რა დროს მურმან დუმბაძეა, მე მგონი, სკოლაში მურმან დუმბაძეზე არ უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოსალოდნელია თუ არა მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გაწვევა.
"მე მგონი, სკოლაში მურმან დუმბაძეზე არ უნდა ვისაუბროთ. ეს არის ძალიან ბედნიერი დღე და მე მინდა სასწავლო წლის დაწყებაზე ვისაუბრო, რა დროს მურმან დუმბაძეა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იგი აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში აჭარის დეპუტაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერის კვოტა გააჩნია და დუმბაძე სპიკერატში სწორედ ამ კვოტით არის წარდგენილი.