სახელი, გვარი: თიკა მახალდიანი
ასაკი: 1989 წლის 14 თებერვალი
პროფესია და საქმიანობა: ტელე-რადიოჟურნალისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით ჯერ არასდროს მიმუშავია. ამ ეტაპზე სურვილიც არ მაქვს, სიმღერა მირჩევნია.
რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდი?
ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ მსახიობი გამოვიდოდი, რადგან ბავშვობიდან ორივე საქმიანობა - მომღერლობა და მსახიობობაც მინდოდა.
ქვეყანა, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს:
ასეთი ბევრია, მაგრამ მე იტალია მიყვარს ძალიან და ვფიქრობ, ადამიანმა ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროს.
რა გიფუჭებს ხასიათს?
სიცხეში ცუდ ხასიათზე ვდგები, არც ძალიან სიცივე მიყვარს და შეიძლება, ამან ჩემს განწყობაზე იმოქმედოს, შუალედური სეზონები მომწონს ძალიან.
რამ შეიძლება გამოგიყვანოს წყობიდან?
თუ წყობიდან გამოვედი, ძალიან ცუდი ვარ, ფეთქებადი ვარ, პირდაპირ ცხელ გულზე ვამბობ ყველაფერს, მაგრამ მალევე ვცხრები. ძირითადად, ამ მდგომარეობამდე უსამართლობას მივყავარ.
ბოლოს რის გამო იტირე?
ძირითადად, ფილმებზე ვტირი ხოლმე, ამას წინათ ალბათ მეასედ ვუყურე ''ლამაზმანს'' და ვიტირე, არადა, სულ არაა სატირალი.
ხასიათის თვისება, რომელიც გინდა, რომ შეცვალო...
ცხელ გულზე მოქმედება ვიცი, მართალია, ბოლო დროს ცოტა გამოვსწორდი და ვისწავლე თავის შეკავება, მაგრამ მაინც უფრო მეტად ვისწავლიდი თავის ხელში აყვანას.
რისი გრცხვენია?
ძალიან თეთრი ვარ, ადრე მრცხვენოდა და არ მომწონდა ეს ჩემი სითეთრე, ამიტომ სულ სოლარიუმში დავდიოდი და გარუჯული ვიყავი. ახლა ასე აღარ ვარ, არ მაწუხებს ჩემი კანის ფერი, წელს ნამზეურიც არ მქონია, იმდენად შემაწუხა მზემ, რომ არ მინდა და არც მრცხვენია ამის გამო.
სირთულე, რომლიც ბოლოს გადალახე:
ცოტა ნევროზული პერიოდი მქონდა, ოღონდ რამე კონკრეტული მიზეზის გამო არა და საკუთარ თავთან მუშაობით გადავლახე.
რისი გეშინია?
კატების, ჩაკეტილი სივრცისა და მიწისძვრის.
საყვარელი ფილმი და მსახიობი:
ისევ და ისევ ''ლამაზმანი'' უნდა დავასახელო, მსახიობი ქალებიდან - ჯულია რობერტსი, რო-მელიც უკვე ჩემი დეიდა მგონია, მართლა ძალიან მიყვარს. კაცებიდან კი - ლეონარდო დიკაპრიო.
სიმღერა, რომელსაც ცუდ განწყობაზე უსმენ:
ევა ქესიდის - Autumn Leaves.