მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქტუალურია ტყავისა და ველვეტისგან დამზადებული შარვლები!..
აქტუალურია ტყავისა და ველვეტისგან დამზადებული შარვლები!..

დი­ზა­ი­ნე­რი დეა სა­ნა­ძე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. გა­ტა­ცე­ბუ­ლია ფო­ტოგ­რა­ფი­ით და იღებს სხვა­დას­ხვა პრო­ექტს. მისი თქმით, ერთი საქ­მი­ა­ნო­ბა არას­დროს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, მუდ­მი­ვად ახ­ლის ძი­ე­ბა­შია, თუმ­ცა მა­ინც ხე­ლოვ­ნე­ბის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.

მა­ი­სუ­რებ­ზე ხატ­ვა ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო, რად­გან არ მოს­წონ­და ბაზ­რის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, უნ­დო­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ კი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შექ­მნა მა­ი­სუ­რე­ბის ბრენ­დი, წყვილს დიდი გეგ­მე­ბი აქვს და ერ­თმა­ნეთს ახა­ლი იდე­ე­ბით აო­ცე­ბენ.

- მა­ი­სურ­ზე მუ­შა­ო­ბის რა პრინ­ცი­პი გაქვთ? რო­გორც ვხვდე­ბი, კი არ პრინ­ტავთ, ხა­ტავთ...

- დიახ, ვხა­ტავთ. თი­თო­ე­ულ ნა­ხა­ტი მა­ი­სურ­ზე ხე­ლით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ვფიქ­რობ, ამი­ტო­მა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. ხელ­ნა­კე­თი ყო­ველ­თვის უფრო ფა­სობს ქარ­ხნულ ნა­წარ­მთან შე­და­რე­ბით. შეგ­ვიძ­ლია, ეს­კი­ზი ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე შევ­ქმნათ და გა­და­ვი­ტა­ნოთ მა­ი­სურ­ზე. ასე­ვე ვა­კე­თებთ სხვა­დას­ხვა ნა­ხა­ტის რეპ­რო­დუქ­ცი­ებს. მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, თა­ვი­სი შექ­მნი­ლი მა­ი­სუ­რი ეც­ვას. უმ­რავ­ლე­სო­ბას სწო­რედ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ხიბ­ლავს და ჩვენ­თან ერ­თად იგო­ნებს მათ­თვის სა­სურ­ველ მა­ი­სურს. ას­ლე­ბიც იქ­მნე­ბა, გვაქვს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბიც, თუმ­ცა რად­გან ისი­ნი ხე­ლი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ორი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რი მა­ი­სუ­რის შექ­მნა შე­უძ­ლე­ბე­ლია...

- გარ­და მა­ი­სუ­რე­ბი­სა, ცივ სე­ზონ­ზე რას შეს­თა­ვა­ზებთ მომ­ხმა­რე­ბელს? მა­გა­ლი­თად, ნაქ­სოვ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მეს და­ხატ­ვა?

- თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ ზე­და­პირ­ზე ვხა­ტავთ. მომ­ხმა­რებ­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მოდ­გო­მი­დან მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში შე­ბი­ჯე­ბას ვა­პი­რებთ, გვინ­და, ტან­საც­მლის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბა მოვ­სინ­ჯოთ და კო­ლექ­ცია შევ­ქმნათ, უკვე ვმუ­შა­ობთ ეს­კი­ზებ­ზეც. თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ორი­ვე ზედ­მე­ტად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ვართ, გა­დაჭ­რით ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, ხვალ ისევ გვენ­დო­მე­ბა თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი (იღი­მის).

- ახლა, უშუ­ა­ლოდ მო­დის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რეთ. რო­გო­რი სი­ლუ­ე­ტი­სა და ფორ­მის სა­მო­სი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის სე­ზონ­ზე?

- წლე­ვან­დე­ლი მოდა ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, არ იკ­ვე­თე­ბა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სტი­ლი და ხაზი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის სა­პი­რის­პი­რო ვა­რი­ა­ცი­ებს გვთა­ვა­ზო­ბენ. ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია მა­მა­კა­ცუ­რი ფორ­მე­ბი, ვუბ­რუნ­დე­ბით 80-ია­ნე­ბის მო­დას, რო­მე­ლიც ელე­გან­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მო­დუ­რი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მკვეთ­რი ფე­რე­ბის კონ­ტრას­ტი, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად პოპ-არტსაც მოგ­ვა­გო­ნებს, და ჩვენ­თვის უკვე ნაც­ნო­ბი პრინ­ტი­ა­ნი ზე­დე­ბი– დაშ­ტრი­ხუ­ლის ეფექ­ტით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აქტუალურია ტყავისა და ველვეტისგან დამზადებული შარვლები!..

აქტუალურია ტყავისა და ველვეტისგან დამზადებული შარვლები!..

დიზაინერი დეა სანაძე სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობს. გატაცებულია ფოტოგრაფიით და იღებს სხვადასხვა პროექტს. მისი თქმით, ერთი საქმიანობა არასდროს აკმაყოფილებდა, მუდმივად ახლის ძიებაშია, თუმცა მაინც ხელოვნების გარშემო ტრიალებს.

მაისურებზე ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, რადგან არ მოსწონდა ბაზრის მიერ შეთავაზებული პროდუქტი, უნდოდა, განსხვავებული ყოფილიყო. შემდეგ კი მეუღლესთან ერთად შექმნა მაისურების ბრენდი, წყვილს დიდი გეგმები აქვს და ერთმანეთს ახალი იდეებით აოცებენ.

- მაისურზე მუშაობის რა პრინციპი გაქვთ? როგორც ვხვდები, კი არ პრინტავთ, ხატავთ...

- დიახ, ვხატავთ. თითოეულ ნახატი მაისურზე ხელით არის შესრულებული, ვფიქრობ, ამიტომაცაა გამორჩეული. ხელნაკეთი ყოველთვის უფრო ფასობს ქარხნულ ნაწარმთან შედარებით. შეგვიძლია, ესკიზი ნებისმიერ თემაზე შევქმნათ და გადავიტანოთ მაისურზე. ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა ნახატის რეპროდუქციებს. მომხმარებელს შეუძლია, თავისი შექმნილი მაისური ეცვას. უმრავლესობას სწორედ ეს შეთავაზება ხიბლავს და ჩვენთან ერთად იგონებს მათთვის სასურველ მაისურს. ასლებიც იქმნება, გვაქვს ექსკლუზიური ნამუშევრებიც, თუმცა რადგან ისინი ხელითაა შესრულებული, ორი აბსოლუტურად იდენტური მაისურის შექმნა შეუძლებელია...

- გარდა მაისურებისა, ცივ სეზონზე რას შესთავაზებთ მომხმარებელს? მაგალითად, ნაქსოვზე შესაძლებელია რაიმეს დახატვა?

- თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე ვხატავთ. მომხმარებლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შემოდგომიდან მოდის ინდუსტრიაში შებიჯებას ვაპირებთ, გვინდა, ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა მოვსინჯოთ და კოლექცია შევქმნათ, უკვე ვმუშაობთ ესკიზებზეც. თუმცა ვინაიდან ორივე ზედმეტად არაპროგნოზირებადი ვართ, გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვი, ხვალ ისევ გვენდომება თუ არა ეს ყველაფერი (იღიმის).

- ახლა, უშუალოდ მოდის თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრეთ. როგორი სილუეტისა და ფორმის სამოსი იქნება აქტუალური შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?

- წლევანდელი მოდა ძალიან მრავალფეროვანია, არ იკვეთება ერთი კონკრეტული სტილი და ხაზი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიზაინერები ერთმანეთის საპირისპირო ვარიაციებს გვთავაზობენ. ისევ აქტუალურია მამაკაცური ფორმები, ვუბრუნდებით 80-იანების მოდას, რომელიც ელეგანტურობით გამოირჩევა. მოდური იქნება ძალიან მკვეთრი ფერების კონტრასტი, რომელიც ცალსახად პოპ-არტსაც მოგვაგონებს, და ჩვენთვის უკვე ნაცნობი პრინტიანი ზედები– დაშტრიხულის ეფექტით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს