საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილს ცოტნეს ვეღარ დავარქმევ" - "მოულოდნელი კითხვები" ახალი სეზონის წინ გიორგი ბახუტაშვილს
"შვილს ცოტნეს ვეღარ დავარქმევ" - "მოულოდნელი კითხვები" ახალი სეზონის წინ გიორგი ბახუტაშვილს

წელს ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვილს ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­ყუ­რე­ბე­ლი ისევ იხი­ლავს, თუმ­ცა ჯერ თა­ვა­დაც არ იცის, ისევ პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სით მო­ევ­ლი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ არა. ეს მხო­ლოდ სცე­ნა­რის­ტებ­მა იცი­ან, რომ­ლე­ბიც მისი პერ­სო­ნა­ჟის ბედს გა­ნა­გე­ბენ...

სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ფარ­თო ეკ­რან­ზე ისევ გა­მოჩ­ნდე­ბა, ჩემი ბლიც-სე­რი­ის "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კითვხე­ბის" რეს­პონ­დენ­ტი გახ­და.

- გი­ორ­გი, სად ხარ?

- სახ­ლში.

- რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ხარ?

- კარ­გად ვარ, მშვე­ნივ­რად და­ვის­ვე­ნე და ვე­ლო­დე­ბი ახალ პრო­ქ­ტებ­ში ჩარ­თვას.

- გა­სულ გა­ზა­ფხულს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყა­ვი, ცნო­ბი­ლია, რომ მხო­ლოდ ორი დღე გქონ­და თაფ­ლო­ბის­თვის, რად­გა­ნაც მუ­შა­ობ­დი და დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გქონ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს ახლა მა­ინც თუ გა­ი­გე, თაფ­ლო­ბის თვის გემო?

- კი, ამის­თვის უკვე მქონ­და დრო, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კვა­რი­ათ­ში ვი­ყა­ვი. მერე მარ­ტყოფ­ში მაქვს აგა­რა­კი და იქ და­ვის­ვე­ნეთ... მოკ­ლედ, მშვე­ნი­ე­რი რამ ყო­ფი­ლა ეს თაფ­ლო­ბის­თვე (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- რო­გორ გგო­ნია, სიყ­ვა­რუ­ლი რა ფე­რია?

- ია­სამ­ნის­ფე­რი.

- რა­ტომ?

- როცა ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­ვი­ცა­ნი, სპექ­ტაკლზე - "მერე რა რომ სვე­ლია სვე­ლი ია­სა­მა­ნი" მო­ვი­და... იმის მერე ია­სა­მან­მა და ია­სამ­ნის­ფერ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. ახლა ის სიყ­ვა­რუ­ლის ფრად მაქვს სიმ­ბო­ლუ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჩემს მე­უღ­ლეს კი უნ­დო­და, თმა ია­სამ­ნიფ­რად შე­ე­ღე­ბა და გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნე (იღი­მის)...

- სამ­ყა­რო შავ-თეთ­რი რომ იყოს, რა მოხ­დე­ბო­და?

- რა თქმა უნდა, ცუდი იქ­ნე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, მე მწვა­ნე ფერს ვერ ვხე­დავ...

- მწავ­ნი­ლი რა ფე­რია?

- მწვა­ნე (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ახლა არც ისეა საქ­მე, მწვა­ნეს ვერ ვხე­დავ­დე...

- ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი მო­გე­ნატ­რა?

- მო­მე­ნატ­რა.

- მერე რო­გორ აპი­რებ მას­თან შეხ­ვედ­რას?

- ვნა­ხოთ, ჯერ არ ვიცი, სად შევ­ხვდე­ბი. ალ­ბათ, სო­ფელ­ში ვნა­ხავ...

- რას ურ­ჩევ­დი?

- უფრო მეტი გულ­წრფე­ლო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ­დი.

- ცოტ­ნე - ეს სა­ხე­ლი თუ მოგ­წონს?

- კი, შვი­ლის­თვის მინ­დო­და, და­მერ­ქმია, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე. ალ­ბათ ცოტ­ნეს აღარ და­ვარ­მევ. არა­და, სა­ნამ სე­რი­ალ­ში ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, ასე­თი სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად მქონ­და.

- მოკ­ლედ, შვი­ლის­თვის შერ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლი შენ და­გარ­ქვეს...

- ჰოდა, ახლა ჩემს პა­ტა­რას რომ და­ვარ­ქვა, აღარ გა­მო­დის. თან, ჩემ­ში უკვე რა­ღაც სხვა ემო­ცი­ას იწ­ვევს (იცი­ნის) ...

- პერ­სო­ნა­ჟის სა­ხელს მა­ყუ­რებ­ლე­ბი ხში­რად მსა­ხი­ობს არ­ქმე­ვენ ხოლ­მე. შენც ცოტ­ნეს გე­ძა­ხი­ან თუ ისევ გი­ორ­გი ხარ?

- ცოტ­ნეს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი მე­ძა­ხი­ან. რე­ა­ლუ­რად კი მა­ყუ­რე­ბე­ლი ცოტ­ნეს­თან არ მა­ი­გი­ვებს. უფრო ჩემს ნა­მუ­შე­ვარს აფა­სე­ბენ ხოლ­მე, რაც მსი­ა­მოვ­ნებს. ასე რომ, ისევ გი­ორ­გი ვარ...

- აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას, დი­ლას რო­მელ ფეხ­ზე ად­გე­ბი?

- არა, არ აქვს, მაგ­რამ იმი­ტომ, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მის მჯე­რა, ხან­და­ხან დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ფეხ­საც­მელს პირ­ვე­ლად რო­მელ ფეხ­ზე ვიც­ვამ და მერე ჩემს თავ­ზე ნერ­ვე­ბი მომშლია...

- სა­კუ­თა­რი პე­რან­გი თუ გა­გი­რე­ცხავს და რა გან­გიც­დია იმ დროს?

- კი, რო­გორ არა. ხში­რად არა, მაგ­რამ ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, სად­მე თუ წავ­სულ­ვარ და ისიც მა­შინ, სა­ნამ ცოლს მო­ვიყ­ვან­დი. ძი­რი­თა­დად კი დედა აგ­ვა­რებ­და მაგ პრობ­ლე­მას, ახლა - მე­უღ­ლე და სა­რე­ცხი მან­ქა­ნა. თან, დიდი ხა­ნია, მარ­ტოც არ­სად წავ­სულ­ვარ, მაგ­რამ რომ დამ­ჭირ­დეს, გავ­რე­ცხავ. ეს პრო­ცე­სი ჩემ­ში უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებს არ აღ­ძრავს.

- ნერ­ვე­ბი რო­დის გღა­ლა­ტობს და რო­დის შე­იძ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოხ­ვი­დე?

- ალ­ბათ უსა­მარ­თლო­ბას თუ შე­ვე­ჯა­ხე­ბი...

- ტყუ­ილს მარ­თლა მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს?

- კი...

- გი­ნა­ხავს ტყუ­ი­ლის "მოკ­ლე ფე­ხე­ბი"?

- რო­გორ არა... თან, მა­გა­რი სა­ში­ნე­ლია...

- ამ წუ­თას რო­მე­ლი­მე ლექ­სი­დან რაც ფრა­ზა წაგ­ვი­კი­თხე?

- "თეთ­რი ტყე­ე­ბის მომ­ყვე­ბა გუნ­დი და კვლავ მარ­ტო ვარ მე ჩემ წი­ნა­შე"...

- ნუთუ მარ­ტო ხარ?

- მარ­ტო უკვე კარ­გა ხა­ნია, აღარ ვარ, უბ­რა­ლოდ, მომ­წონს ეს პო­ე­ტუ­რი წყო­ბა და თავ­ში მიტ­რი­ა­ლებს ხოლ­მე...

- იქ­ნებ გვი­თხრა, შენი ამო­ჩე­მე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი, ფრა­ზე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად იმე­ო­რებ...

- კი, სპექ­ტაკ­ლი­დან მაქვს ხოლ­მე ხში­რად. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა წარ­მოდ­გე­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. სე­რი­ა­ლი­და­ნაც ყო­ფი­ლა, სა­ნამ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მივ­სულ­ვარ. მერე უკვე ახა­ლი თე­მე­ბი ამეკ­ვი­ა­ტე­ბა ხოლ­მე...

- მე­სი­ჯი ლექ­სად თუ და­გი­წე­რია?

- არა, უბ­რა­ლოდ ლექ­სი ჩა­მი­წე­რია და ად­რე­სა­ტის­თვის ის გა­მიგ­ზავ­ნია.

- თა­ვად არ წერ ლექ­სებს?

- ლექ­სებს ვერ ვწერ, არ გა­მომ­დის.

- "ვეს­ხის­ტყა­ო­სან­ში" რო­მელ პერ­სო­ნა­ჟი იქ­ნე­ბო­დი?

- არც ერთი. "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ჩემ­თვის ძა­ლი­ან ცალ­კე მდგო­მი, რა­ღაც ხელ­შე­უწ­ვდო­მი ნი­მუ­შია. შე­იძ­ლე­ბა ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის თვი­სე­ბე­ბი შენ­ში იპო­ვო, მაგ­რამ მას­ში უფრო იდე­ა­ლუ­რი გმი­რე­ბი არი­ან. იდე­ა­ლუ­რო­ბამ­დე კი ბევ­რი მიკ­ლია.

- ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ეკ­რა­ნი­ზე­ბი­სას როლ­საც არ ითა­მა­შებ­დი?

- კი, რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მკვე­თარდ უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟიც მი­თა­მა­შია, მა­გა­ლი­თად, კა­ლი­გუ­ლა, რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი... ყვე­ლა ად­მი­ანს აქვს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი, უარ­ყო­ფითს რომ თა­მა­შობ, მას­ში სულ და­დე­ბითს ეძებ. როცა და­დე­ბითს თა­მა­შობ, უარ­ყო­ფითს ეძებ, მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი რომ გა­მო­ვი­დეს და არა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი. იმი­ტომ, რომ ცხოვ­რე­ბა არ არის ერ­თფე­რო­ვა­ნი...

- წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვა რო­დის არის ძნე­ლი?

- სა­ნამ უფრო ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მექ­ნე­ბო­და, მე­ტად ფი­ცხი ვი­ყა­ვი და ად­ვი­ლად ვკარ­გავ­დი წო­ნას­წო­რო­ბას, უფრო ხში­რად ვეხ­ვე­ო­დი რა­ღაც პრობ­ლე­მა­ში, ახლა რაც ვიცი, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა მარ­ტო ჩემი არა არის და მი­ნი­მუმ კი­დევ ერთი ადა­მი­ან­საც ეკუთ­ვნის, რო­მელ­საც ჩემი საქ­ცი­ე­ლით შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა გა­ვუ­ჩი­ნო, უფრო ვფრ­თხი­ლობ და ვხუმ­რობ ხოლ­მე: თუ თვა­ლებ­ში არ ჩამ­ხე­დეს და დედა არ შე­მა­გი­ნეს, ისე ხმას არ ამო­ვი­ღებ-მეთ­ქი...

- სე­რი­ალ­ზე და­ი­წყე მუ­შა­ო­ბა?

- ჯერ უბ­რა­ლოდ შე­ვიკ­რი­ბეთ და ნელ-ნელა, ამ კვი­რის შემ­დეგ და­ვი­ქო­ქე­ბით.

- რას პირ­დე­ბი წელს შენს მა­ყუ­რე­ბელს?

- ვეც­დე­ბი, ისე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყოს ეს სე­ზო­ნი, რო­გო­რიც წინა იყო...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შვილს ცოტნეს ვეღარ დავარქმევ" - "მოულოდნელი კითხვები" ახალი სეზონის წინ გიორგი ბახუტაშვილს

"შვილს ცოტნეს ვეღარ დავარქმევ" - "მოულოდნელი კითხვები" ახალი სეზონის წინ გიორგი ბახუტაშვილს

წელს ცოტნე ცოტაშვილს ცნობილ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელი ისევ იხილავს, თუმცა ჯერ თავადაც არ იცის, ისევ პოლიტიკოსის სტატუსით მოევლინება საზოგადოებას თუ არა. ეს მხოლოდ სცენარისტებმა იციან, რომლებიც მისი პერსონაჟის ბედს განაგებენ...

სანამ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფართო ეკრანზე ისევ გამოჩნდება, ჩემი ბლიც-სერიის "მოულოდნელი კითვხების" რესპონდენტი გახდა.

-  გიორგი, სად ხარ?

-  სახლში.

-  როგორ განწყობაზე ხარ?

-  კარგად ვარ, მშვენივრად დავისვენე და ველოდები ახალ პროქტებში ჩართვას.

-  გასულ გაზაფხულს ახალდაქორწინებული იყავი, ცნობილია, რომ მხოლოდ ორი დღე გქონდა თაფლობისთვის, რადგანაც მუშაობდი და დატვირთული გრაფიკი გქონდა. ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც თუ გაიგე, თაფლობის თვის გემო?

-  კი, ამისთვის უკვე მქონდა დრო, მეუღლესთან ერთად კვარიათში ვიყავი. მერე მარტყოფში მაქვს აგარაკი და იქ დავისვენეთ... მოკლედ, მშვენიერი რამ ყოფილა ეს თაფლობისთვე (სიცილით ამბობს).

-  როგორ გგონია, სიყვარული რა ფერია?

-  იასამნისფერი.

-  რატომ?

-  როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, სპექტაკლზე - "მერე რა რომ სველია სველი იასამანი" მოვიდა... იმის მერე იასამანმა და იასამნისფერმა სერიოზული დატვირთვა შეიძინა. ახლა ის სიყვარულის ფრად მაქვს სიმბოლურად აღიარებული. ჩემს მეუღლეს კი უნდოდა, თმა იასამნიფრად შეეღება და გადავაფიქრებინე (იღიმის)...

-  სამყარო შავ-თეთრი რომ იყოს, რა მოხდებოდა?

-  რა თქმა უნდა, ცუდი იქნებოდა, მაგალითად, მე მწვანე ფერს ვერ ვხედავ...

-  მწავნილი რა ფერია?

-  მწვანე (სიცილით ამბობს). ახლა არც ისეა საქმე, მწვანეს ვერ ვხედავდე...

-  ცოტნე ცოტაშვილი მოგენატრა?

-  მომენატრა.

-  მერე როგორ აპირებ მასთან შეხვედრას?

-  ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, სად შევხვდები. ალბათ, სოფელში ვნახავ...

-  რას ურჩევდი?

-  უფრო მეტი გულწრფელობისკენ მოვუწოდებდი.

-  ცოტნე - ეს სახელი თუ მოგწონს?

-  კი, შვილისთვის მინდოდა, დამერქმია, მაგრამ გადავიფიქრე. ალბათ ცოტნეს აღარ დავარმევ. არადა,  სანამ სერიალში ჩავერთვებოდი, ასეთი სურვილი ნამდვილად მქონდა.

-  მოკლედ, შვილისთვის შერჩეული სახელი შენ დაგარქვეს...

-  ჰოდა, ახლა ჩემს პატარას რომ დავარქვა, აღარ გამოდის. თან, ჩემში უკვე რაღაც სხვა ემოციას იწვევს (იცინის) ...

-  პერსონაჟის სახელს მაყურებლები ხშირად მსახიობს არქმევენ ხოლმე. შენც ცოტნეს გეძახიან თუ ისევ გიორგი ხარ?

-  ცოტნეს პატარა ბავშვები მეძახიან. რეალურად კი მაყურებელი ცოტნესთან არ მაიგივებს. უფრო ჩემს ნამუშევარს აფასებენ ხოლმე, რაც მსიამოვნებს. ასე რომ, ისევ გიორგი ვარ...

-  აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, დილას რომელ ფეხზე ადგები?

-  არა, არ აქვს, მაგრამ იმიტომ, რომ ბებიაჩემის მჯერა, ხანდახან დავფიქრებულვარ, ფეხსაცმელს პირველად რომელ ფეხზე ვიცვამ და მერე ჩემს თავზე ნერვები მომშლია...

-  საკუთარი პერანგი თუ გაგირეცხავს და რა განგიცდია იმ დროს?

-  კი, როგორ არა. ხშირად არა, მაგრამ ყოფილა ასეთი შემთხვევები, სადმე თუ წავსულვარ და ისიც მაშინ, სანამ ცოლს მოვიყვანდი. ძირითადად კი დედა აგვარებდა მაგ პრობლემას, ახლა - მეუღლე და სარეცხი მანქანა. თან, დიდი ხანია, მარტოც არსად წავსულვარ, მაგრამ რომ დამჭირდეს, გავრეცხავ. ეს პროცესი ჩემში უარყოფით ემოციებს არ აღძრავს.

-  ნერვები როდის გღალატობს და როდის შეიძლება მდგომარეობიდან გამოხვიდე?

-  ალბათ უსამართლობას თუ შევეჯახები...

-  ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს?

-  კი...

-  გინახავს ტყუილის "მოკლე ფეხები"?

-  როგორ არა... თან, მაგარი საშინელია...

-  ამ წუთას რომელიმე ლექსიდან რაც ფრაზა წაგვიკითხე?

-  "თეთრი ტყეების მომყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემ წინაშე"...

-  ნუთუ მარტო ხარ?

-  მარტო უკვე კარგა ხანია, აღარ ვარ, უბრალოდ, მომწონს ეს პოეტური წყობა და თავში მიტრიალებს ხოლმე...

-  იქნებ გვითხრა, შენი ამოჩემებული სიტყვები, ფრაზები, რომლებსაც ხშირად იმეორებ...

- კი, სპექტაკლიდან მაქვს ხოლმე ხშირად. განსაკუთრებით მაშინ, როცა წარმოდგენისთვის ვემზადები. სერიალიდანაც ყოფილა, სანამ გადასაღებ მოედანზე მივსულვარ. მერე უკვე ახალი თემები ამეკვიატება ხოლმე...

-  მესიჯი ლექსად თუ დაგიწერია?

-  არა, უბრალოდ ლექსი ჩამიწერია და ადრესატისთვის ის გამიგზავნია.

-  თავად არ წერ ლექსებს?

-  ლექსებს ვერ ვწერ, არ გამომდის.

-  "ვესხისტყაოსანში" რომელ პერსონაჟი იქნებოდი?

-  არც ერთი. "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ძალიან ცალკე მდგომი, რაღაც ხელშეუწვდომი ნიმუშია. შეიძლება ამ პერსონაჟების თვისებები შენში იპოვო, მაგრამ მასში უფრო იდეალური გმირები არიან. იდეალურობამდე კი ბევრი მიკლია.

-  ამ ნაწარმოების ეკრანიზებისას როლსაც არ ითამაშებდი?

-  კი, როლის შესრულება შეიძლება. მკვეთარდ უარყოფითი პერსონაჟიც მითამაშია, მაგალითად, კალიგულა, რომის იმპერატორი... ყველა ადმიანს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, უარყოფითს რომ თამაშობ, მასში სულ დადებითს ეძებ. როცა დადებითს თამაშობ, უარყოფითს ეძებ, მრავალწახნაგოვანი რომ გამოვიდეს და არა სწორხაზოვანი. იმიტომ, რომ ცხოვრება არ არის ერთფეროვანი...

-  წონასწორობის დარღვევა როდის არის ძნელი?

-  სანამ უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა მექნებოდა, მეტად ფიცხი ვიყავი და ადვილად ვკარგავდი წონასწორობას, უფრო ხშირად ვეხვეოდი რაღაც პრობლემაში, ახლა რაც ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება მარტო ჩემი არა არის და მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანსაც ეკუთვნის, რომელსაც ჩემი საქციელით შეიძლება პრობლემა გავუჩინო, უფრო ვფრთხილობ და ვხუმრობ ხოლმე: თუ თვალებში არ ჩამხედეს და დედა არ შემაგინეს, ისე ხმას არ ამოვიღებ-მეთქი...

-  სერიალზე დაიწყე მუშაობა?

-  ჯერ უბრალოდ შევიკრიბეთ და ნელ-ნელა, ამ კვირის შემდეგ დავიქოქებით.

-  რას პირდები წელს შენს მაყურებელს?

-  ვეცდები, ისევე საინტერესო იყოს ეს სეზონი, როგორიც წინა იყო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება