პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სიგუა - "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები
გიორგი სიგუა -  "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები

ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი სი­გუა "კა­ზან­ტი­პის" ჩა­ტა­რე­ბამ­დე სა­პატ­რი­არ­ქო­ში და­ი­ბა­რეს. ამის შე­სა­ხებ მან "ბიზ­ნეს კუ­რი­ერ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და:

"სა­პატ­რი­არ­ქო­ში მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მი­თხრეს, რომ ეს არ უნდა ჩა­ტარ­დეს, ეს იქ­ნე­ბა სო­დო­მი და გო­მო­რი, იქ­ნე­ბა უბე­დუ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო და­კარ­გავს ანაკ­ლი­ა­სო. იმი­ტომ და­კარ­გა უკ­რა­ი­ნამ ყი­რი­მი, რომ იქ კა­ზან­ტი­პი ტარ­დე­ბაო. მო­ვუს­მი­ნე მშვი­დად, ვუ­თხა­რი ჩემი არ­გუ­მენ­ტე­ბი. თით­ქოს ერთ მო­მენ­ტში და­ი­ჯე­რეს და და­თან­ხმე­ბას აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ მერე ძა­ლი­ან ცუდი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და... ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მთელ ეკ­ლე­სი­ას შე­ვე­ხო, გა­ვაკ­რი­ტი­კო ან რა­ღაც ცუდი ვთქვა, მაგ­რამ იქ არი­ან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იქ­ცე­ვი­ან ისე, რო­გორც უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. ისი­ნი ძა­ლი­ან უარ­ყო­ფით როლს ას­რუ­ლე­ბენ ქვეყ­ნის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­მად­გა და შან­ტა­ჟის გზით მი­თხრეს, რომ შენი ერთ-ერთი მო­ად­გი­ლე არის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნეო. ვუ­პა­სუ­ხე, მერე რა, რა თქვე­ნი საქ­მეა, გვაქვს ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი-მეთ­ქი... თუმ­ცა ჩემ­ზე ამას არ მო­უხ­დე­ნია არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვარ საკ­მა­ოდ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი, მი­მაჩ­ნია, რომ ეკ­ლე­სი­ას აქვს თა­ვი­სი ად­გი­ლი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აქვთ თა­ვი­სი ად­გი­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მთავ­რო­ბას თა­ვი­სი ად­გი­ლი. ამა­თი გა­და­ჯაჭ­ვა და ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­როდ გა­დაკ­ვე­თა იწ­ვევს ირანს", - გა­ნა­ცხა­და სი­გუ­ამ.

სი­გუ­ას თქმით, ამ სა­უ­ბარს პი­რა­დად მას­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­ზე მო­ახ­დი­ნა, რო­მელ­მაც ფეს­ტი­ვა­ლის ჩაშ­ლა და სხვა ტი­პის ფეს­ტი­ვა­ლის ქარ­თუ­ლი მხა­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტა­რე­ბის იდეა შეს­თა­ვა­ზა:

"მას შემ­დეგ რაც მი­ნის­ტრი სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, მი­თხრა, რომ ჯო­ბია ჩვენ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩავ­შა­ლოთ და ჩა­ვა­ტა­როთ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა. რა­ზეც მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ ფეს­ტი­ვა­ლი ჯდე­ბა 7-8 მი­ლი­ო­ნი ლარი, თუ ამ ფულს მომ­ცემ და ჩა­ვა­ტა­რებ რა­ი­მე ფეს­ტი­ვალს, ერთი - ეს იქ­ნე­ბა წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი თან­ხა, მე­ო­რე - ჩვენ გავ­ხდე­ბით და­სა­ცი­ნი და მე­სა­მე - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, შენ გყავ­დეს ინ­ვეს­ტო­რი, რო­მე­ლიც ფულს აქეთ ხარ­ჯავს, შენ კა­პიკს არ გთხოვს, აქეთ მო­აქვს უზარ­მა­ზა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და შენ სა­ხელ­მწი­ფოს ფულს იღებ და ხარ­ჯავ. მე ამა­ზე ვუ­თხა­რი უარი", - ამ­ბობს სი­გუა.

სი­გუ­ას თქმით, ეს ფეს­ტი­ვა­ლი სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნის აყ­ვა­ვე­ბის შან­სია:

"ეს არის უზარ­მა­ზა­რი ფული და ბიზ­ნე­სი, მში­ე­რი ხალ­ხის და­პუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არ აინ­ტე­რე­სებს არა­ვის", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს კუ­რი­ერს" გი­ორ­გი სი­გუ­ამ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

გიორგი სიგუა - "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები

გიორგი სიგუა -  "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა "კაზანტიპის" ჩატარებამდე საპატრიარქოში დაიბარეს. ამის შესახებ მან "ბიზნეს კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა:

"საპატრიარქოში მქონდა შეხვედრები მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. მითხრეს, რომ ეს არ უნდა ჩატარდეს, ეს იქნება სოდომი და გომორი, იქნება უბედურება და საქართველო დაკარგავს ანაკლიასო. იმიტომ დაკარგა უკრაინამ ყირიმი, რომ იქ კაზანტიპი ტარდებაო. მოვუსმინე მშვიდად, ვუთხარი ჩემი არგუმენტები. თითქოს ერთ მომენტში დაიჯერეს და დათანხმებას აპირებდნენ, მაგრამ მერე ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა... ღმერთმა დამიფაროს, მთელ ეკლესიას შევეხო, გავაკრიტიკო ან რაღაც ცუდი ვთქვა, მაგრამ იქ არიან წარმომადგენლები, რომლებიც არ იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ სასულიერო პირები. ისინი ძალიან უარყოფით როლს ასრულებენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში. რამდენიმე სასულიერო პირი დამადგა და შანტაჟის გზით მითხრეს, რომ შენი ერთ-ერთი მოადგილე არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონეო. ვუპასუხე, მერე რა, რა თქვენი საქმეა, გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი-მეთქი... თუმცა ჩემზე ამას არ მოუხდენია არანაირი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ვარ საკმაოდ მორწმუნე ადამიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიმაჩნია, რომ ეკლესიას აქვს თავისი ადგილი, სასულიერო პირებს აქვთ თავისი ადგილი და სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას თავისი ადგილი. ამათი გადაჯაჭვა და ერთმანეთთან მჭიდროდ გადაკვეთა იწვევს ირანს", - განაცხადა სიგუამ.

სიგუას თქმით, ამ საუბარს პირადად მასზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე მოახდინა, რომელმაც ფესტივალის ჩაშლა და სხვა ტიპის ფესტივალის ქართული მხარის ორგანიზებით ჩატარების იდეა შესთავაზა:

"მას შემდეგ რაც მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, მითხრა, რომ ჯობია ჩვენ ეს ღონისძიება ჩავშალოთ და ჩავატაროთ სხვა ღონისძიება. რაზეც მე ვუპასუხე, რომ ფესტივალი ჯდება 7-8 მილიონი ლარი, თუ ამ ფულს მომცემ და ჩავატარებ რაიმე ფესტივალს, ერთი - ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხა, მეორე - ჩვენ გავხდებით დასაცინი და მესამე - როგორ შეიძლება, შენ გყავდეს ინვესტორი, რომელიც ფულს აქეთ ხარჯავს, შენ კაპიკს არ გთხოვს, აქეთ მოაქვს უზარმაზარი ინვესტიციები და შენ სახელმწიფოს ფულს იღებ და ხარჯავ. მე ამაზე ვუთხარი უარი", - ამბობს სიგუა.

სიგუას თქმით, ეს ფესტივალი სამეგრელოს რეგიონის აყვავების შანსია:

"ეს არის უზარმაზარი ფული და ბიზნესი, მშიერი ხალხის დაპურების საშუალება, რაც არ აინტერესებს არავის", - განუცხადა "ბიზნეს კურიერს" გიორგი სიგუამ.

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია