პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო თუ საჯარო სკოლა - რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქართულ სასწავლებლებს
კერძო თუ საჯარო სკოლა - რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქართულ სასწავლებლებს

შვი­ლის­თვის სკო­ლის შერ­ჩე­ვა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­კი­თხი აღ­მოჩ­ნდა, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაც ბოლო წლებ­ში მო­მი­წია. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ვეც­ნო­ბო­დი სხვა­დას­ხვა სკო­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ყვე­ლა ნაც­ნობ­სა თუ უც­ნობს გა­მარ­ჯო­ბის შემ­დეგ ვე­კი­თხე­ბო­დი, სად და­ყავ­და პა­ტა­რა და რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი იყო შე­დე­გით.

პირ­ვე­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლას შო­რის უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ ცალ­სა­ხად ან ერ­თია კარ­გი, ან მე­ო­რე, რა თქმა უნდა, მცდა­რია. კარ­გი და ცუდი სკო­ლა შე­იძ­ლე­ბა სა­ჯა­როც იყოს და კერ­ძოც. ის, რომ რამ­დე­ნი­მე ათას ლარს, დო­ლარს თუ ევ­როს იხდი, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ შენს შვილს უდა­ვოდ ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ბრწყინ­ვა­ლეა, თუ ათასე­ბის გა­დახ­და სა­ერ­თოდ არ მო­გი­წევს.

მშობ­ლე­ბის დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­დან და უდ­რო­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემს შვილს 12 სა­ათ­ზე სკო­ლი­დან ვე­რა­ვინ გა­მო­იყ­ვან­და, ვერც წრე­ებ­ზე ტა­რე­ბას შევ­ძლებ­დი, ამი­ტომ ვე­ძებ­დი სკო­ლას გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი­თა და წრე­ე­ბით. ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო სკო­ლა­საც აქვს. მი­ვე­დი ერთ-ერთ მათ­გან­ში, სამ­სა­ხურ­თან ახ­ლოს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვედ ით­ვლე­ბა. აქ ბავ­შვებს დი­ლის 9-დან 7 სა­ა­თამ­დე ერთ ოთახ­ში უწევთ ყოფ­ნა. და­მე­თან­ხმე­ბით, 6 წლის ბავ­შვის­თვის 24 თა­ნა­ტოლ­თან ერ­თად, ერთ სივ­რცე­ში გა­ჩე­რე­ბა 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცო­და­ო­ბაა. ამას და­მა­ტე­ბუ­ლი კვე­ბის პრობ­ლე­მა. ზო­გი­ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კვე­ბის თან­ხას იხდი, თუმ­ცა მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ბავ­შვი მხო­ლოდ ერთხელ იკ­ვე­ბე­ბა. გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლის + კვე­ბის + ტრან­სპორ­ტი­რე­ბის თან­ხა ჯამ­ში შე­საძ­ლოა, იმ­დე­ნი გა­მო­ვი­დეს, რომ შვი­ლის კერ­ძო სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნაც მო­ა­ხერ­ხო. სა­გუ­ლის­ხმოა არა­ნორ­მა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცია, რო­მე­ლიც ასეთ სკო­ლა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის დროს არის. ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი სამ წუთ­ში ივ­სე­ბა და ნამ­დვი­ლად არ მქონ­და იმე­დი, რომ ამ კონ­კრე­ტულ სკო­ლა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბას მო­ვა­ხერ­ხებ­დი.

კი­დევ ერთი ვა­რი­ან­ტი სახ­ლთან ახ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა იყო. სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც მე და­ვამ­თავ­რე აც­რემ­ლე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი. ბუ­ფე­ტი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბას და­უ­ხუ­რავს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა იყოს სკო­ლის საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტი, რომ და­ხურ­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვი სახ­ლი­დან გა­ტა­ნე­ბულ ბუ­ტერბროტ­ზე რომ უნდა გა­ი­მე­ტო. (აბა, წვნი­ა­ნი რომც გა­ა­ტა­ნო, ვინ გა­უ­ცხე­ლებს). ცალ­კე თე­მაა სა­პირ­ფა­რე­შო, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სურ­ვი­ლი სა­ერ­თოდ გა­გიქ­რე­ბა. ასე­თი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არ არ­სე­ბო­ბა ჩემს დრო­საც არ იყო. რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცესს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ყვი­როდ­ნენ, დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი ბავ­შვებს სა­ერ­თოდ ვერ იმორ­ჩი­ლებ­დნენ. სა­ჯა­რო სკო­ლა­ზე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა: უფა­სო სწავ­ლე­ბა (მშვე­ნი­ე­რია), კლას­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი, გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ძა­ლი­ან ცუდი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, მთე­ლი დღე ბავ­შვი ერთ ოთახ­ში, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წრე­ე­ბის არ არ­სე­ბო­ბა.

და­ვი­წყე კერ­ძო სკო­ლე­ბის ძებ­ნა. ფა­სე­ბი წე­ლი­წად­ში 1000-დან 12 000 ლა­რამ­დე ადის (რაც გა­ვი­გე). ზო­გი­ერ­თი ისე­თია, ჯო­ბია ბავ­შვი ზემ­ოთხსე­ნე­ბულ გა­რე­მო­ში მოხ­ვდეს და ტყუ­ი­ლა ფული არ გა­და­ყა­რო. ერ­თგან, სა­დაც სწავ­ლა 3000 ლარი ღირს, სკო­ლა ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლშია გახ­სნი­ლი. პირ­ვე­ლი და მე­ცხრე კლა­სე­ლი გვერ­დი-გვერდ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, "ასან­თის კო­ლო­ფის მო­ცუ­ლო­ბის" ოთა­ხებ­ში სხე­დან. არა - დე­რე­ფა­ნი, არა - ნორ­მა­ლუ­რი ტუ­ა­ლე­ტი, არა­ნა­ი­რი სივ­რცე და სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა. თან­ხა­ში სხვა წრე­ებ­თან ერ­თად ცურ­ვა და ცეკ­ვა შე­დის. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ცეკ­ვა ძა­ლი­ან ხში­რად უც­დე­ბათ, ცურ­ვა­ზე მთე­ლი ზამ­თა­რი არ და­ყავთ, თუ და­ყავთ კი­დევ, ბავ­შვებს რა­ღაც მი­ზე­ზით სჯი­ან და წყალ­ში არ უშ­ვე­ბენ (!!!).

კერ­ძო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ისეთ კარგ პი­რო­ბებს და­გი­ხა­ტა­ვენ, გა­გა­გი­ჟე­ბენ. რა თქმა უნდა, არ უნდა მო­ტყუვ­დეთ. მერე ასე­თი ტაქ­ტი­კა მო­ვი­ფიქ­რე, მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი ერთ-ერთ მათ­გან­ზე. და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვებს სა­ღა­მოს სა­ა­თე­ბამ­დე ხატ­ვა, სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა სხვა­დას­ხვა აუ­დი­ტო­რი­ებ­ში უტარ­დე­ბათ, ანუ სულ ერთ ოთახ­ში არ სხე­დან. კვე­ბა­მაც და სა­პირ­ფა­რე­შოს მდგო­მა­რე­ო­ბა­მაც ამ ეტაპ­ზე მომ­ხიბ­ლა. ჰოდა, მოვ­ძებ­ნე მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თაც შვი­ლე­ბი ამ სკო­ლა­ში და­ყავთ. გა­ვი­გე მათი ნომ­რე­ბი და ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­რე­კე. კარ­გი რაც იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც მი­თხრა და ჩემი თვა­ლი­თაც ვნა­ხე. მშობ­ლე­ბის­გან და­ვინ­ტე­რეს­დი, რა არ მოს­წონ­დათ და რითი იყ­ვნენ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი პე­და­გო­გე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა იყო. ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი ისე მი­ქეს, უბედ­ნი­ე­რე­სი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ და­ი­თან­ხმეს და ჩემი შვი­ლის კლასს ას­წავ­ლი­და. სა­ხე­ლი, გვა­რი და ფე­ის­ბუქ-პრო­ფი­ლი. ვის ვერ გა­შიფ­რავ? გარ­და იმი­სა, რომ ეს პა­ტივ­ცე­მუ­ლი, პე­და­გოგს რომ არ შე­ე­ფე­რე­ბა ისე­თი ლექ­სი­კით წერ­და, "სა­ო­ცა­რი" ფო­ტო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­თაც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

მერე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ვა­ჯე­რე, ავ­წონ-დავ­წო­ნე, რა მი­ღირ­და, რა არ მი­ღირ­და, რა მომ­წონ­და, რა იყო მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე. შე­დე­გი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა. სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. ერთი რამ ცხა­დია, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლი­სა და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მშობ­ლის პი­რო­ბებ­ში, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ყველ­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია. წარ­მა­ტე­ბებს, სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვან­სა და დიდ ნე­ბის­ყო­ფას გი­სურ­ვებთ!

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, Ambebi.ge

კერძო თუ საჯარო სკოლა - რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქართულ სასწავლებლებს

კერძო თუ საჯარო სკოლა - რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქართულ სასწავლებლებს

შვილისთვის სკოლის შერჩევა ყველაზე რთული საკითხი აღმოჩნდა, რა გადაწყვეტილების მიღებაც ბოლო წლებში მომიწია. რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვეცნობოდი სხვადასხვა სკოლების შესახებ ინფორმაციას. ყველა ნაცნობსა თუ უცნობს გამარჯობის შემდეგ ვეკითხებოდი, სად დაყავდა პატარა და რამდენად კმაყოფილი იყო შედეგით.

პირველი არჩევანი საჯარო და კერძო სკოლას შორის უნდა გამეკეთებინა. შეხედულება, რომ ცალსახად ან ერთია კარგი, ან მეორე, რა თქმა უნდა, მცდარია. კარგი და ცუდი სკოლა შეიძლება საჯაროც იყოს და კერძოც. ის, რომ რამდენიმე ათას ლარს, დოლარს თუ ევროს იხდი, სულაც არ ნიშნავს, რომ შენს შვილს უდავოდ ხარისხიან განათლებას აძლევენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა, თუ ათასების გადახდა საერთოდ არ მოგიწევს.

მშობლების დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან და უდროობიდან გამომდინარე, ჩემს შვილს 12 საათზე სკოლიდან ვერავინ გამოიყვანდა, ვერც წრეებზე ტარებას შევძლებდი, ამიტომ ვეძებდი სკოლას გახანგრძლივებული რეჟიმითა და წრეებით. ასეთი მომსახურება რამდენიმე საჯარო სკოლასაც აქვს. მივედი ერთ-ერთ მათგანში, სამსახურთან ახლოს, რომელიც მოსწავლეთა განათლების მიხედვით, ერთ-ერთ მოწინავედ ითვლება. აქ ბავშვებს დილის 9-დან 7 საათამდე ერთ ოთახში უწევთ ყოფნა. დამეთანხმებით, 6 წლის ბავშვისთვის 24 თანატოლთან ერთად, ერთ სივრცეში გაჩერება 10 საათის განმავლობაში საცოდაობაა. ამას დამატებული კვების პრობლემა. ზოგიერთ საჯარო სკოლაში კვების თანხას იხდი, თუმცა მთელი დღის მანძილზე ბავშვი მხოლოდ ერთხელ იკვებება. გახანგრძლივებულის + კვების + ტრანსპორტირების თანხა ჯამში შესაძლოა, იმდენი გამოვიდეს, რომ შვილის კერძო სკოლაში შეყვანაც მოახერხო. საგულისხმოა არანორმალური კონკურენცია, რომელიც ასეთ სკოლაში რეგისტრაციის დროს არის. ვაკანტური ადგილები სამ წუთში ივსება და ნამდვილად არ მქონდა იმედი, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში დარეგისტრირებას მოვახერხებდი.

კიდევ ერთი ვარიანტი სახლთან ახლოს საჯარო სკოლა იყო. სასწავლო დაწესებულებიდან, რომელიც მე დავამთავრე აცრემლებული წამოვედი. ბუფეტი სურსათის უვნებლობას დაუხურავს. წარმოგიდგენიათ?! რა მდგომარეობაში უნდა იყოს სკოლის საკვები ობიექტი, რომ დახურვას ექვემდებარებოდეს. წარმოიდგინეთ, 10 საათის განმავლობაში ბავშვი სახლიდან გატანებულ ბუტერბროტზე რომ უნდა გაიმეტო. (აბა, წვნიანი რომც გაატანო, ვინ გაუცხელებს). ცალკე თემაა საპირფარეშო, სადაც ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი საერთოდ გაგიქრება. ასეთი ანტისანიტარია და ინფრასტრუქტურის არ არსებობა ჩემს დროსაც არ იყო. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მასწავლებლები ყვიროდნენ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ბავშვებს საერთოდ ვერ იმორჩილებდნენ. საჯარო სკოლაზე ჩემი შეხედულება: უფასო სწავლება (მშვენიერია), კლასში ძალიან ბევრი ბავშვი, გამოცდილი მასწავლებლები, ძალიან ცუდი სველი წერტილები, მთელი დღე ბავშვი ერთ ოთახში, ხშირ შემთხვევაში, წრეების არ არსებობა.

დავიწყე კერძო სკოლების ძებნა. ფასები წელიწადში 1000-დან 12 000 ლარამდე ადის (რაც გავიგე). ზოგიერთი ისეთია, ჯობია ბავშვი ზემოთხსენებულ გარემოში მოხვდეს და ტყუილა ფული არ გადაყარო. ერთგან, სადაც სწავლა 3000 ლარი ღირს, სკოლა ნაქირავებ სახლშია გახსნილი. პირველი და მეცხრე კლასელი გვერდი-გვერდ საკლასო ოთახებში, "ასანთის კოლოფის მოცულობის" ოთახებში სხედან. არა - დერეფანი, არა - ნორმალური ტუალეტი, არანაირი სივრცე და სუნთქვის საშუალება. თანხაში სხვა წრეებთან ერთად ცურვა და ცეკვა შედის. მერე აღმოჩნდა, რომ ცეკვა ძალიან ხშირად უცდებათ, ცურვაზე მთელი ზამთარი არ დაყავთ, თუ დაყავთ კიდევ, ბავშვებს რაღაც მიზეზით სჯიან და წყალში არ უშვებენ (!!!).

კერძო სკოლების ადმინისტრაციაში ისეთ კარგ პირობებს დაგიხატავენ, გაგაგიჟებენ. რა თქმა უნდა, არ უნდა მოტყუვდეთ. მერე ასეთი ტაქტიკა მოვიფიქრე, მეტ-ნაკლებად ჩამოვყალიბდი ერთ-ერთ მათგანზე. დავათვალიერე, გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს საღამოს საათებამდე ხატვა, სიმღერა და ცეკვა სხვადასხვა აუდიტორიებში უტარდებათ, ანუ სულ ერთ ოთახში არ სხედან. კვებამაც და საპირფარეშოს მდგომარეობამაც ამ ეტაპზე მომხიბლა. ჰოდა, მოვძებნე მშობლები, რომელთაც შვილები ამ სკოლაში დაყავთ. გავიგე მათი ნომრები და ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს დავურეკე. კარგი რაც იყო ადმინისტრაციამაც მითხრა და ჩემი თვალითაც ვნახე. მშობლებისგან დავინტერესდი, რა არ მოსწონდათ და რითი იყვნენ უკმაყოფილოები.

გამოძიების მეორე ეტაპი პედაგოგებით დაინტერესება იყო. ერთი მასწავლებელი ისე მიქეს, უბედნიერესი უნდა ვყოფილიყავი, რომ დაითანხმეს და ჩემი შვილის კლასს ასწავლიდა. სახელი, გვარი და ფეისბუქ-პროფილი. ვის ვერ გაშიფრავ? გარდა იმისა, რომ ეს პატივცემული,  პედაგოგს რომ არ შეეფერება ისეთი ლექსიკით წერდა, "საოცარი" ფოტოების გაზიარებითაც იყო დაინტერესებული.

მერე თვეების განმავლობაში მიღებული ინფორმაცია შევაჯერე, ავწონ-დავწონე, რა მიღირდა, რა არ მიღირდა, რა მომწონდა, რა იყო მიუღებელი და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღე. შედეგი მოგვიანებით გამოჩნდება. სულაც არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. ერთი რამ ცხადია, რომ კვალიფიციური მასწავლებლისა და ყურადღებიანი მშობლის პირობებში, ხარისხიანი განათლების მიღება ყველგან შესაძლებელია. წარმატებებს, საუკეთესო არჩევანსა და დიდ ნებისყოფას გისურვებთ!

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია