Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნების გარეშე, რადიო, ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი
ილია მეორე - წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნების გარეშე, რადიო, ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ახალ­გაზ­რდებს მი­მარ­თა, სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა წიგ­ნე­ბი­დან მი­ი­ღონ. სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ამ წუ­თებ­ში პა­რაკ­ლი­სი დას­რულ­და , რო­მე­ლიც სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის და­სა­ლო­ცად შეს­რულ­და.

პა­რაკ­ლი­სი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან და მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად გა­და­ი­ხა­და. პა­რაკ­ლი­სის დროს ლოც­ვებ­ში უფალს შეს­თხო­ვეს, რათა ახალ­გაზ­რდებს სიბ­რძნე და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა მის­ცენ. პა­რაკ­ლისს სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მრევ­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

პატ­რი­არ­ქმა პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა და სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა.

"სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­რაკ­ლი­სი სრულ­დე­ბო­და და ჩვენ ყვე­ლა­ნი ვგრძნობ­დით იმ მადლს, რო­მელ­საც ვღე­ბუ­ლობ­დით. მახ­სენ­დე­ბა ჩვე­ნი ერთ-ერთი პრო­ფე­სო­რის სი­ტყვე­ბი, რომ თქვენ ათი სე­მი­ნა­რია და აკა­დე­მია რომ და­ამ­თავ­როთ არა­ფე­რი არ გა­მო­ვა, თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თქვენს თავ­ზე არ იმუ­შა­ვებ­თო. მან გვირ­ჩია შეგ­ვექ­მნა პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა. ჩვენ გვქონ­და სტი­პენ­დია და ეს სტი­პენ­დია ძი­რი­თა­დად წიგ­ნე­ბის ყიდ­ვა­ზე მი­დი­ო­და. პრო­ფე­სო­რე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ ლექ­ცი­ებს და ზო­გი­ერ­თი სტუ­დენ­ტი კმა­ყო­ფი­ლი იყო ამით. იყო სტუ­დენ­ტე­ბის სხვა ნა­წი­ლი კი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში", - აღ­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, მათი სას­წავ­ლო დღე დი­ლის 7 სა­ათ­ზე იწყე­ბო­და ლოც­ვით, 9 სა­ათ­ზე მათ უტარ­დე­ბო­დათ ლექ­ცი­ე­ბი, სამ­ზე სა­დი­ლი, შემ­დეგ კი ისი­ნი მი­დი­ოდ­ნენ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და კი­თხუ­ლობ­დნენ საღვთის­მე­ტყვე­ლო წიგ­ნებს, ფი­ლო­სო­ფი­ას, ფსი­ქო­ლო­გი­ას, ან­თრო­პო­ლო­გი­ის და ის­ტო­რი­ის წიგ­ნებს. პატ­რი­არ­ქის თქმით, ამან გა­მო­ი­ღო ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი. პი­რა­დად ის გრძნობ­და, რომ ეს სა­ჭი­რო იყო მის­თვის.

"წიგ­ნე­ბის კი­თხვა ეს იყო სა­წყი­სი ჩემი ასე­თი წინსვლის სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე ვკი­თხუ­ლობ­დი წიგ­ნებს და ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი. მოს­წრე­ბით პირ­ველ­მა და­ვამ­თავ­რე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი იყოს წიგ­ნე­ბის გა­რე­შე. რა­დიო და ტე­ლე­ვი­ზია და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი. სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა წიგ­ნე­ბი­დან უნდა აი­ღოთ. ჩვენ შევ­თხოვთ უფალს, გახ­სნას ჩვე­ნი გო­ნე­ბა, გული. დიდი ფი­ზი­ო­ლო­გი პავ­ლო­ვი ამ­ბობ­და, ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია ორი გო­ნე­ბა, მცი­რე და დიდი. დიდი ეს არის ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა. გული არის დიდი გო­ნე­ბა. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ გა­იხ­სნას ჩვე­ნი გული და გო­ნე­ბა, მცი­რეც და დი­დიც", - აღ­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა და­ლო­ცა ახალ­გაზ­რდე­ბი და მათ ღვთი­სა­გან ძალი და სიბ­რძნე უსურ­ვა. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს მათ და­ლო­ცეს ყვე­ლა მოს­წავ­ლე, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია, აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ილია მეორე - წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნების გარეშე, რადიო, ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი

ილია მეორე - წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნების გარეშე, რადიო, ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალგაზრდებს მიმართა, სიღრმისეული ცოდნა წიგნებიდან მიიღონ. სიონის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში პარაკლისი დასრულდა , რომელიც სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალგაზრდების დასალოცად შესრულდა.

პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირებთან და მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა. პარაკლისის დროს ლოცვებში უფალს შესთხოვეს, რათა ახალგაზრდებს სიბრძნე და კეთილგონიერება მისცენ. პარაკლისს სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები, მასწავლებლები და მრევლი ესწრებოდნენ.

პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და სემინარიაში სწავლის პერიოდი გაიხსენა.

"სასწავლო წლის დასაწყისში სპეციალური პარაკლისი სრულდებოდა და ჩვენ ყველანი ვგრძნობდით იმ მადლს, რომელსაც ვღებულობდით. მახსენდება ჩვენი ერთ-ერთი პროფესორის სიტყვები, რომ თქვენ ათი სემინარია და აკადემია რომ დაამთავროთ არაფერი არ გამოვა, თუ ინდივიდუალურად თქვენს თავზე არ იმუშავებთო. მან გვირჩია შეგვექმნა პირადი ბიბლიოთეკა. ჩვენ გვქონდა სტიპენდია და ეს სტიპენდია ძირითადად წიგნების ყიდვაზე მიდიოდა. პროფესორები კითხულობდნენ ლექციებს და ზოგიერთი სტუდენტი კმაყოფილი იყო ამით. იყო სტუდენტების სხვა ნაწილი კი, რომლებიც მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისივე თქმით, მათი სასწავლო დღე დილის 7 საათზე იწყებოდა ლოცვით, 9 საათზე მათ უტარდებოდათ ლექციები, სამზე სადილი, შემდეგ კი ისინი მიდიოდნენ ბიბლიოთეკაში და კითხულობდნენ საღვთისმეტყველო წიგნებს, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიის და ისტორიის წიგნებს. პატრიარქის თქმით, ამან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. პირადად ის გრძნობდა, რომ ეს საჭირო იყო მისთვის.

"წიგნების კითხვა ეს იყო საწყისი ჩემი ასეთი წინსვლის სემინარიასა და აკადემიაში 8 წლის განმავლობაში. მე ვკითხულობდი წიგნებს და ვიყავი პირველი. მოსწრებით პირველმა დავამთავრე სასულიერო აკადემია. წარმოუდგენელია ადამიანი იყოს წიგნების გარეშე. რადიო და ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი. სიღრმისეული ცოდნა წიგნებიდან უნდა აიღოთ. ჩვენ შევთხოვთ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გული. დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, ადამიანს გააჩნია ორი გონება, მცირე და დიდი. დიდი ეს არის ჩვენი აზროვნება. გული არის დიდი გონება. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გული და გონება, მცირეც და დიდიც", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა დალოცა ახალგაზრდები და მათ ღვთისაგან ძალი და სიბრძნე უსურვა. კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე პარაკლისის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დღეს მათ დალოცეს ყველა მოსწავლე, უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასულიერო სემინარია, აკადემიის სტუდენტები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია