მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აწერია ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის აფიშას ''16+''
რატომ აწერია ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის აფიშას ''16+''

წელს ედინ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ორი ქარ­თუ­ლი - კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა და მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვი­ლის "ქა­ღალ­დის წვი­მა", 17-დან 24 აგ­ვის­ტოს, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ექ­ვსჯერ წარ­მო­ად­გი­ნეს. ამა­ვე სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა, რომ­ლის პი­ე­სის ავ­ტო­რი თა­ვად რე­ჟი­სო­რია და გან­კუთ­ვნი­ლია მოზ­რდილ­თათ­ვის, ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე შე­უძ­ლია. რე­ჟი­სო­რი რამ­დე­ნი­მე პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა და შეხ­ვედ­რი­სას ამ სი­ახ­ლე­ებ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ...

- "ქა­ღალ­დის წვი­მის" დად­გმა მე­სა­მედ მო­მიხ­და, ამ­ჯე­რად მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­თან. პირ­ვე­ლად ეს სპექ­ტაკ­ლი ჩემ­თან "ახალ თე­ატ­რში" დავ­დგი, რის­თვი­საც 2011 წელს თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია "დუ­რუ­ჯი" გად­მო­მე­ცა. მე­ო­რედ ანა­ლო­გი დავ­დგი ახალ­ცი­ხის თე­ატ­რში. იმის გამო, რომ ამ ეტაპ­ზე "ახა­ლი თე­ატ­რი", რომ­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდით, არ მუ­შა­ობს, ბა­ტო­ნი დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ "ქა­ღალ­დის წვი­მა" მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში გა­და­მე­ტა­ნა და სპექ­ტაკლს სი­ცო­ცხლე იქ გა­ნეგ­რძო. ასე რომ, მე­სა­მედ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად. ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს აღ­დგე­ნი­თი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ძა­ლი­ან ვი­ტან­ჯე­ბი, ყო­ველ­თვის მირ­ჩევ­ნია, დავ­დგა ახა­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასეც მოხ­და. პირ­ვე­ლის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და.

- შე­დე­გით ყმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, კარ­გად იმპრო­ვი­ზი­რე­ბენ და კმა­ყო­ფი­ლი ვარ. სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ანა სა­ნა­ია, ზურა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი, ვახო ნო­ზა­ძე, ნიკა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი და მე­ხუ­თე პერ­სო­ნაჟს, რე­ჟი­სო­რის როლს, პა­ტა­რა ირაკ­ლი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

- სპექ­ტაკ­ლის აფი­შას აწე­რია "16+", მი­ზე­ზი ახ­სე­ნი...

- დიახ, ასეა. ახალ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჩავ­სვით ისე­თი სცე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­გვარ წარ­წე­რას მო­ი­თხოვს. მა­გა­ლი­თად, სპექ­ტაკლშია აბა­ზა­ნის სცე­ნა, რა თქმა უნდა, კლო­უ­ნა­და­ში გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ მა­ინც ასე ვი­ფიქ­რეთ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სპექ­ტაკ­ლი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რშია, მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან პრე­ტენ­ზია რომ არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო, ამი­ტო­მაც და­ვა­წე­რეთ აფი­შას.

- წელს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ედინ­ბურ­გის ფეს­ტი­ვალ­ში. რა ნიშ­ნით შე­ირ­ჩა შენი სპექ­ტაკ­ლი?

- ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი. კლო­უ­ნა­დაა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბია, არ აქვს დე­კო­რა­ცია, მი­ნი­მა­ლუ­რი რეკ­ვი­ზი­ტი ად­ვი­ლად "გა­და­ად­გილ­დე­ბა". პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­გორ მი­ი­ღებ­და მას ევ­რო­პე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი. თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სე­ბი და­ეს­წრნენ და პრე­სა­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რენ. იყო შე­ნიშ­ვნე­ბიც, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში უფრო მეტი და­დე­ბი­თი და­ი­წე­რა. მო­ი­წო­ნეს მსა­ხი­ო­ბე­ბი და მე მო­მი­წო­ნეს ფან­ტა­ზია (იღი­მის).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ აწერია ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის აფიშას ''16+''

რატომ აწერია ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის აფიშას ''16+''

წელს ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ორი ქართული - კინომსახიობთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მონაწილეობდა. ნიკოლოზ საბაშვილის ''ქაღალდის წვიმა'', 17-დან 24 აგვისტოს, ფესტივალის ფარგლებში ექვსჯერ წარმოადგინეს. ამავე სპექტაკლის ნახვა, რომლის პიესის ავტორი თავად რეჟისორია და განკუთვნილია მოზრდილთათვის, ქართველ მაყურებელს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე შეუძლია. რეჟისორი რამდენიმე პრემიერისთვის ემზადება და შეხვედრისას ამ სიახლეებზეც ვისაუბრეთ...

- ''ქაღალდის წვიმის'' დადგმა მესამედ მომიხდა, ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებთან. პირველად ეს სპექტაკლი ჩემთან ''ახალ თეატრში'' დავდგი, რისთვისაც 2011 წელს თეატრალური პრემია ''დურუჯი'' გადმომეცა. მეორედ ანალოგი დავდგი ახალციხის თეატრში. იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ''ახალი თეატრი'', რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდით, არ მუშაობს, ბატონი დიმა ხვთისიაშვილისგან მივიღე შემოთავაზება, რომ ''ქაღალდის წვიმა'' მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადამეტანა და სპექტაკლს სიცოცხლე იქ განეგრძო. ასე რომ, მესამედ განვახორციელე სხვა მსახიობებთან ერთად. ზოგადად, არ მიყვარს აღდგენითი რეპეტიციები, ძალიან ვიტანჯები, ყოველთვის მირჩევნია, დავდგა ახალი და ფაქტობრივად, ამ შემთხვევაშიც ასეც მოხდა. პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებული ნამუშევარი გამოვიდა.

- შედეგით ყმაყოფილი ხარ?

- კარგი მსახიობები არიან, კარგად იმპროვიზირებენ და კმაყოფილი ვარ. სპექტაკლში მონაწილეობენ: ანა სანაია, ზურა ავსაჯანიშვილი, ვახო ნოზაძე, ნიკა ნანიტაშვილი და მეხუთე პერსონაჟს, რეჟისორის როლს, პატარა ირაკლი ხვთისიაშვილი განასახიერებს.

- სპექტაკლის აფიშას აწერია ''16+'', მიზეზი ახსენი...

- დიახ, ასეა. ახალ ვერსიაზე მუშაობისას ჩავსვით ისეთი სცენები, რომლებიც ამგვარ წარწერას მოითხოვს. მაგალითად, სპექტაკლშია აბაზანის სცენა, რა თქმა უნდა, კლოუნადაში გადაწყვეტილი, მაგრამ მაინც ასე ვიფიქრეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, მაყურებლის მხრიდან პრეტენზია რომ არ გაჩენილიყო, ამიტომაც დავაწერეთ აფიშას.

- წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველად მონაწილეობდა ედინბურგის ფესტივალში. რა ნიშნით შეირჩა შენი სპექტაკლი?

- ალბათ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ არსებობს ენობრივი ბარიერი. კლოუნადაა, მხოლოდ რამდენიმე მსახიობია, არ აქვს დეკორაცია, მინიმალური რეკვიზიტი ადვილად ''გადაადგილდება''. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორ მიიღებდა მას ევროპელი მაყურებელი. თეატრის კრიტიკოსები დაესწრნენ და პრესაში გამოეხმაურენ. იყო შენიშვნებიც, მაგრამ საერთო ჯამში უფრო მეტი დადებითი დაიწერა. მოიწონეს მსახიობები და მე მომიწონეს ფანტაზია (იღიმის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება