალექსანდრე ყურაშვილის თქმით, მაშინ აგებული შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უკვე სახიფათოა: "უმეტესობას საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს, დაწყებული საბურთალოდან, დამთავრებული ძველი თბილისის, ისანის, სამგორის, ვარკეთილის, გლდანის შენობებით. დაახლოებით 95%-ს საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს. საექსპლუატაციო ვადის გასვლა ნიშნავს, რომ შენობა უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და ის საფრთხის შემცველია იქ დასახლებული ხალხისთვის. რთულია მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება. ბევრი რამ ბუნებრივ მოვლენებზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს ალექსანდრე ყურაშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამ შენობების რეაბილიტაცია, რადგან მსგავს შენობებში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს:

"ეს კორპუსები არის 40, 50, 70-ბინიანი, იმის მიხედვით, თუ რამდენ სადარბაზოიანია. ძირითადად, არის ოთხსადარბაზოიანი კორპუსები. ასევე არის 2 და 3 სადარბაზოიანებიც. ყველა ეს კორპუსი მასობრივად დასახლებულია", - ამბობს ალექსანდრე ყურაშვილი. ყურაშვილთან საუბრისას ირკვევა, რომ საცხოვრებლად საფრთხის შემცველი კორპუსების უმეტესობა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა.

Ambebi.ge კონსტრუქტორის მიერ დასახელებულ ტერიტორიას ესტუმრა. განსაკუთრებული ყურადღება 1910 წელს აშენებულმა სამსართულიანმა შენობამ მიიპყრო, რომელშიც ამჟამად 26 ოჯახი ცხოვრობს.

როგორც "ამხანაგობა ისანი 24-ის კორპუსის თავმჯდომარე" თამარ ბეიქრიშვილი აღნიშნავს, შენობის მოსახლეობამ თავისი სახსრებით ჩაატარა ექსპერტიზა, რომელმაც საკმაოდ საშიში შედეგები დადო.

ექსპერტიზა 2002 წელს საკოორდინაციო ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარა და დოკუმენტში, რომლეშიც ექსპერტიზის შედეგებია მითითებული, აღნიშნულია, რომ შენობის კედლები გამოსულია მწყობრიდან. დარღვეულია კარკასი. დასკვნაში მითითებულია, რომ შენობას სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. SOS - წერია დასკვნაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი მდგომარეობით, შენობა სასწრაფოდ მისახედი იყო, მაგრამ კაპიტალური რეაბილიტაცია კორპუსს დღემდე არ ჩატარებია. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, თამარ ბეიქრიშვილი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ: "წელს საკრებულოში და გამგეობაში არის თანადაფინანსების პროგრამები. ამ თანადაფინანსებით შეიძლება საძირკველის გამაგრება, მაგრამ თანადაფინანსება გულისხმობს, რომ საერთო ღირებულების 80%-ს სახელმწიფო სტრუქტურა (მერია, საკრებულო, გამგეობა) იხდის, 20%-ს კი მოსახლეობა. ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას არც ამ 20%-ის გადახდა შეუძლია", - აღნიშნავს თამარ ბეიქრიშვილი.

მისივე თქმით, ის უკვე ეძებს ინვესტორს, რომელიც ამ შენობის ნაცვლად, ახალ შენობას ააგებს. მაგრამ ინვესტორებს ოჯახების სიმრავლე აშინებს და უარს ამბობენ ახალი შენობის აგებაზე.

ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი აღნიშნავს, რომ 15 წელია ჭერი დაზიანებულია, წყალი ჩამოდის:

"ერთხელ ცემენტის იმხელა მასა ჩამოინგრა, ჩემი ძმა ოთახში რომ ყოფილიყო, რამე დაემართებოდა. სადარბაზოშიც სულ ცემენტი ცვივა მაღლიდან. ბავშვებს სულ ვაფრთხილებთ, აქ არ ითამაშონ და ფრთხილად იარონ. მუდმივი საფრთხის ქვეშ ვართ", - ამბობს ვალენტინა ჩერვაკოვა.

იმავე მაცხოვრებლის თქმით, ერთი ოჯახი იძულებული გახდა საკუთარი ბინა მიეტოვებინა, რადგან მათ სახლში კორპუსის ავარიულობის გამო იატაკი თანდათან დამრეცი გახდა და კედლებიც საკმაოდ დაზიანებულია.

აღნიშნულ შენობასთან ახლოს, საექიმოს შესახვევ N2-ში, კიდევ ერთი პრობლემური კორპუსია. შენობა 9-სართულიანი და 11 სადარბაზოიანია. ambebi.ge კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ნინო გუბელიძეს გაესაუბრა:

"კორპუსი რამდენიმე ადგილას გადაბმულია. ადრე სპეციალური მასალით იყო ამოვსებული. ქარმა და წვიმამ ეს მასალა დააზიანა და ახლა კორპუსის შიგნით ნაპრალებია გაჩენილი. ამ ნაპრალებიდან სისველე ჩადის და კედლებს აზიანებს". მიუხედავდა ამისა, კორპუსის თავმჯდომარე არ თვლის, რომ შენობა ავარიულია.

მისივე თქმით, ისნის რაიონის ახალ დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს უკვე გააცნეს აღნიშნული პრობლემა.

ზურაბ ნეფარიძე amebi.ge-სთან საუბრისას სახსრების უქონლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ისნის რაიონს ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიტომ აქ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი:

"ჩვენ პრიორიტეტები დავსახეთ, ჯერ გზის საფარი გავაკეთეთ. რაც შეეხება ავარიულ კორპუსებს, ამ ეტაპზე, სახსრების უქონლობის გამო არაფრის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ ყველა პრობლემას ვსწავლობთ და 2015 წლიდან, თბილისის მერიისა და გამგეობის ბიუჯეტის ერთობლივი ძალებით აუცილებლად მოხდება ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია", - აღნიშნავს ზურაბ ნეფარიძე.

რაც შეეხება ახალ მშენებარე კორპუსებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სახლემწიფოს მხრიდან ძალიან სუსტად კონტროლდება სამშენებლო პროცესები. როგორც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მთავარი არქიტექტორი, გიორგი მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოში 28 ქვეყნის სამშენებლო ნორმატივები მოქმედებს.  პროექტები, ძირითადად, დამუშავებულია საქართველოში არსებული ნორმების საფუძველზე (ე.წ. ”სნიპი”), თუმცა ასევე ხდება ახალი ტექნოლოგიების, ტექნიკური ნიუანსების ევროპული სტანდარტების მიხედვით დამუშავება. მისივე თქმით, მათი კომპანია საკუთარი ინიციატივით იღებს ყველა საჭირო სერთიფიკატს: ”ჩვენ ჩვენი ინიციატივით ვიღებთ სერთიფიკატებს, რომ ჩვენი პროექტები ყველა სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს. სანქციების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. სახელმწიფოს მიერ არც ერთი ობიექტი არ კონტროლდება, მხოლოდ ითხოვენ იმ ტექნიკური დანადგარების, მოწყობილობების მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებიც შენობაში დგას. მაგალითად, ლიფტი. და თუ საჭიროდ ჩათვალეს, ითხოვენ შენობის მდგრადობაზე კონსტრუქციულ დასკვნას”, - აცხადებს გიორგი მეგრელიშვილი.

მერიის იურიდიულ განყოფილებასა და ზედამხედველობის სამსახურში ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხი გაგვცეს. მერიის იურიდიულ განყოფილებაში ამბობენ, რომ მათი სამსახური სისტემატურ ინსპექტირებას ატარებს და ხდება მშენებარე ობიექტების შემოწმება.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით კი, მერია შენობებს აკონტროლებს მხოლოდ ექსპლუატაციის მიღების პროცესში. მშნებლობის პროცესის კონტროლი მხოლოდ მშენებლობის პროექტის დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ხდება.

რაც შეეხება კანონმდებლობას, ყოველივე აღნიშნულს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" აკონტროლებს. თუმცა, კანონების დაცვით მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესები და რამდენად უსაფრთხოა ახალ ბინაში შესვლა, როგორც ჩანს, სამშენებლო კომპანიების კეთილსინდისიერებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებზე.

თამარ კორკოტაშვილი

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია