პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც
ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც მოხ­დეს ისე, რომ მე გა­და­ცე­მის თა­ნა­წამ­ყვა­ნი და ჟურ­ნა­ლის­ტი ვიყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სა­ვა­რა­უ­დო ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას, სხვა­თა შო­რის, ეს თემა ერთ-ერთი სა­ბუ­თი იყო იმი­სა, რომ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე კვლავ გვის­მე­ნენ, მათ შო­რის - მეც (იცი­ნის). სა­ვა­რა­უ­დო ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სჯის სა­ხით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ვი­ღა­ცას და მე­ო­რე დღეს ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ეს ტე­ლე­ვი­ზი­ით გად­მოს­ცა. არ ვიცი, რა და რო­გორ არის... ისე, შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც მოხ­დეს ისე, რომ მე გა­და­ცე­მის თა­ნა­წამ­ყვა­ნი და ჟურ­ნა­ლის­ტი ვიყო. თუმ­ცა, ჯერ ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ ვარ. სულ ორი-სამი დღის და­წყე­ბუ­ლი იყო ეს სა­უბ­რე­ბი და უეც­რად ეს ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით გად­მოს­ცეს, რა­მაც გა­მა­ო­ცა. ვი­მე­ო­რებ - შე­საძ­ლოა, ასეც მოხ­დეს, ოღონდ და­ბა­ლი ალ­ბა­თო­ბით", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სურ­ვი­ლი აქვს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღოს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ანა­ლიზ­ში. "რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­უ­რო­ბას, მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა ჩემი პი­რა­დი აქ­ტი­უ­რო­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფორ­მებ­ზე ჯერ კი­დევ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. მაქვს პრო­ექ­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი. ყვე­ლა­ფე­რი ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ მე უფრო აქ­ტი­უ­რი ვიყო და ხში­რად და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ტი­პის პრობ­ლე­მებ­ზე. მაქვს სურ­ვი­ლი, მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ანა­ლიზ­ში და ჩა­ვერ­თო დის­კუ­სი­ა­ში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა.

ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰპირ­დე­ბა, რომ უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა. "ყვე­ლა­ზე ადრე, ერთ თვე­ში, და ყვე­ლა­ზე გვი­ან, ახალ წლამ­დე, მე ერთ-ერთ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­ზეც დღეს არ მინ­და შე­ვა­ჩე­რო თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა. მოკ­ლედ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვპირ­დე­ბი, რომ უფრო აქ­ტი­უ­რი ვიქ­ნე­ბი, იმი­ტომ, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას სა­ჭი­რო­ებს. დღეს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც ნა­წილს არა­რე­ა­ლუ­რი გან­ცდა, არა­რე­ა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნი აქვს, არას­წო­რად აღიქ­მე­ბა რე­ა­ლო­ბა. თუ ჩვენ არ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რე­ა­ლუ­რად, სად ვართ დღეს, რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, რა გვინ­და (იმავდრო­უ­ლად, უნდა დავ­გეგ­მოთ, რა უნდა მი­ვი­ღოთ 10 თუ 20 წლის შემ­დეგ), საით ვის­წრაფ­ვით და არ შედ­გა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­სენ­სუ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მისი გან­ვი­თა­რე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპრე­მი­ერ­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში, ასე­ვე დღეს, 19:30 სა­ათ­ზე "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში, აუ­დი­ო­ვერ­სი­ის მოს­მე­ნა კი იმა­ვე დროს, რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე", FM 103.9-ზე შე­გიძ­ლი­ათ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ასე­ვე იხი­ლეთ:

"მე ჭი­კა­ი­ძე­ში ზედ­მეტ პა­ტი­ოს­ნე­ბას, წე­სი­ე­რე­ბას ვხე­დავ" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კრი­მი­ნა­ლის ზრდა­სა და შს მი­ნის­ტრზე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - "რუს­თა­ვი 2" "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვა, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო მძი­მეა "პირ­ვე­ლი არხი", "მა­ესტრო" და "იმე­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

"რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის... ისე, შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სურვილი აქვს, რომ მონაწილეობას მიიღოს მიმდინარე პროცესების ანალიზში. "რაც შეეხება ჩემს საზოგადოებრივ აქტიურობას, მიმაჩნია, რომ საჭიროა ჩემი პირადი აქტიურობა და ამასთან დაკავშირებულ ფორმებზე ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ. მაქვს პროექტების რამდენიმე ვარიანტი. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ მე უფრო აქტიური ვიყო და ხშირად დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. მაქვს სურვილი, მივიღო მონაწილეობა მიმდინარე პროცესების ანალიზში და ჩავერთო დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოების განვითარების სტრატეგია", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ივანიშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ უფრო აქტიური გახდება. "ყველაზე ადრე, ერთ თვეში, და ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, მე ერთ-ერთ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, რაზეც დღეს არ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მოკლედ, საზოგადოებას ვპირდები, რომ უფრო აქტიური ვიქნები, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამას საჭიროებს. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არასწორად აღიქმება რეალობა. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, რეალურად, სად ვართ დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვინდა (იმავდროულად, უნდა დავგეგმოთ, რა უნდა მივიღოთ 10 თუ 20 წლის შემდეგ), საით ვისწრაფვით და არ შედგა ფართომასშტაბიანი კონსენსუსი საზოგადოებაში, მისი განვითარება რთული იქნება", - განაცხადა ექსპრემიერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ:

"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე

ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა